განათლება,მთავარი,სიახლეები

ცენტრის განცხადება გარე დაკვირვების ხელმეორედ გავლის მსურველი პედაგოგებისთვის

05.10.2018 • 3801
ცენტრის განცხადება გარე დაკვირვების ხელმეორედ გავლის მსურველი პედაგოგებისთვის

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, პედაგოგებს, რომლებმაც უარყოფითი შეფასება მიიღეს  გარე დაკვირვებაში და სურვილი აქვთ ხელმეორედ გაიარონ ის, ხელახალი რეგისტრაციის უფლება მიეცემათ მომდევნო სასწავლო წელს.

ცენტრის ინფორმაციით, გარე დაკვირვებაზე პირველი რეგისტრაცია არის უფასო, ხოლო „იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი წარმატებით ვერ გაივლის გარე დაკვირვებას, მეორე და ყოველი შემდგომი რეგისტრაციის გამოცხადებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის საფასური შეადგენს 50 ლარს“.

2018 წლის 2 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობს გარე დაკვირვების რეგისტრაცია.

ხელმეორედ რეგისტრაციის მსურველებმა თანხა უნდა ჩარიცხონ მასწავლებელთა პროფესიული განავითარების ეროვნული ცენტრის ანგარიშზე და გადახდის ქვითარი გააგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: garedakvirveba@tpdc.ge

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: