საოჯახო სასტუმრო და რამდენიმე თვით ადრე დაჯავშნილი ნომრები სოფელ გარეტყეში

აქტიურ ტურისტულ სეზონამდე რამდენიმე თვე დარჩა, მაგრამ მანანა დუმბაძე ტურისტების მენიუს შესადგენად თადარიგს უკვე იჭერს და ფხლის მწნილს ამზადებს. მანანა მეწარმე ქალია ქედის  შორეულ სოფელ გარეტყედან. „იდეიდან წარმატებამდე“ – ასე იწყებს საუბარს მანანა. თურმანიძეების ოჯახი მცირე ბიზნესს წლებია ეწევა. საოჯახო სასტუმროს გახსნის იდეა მანანას მაშინ გაუჩნდა, როდესაც სოფელ გარეტყეში მცხოვრები, მათი მომღერალი ოჯახით უცხოელი ტურისტები …

ესტონელი ექსპერტები ქედაში ადგილობრივ მეწარმე ქალებს შეხვდნენ

ესტონელი ექსპერტები ქედაში მეწარმე ქალებს, გენდერისა და ქალთა უფლებების თემაზე მომუშავე საჯარო მოხელეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მცირე წარმოების მნიშვნელობაზე, სწორ მენეჯმენტსა და არსებული რისკების გათვლის საჭიროებაზე ისაუბრეს. საინფორმაციო შეხვედრაზე ესტონელმა ექსპერტმა სირია კუუსიკმა თქვა, რომ სწორი მარკეტინგი და რეკლამირება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა პროდუქციის რეალიზაციისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რას აწარმოებს ფერმერი – ხილს თუ ბოსტნეულს. „ბიოპროდუქციაზე მოთხოვნა …

კიდევ ერთი სახლი დაიწვა ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხარაულაში, რეზო ხარაძის, 4-წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, სახლი მთლიანად დაიწვა, ხანძრის შედეგად კი არავინ დაშავებულა. ,,ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა, პირველი სართული კაპიტალური იყო, მეორე – ხის, ცეცხლს ქედისა და შუახევის სახანძრო სამსახურები აქრობდნენ, დამხმარე ნაგებობები გადარჩა. ოჯახს 10 000 ლარით დავეხმარებით, ვიდრე თანხა გამოიყოფა,  ოჯახს …

რატომ შეაქვთ ცვლილებები პროექტებში – „ფარული სამუშაოები“ მშენებლობის პროცესში

ქედის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, მშენებლობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით დამპროექტებელ კომპანიებს მათ მიერ შედგენილ პროექტებში ცვლილებები ხშირად შეაქვთ. კომპანია, რომელსაც ქედის მერია პროექტში ცვლილებების შესატანად წერილობით მიმართავს, შპს „საბაა“, რომელიც ქედაში, სოფელ ზუნდაგაში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ავტორია. პროექტი მერიამ გასულ წელს შეისყიდა. მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ზუნდაგის ბაღის შენობის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიამ ქედის …

მეძიბნაში სოფლის სახლსა და სამედიცინო პუნქტს ააშენებენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნაშისამედიცინო პუნქტი და სოფლის სახლი მოეწყობა. მშენებლობისთვის ქედის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 183 570 ლარი გამოყო. ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, სოფლის სახლისა და სამედიცინო პუნქტისთვის სოფელში ერთსართულიანი კაპიტალური შენობა აშენდება. მისივე ინფორმაცით, 183 570 ლარი მხოლოდ მშენებლობისთვისაა გამოყოფილი, ინვენტარის შესაძენად თანხას კი, ქედის მერია მშენებლობის დასრულებამდე გამოყოფს. სოფლის სახლისა და სამედიცინო პუნქტის მშენებლობაზე …

ქედაში ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ქედის მერია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ პირველ მაისთან, 15-ბინიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. ეს ოჯახები, გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, განსახლებას საჭიროებენ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბაზაში არიან დარეგისტრირებულნი. ქედის მერიამ კორპუსის ასაშენებლად პროექტი 13 400 ლარად გასულ წელს, ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. ქედის მერის მოადგილე როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ პროექტით, …

უსაფრთხოა თუ არა ბაღის შენობა, რომლის რეაბილიტაციაზე ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება

