ხულოს სოფელ განახლებაში ახალი სკოლის მშენებლობისთვის 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში საჯარო სკოლის შენობის მშენებლობაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 801 230 ლარია. სკოლის მშენებლობა 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. მშენებლობისთვის შესაბამისი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ტენდერის პირობებშია. მიმწოდებელი ვალდებული იქნება სკოლის მშენებლობასთან ერთად მოაგვაროს გარე კომუნიკაციების [საჭიროების შემთხვევაში] მიერთება/ნებართვის მოპოვება [წყალი, დენი, გაზი]. მის მიერ გადახდილი თანხები …

ბულინგი სკოლაში – დისკუსია ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში

28 დეკემბერს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით  ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში დისკუსია გაიმართა.  დისკუსიის თემა იყო ბულინგი სკოლაში. დისკუსიაში მონაწილეობდნენ პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები, დისკუსიის მომხსენებლები კი ონლაინგამოცემა „ბათუმელებისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ჟურნალისტები იყვნენ.  ლელა დუმბაძე, „ბათუმელების“ ჟურნალისტი:  ჩვენს ონლაინგამოცემას არაერთი ბულინგის ამსახველი ფაქტი გაუშუქებია. მაგალითად, დაახლოებით ერთი კვირის წინ ბათუმის ერთ-ერთი …

მუზეუმი სკოლის ტუალეტში [ფოტო]

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის მე-6 საჯარო სკოლის დარაჯს უკვე აღარ უკვირს უცხო ადამიანის გამოჩენა სკოლაში. იცის, რომ ადამიანებმა ამ სკოლაში ტუალეტის სანახავად დაიწყეს სიარული. ტუალეტი ამ სკოლაში ჩვეულებრივი არ არის – იქ პატარა მუზეუმია მოწყობილი. ტუალეტი სკოლის მეორე  და მესამე სართულებზეა. ორივეგან კარის შეღებისთანავე თქვენს ყურადღებას ნახატების მწკრივი მიიქცევს, სხვადასხვა ფერად შეღებილ კედლებზე რომ დაუმაგრებიათ. აქ ნახავთ …

რამდენს უხდიან ტრენერს საათში – ცხრა მილიონზე მეტი პედაგოგების გადასამზადებლად 

საქართველოს განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგებისთვის 9 მილიონ 705 ათასი ლარი დაიხარჯა. დოკუმენტის თანახმად, ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 8 მილიონ 203 ათასი ლარი გაწერილია მუხლში „საქონელი და მომსახურება“. ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ მთლიანი თანხიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მათ შორის ტრენერების ანაზღაურებას 3 მილიონ …

პანკისის ხეობაში დირექტორებსა და პედაგოგებს ევროპის შესახებ ტრენინგებს ჩაუტარებენ

როგორ უნდა წარმართონ საკუთარ სკოლებში ევროპის შესახებ სწავლების ჩატარება – ამის შესახებ პანკისის ხეობაში 20 სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებს ტრენინგი ჩაუტარდებათ. პედაგოგები თბილისში ორი დღის განმავლობაში დაესწრებიან გამართულ სემინარს, რომელზეც პირველი წყაროდან მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს მიერ შერჩეული ევროინტეგრაციის კურსის თაობაზე. 2019 წლის თებერვალში კი, პედაგოგთა ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ისინი შეხვდებიან ევროპული ინსტიტუტების …

სკოლის არდადეგების 2018-2019 წლის სრული გრაფიკი

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 15 იანვრამდე გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგები კი დაიწყება 8 მარტიდან და 15 მარტამდე გაგრძელდება. ზაფხულის არდადეგები 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდეა გათვალისწინებული, მხოლოდ მე-2 და მე-11 კლასებისთვის. პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი 27 მაისს დასრულდება, მე-12-კლასელებისთვის კი – 20 მაისს. როგორც სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, თუ აღნიშნული თარიღები ემთხვევა …

