ქედაში ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა მოძრაობა ჩაკეტა

ქედის მერიის ინფორმაციით, დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ქედის მონაკვეთთან, ზვარესა და წონიარისთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა, რამაც ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, მეწყერი განვითარდა სოფელ ზუნდაგაში, სადაც მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ სოფლის გზა ჩაკეტა.

სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლის შესაკეთებლად შუახევში ფინანსურ დახმარებას 14 ოჯახი მიიღებს

16 -17 ოქტომბერს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად შუახევის გამგეობამ, დღეს, 10 ნოემბერს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 200 ლარი გამოყო. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, იამზე ფუტკარაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა კომისიამ შეისწავლა და კომისიის გადაწყვეტილებით, სახლების შესაკეთებლად ფინანსურ დახმარებას 14 ოჯახი მიიღებს. ფინანსური დახმარების მოთხოვნით შუახევის გამგეობაში სულ 23 განაცხადი იყო შესული. …

მეწყერმა ქედაში საცხოვრებელი სახლი წაიღო

ქედაში, სოფელ ოტომბერში, გუშინ, საღამოს მთიდან ჩამოსულმა მეწყერმა ომარ ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლი და ბოსელი წაიღო ოთხ სულ საქონელთან ერთად. გვიან ღამით მეწყერი განვითარდა მეძიბნა – აგითის დამაკავშირებელ სასოფლო გზაზეც – სტიქიამ გზა მთლიანად წაიღო. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაზიანებულა. ,,მიწის დიდი მასა ჩამოვიდა, რამაც საცხოვრებელი სახლი და ბოსელი მთლიანად წაიღო, სტიქიის …

ქობულეთში ექვს სოფელს ელექტროენერგია და სასმელი წყალი არ მიეწოდება

ქობულეთის მუნციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში ქობულეთში ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს: ოჩხამურს, ლეღვას, ქაქუთს, ქობულეთს, ჭახათსა და ხუცუბანს. „ გარდა ამისა, არის სასმელი წყლით მომარაგების პრობლემაც. ასევე, ერთი მიმართულებით ავტომანქანებით გადაადგილება შეუძლებელია სოფელ ქაქუთში, ხოლო ორი მიმართულებით – სოფელ აჭაყვისთავში, სოფელ ჭახათში კი ორ სახლთან ჩამოწვა მეწყერი.“

შუახევში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მდინარემ წაიღო

წუხელ ღამით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების – ინწკირვეთისა და ნაღვარევის დამაკავშირებელი ხიდი მდინარემ წაიღო. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ხიდის აღდგენა გამოდარებამდე და მდინარის კალაპოტზე წყლის დონის დაკლებამდე ვერ დაიწყება: „ … ინწკირვეთისა და ნაღვარევის მოსახლეობა ამ წუთას ფაქტობრივად გზის გარეშეა. ღმერთს მადლობა, ახლა იქ ავადმყოფი არ გვყავს. თუ მსგავსი საჭიროება შეგვექმნა, მაშველების დახმარებით გამოვიყვანთ. …

კლდიდან ჩამოცვენილი ქვები, ადიდებული მდინარე და ტურისტები მახუნცეთში

ძლიერი წვიმის შედეგად მახუნცეთში მდინარე ადიდდა. მგზავრების ინფორმაციით, რომლებიც მახუნცეთში იმყოფებიან, გზაზე ჩამოცვენილი ქვების გამო რამდენიმე მანქანის საბურავი დაზიანდა. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, მახუნცეთში რამდენიმე გარემოვაჭრე და ტურისტები მაინც არიან.   ამავე თემაზე:  მახუნცეთის ჩანჩქერი ძლიერი წვიმის შემდეგ [ვიდეო]

სტიქიის შედეგები ქობულეთში

ქობულეთში სტიქიიდან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სამაშველო სამსახურის ორგანიზებით დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს, ასევე იწმინდება დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები. გადაუღებელი წვიმის შედეგად ღამით მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ქუჩა, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები, იწმინდებოდა სანიაღვრე არხები …

ხულოში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება

ხულოში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამუშაოებში დღეს თურქული ვერტმფრენიც ჩაერთვება – ეს „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დაუდასტურა. მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით თურქულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია. აჭარის საგზაო დეპარტამენტს ამ დროისთვის შავნაბადას მთის მიმართულებით საავტომობილო გზა გაჰყავს. დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაყვანითი სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა და სამუშაოებში საგზაო დეპარტამენტის 60 თანამშრომელი და შვიდი …

შუახევის გამგეობა სტიქიით დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს შეაკეთებს