მახუნცეთის ყოფილი  საბჭოს ორსართულიანი მრავალფუნქციური შენობის – სადაც ზუნდაგის საბავშვო ბაღი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და თემის ადმინისტრაციული შენობა ფუნქციონირებდა – რეაბილიტაცია ქედის მერიამ 2017 წელს დაგეგმა, 760 ათასი ლარი გამოყო და სამუშაოებიც დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობის გასაფართოებლად შენობის წინა და უკანა მხარეს ახალი საძირკველი ჩამოესხა, აშენდა ახალი კედლები, მშენებლობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კი, მშენებელმა კომპანიამ …

„არტ-გენი 2018“ წელს პირველად ქედაში ჩატარდება

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „არტ-გენი“ წელს პირველად ქედაში ჩატარდება. 22 ივნისს ფესტივალი  საზეიმოდ მახუნცეთში გაიხსნება და მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან. ფესტივალი ქედიდან 24 ივნისს გურიაში, ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებს,  27 ივნისს – იმერეთში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, 29 ივნისს- ლეჩხუმში, მწვანე ამფითეატრში, ხოლო დასკვნითი ღონისძიება თბილისში, 8-15 ივლისს გაიმართება. მთავარ ფოტოზე: მახუნცეთი. …

ქედაში საცხოვრებელი სახლისთვის სახურავს 240-მდე ოჯახი ითხოვს

საცხოვრებელი სახლის სახურავის მოთხოვნით ქედის მერიაში  240-მდე მოქალაქის განაცხადია შესული, შესაბამისად, აქ საცხოვრებელი სახლისთვის სახურავს ამდენივე ოჯახი ელოდება. სახურავის დახმარებით მერიას წელს 70-მა ოჯახმა მიმართა, დანაჩენმა კი წერილობითი მოთხოვნა მერიაში 2017 წელს შეიტანა. ქედის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით თედორაძის თქმით, მერია  შეჭირვებული ოჯახებისთვის სახურავებს შისყიდის. მერიაში შიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც იმ ოჯახების მდგომარეობას შეისწავლის, …

სოფელ ჭინკაძეებში კარიერი ჩამოიშალა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში კარიერი ჩამოიშალა. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ კარიერზე მომუშავე ტრაქტორი დააზიანა. როგორც მერმა განაცხადა, ამ ეტაპზე მდინარე ბზანას დატბორვისა და შეგუბების საშიშროება არ არის: „ბზანას ხეობაში ძველი კარიერიდან მიწის მასა ჩამოვიდა და დააზიანა ტრაქტორი, მსხვერპლი არ არის, არ არის წყლის შეგუბების საშიშროება, სადაც ტრაქტორი მუშაობდა, იქ ჩამოვიდა …

ინერტულ მასალას ქედაში 11 კომპანია მოიპოვებს – როდის დაიწყება დაზიანებული გზის აღდგენა

რატომ არ კონტროლდება ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ინერტული მასალის მომპოვებელი კომპანიის მიერ მძიმე ტვირთის გადაადგილება და რა ბედი ელის მწყობრიდან გამოსულ ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთს? – რამდენიმე დღის წინ, „ბათუმელების“ ამ კითხვაზე  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ტვირთის გასაკონტროლებლად სასწორებს დააყენებენ, ხოლო დაზიანებული გზის შეკეთებას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. ამ დრომდე გზის შეკეთება არ დაუწყიათ და არც …

ქედაში მცხოვრები 30-მდე ოჯახი განსასახლებელია – გეოლოგიური დასკვნა

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი ოჯახი განსასახლებელია, ორი ოჯახი ქვათა ცვენის საფრთხის წინაშე იმყოფება, ექვსი ოჯახის საცხოვრებელი სახლი გამაგრებას საჭიროებს, ხოლო 22 საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედელია მოსაწყობი – ეს დასკვნა გეოლოგებმა ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებით ბოლო გეოლოგიური შესწავლის საფუძველზე დაწერეს. გეოლოგიური დასკვნებით, განსახლებას სოფელ მეძიბნაში მცხოვრები გენადი დუმბაძის, კვაშტაში – შუქრი ბერიძისა და …