ბათუმელი სტუდენტი აბუ დაბიში, ნიუ იორკის უნივერსიტეტში

დავით ჯინჭარაძე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ აბუ დაბიში მდებარე ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტია. დავითს სრული სასწავლო გრანტი აქვს, რაც მოიცავს როგორც სწავლის დაფინანსებას, ასევე ცხოვრების, სასწავლო ლიტერატურისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას. დავითს ახლა არდადეგები აქვს და თავის მშობლიურ ქალაქში, ბათუმში ჩამოვიდა. „ვსწავლობ ტვინსა და კოგნიტურ მეცნიერებებს, ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან. ერთ-ერთი ახალდაარსებული ფაკულტეტია ნიუ იორკის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის …

ორი კონკურსი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შენობის ინტერიერის დიზაინის განახლებას მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართულობით გეგმავს. ამისათვის ცენტრმა ორი კონკურსი გამოაცხადა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფოტოკონკურსი მოსწავლეებისთვისაა. კონკურსში მონაწილე მოსწავლემა  უნდა წარმოადგინოს კონცეპტუალური ფოტოები, რომლებიც ასახავენ ცენტრის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს.  კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მაღალი გარჩევადობის ფოტონამუშევრები (არაუმეტეს 5 ფოტო). მონაწილეები შეფასდებიან კრიტერიუმებით: რამდენად პასუხობს ნამუშევარი …

მასწავლებელი გურიიდან მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ 50 მასწავლებელს შორისაა. ლადო აფხაზავა სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებელია. იგი 2010 წლიდან მუშაობს ამ სოფლის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, 2012 წლიდან კი  არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც რვა ბავშვი ცხოვრობს. ლადო აფხაზავა 2017 წელს საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. „მისი ბევრი აქტივობა …

„მოზარდების 98 პროცენტს საკუთარი თავი ეზიზღება“ – რაზე საუბრობენ მოზარდები UNICEF-ის კვლევაში

მოზარდების სარისკო ან პროტესტის გამომხატველ აქტივობებში ჩართვა შესაძლოა საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის ნაკლებობით, ან იმითაც იყოს განპირობებული, რომ ხანდახან არ მართლდება მათი მოლოდინები და მშობლებისგან, აღმზრდელებისგან ვერ იღებენ შესაბამის სიყვარულს და ყურადღებას. „თინეიჯერების 98 პროცენტს საკუთარი თავი ეზიზღება, დარჩენილ 2 პროცენტს კი იმდენად ეზიზღება, რომ შესაძლოა საერთოდ აღარ უნდოდეთ სიცოცხლე“, – ასე ფიქრობენ ფოკუს ჯგუფის …

რატომ არ აქვთ მოზარდებს მშობლების მხარდაჭერის იმედი – კვლევა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევის მიხედვით, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა და მშობლებისა და მოზარდების ურთიერთობას შეეხება, ნათქვამია, რომ ბავშვებს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე უწევთ ძალადობასთან შეხება, რომ მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან. კვლევამ – „მოზარდთა მშობლობა“ აჩვენა, რომ  „ბულინგი“ სერიოზული პრობლემაა და ბიჭების ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან. …

ქუთაისელი მასწავლებელი: ბოლო მშობელთა კრებაზე 3-4 მშობელი იყო, სხვები უცხოეთში არიან

მზია ბუბაშვილი ისტორიის მასწავლებელია ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლაში. ის „ბათუმელებთან“ ისეთ მწვავე პრობლემაზე საუბრობს, როგორიცაა მშობლების მასობრივი მიგრაცია უცხოეთში. რა იცვლება წლების მიხედვით და როგორია სკოლა და მოზარდი, მშობელთა კრება მშობლების გარეშე. 1987 წლიდან ვმუშაობ სკოლაში. სოფლის სკოლაშიც ვმუშაობდი, საჯაროში და კერძოშიც. ბოლო 18 წელია ქუთაისის საჯარო სკოლაში ვასწავლი და ამ ხნის მანძილზე არ ყოფილა …

ქალი თურქეთიდან, რომელიც ბათუმში ინგლისურს ასწავლის

გურბეთ ქართალმიზი მეორე წელია ბათუმში ცხოვრობს. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის მაგისტრატურას ასრულებს. სწავლის პარალელურად კი, ერთ-ერთ კერძო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. გურბეთი თურქეთიდანაა. მას ბათუმის ბულვარში შევხვდით და შთაბეჭდილებებზე ვესაუბრეთ: „აქ ჩამოსვლამდე არასდროს მენახა საქართველო. გულწრფელი რომ ვიყო, სხვა ქვეყნების ნახვაზე უფრო ვოცნებობდი, სწავლის გამო მივიღე ეს გადაწყვეტილება… როცა ჩამოვედი, ოქტომბერი იყო და …