შუახევის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული რვა საცხოვრებელი სახლისა და ერთი დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა – 22 685 ლარი, შუახევის გამგეობამ მუნიციპალიტეტის  სარეზერვო ფონდიდან გამოყო. საცხოვრებელი სახლების გასამაგრებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება შუახევის გამგეობაში მოქმედმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა შემსწავლელმა კომისიამ დღეს, 19 ივლისს, მიიღო. გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლებზე, რომელთა …

ხულოს გამგებელი თხილვანელებზე: საკუთარი ნებით თუ არ წამოვლენ, შესაძლოა იძულებით გამოვასახლოთ

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ იმ 32 ოჯახს, რომლებიც სახელმწიფოს განასახლების პროგრამაში ჩაერთო,  25 000 ლარი მიმდინარე კვირიდან ჩაერიცხება, ხოლო 28 ოჯახს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით 25 000 ლარი უკვე ჩაერიცხა, სახლის შესაძენად  სამთვიანი ვადა აქვს. სამი თვის განმავლობაში ყველა მათგანმა ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთრებაში არსებული ახალი საცხოვრებელი სახლის შესაბამისი …

კობალთაში მეწყერი ისევ გააქტიურდა

მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ კობალთაში. დღეს, 15 ივნისს, მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ სოფელ კობალთის უბანში, სადაც 10 ოჯახი ცხოვრობს, საუბნო გზა ისევ ჩაკეტა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის გაწმენდა უხვი ნალექის გამო ვერ ხერხდება. „მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, ახლაც კოკისპირულად წვიმს, საუბნო გზაზე ჩამოსულმა მიწის მასამ საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტა, მაღალი რისკებიდან …

მთავრობა სოფელ კობალთაში მცხოვრები ოჯახების განსახლების გეგმას განიხილავს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში, საბძელათის უბანში მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლება განსახლების გეგმას განიხილავს. მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის თქმით, საუბნო გზა, რომლითაც 10 ოჯახი გარე სამყაროს უკავშირდება, მაღალი რისკის შემცველია, ალტერნატიული გზის გაყვანის შანსი კი, თითქმის არ არსებობს. „მართალია, გზის აღდგენა მოხერხდა, მაგრამ ეს დროებითია, ისეთი ეროზირებული ადგილია, ხიდიც რომ გავაკეთოთ, დიდია ხიდის წაღების შანსიც. …

ქვედა თხილვანელი ეკომიგრანტებისთვის თანხის გაცემა ორშაბათიდან დაიწყება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრები ოჯახები, სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, 25 000 ლარიანი პროგრამით ისარგებლებენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სამთავრობო კომისიამ განსახლების გეგმაზე მუშაობა დაასრულა. კომისიის გადაწყვეტილებით, ქვედა თხილვანაში მცხოვრები 61 მუდმივი მაცხოვრებელი ოჯახიდან ორს, ბინა ვაშლოვანში არსებულ სოციალურ სახლში გადაეცა. რაც შეეხება დანარჩენ 59 ოჯახს, გამგებლის ინფორმაციით ყველა მათგანი 25 000 ლარიანი პროგრამით ისარგებლებს. …

სოფელი, რომელიც მეწყერს მიაქვს

გზაზე ოთხი კაცი მოდის დაღლილი ნაბიჯებით, მხარზე თხილამურები აქვთ გადებული. ისინი ქვედა თხილვანას გუშაგები არიან. დილიდან გადიან სოფლიდან ორ კილომეტრს და კიდევ უფრო მოშორებით  არსებულ მთას უცქერიან. მთას ნაპრალები ემჩნევა და ალაგ-ალაგ ჩამოშლილია. თუ მთის ფერდობი, ნახევარ მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მიწის მასა, დაიძვრება, გუშაგებმა სოფელს უნდა შეატყობინონ, რომ მეწყერი მოდის და თავს უშველონ. უკვე …

„ოცნების ქალაქში“ ქარისგან მოგლეჯილი ხე სახლს დაეცა [ფოტოამბავი]

ხელვაჩაურში, „ოცნების ქალაქში“, ძლიერმა ქარმა ალვის ხე მოგლიჯა და სახლს დაეცა. ადგილზე მყოფთა თქმით, არავინ დაშავებულა. 23 აპრილს აჭარის სანაპირო ზოლში დღეს ძლიერი ქარი, ზღვაზე კი შტორმია. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმში ქრის აღმოსავლეთის ქარი 20 მ/წმ-ში, ხოლო ზღვის ღელვა 4-5 ბალია.