ქედის ა(ა)იპ-ებში ხელფასი 30-50 პროცენტით გაიზრდება

ქედის მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაქსიმუმ მაისის თვეში აიღებენ, ხელფასი კი 30 ან 50 პროცენტით მოიმატებს. „აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, მაქსიმალური გათვლებით, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მაისიდან აიღებენ, თუმცა არ გამოვრიცხავ ხელფასის ზრდა მანამდეც მოხდეს. ჩვენ ავიღეთ მაქსიმალური და მინიმალური ნიშნული, ხელფასები მაქსიმუმ …

სოფელ ვაიოს სკოლიდან გოგონები მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ოლიმპიადისთვის ემზადებიან

მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც 2018 წლის აპრილში მალტაში ჩატარდება მაგიდის ჩოგბურთში, საქართველოდან ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი იასპარეზებს. გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ოთხი სპორტსმენია, მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე საგზური 27 ივნისს, ქუთაისში გამართულ საფინალო თამაშში, თბილისის სასკოლო გუნდებთან გამარჯვებით მოიპოვა. ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდს ჩემპიონატზე ოთხი სპორტსმენი წარადგენს – ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, მირანდა გორგილაძე და …

რატომ ყრიან სამშენებლო ნარჩენებს ქედაში სასპორტო სკოლისა და სკვერის მიმდებარედ

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის, პარკისა და საბავშვო სკვერის მიმდებარედ სამშენებლო ნარჩენებს წლების განმავლობაში ყრიან. სამშენებლო ნარჩენებთან ერთად ახლა აქ პლასტმასის ქილები, საბურავები და სხვადასხვა სახის ნაგავია მიმოფანტული. ნახეთ ამ თემაზე: ეკოლოგიურად დაბინძურებული მდინარეები და საფრთხეები აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ძირითადად მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა კონტროლდება, სამშენებლო ნარჩენებს კი, როგორც ადგილობრივები, ისე სამშენებლო კომპანიები, ხევებში, მდინარეებსა თუ …

ტურისტებისთვის მაღალმთიან აჭარაში ქედა ყველაზე მიმზიდველია

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 2017 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, გასულ წელს მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ ობიექტებსა და მუზეუმებს 46 592 ვიზიტორი ეწვია, რაც 98%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. გასულ წელს ვიზიტორებისთვის  მიმზიდველი იყო მაჭახელას, ქედისა და ხულოს ტურისტული მარშრუტები. აქედან ყველაზე მეტი, 20 298 ვიზიტორი, ქედაში …

დაჟანგული ატრაქციონები [ფოტოამბავი]

ეს ჟანგმოდებული და მწყობრიდან გამოსული ატრაქციონები დაბა ქედაშია. რუსთაველის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოში, ქედის მერიამ სავარჯიშო ატრაქციონები წლების წინ დაამონტაჟა. ქედის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, სულიკო ბოლქვაძის ინფორმაციით, ქედის მერიას დაბის რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს 300 000 ლარი აქვს გაწერილი, თუმცა კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს ამ თანხით დაბაში, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მისივე ინფორმაციით, სავარჯიშო ატრაქციონების …

მშენებლობის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე პროექტში შესული ცვლილებები

დაბა ქედში, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ ცენტრალურ პარკში, სცენის მოსაწყობად ქედის მერიამ 2017 წელს ბიუჯეტიდან 230 000 ლარი გამოყო და ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ახალშენთან“ 184 645 ლარზე გააფორმა. მერიასა და კომპანიას შორის 2017 წლის 17 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით, მშენებლობა გასული წლის 17 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე მშენებლობა არ დასრულებულა. უფრო მეტიც, ქედის მერის მოადგილის, როლანდ …

დამტვრეული სკამები და მდინარის შლამი ქედის ცენტრალურ პარკში [ფოტოამბავი]

დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ ამ პარკის რეაბილიტაციისათვის 2015 წელს 82 828 ლარი დაიხარჯა. გასულ, 2017 წელს, ოქტომბერში, პარკი მდინარე აკავრეთამ დატბორა. ორი წლის წინ ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯა მდინარისგან დამცავი კედლის ასაშენებლად, თუმცა დამცავი კედელი, რომელიც შვეიცარიის საელჩოს დახმარებით გაკეთდა, ჩამოიშალა.  ასე გამოიყურება ახლა პარკი ქედაში, რეაბილიტაციიდან ორი წლის შემდეგ. ძელსკამები დამტვრეულია, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე …

საინიციატივო ჯგუფი ქედის მერიას მახუნცეთში მონუმენტის განთავსებას სთხოვს

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა ქედის მერიას მახუნცეთში, აკვედუკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მონუმენტის განთავსების მოთხოვნით წერილობით მიმართა და ესკიზიც წარუდგინა. მონუმენტი, სახელწოდებით „საქართველოს სადარაჯოზე“, რომლის განთავსებასაც საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, დავით სვანიძის მიერ დამუშავებული ესკიზით დამზადდება. ქედის მერი, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ მოწონების შემთხვევაში მონუმენტი იმ ადგილზე განთავსდება, სადაც მახუნცეთის განაშენიანების გეგმით კემპინგი უნდა მოეწყოს. „ესკიზი მუნიციპალიტეტის ფეისბუქგვერდზე განვათავსეთ, …

ქედაში ახალი მუზეუმი აშენდება

ქედის ისტორიულ მუზეუმს ახალი შენობა ექნება. ქედის მერია წელს მშენებლობის პროექტს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან შეისყიდის. ქედის მერი, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ არსებული შენობა ძველია, მუზეუმისთვის  შეუსაბამო და არასაკმარისი ადგილის გამო ექსპონატების ნაწილი საგამოფენო სივრცეში არასათანადოდაა განთავსებული. „მუზეუმი სამრეწველო ზონაშია განთავსებული. შენობა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ძველი და ამორტიზებულია. პირველ ეტაპზე მშენებლობისთვის …

ქედის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა. ქედის საკრებულომ საბჭოს დებულება დღეს, 13 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, შუქრი თურმანიძე, განმარტავს, რომ საბჭო ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების უფლებებს დაიცავს და  „საბჭოში შესულ ყველა შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება იქნება“: „გენდერული თანასწორობის საბჭო, დისკრიმინაციის, ოჯახში ძალადობასა და ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს, ჩვენი მიზანია საკრებულოს ყველა …

ქედის მერია თემის რწმუნებულებს საწვავს პირადი ავტომობილებისთვის გამოუყოფს

ქედის მუნიციპალიტეტის მერია თემის რწმუნებულებს საწვავს პირად სარგებლობაში არსებული ავტომობილებისთვის გამოუყოფს. საწვავის გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქედის საკრებულომ დღეს, 13 თებერვალს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქრი თურმანიძის ინფორმაციით, ცხრა რწმუნებულისთვის საწვავის შესაძენად წლის ბოლომდე სულ 13 200 ლარია გამოყოფილი. „სოფლებში თემის რწმუნებულების მუშაობა ეფექტურად რომ წარიმართოს, საავტომობილო გადაადგილებისთვის საწვავის შესაძენად, ბიუჯეტიდან 13 200 ლარი გამოიყო. ამ …

სოფელ ახოში დამწვარი სახლის მცხოვრებლებმა ნათესავს შეაფარეს თავი

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში, ჩეტკიძეების უბანში, ხანძრის შედეგად დიასამიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი გაუჩნდა ნახევრად კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს, სადაც ექვსი წევრი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოჯახი იმავე სოფელში ნათესავთან იმყოფება. ოჯახის დახმარებისთვის კი მერია ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით ხვალ მიმართავს. ლევან გორგილაძის თქმით, ვიდრე ოჯახს თანხით დაეხმარებიან, საჭიროების შემთხვევაში, …

ქედის მერია სოფლებისთვის სანაგვე ურნებს იყიდის

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ქედის მერია 70 ურნას შეისყიდის და სოფლებში განათავსებს. ურნების შესაძენად ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარია გამოყოფილი. 440 კილოგრამის ტევადობის 70 ფოლადის ურნაზე სახელმწიფო შესყიდვა 7 თებერვალს გამოცხადდა. ქედის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქედის მერიის ბალანსზე არსებულ შპს „ქედის კომუნალურსერვისს“ გააქვს კვირაში ორჯერ ბათუმის ნაგავსაყრელზე გადააქვს. სოფლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების სამართავად ქედის მერიამ კონტეინერების განთავსება გასულ წელს …

