„თუ სისტემამ მასწავლებელს აგრძნობინა, რომ მოტივაცია არაფერს ნიშნავს, ეს დიდი საფრთხეა“

დღეს, 4 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, პედაგოგებს PIRLS-ის წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები გააცნეს. კვლევის მიხედვით, საქართველოში მეოთხეკლასელ მოსწავლეებს წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ. გამოკითხვაში ხუთი ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კვლევის პრეზენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორმა ნინო რევიშვილმა და კვლევის კოორდინატორმა ნათია ანდღულაძემ გამართეს. „ბათუმელები“ ნინო რევიშვილს ესაუბრა. ქალბატონო ნინო, რა …

ბსუ-ში ინოვაციების ცენტრი გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს 29 მაისს, ინოვაციების ცენტრი გაიხსნა. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გვატყობინებს, ცენტრი Erasmus+ -ის საგრანტო პროექტის -„InnoCENS Project“ (Enhacing Innovation Competencesand Entrepreneurial Skillsin Engineering Education – ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) ფარგლებში შეიქმნა და მიზნად ისახავს საინჟინრო სწავლებაში თანამედროვე სამეწარმეო მიდგომების დანერგვას, ინოვაციური კომპეტენციების განვითარებას, სტარტაპებისა და სპინოფების …

გამოცდებზე რეგისტრაციისას შეცდომით ან ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ

2018 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 14 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. თბილისში განცხადებები მიიღება მინდელის ქუჩაზე N9-ში, 10:00 სთ-დან  18:00 სთ-მდე, ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს აპლიკანტის ან გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – …

პედაგოგი, რომლის სახელმძღვანელოთი შვეიცარიის სკოლებში ფიზიკას ასწავლიან

12 მაისს, აჭარის განათლების ფონდის მოწვევით, ფიზიკის მასწავლებლებისთვის მასტერკლასებს ბერნის გიმნაზიის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი ირმა მგელაძე ატარებს. ირმა მგელაძე შვეიცარიის ფიზიკის კომისიის (DPK) წევრია, მის მიერ მომზადდა და გამოიცა ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც შვეიცარიის სკოლებში ასწავლიან. „ფიზიკის სასწავლო პროგრამა ეთმობა ისეთ თემებს, რომლებიც შეიქმნა მე-17-მე-18, მე-19 საუკუნეებში, რაც წარმოადგენს სასწავლო ფიზიკის სწავლების უზარმაზარ დილემას. ბუნებრივია, …

სწავლა საზღვარგარეთ – აჭარის განათლების სამინისტრო კონკურსს აცხადებს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს 2018 წლის „სწავლა საზღვარგარეთ“ ქვეპროგრამის ფარგლებში. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა. ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების …

„ ჩვენ მეტი გვჭირდება“ – შეხვედრა მოსწავლეებთან ხულოში

დისკუსიათა ციკლის „მედია და საზოგადოება“ მეცხრე შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში 6 მაისს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. მათი მოსაზრებები და შეხედულებები გადაცემა „ჰეშთეგის“ ჟურნალისტმა, მაგდა მარუაშვილმა და ინტერნეტგამოცემა „ბათუმელების“ კორესპოდენტმა, ეკა ბარამიძემ მოისმინეს. მაგდა მარუაშვილი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრები. სამწუხაროდ, არც თუ ისე ხშირად გვეძლევა საშუალება, რომ …

მეოთხეკლასელების მხოლოდ 2 პროცენტი ახერხებს წაკითხულის სრულად გააზრებას – კვლევა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა კვლევა – „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“. კვლევა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს. მათ შორისაა, წიგნიერების კვლევა, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის წაკითხვა და გააზრება, ასევე ეთნიკურ უმცირესობებში აკადემიური მიღწევების საერთაშორისო შეფასებები. PIRLS -ი წიგნიერების საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ ქართველ მოსწავლეებში ისევ დაბალია წაკითხულის გააზრების მაჩვენებელი. კვლევის მონაწილეები მეოთხეკლასელი მოსწავლეები …

სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან 392 ლტოლვილი ბავშვისთვის მასწავლებლებს გადაამზადებენ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2 ათასი მასწავლებლის გადამზადებას გეგმავს. ეს პედაგოგები საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ლტოვილ ბავშვებს ქართულ სკოლებში ასწავლიან. როგორც ცენტრში გვეუბნებიან, უკვე შემუშავებულია პედაგოგების გადამზადების ტრენინგმოდული და მისი განხორციელება დაახლოებით ივნისში დაიწყება. როგორც ცენტრში გვეუბნებიან, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, რამდენი ლტოლვილი ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში. ცენტრი ვერც იმის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რა თანხებია …

სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები 2018 წელს არ გაიზრდება – სამინისტროს განმარტება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ბათუმში სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ  სკოლების ადმინისტრაციას ხელფასები გაეზრდება. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რა დროიდან აქვს სამინისტროს სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასების ზრდა დაგეგმილი და რამდენპროცენტიან ზრდაზეა საუბარი. როგორც განათლების სამინისტროში ოფიციალურად განაცხადეს, ხელფასების ზრდა „ბიუჯეტის დაგეგმვისას იქნება გათვალისწინებული“. „ბათუმელების“ კითხვაზე – ნიშნავს თუ არა ეს იმას, …

მინისტრმა მასწავლებლებსა და დირექტორებს უთხრა, რომ დირექციების ხელფასები იზრდება

ხელფასების ზრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბათუმში მასწავლებლებსა და დირექტორებთან გამართულ შეხვედრაზე ახსენა. ამ უწყების პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრაზე მასწავლებელთა მიზნობრივ ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების სქემაზეც ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე ითქვა სკოლის ადმინისტრაციის ხელფასების გაზრდაზეც. დახურულ შეხვედრაზე მყოფი ბათუმის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მარიზა აბაშიძე “ბათუმელებთან” მინისტრთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს. “ისაუბრა სახელმძღვანელოებზე, ისაუბრა ეროვნულ …

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე 82 აპლიკანტი შეარჩიეს

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდო 2018-ზე აპლიკაციების გადარჩევა დასრულდა,  104 განაცხადიდან მხოლოდ 82 განაცხადი შეარჩიეს. აპლიკანტთა შორის 72 ქალია, 10 – კაცი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შეფასების ჯგუფის ცნობით, მიმდინარე წელს ყველა რეგიონიდან შევიდა აპლიკანტების განაცხადი, თუმცა რეგიონებს შორის ისევ თბილისი და ქუთაისი ლიდერობს. თბილისიდან 29 განაცხადია შესული, ქუთაისიდან კი – 12. გასული წლისგან განსხვავებით, წელს მასწავლებლის ეროვნულ …

შეფასებისა და გამოცდების ცენტრი სკოლებს მოსწავლეების მიღწევების შეფასებაში დაეხმარება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს მოსწავლეთა მიღწევების შეფასებაში კონსულტაციებს სთავაზობს. სკოლების მხარდაჭერის პროექტის – Naec4Schools-ის ფარგლებში, მოსწავლეები შეფასდებიან ყველა ძირითად საგანში მე-6; მე-8; მე-9; მე-10 და მე-11 კლასების ჩათვლით. შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით: წაკითხულის გააზრება (კითხვა) და მათემატიკა (რაოდენობრივი უნარები) მეოთხეკლასელთათვის; სკოლების, კლასებისა და მოსწავლეთა ინდივიდუალური  მიღწევების ჩვენება; მიღწევის დონეების დადგენა და სკოლისა და …

რა ელით გამოცდაჩაბარებულ, მაგრამ სკოლის გარეთ დარჩენილ პედაგოგებს

პედაგოგიური განათლების მქონე რამდენი პირი ელოდება სკოლაში მუშაობის დაწყებას? – ჰკითხრა „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების სამინისტროს. სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციით,  გამოცდაჩაბარებულ 118 პირს სურდა 2016 წელს სკოლაში მუშაობის დაწყება. შარშან კი ეს რიცხვი გაიზარდა  198-მდე. ეს პირები „არ არიან დაფიქსირებულები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში“, – მოგვწერეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან, რაც იმას ნიშნავს, …

მოსწავლის გარეშე დარჩენილი სკოლა [ფოტოამბავი]

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კანტაურის დაწყებითი სკოლის კარი 2017- 2018 სასწავლო წელს ჩაირაზა – სკოლას მოსწავლე აღარ ჰყავს. წლების წინ ამ სოფელში სრულ საბაზო განათლებას იღებდნენ, შემდეგ სკოლა დაწყებითი, საბოლოოდ კი, მოსწავლის გარეშე, უფუნქციოდ დარჩა. სკოლის შესასვლელში ახლა ძაფზე აკინძული თამბაქოს ფოთლებია გაკიდული. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ეს სკოლა ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამით …

ახალი სახელმძღვანელო აჭარის საჯარო სკოლებისთვის

დღეს, 20 აპრილს, რესურსცენტრებს აჭარის საჯარო სკოლებისთვის გადასაცემი ახალი სახელმძღვანელოები გადასცეს. სახელმძღვანელო დამატებითი სასწავლო რესურსია სკოლებისთვის. სასწავლო მოდული კონსერვაციული განათლების შესახებ აჭარის სკოლებისთვის  არის მომზადებული. ოფიციალური ინფორმაციით, სასწავლო რესურსის მთავარი მიზანი მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაა ადამიანისა და გარეული ცხოველების ურთიერთდამოკიდებულებაზე. ასევე, ველური ბუნების უმნიშვნელოვანეს როლზე ეკოსისტემების ფუნქციონირებისთვის, მის რეკრეაციულ, ესთეტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობასა და კონსერვაციის აუცილებლობაზე. …

რა შეიტანა ცერნიდან დაბრუნებულმა ფიზიკის მასწავლებელმა სკოლაში

„ცერნმა მოახერხა ჩაეხედა წარსულში“ – ბათუმელი პედაგოგი ბირთვული კვლევების ლაბორატოარიაში სამი ბათუმელი ფიზიკის მასწავლებელი გასული წლის შემოდგომაზე, ჟენევაში, ცერნში იმყოფებოდა. ცერნი ბირთვული კვლევების უდიდესი ევროპული ლაბორატორიაა, სადაც ბათუმელი პედაგოგები ათი დღის განმავლობაში უსმენდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერების ლექციებს და პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობაც მიეცათ. ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც ცერნში იმყოფებოდა, ბათუმის მე-18 საჯარო და კერძო სკოლა „განათლებას“ ფიზიკის …

რა შემთხვევაში შეუძლია მანდატურს ფიზიკური ძალის გამოყენება სკოლაში

სკოლების ვიდეოთვალით აღჭურვაში და მანდატურების გადამზადებაში განათლების სამინისტრო 10 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. სამინისტროს ინფორმაციით, ამ თანხაში შედის მანდატურის უნიფორმა, დეტექტორები, რაცია, დაზღვევა. საქართველოს ყველა სკოლა ვიდეოთვალებითა და დეტექტორებით 2019 წლის ბოლომდე უნდა აღიჭურვოს. ზოგადი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უფლებები ეზრდებათ სკოლის მანდატურებს. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, მანდატურს  შეუძლია მოსწავლე უკონტაქტოდ – მეტალოდეტექტორის გამოყენებით …

პედაგოგებისთვის სემინარი – „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგებისთვის გამოცხადდა სემინარი – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისთვის“. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპია სემინარი მასწავლებლებისთვის – „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“. მეორე ეტაპი კი ითვალისწინებს საუკეთესო პროექტების გამოვლენას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო განრიგში ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით. პირველი ეტაპი – სემინარი გაიმართება 2018 წლის 7-8 მაისს …