ფაშისტური სიმბოლიკები საჯარო სკოლის ჭიშკარზე ბათუმში

ბათუმში, მე-8 საჯარო სკოლის რკინის ჭიშკარზე და ჭიშკრის სვეტებზე, ფაშისტური სიმბოლოებია მიხატული. სკოლის ცენტრალური შესასვლელი გრიბოედოვის ქუჩის მხრიდანაა. სკოლის დირექტორი გივი ხალვაში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ფაშისტური სიმბოლოები სკოლის ჭიშკარზე დღეს დილით შეამჩნია. „მანამდე არ მინახავს. დღეს როცა მივედი სკოლაში, შევნიშნე“, – გვითხრა დირექტორმა. მისი თქმით, ჭიშკარსა და ჭიშკრის სვეტებზე მიხატული ფაშისტური სიმბოლოები სკოლაში სხვებმაც შენიშნეს. …

მარიამ ჯაში: საატესტატო გამოცდები არის ხისტი, შესაძლოა დუბლირებული გამოცდები გაუქმდეს

საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ საატესტატო გამოცდების არსებული სისტემა არის ძალიან ხისტი და მისი ცვლილება აუცილებელია. „ბათუმელებთან“ მარიამ ჯაში ასევე საუბრობს თავის პირად რეკომენდაციაზე, რომელიც საატესტატო გამოცდაში ჩაჭრილ მოსწავლეს, მისი გადაბარების შესაძლებლობას აძლევს, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე. თუმცა, როგორც დეპუტატი ჯაში ამბობს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია, გადაწყვეტილება …

რას ითხოვს სახელმწიფო მასწავლებლისგან – ახალი მოდელი, რომელსაც სამინისტრო გეგმავს

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 2019 წლისთვის სკოლებში დაიგეგმება „განახლებული პროგრამები“ და „სრულიად ახალი მიდგომები“. რა იგულისხმება ახალ სტანდარტებში, რას ითხოვს სახელმწიფო სკოლისგან და რატომ ვერ ასრულებს სკოლა სახელმწიფოს დაკვეთას? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიამ ჩიქობავა საუბრობს. ქალბატონო მარიამ, რას გულისხმობს სამინისტრო, როცა ამბობს, რომ სკოლებში …

სიმონ ჯანაშია: სკოლებში ასწავლიან არსებული აზრის გამეორებას და არა აზროვნებას

რატომ არ ისწავლება საჯარო სკოლებში აკადემიური წერა, რომელიც მოიცავს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, მსჯელობას საკვანძო საკითხებზე და რატომ უჭირთ ფორმალური კომუნიკაცია როგორც მოსწავლეებს, ასევე აკადემიურ პერსონალს? ქართული განათლების გამოწვევებზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი, სიმონ ჯანაშია საუბრობს. ბატონო სიმონ, რა არის ძირითადი მიზეზი იმის, რომ ქართულ სკოლებში არ ისწავლება აკადემიური წერა? ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებში არის გარკვეული …

„ყველაფერი დამოკიდებულია მასწავლებელზე“ – როგორ ისწავლება სკოლებში ქიმია და ფიზიკა

საჯარო სკოლების ლაბორატორიებით აღჭურვის პროცესი 2010  წელს დაიწყო პროექტ „აინშტაინის“ ფარგლებში. პირველ წელს ლაბორატორიები 150 სკოლისთვის შეიძინეს. ერთი ლაბორატორიის ღირებულება 13 800 ლარი იყო. სკოლებს ლაბორატორიები გადასცეს ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის გაკვეთილების ხარისხის ამაღლების მიზნით, თუმცა სკოლები არ მარაგდებოდა ექსპერიმენტებისთვის საჭირო რეაქციებით და სხვა მასალებით, რის გამოც ლაბორატორიები, ფაქტობრივად, გამოუყენებელი იყო. პირველ ეტაპზე ორ მილიონზე …

წელს ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი 9 801-მა აბიტურიენტმა ვერ გადალახა [ინფოგრაფიკა]

2018 წელს ეროვნულ გამოცდების ჩასაბარებლად 40 405-მა აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდებზე 36 497 აბიტურიენტი გავიდა, სწავლის გაგრძლეების უფლება კი 26 696-მა მათგანმა მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ წელს, ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი 9 801-მა აბიტურიენტმა ვერ გადალახა. ეს გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 55-ით  მეტია.

მუსლიმური პანსიონი 3 ათასი ლარით დააჯარიმეს – პარლამენტს ლიცენზიის გადავადება მოსთხოვეს

ხელვაჩაურში, სოფელ ჩელტაში მდებარე მუსლიმური პანსიონის წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. ოქმის მიხედვით, პანსიონს 3 ათასი ლარით აჯარიმებენ. სამართალდარღვევის არსებობა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ უნდა დაადასტუროს. საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს. „ლიცენზიის არქონის გამო დაგვაჯარიმეს 3 ათასი ლარით. სასამართლო პროცესი გადაიდო… აჭარაში სულ 15-მდე პანსიონია, სხვა არ დაუჯარიმებიათ, როგორც …

რა წერია ხელშეკრულებაში, რომელსაც სკოლა მშობელთან აფორმებს

წელს პირველად საჯარო სკოლები მშობლებთან კონტრაქტს გააფორმებენ. მსგავსი გამოცდილება მშობლებს და სკოლებს აქამდე არ ჰქონიათ. „ბათუმელები“ მშობელსა და სკოლას შორის გასაფორმებელი კონტრაქტის ფორმას გაეცნო, რომელიც ყველა სკოლაში იდენტურია. სკოლებში გვითხრეს, რომ ხელშეკრულების პირობები თითქმის იმეორებს ზოგადი განათლებისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. რას ცვლის სკოლებისა და მშობლების პასუხისმგებლობაში აღნიშნული კონტრაქტი და რა ხდება იმ შემთხვევაში, …

 „ერაზმუს+“: პროგრამა 6 მილიონი ევროთი გაიზარდა, გაცვლითი პროგრამებით 800-მდე პირი ისარგებლებს

„ერაზმუს +“ საგანმანათლებლო საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი საქართველოსთვის 6 მილიონი ევროთი გაიზარდა. ეს თანხა ევროკავშირმა საქართველოს სპეციალურად გამოუყო 2018-2020 წლებისთვის. მომდევნო ორ წელში საქართველოს დამატებით 800-მდე სასტიპენდიო გაცვლის საშუალება მიეცემა. „ერაზმუს+“ საგრანტო პროგრამის მენეჯერი ნინო ურუშაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საგრანტო პროგრამა ქართველ სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს, 33 ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტებში სასტიპენდიო პროგრამით ისარგებლონ. თანხა …

ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკი ბათუმში

2-4 ნოემბერს ბათუმი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს. ბანაკი განკუთვნილია 16-20 წლის ახალგაზრდებისთვის აჭარის რეგიონიდან. სამდღიანი ბანაკი მოიცავს სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და გუნდურ სამუშაოებს მეწარმეობის, პროფესიული განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესახებ.  სასწავლო პროცესის მსვლელობისას მონაწილეები გაიცნობენ და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ ამ სფეროებში მოღვაწე პროფესიონალებისგან. ბანაკში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი შესარჩევი კონკურსის გავლა. კონკურსში მონაწილეობისთვის მსურველებმა …

გარე დაკვირვებაზე 2 330 მასწავლებელი დარეგისტრირდა

გარე დაკვირვების გასავლელად 2 330 მასწავლებელი დარეგისტრირდა. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე, მანანა რატიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, პედაგოგებს, ვინც გარედაკვირვებაზე დარეგისტრირდნენ, სასწავლო წლის ბოლომდე განესაზღვრებათ გაკვეთილის ჩატარების თარიღები. „რეგისტრაცია დასრულდა და ერთი თვის ვადაში ამ მასწავლებლებლებს დაუნაწილდებათ ვადები, თუ ვის როდის დააკვირდებიან. კონკრეტული ვადა აისახება eshool-ის ელექტრონულ სისტემაში და გამოუჩნდებათ კალენდარზე“. როგორც მანანა …