სამი მერიის მიერ დახარჯული საწვავი ერთ თვეში

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტი ავტომობილი შუახევის მერიას ემსახურება, შესაბამისად, ყველაზე მეტი ოდენობის საწვავსაც შუახევის მერია ხარჯავს. შუახევის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ანზორ ცეცხლაძის ინფორმაციით, მერიის ბალანსზე არსებული 14 ავტომობილიდან გამართულ მდგომარეობაში ათი ავტომობილია, სახელმწიფო ავტომობილები აქ მერს, მერის ორ მოადგილეს და ყველა სამსახურს ემსახურება. რაც შეეხება საწვავის ლიმიტს, თვის განმავლობაში შუახევის მერიის თანამშრომლებისთვის 1950 …

შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი 32 მუნიციპალიტეტს მოემსახურება

5 – 27 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ქედაში (ქედის ცენტრში) მოძრავი სერვისცენტრი დღეს 17 საათამდე მუშაობდა, შუახევში შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი  6 თებერვალს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს. რაც შეეხება ხულოს, აქ მოძრავი სერვისცენტრი …

ქედაში მეწყერმა შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა, რამდენიმე სოფელს კი შუქი არ მიეწოდება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვარჯანისსა და აქუცაში საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ განვითარებული მეწყრის გამო შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა. ქედის მერიის ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო შუქი არ მიეწოდება დანდალოსა და ოქტომბრის თემში შემავალ სოფლებსა და მერისის თემის სამ სოფელს: სილიბაურს, ნამონასტრევსა და შევაბურს. „გზებზე მცირე მეწყრები განვითარდა, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა, გეოლოგები ამოვიდნენ და დაიწყეს …

ქედაში მეწყერმა სასოფლო გზა ჩაკეტა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში განვითარებულმა მეწყერმა შიდა სასოფლო გზა ჩაკეტა. მეწყერი განვითარდა სოფელ კუჭულაშიც, ნაკაშიძეების საცხოვრებელ სახლთან. ქედის მერის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაკაშიძეების ოჯახი უსაფრთხო ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება სოფელ ზვარეში საავტომობილო გზას, მერის თქმით, იგი უახლოეს პერიოდში გაიხსნება. „ნაკაშიძეების ოჯახი დროებით მეზობელთან გადავიდა, საცხოვრებელ სახლთან განვითარებულ მეწყრულ პროცესებს  გეოლოგები ხვალ შეისწავლიან. მერია …

ჩოგბურთის დაკეტილი კორტები ქედაში  

ქედის მუნიციპალიტეტში ჩოგბურთის კორტები 2011 წელს მოაწყეს. ამისთვის 84 667 ლარი დაიხარჯა. წვრთნები კორტზე ცოტა ხანს ტარდებოდა, 2012 წლის თებერვლის შემდეგ კი ეს სპორტული სივრცე, ფაქტობრივად, დაკეტილია. მიზეზი – კორტის საფარი  ობიექტის ჩაბარებიდან სულ რამდენიმე თვეში მწყობრიდან გამოვიდა. ჩოგბურთის კორტები ქედაში ენმ-ის წევრის, ირაკლი ბარამიძის გამგებლობის დროს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „გულები ო.დ“-მა ააშენა. 2011 წელს …

აჭარის კონსტიტუციის განხილვა ქედაში

დღეს, 24 იანვარს, ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე საჯარო განხილვა გაიმართა. კანონპროეტის არსებული რედაქცია აუდიტორიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ გააცნო. დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის კონსტიტუციის დღემდე მოქმედ რედაქციაში გარკვეული ტიპის ხარვეზებია და მუშაობა ამ ხარვეზების აღმოფხვრასა და უფლებამოსილებების გამიჯვნაზე მიმდინარეობს. „აჭარის კონსტიტუციის წარმოდგენილი პროექტი ბევრად გაუმჯობესებული ვარიანტია იმ რეგულაციებისა და …