პროფესიული განათლების მიღების მსურველების რეგისტრაცია 10 აპრილიდან იწყება

დღეიდან, 10 აპრილიდან, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს  დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით,  სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. გარდა ამ პროფესიებისა, რამდენიმე ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებაც იგეგმება, მათ შორის ელექტროობა, სარესტორნო საქმე, სასტუმრო მომსახურება, საგზაო მშენებლობა, კულინარია, მეხილეობა, რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა და რკინიგზის მონიტორინგი. …

„მარცხი გასწავლის, გახდე უკეთესი“ – ბათუმელი მეთერთმეტეკლასელი ბრიტანეთში სასწავლო გრანტის მოპოვებაზე 

მარიამ მიქელაძე 16 წლის არის. სექტემბრიდან ის დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება – მარიამს ცოტა ხნის წინ შეატყობინეს, რომ ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში – St Catherine’s, Bramley სწავლის გასაგრძელებლად ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა. მარიამის ცხოვრებაში პირველად ხდება, როცა ოჯახისგან შორს, დამოუკიდებლად იცხოვრებს. მეთერთმეტეკლასელმა გოგონამ ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვა. მარიამი გვიყვება იმაზე, რამდენად რთულია ამ გზის გავლა: შემდეგი …

სკოლებში საათობრივი ბადე გამარტივების ნაცვლად რთულდება – ახალი პროექტი 

საქართველოს განათლების სამინისტრომ გამოაქვეყნა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საათობრივი ბადის პროექტი. პროექტის მიხედვით, საათობრივი ბადე არ გამარტივებულა, პირიქით – უფრო დატვირთულია. რამ გამოიწვია საათობრივი ბადის დატვირთვა და არა გამარტივება? ამ საკითხის ირგვლივ შეკითხვებზე პასუხის გაცემა განათლების სამინისტროში არ ისურვეს. თემაზე „ბათუმელებთან“ „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი და პედაგოგი მუხრან გულიაშვილი საუბრობს. ბატონო მუხრან, მე-7, მე-8 და …

სამეცნიერო კლუბი სკოლის მოსწავლეებისთვის

ბათუმის ამერიკულ კუთხეში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, სამეცნიერო ცდები ჩაატარონ. ამერიკული კუთხის ტექნიკური მენეჯერის, ზურა მესხიძის განმარტებით, ახალი მასალები მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, ცდები ჩაატარონ როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ასევე ნანოტექნოლოგიების მიმართულებით. „ამერიკულ კუთხეში გვექნება კლუბი, Technology Time, რომელიც კვირაობით ორ საათზე იმუშავებს. კლუბს ეყოლება ტრენერი, რომელიც ბავშვებს ცდების ჩატარებას ასწავლის. კლუბში მუშაობა მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც …

ვინ იცავს ბსუ-ში საგამოცდო ტესტებს წინასწარ ნახვისგან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი [მათ ვინაობას არ ვასახელებთ] ამბობს, რომ ტესტის სწორი პასუხები წინასწარ გაიგო და გამოცდა წარმატებით ჩააბარა. სტუდენტები ყვებიან, რომ საგამოცდო ტესტი სხვადასხვა გზით მოიპოვეს. „ვთქვათ, ექვსი ჩასაბარებელი გამოცდიდან ორის ტესტი ყოველთვის გვაქვს“, – ამბობს ერთ-ერთი მათგანი. ისინი ამბობენ, რომ ტესტების მოპოვებას სტუდენტები სხვადასხვა გზით ახერხებენ. რა სისტემით უზრუნველყოფს უნივერსიტეტი …

ფიზიკა-მათემატიკის 80 წლის მასწავლებელი

ავტორი: ლელა დუმბაძე 80 წლის ზურაბ შალიკაძე სოფელ კირნათის სკოლაში ორ საგანს – ფიზიკასა და მათემატიკას ასწავლის. ის სკოლაში 1965 წლიდან მუშაობს და დღემდე პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აქვს. ის ამბობს, რომ მაღალი პენსიის შემთხვევაში სკოლას დატოვებდა, რაც სკოლაში ახალი კადრების შემოსვლას შეუწყობდა ხელს. ამ სკოლაში ზურაბ შალიკაძის გარდა კიდევ 12 პენსიონერი მასწავლებელი მუშაობს. ერთ-ერთი მათგანი, ბიოლოგიის …

ბათუმში სკოლებს სამინისტროს ნაცვლად მერია ააშენებს

ბათუმის სკოლების რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადადის. ბათუმში არსებული სკოლების  რეაბილიტაცია-მშენებლობაზე ბათუმის მერია იქნება პასუხისმგებელი. მერიაში ეს საკითხი განათლების პოლიტიკისა და კულტურის სამსახურს დაექვემდებარება. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, მერიაში განსახორციელებელი ცვლილებების პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ  სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა თუ რეკონსტრუქცია,  მთლიანად მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაში გადადის. „შესაბამისად, საჭიროა ახალი რესურსი, რომელიც იქნება მუდმივად კავშირზე განათლების …

შსს-ს აკადემიის განმარტება უმაღლესი განათლების შეწყვეტასთან დაკავშირებით

შსს-ს აკადემიის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უმაღლესი სასწავლებლის გარდაქმნა პროფესიულ სასწავლებლად სწავლის მაღალი სტანდარტების დანერგვის გამო იგეგმება. ამ ეტაპზე კი აკადემიას „საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების პარალელურად განვითარების რესურსი არ გააჩნია“. „საქართველოს შსს-ს აკადემიის მიზანია პოლიციის სისტემისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება, სწავლების მაღალი სტანდარტების დანერგვა, საპოლიციო სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებისა და  ცოდნის თავმოყრა/გაზიარება. 2018 წლიდან განსაკუთრებული …

იმიტირებული გამოცდა 5 ლარად – გამოცდების ეროვნული ცენტრის კომერციული პროექტი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს ასევე, ყველა სხვა მსურველს, გამოსაშვები გამოცდების ანალოგიური ტესტირების გავლას სთავაზობს ნებისმიერი ხელმისაწვდომი, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან. იმიტირებული გამოცდები ფასიანია, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, კომერციულ პროექტს ცენტრი ახორციელებს. ერთ საგანში ტესტირების ერთხელ გავლის საფასურია 5 ლარი. იმიტირებული გამოცდების გავლა აბიტურიენტებს თითქმის ყველა საგანში შეეძლებათ. …

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აკრედიტაცია გაიარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, თარგმანმცოდნეობის და ტექნოლოგიური ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებმა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პროგრამებს აკრედიტაცია შვიდი წლით მიენიჭა. მიმდინარე წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  აკრედიტაციის საბჭომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის …

განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვას იწყებს

სამინისტრო სახელმძღვანელოების საჯარო განხილვის პროცესს დღეს, 5 მარტს, იწყებს. საჯარო განხილვა ხორციელდება ელექტრონული პორტალის მეშვეობით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია პორტალზე: grifireba.emis.ge, დაათვალიეროს შეფასებისთვის წარმოდგენილი წიგნები და მიაწოდოს თავისი მოსაზრება როგორც შემფასებელთა ჯგუფს, ასევე ავტორებს. ოფიციალური ინფორმაციით, სახელმძღვანელოების განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჯარო  სკოლების I-VI კლასებისათვის ახალი სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესი. სამინისტროს განცხადებით, გრიფირების …

ექვსი ექიმი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ექვსი ექიმი საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებას ასაჩივრებს. დავის საგანი ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ ხელმოწერილი 2017 წლის 28 ივნისის ბრძანებაა, რომელიც დამატებით სწავლის ვალდებულებას უდგენს ექიმს, ვინც რეზიდენტურა ან ორდინატურა უცხოეთში დაამთავრა, მაგრამ ამისთვის იმაზე უფრო მცირე დრო დახარჯა, ვიდრე საქართველოში დასჭირდებოდა. „სამინისტრო ბოროტად იყენებს შესაძლებლობას და ნორმის მოქმედებას ავრცელებს იმ …

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018 – რეგისტრაცია დაიწყო

პედაგოგებს, ვისაც სურს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიღება, შესაძლებლობა აქვთ, 20 აპრილის ჩათვლით რეგისტრაცია გაიარონ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ვებგვერდზე. კონკურსი მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას. კონკურსში მონაწილე პედაგოგი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა ჰქონდეს სწავლების ეფექტური და ინოვაციური მიდგომები, მოსწავლეების სწავლების შედეგების დინამიკა, უნდა გამოირჩეოდეს ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი …

რატომ უნდა შემცირდეს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში სწავლის ხანგრძლივობა

საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის მიხედვით, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირება იგეგმება. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ბაკალავრიატზე სწავლა სამი წელი შეიძლება გახდეს ოთხი წლის ნაცვლად, მაგისტრატურა კი – ერთი წელი, ორის ნაცვლად. რა ეფექტი ექნება ამ ცვლილებას და რა არის ვადების შემცირების მთავარი მოტივი, ამასთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კომენტარს არ …

ხულოში საგამოცდო ცენტრი უქმდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხულოში საგამოცდო ცენტრი უქმდება.  საგამოცდო ცენტრები უქმდება ასევე ოზურგეთსა და ფოთშიც. ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ საგამოცდო ცენტრების გაუქმების მიზეზი არის ის, რომ ამ მუნიციპალიტეტებში არ არის უმაღლესი სასწავლებლები. „აბიტურიენტები მისაღებ გამოცდებს აბარებენ იმიტომ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლონ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ოთხი …

ბათუმელმა მოსწავლემ ამერიკულ უნივერსიტეტში $1 მილიონის დაფინანსება მიიღო

ბათუმელი მეთორმეტეკლასელი დავით ჯინჭარაძე, ნიუ იორკის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რომელიც ქალაქ აბუ-დაბიში მდებარეობს და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში შედის. მან უნივერსიტეტისგან სრული დაფინანსება მიიღო, რაც ჯამში 1 მილიონზე მეტი დოლარია. დათო ამჟამად კერძო სკოლა „გიმნაზია 21 საუკუნეში“ სწავლობს. აბუ-დაბიში კი სკოლის დასრულების შემდეგ წავა სწავლის გასაგრძელებლად. რამდენიმე კვირის წინ დათო უნივერსიტეტის მიწვევით აბუ-დაბიში გასაუბრებაზეც იმყოფებოდა. უნივერსიტეტმა მისი გასაუბრებაზე ჩასვლის ხარჯებიც …

რომელი პროგრამების აკრედიტაციაზე უთხრეს უარი უნივერსიტეტებს – მენეჯერების განმარტება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ სხდომის ოქმია განთავსებული, რომელიც აკრედიტაციის საბჭომ გამართა. საბჭომ სულ 38 პროგრამის აკრედიტაციის საკითხი განიხილა, 19 პროგრამას სრული აკრედიტაცია მიანიჭა, 7 პროგრამას პირობითი აკრედიტაცია მისცა, 12 პროგრამას კი უარი უთხრა აკრედიტაციაზე. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრედიტაციაზე უარი ეთქვა შემდეგი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიამცოდნეობის სამაგისტრო …

სამი გაუქმებული უნივერსიტეტი და აკრედიტაციის გარეშე დარჩენილი 12 პროგრამა

აკრედიტაციის საბჭომ 2018 წელს 38 პროგრამის აკრედიტაციის საკითხი განიხილა. 19 პროგრამას სრული აკრედიტაცია მიანიჭა, 7 პროგრამას პირობითი აკრედიტაცია მისცა, 12 პროგრამას კი უარი უთხრა აკრედიტაციაზე. პირობითი აკრედიტაცია, როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, პროგრამას მაქსიმუმ ორი წლის ვადით ენიჭება, ამის შემდეგ სასწავლებელმა ისევ უნდა მიმართოს აკრედიტაციისთვის ცენტრს. იმ შემთხვევაში, თუკი პროგრამა დადებითად არ შეფასდება, …

Exit mobile version