უფროსი მასწავლებელი: „გარედაკვირვება“ არის ფორმალობა და ის ხარისხს ვერ ცვლის

ცირა ქობულაძე უფროსი მასწავლებელია. ის ათი წელი საჯარო სკოლაში მუშაობდა, ბოლო ოთხი წელია კი კერძო სკოლა „ევრო 2000“-ში ასწავლის. ცირა ქობულაძე არის განათლების საერთაშორისო აკადემიის (IAE) მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ტრენინგების აქტიური მონაწილე, რომელიც გაიმართა სტამბულსა და ბაქოში. „ბათუმელები“ ცირა ქობულაძეს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და სქემით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე ესაუბრა. ქალბატონო ცირა, სოციალურ ქსელებში ხშირად წერენ პედაგოგები, …

ლიტერატურული მარათონის გამარჯვებული შუახევიდან – „ვინ არის ადამიანი თავისუფლების გარეშე“

ანა კეკელიძე ლიტერატურული მარათონის გამარჯვებულია. ის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის სკოლაში მეცხრე კლასში სწავლობს. ანამ ლიტერატურულ კონკურსში გასულ წელსაც მეორე ადგილი მოიპოვა. ინგლისური ენის კონკურსში კი პირველი. ამჟამად ქიმიის საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობს და როგორც გვეუბნება, პირველ ტური წარმატებით გადალახა. ანა ამბობს, რომ უყვარს დეტექტივებისა და რომანების კითხვა. ძირითადად უცხოელ მწერლებს კითხულობს, თუმცა თანამედროვე ქართველ მწერლებსაც …

რაოგორ მუშაობს 2018 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მასწავლებელი – ინტერვიუ

მანანა კაპეტივაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი 2018 წლის 5 ოქტომბერს გახდა. ის ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების უფროსი მასწავლებელია. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს და რა ხდის პედაგოგს ყველაზე წარმატებულს? წლის საუკეთესო მასწავლებელი „ბათუმელებს“ თავის მოსაზრებებს უზიარებს. მანანა კაპეტივაძე: პირველი, რაც მასწავლებელმა მოსწავლეებთან ურთიერთობაში უნდა აჩვენოს, ეს ბავშვის მიმართ პატივისცემაა. ბავშვი …

ქედის მერიამ 35 პედაგოგი დააჯილდოვა

პედაგოგთა საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა დარგში მოღვაწე 35 პედაგოგი დააჯილდოვა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ქედის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, სოფელ კოლოტაურში, არასრული საშუალო სკოლის 81 წლის პედაგოგს – ნოდარ სალაძეს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოულოდნელად ეწვივნენ და თარიღი საჩუქრებით მიულოცეს. მოულოდნელმა სტუმრობამ უხუცესი პედაგოგი ძალიან გაახარა. ბატონი ნოდარი დღემდე დიდი შემართებითა და სიყვარულით მუშაობს …

8 386 მასწავლებელს შესაძლოა საათები შეუმცირდეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს სკოლებში სპორტის გაკვეთილებს 10 418 მასწავლებელი ატარებს. მათგან 2 032 მასწავლებელს აქვს მხოლოდ სპორტის გაკვეთილის საათები. თუმცა სამინისტრო არ აკონკრეტებს, აქედან რამდენ პედაგოგს აქვს სპორტის მასწავლებლის შესაბამისი კვალიფიკაცია. დანარჩენ – 8 386 მასწავლებელი კი სპორტის გაკვეთილებს შეთავსებით ატარებს, ისინი სხვა საგნებსაც ასწავლიან. „ფიზიკური …

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე გახდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო  2018-ის მფლობელი, ქალაქ ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, მანანა კაპეტივაძე გახდა.  გამარჯვებულს საჩუქრად ათი ათასი ლარი გადაეცემა. ის ასევე მონაწილეობს მიიღებს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (The Global Teacher Prize) ცერემონიაში, რომელიც ყოველ წელს იმართება. დაჯილდოვების ცერემონია დღეს 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მანანა კაპეტივაძის გარდა, 2018 წლის მასწავლებლის …