რა პრობლემების მოგვარებას სთხოვენ მოქალაქეები ქედის მერს

ყოველ სამშაბათს ქედის მერს, ლევან გორგილაძეს, დილიდან შუადღემდე მოქალაქეთა მიღების საათები აქვს.  ქედის მერიაში ხალხმრავლობა დილიდან იწყება. 11 საათზე მოქალაქეები პირველ სართულზე არსებული კანცელარიიდან საშვით შენობის მესამე სართულზე, მერის კაბინეტის შესასვლელთან ინაცვლებენ.  მერთან დახმარების სათხოვნელად მოქალაქეები ქედის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოდიან და მერთან შესასვლელად რიგის დაცვით ერთმანეთს ენაცვლებიან. იმის გასაგებად, თუ რა პრობლემების მოსაგვარებლად მიმართავენ მოქალაქეები ქედის …

ქედის „ბეთლემს“ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ ქედის „ბეთლემს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ეროვნულ, მესამე ლიგაში მოთამაშე  საფეხბურთო კლუბის სპორტსმენების მწვრთნელი ირაკლი გოგიჩაიშვილი იქნება. გუნდის ყოფილი მწვრთნელი, ავთანდილ გოგიტიძე კი, საფეხბურთო კლუბის დირექტორის, სულხან ჯიჯავაძის ინფორმაციით, „დინამოში“ გადავიდა. „ბეთლემში“ ამ დროისთვის ფეხბურთელთა ფორმირება მიმდინარეობს. სულხან ჯიჯავაძის თქმით, გუნდის საბოლოო შემადგენლობა ათ დღეში გახდება ცნობილი. წელს საფეხბურთო კლუბ „ბეთლემს“ სახელფასო ბიუჯეტი …

ქედის საკრებულო კომისიის წევრებს საწვავს პირადი ავტომობილებისთვის გამოუყოფს

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, შუქრი თურმანიძის ინფორმაციით, საკრებულოს კომისიებს  გადაადგილებისთვის ყოველთვიურად საწვავის ხარჯი გამოეყოფა, თითოეულ კომისიას თვეში 80 ლიტრი. ქედის საკრებულოს ბალანსზე ამ დროისთვის ორი სახელმწიფო ავტომობილი ირიცხება, მათგან ერთი საკრებულოს თავმჯდომარეს, მეორე კი მის მოადგილეს ემსახურება. შესაბამისად, დღემდე ქედის სკარებულოში საწვავის ხარჯი ამ ორი ავტომობილისთვის იყო გაწერილი. შუქრი თურმანიძე განმარტავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თანხით …

უბანი გზის გარეშე

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფელში, დუმბაძეების უბანში მცხოვრები ოჯახები გარე სამყაროს საცალფეხო ბილიკითა და მდინარე აჭარისწყალზე არსებული ბაგირის ხიდით უკავშირდებიან. როცა მდინარეში წყალი მატულობს, მდინარის კალაპოტიდან წყალი გადმოდის და ბაგირის ხიდამდე მისასვლელ ტერიტორიას ტბორავს. დუმბაძეების უბანთან დასაკავშირებლად არის შემოვლითი გზაც, რომელიც იმდენად არის მწყობრიდან გამოსული, რომ მაღალი გამავლობის ავტომობილიც კი ვერ გადაადგილდება. ეს გზა გასულ საუკუნეშია …

ტერიტორია, სადაც „აკავრეთა ჰესი“ უნდა აშენდეს, ოქროს მომპოვებელ კომპანიაზეა გადაცემული

ტერიტორიაზე მერისში, სადაც „აკავრეთა ჰესი“ შპს „Georgian  Shenke Power Investment“-ის მიერ მომზადებული  პროექტით უნდა აშენდეს, წიაღისეულის მოსაპოვებელი ლიცენზიაც არის გაცემული. „აკავრეთა ჰესის“ დამპროექტებელი კომპანიის დირექტორი, შამილ ბირკაძე აცხადებს, რომ მათთვის ეს მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც კომპანია სახელმწიფოსთან ჰესის ასაშენებლად მემორანდუმის გაფორმებას აპირებდა. მერისის ხეობაში, მდინარეების – აკავრეთასა და ლოდნარის კვეთაზე „აკავრეთა ჰესის“ მშენებლობისთვის პროექტის …

Exit mobile version