ცენტრის განცხადება გარე დაკვირვების ხელმეორედ გავლის მსურველი პედაგოგებისთვის

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, პედაგოგებს, რომლებმაც უარყოფითი შეფასება მიიღეს  გარე დაკვირვებაში და სურვილი აქვთ ხელმეორედ გაიარონ ის, ხელახალი რეგისტრაციის უფლება მიეცემათ მომდევნო სასწავლო წელს. ცენტრის ინფორმაციით, გარე დაკვირვებაზე პირველი რეგისტრაცია არის უფასო, ხოლო „იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი წარმატებით ვერ გაივლის გარე დაკვირვებას, მეორე და ყოველი შემდგომი რეგისტრაციის გამოცხადებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის საფასური შეადგენს …

სასტიპენდიო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის დიდ ბრიტანეთში

გამოცხადდა HMC-ის კონკურსი მოსწავლეებისთვის დიდ ბრიტანეთში სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროექტი ქართველ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, განათლება მიიღონ ბრიტანეთის კერძო წამყვან სკოლებში. სკოლაში სწავლისას მოსწავლეები მოემზადებიან A LEVEL- ის გამოცდებისთვის და ჩაერთვებიან დამატებით  არასასკოლო აქტივობებში. წარმატებული კანდიდატები დაფინანსდებიან  35-40 ათასი ფუნტი სტერლინგით. პროექტი სრულად ფარავს სწავლის, კვებისა და მოსწავლის ცხოვრების ხარჯებს. აპლიკანტების შერჩევა ხდება ტესტირების, აკადემიური მოსწრების, …

მესამე კლასის ახალ სახელმძღვანელოში დამატებითი წყარო youtube-ის გაუქმებული ლინკია

მესამე კლასის ბუნების ახალ, გრიფირებულ სახელმძღვანელოში, რომელიც სულაკაურის გამომცემლობას ეკუთვნის, მზის სისტემის შესახებ საგაკვეთილო მასალაში დამატებით ინტერნეტწყაროდ მითითებულია youtube-ის გაუქმებული ლინკი. „თუ გსურთ მეტი შეიტყოთ მზის სისტემის შესახებ, ესტუმრე ვებგვერდს…“ – წერია ფოტოზე მითითებული ლინკის ზემოთ, თუმცა, როცა აღნიშნულ ლინკს კრეფ, მასალა არ იხსნება. რამდენად სწორად არის მითითებული წიგნში წყარო? – ვკითხეთ ბათუმის პირველი საჯარო …

განათლების საკითხებზე გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ოთხმა ორგანიზაციამ გაიმარჯვა

კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველომ“, ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერაზე მიმართულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა. შერჩეულ საგრანტო პროექტებს განახორციელებენ ორგანიზაციები: „პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“, „მშობლები განათლებისთვის“, „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია“ და „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი“. კონკურსი განათლების საკითხებზე მომუშავე ასოციაციებისათვის მიმდინარე წლის მაისში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლო ყველა საგნობრივ ასოციაციას, რომელიც იურიდიულად რეგისტრირებულია და ფუნქციონირებს …

სკოლებში სპეცმასწავლებლების დეფიციტი შეიქმნა

რამდენიმე საჯარო სკოლამ სპეციალური მასწავლებლის ასაყვანად კონკურსი განათლების მინისტრის ახალი ბრძანების შემდეგ გამოაცხადა. სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად მუშაობენ, განათლების სამინისტრომ პარალელურ რეჟიმში გაკვეთილების ჩატარება აუკრძალა. ზოგიერთმა სპეცპედაგოგმა მასწავლებლობა არჩია. „სპეცპედაგოგები საქმეს ვეღარ აუდიან, ძალიან ბევრ ბავშვს სჭირდება სპეცმასწავლებელი. რამდენიმე სკოლის დირექტორმა მითხრა, ჩვენ რა ვქნათო… ბავშვი აუტისტია. რეპეტიტორებთან …

მეექვსე ეროვნული კონფერენცია პედაგოგებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2018 წლის 15-16 დეკემბერს მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციას გამართავს,  სახელწოდებით – „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“.  კონფერენციის მიზანია მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით. მომხსენებლის ნაშრომი უნდა მოიცავდეს ორი მიმართულებიდან ერთ-ერთს. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკა საგაკვეთილო …

Exit mobile version