ხულოს საკრებულოს წევრი ხელისუფლებისგან თხილვანელთა განსახლების გეგმა-გრაფიკს ითხოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ჯორბენაძემ სოფელ ქვემო თხილვანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. „თხილვანაში რთული ვითარებაა. ის პროგრამები, რომლითაც დახმარებას ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს, არაადეკვატურია. ამ დრომდე ხელისუფლებამ რეაგირების მოხდენა ვერ მოახერხა, ხალხი ითხოვს შველას ხელისუფლებისაგან, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპი ჩაიშალა იმის გამო, რომ მოსახლეობას ხელისუფლებამ არ …

ქვემო თხილვანა – რა წერია გეოლოგიურ დასკვნაში და რამდენად ადეკვატურია მთავრობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყერი მიმდინარე წლის 10 იანვარს განვითარდა. გეოლოგიური დასკვნით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1200-1500 მეტრში, დაგროვილია ნახევარ მილიონ კუბურ/მეტრზე მეტი მიწის მასა. ეს მეწყრულ-ღვარცოფული  მასა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სოფელს. ოჯახების გაყვანა უსაფრთხო ადგილას აუცილებელია, მათთან პირობებზე შეთანხმებას კი მთავრობა დღემდე ვერ ახერხებს. მეტიც, აჭარის მთავრობას სტიქიიდან ორი კვირის …

მეწყერი ქვემო თხილვანაში – აჭარის მთავრობისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებისგან სასწრაფოდ რეაგირებას ითხოვს. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მეწყრული პროცესები 2017 წლის 12 იანვარს განვითარდა, რაც დღემდე საფრთხეს უქმნის 60-ზე მეტ ოჯახს. მოსახლეობა ხელისუფლებისგან სასწრაფოდ რეაგირებას და განსახლებას ითხოვს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ „საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის …

სახლი სტიქიის პირისპირ – „დამეწყრილ სახლში 40 დღის ბარბარესთან ერთად დავბურუნდით“

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში მცხოვრები ქათამაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. სიცოცხლისთვის სახიფათოა მათი სახლი, სადაც ჩვილი ბავშვი იზრდება – სახლის მიმდებარე ტერიტორია დამეწყრილია და დამცავი კედლის მოწყობას საჭიროებს. ქათამაძეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრება სახიფათო რომ არის, ამას ის გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს, რომელიც სპეციალისტებმა სტიქიის განვითარებიდან რამდენიმე კვირაში დაწერეს. ოჯახს სახლთან ჩამოსული მიწის მასის გატანა და დამცავი კედლის …

მახუნცეთში მდინარეში ჩავარდნილ ტურისტს ეძებენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მდინარეში ჩავარდნილ ტურისტს ეძებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. „დაკარგული ტურისტი სავარაუდოდ ჰოლანდიელია, დაკარგულის შესახებ ინფორმაცია სამის ნახევარზე შემოვიდა, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, ბათუმიდანაც ამოვიდა ბრიგადა ნავებით“ – აცხადებენ ქედის სამაშველო სამსახურში ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებში …

მთავრობა: სტიქიამ განსაკუთრებით ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტები დააზარალა

დღეს მთავრობის სახლში, ბოლო დღეებში გადაუღებელი წვიმების შედეგად, მაღალმთიან აჭარაში გააქტიურებული სტიქიური პროცესების შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა ცენტრალური მნიშვნელობის გზა გაწმენდილია და მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდა, განვითარებულ მეწყრულ პროცესებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის მობილიზებულია საგზაო დეპარტამენტი, გეოლოგიური სამსახურები და მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები. მტავრობა მოუწოდებს მუნიციპალიტეტების მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში …

თხილნარის მოსახლეობა გამგეობის წინ საპროტესტო აქციას მართავს

ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის მოსახლეობა გამგეობის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავს. სოფლის მაცხოვრებლები გამგებელს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ჩამოწოლილი მეწყერი გამო საშიშროება ემუქრება 12 ოჯახს. „სოფელში მეწყერია ჩამოწოლილი და გაჩნდა ახალი კერებიც. მთელი სოფელი რთულ მდგომარეობაშია. გზა არ გაუწმენდიათ, მეწყერი მომდგარია ორსართულიან კორპუსთან და არც გეოლოგები მოსულან და არც არანაირი ყურადღება არ …

სარფში მისასვლელი მაგისტრალი გადაკეტილია

„ბათუმელების“ ინფორმაციით სარფში მისასვლელი გზა გადაკეტილია და ავტომანქანების მოძრაობა შეწყვეტილია. მაგისტრალი ჩაკეტილია კვარიათსა და სარფს შორის მონაკვეთში [ჩანჩქერთან]. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი უამინდობაა. „მდინარეს ჩამოაქვს ქვა-ღორღი, წყლის დონე მომატებულია და გადმოდის გზაზე. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიდის მუშაობა გზის გასაწმენდად, რაც გარკვეულწილად ამინდზეცაა დამოკიდებული“ – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში. შენიშვნა: როგორც შსს-მ გვაცნობა, გზა …

ხელვაჩაურში სტიქიამ 35 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა  სოფელ ზედა თხილნარში. მსხვერპლი 35 წლის მამაკაცია, რომელიც საკუთარი საკალმახე მეურნეობის გაწმენდისას ადიდებულმა წყალმა ჩაიყოლა. დაკარგულ მამაკაცს დილიდან ეძებდნენ მაშვლები. შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ  ახალგაზრდა მამაკაცის, ცხედარი, რომელიც დღეს დილით ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ გამორიყა, თხილნარში დაკარგულ მამაკაცს ეკუთვნის.

სოფელ ზედა აჭყვაში მისასვლელი გზა ორ კვირაზე მეტია ჩახერგილია

ზედა აჭყვაში, მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა კახა შაშიკაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ივლისის დასაწყისში, მეწყრული პროცესების განვითარების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და შესაბამისი სამსახურები, ასევე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების შესაბამისი სამსახურები, საგზაო და გეოლოგიური სამსახურები. თუმცა მეწყრული პროცესების …

არასრული მონაცემებით, მარტო ივნისში, სტიქიის გამო აჭარაში ზარალი მილიონ ლარზე მეტია

8 ივლისს განვითარებული წყალდიდობებისა და მეწყერული პროცესების პარალელურად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, ქედის მუნიციპალიტეტისა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმოადგენლებმა, 2016 წლის ივნისის თვეში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ მონაცემები წარადგინეს.  თანხა საერთო ჯამში ერთ მილიონ ლარზე მეტია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, რომელიც ამავდროულად სტიქიის სალიკვიდიციო შერეული სამთავრობო კომისიის წევრიცაა – ქედის მუნიციპალიტეტის მიერ წარდგენილი ანგარიშით, …

სტიქია აჭარაში – ევაკუირებული 6 ოჯახი და 180 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე

აჭარაში სტიქიის შემსწავლელი სამთავრობო კომისია სტიქიის შედეგებს ადგილზე შეისწავლის. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რამაზ ჯინჭარაძის ინფრომაციით, ამ დროისთვის მოსახლეობას შუახევში შეუძლია შემოვლითი გზით ისარგებლოს, რადგან ხიდების აღდგენა, რომლებიც სტიქიის დროს მდინარემ წაიღო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ექვსი ოჯახი და ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 180 ოჯახს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მთავრობის …

მდინარე პატარა ჩაქვის კალაპოტი გაიწმინდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მდინარე ჩაქვის კალაპოტი გაწმენდილია. დღეს უხვი ნალექის მოსვლის შედეგად მდინარე პატარა ჩაქვი ადიდდა, მდინარეში დამონტაჟებული მილები შლამით ამოივსო, რამაც მილების გამტარიანობის შეზღუდვა გამოიწვია. შპს „ბათუმის წყლის“ მიერ მობილიზებული იქნა სპეცტექნიკა და მობილური ჯგუფების მიერ გაიწმინდა მდინარის ფსკერი. არხში არსებული ყველა მილი ამ ეტაპზე გამტარიანია.

ქედის რამდენიმე სოფელში მეწყერი განვითარდა

დღეს მოსული უხვი ნალექის გამო, მეწყერი განვითარდა სოფელ ქვედა მახუნცეთში მალხაზ ნიგალიძის საცხოვრებელ სახლთან და სოფელ დანდალოში იაშა არძენაძის საკარმიდამო ტერიტორიაზე. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმე საათით ადრე, მეწყერი განვითარდა სოფელ ჯალაბაშვილებში ტარიელ მანველიძის საცხოვრებელ სახლთანაც. ასევე დაზიანდა დაბა ქედაში 35-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, თუმცა ბოლო მონაცემებით ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ყველა ადმინისტრაციულ ერთეულშია აღდგენილი. მეწყერული პროცესების …

ბათუმი-ქობულეთის გზაზე გვირაბთან მოძრაობა აღდგენილია

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთზე არსებულ გვირაბში მოძრაობა აღდგენილია. შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, ქალაქში დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, ბათუმი-ქობულეთის გზაზე, მახინჯაურში, გვირაბთან კი ჩამოწვა მეწყერი, ჩახერგილი იყო გზის მცირე ნაწილი, რის გამოც გარკვეული დროით გზაზე გადაადგილება შეიზღუდა.

სოფელ უჩამბაში რამდენიმე ოჯახი ევაკუირებულია

აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეექმნა შუახევში, უჩამბის ხეობაში მცხოვრებ 320 ოჯახს. შუახევის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის უჩამბაში – ევაკურებულია 4–5 ოჯახი –  “დილის ცხრა საათიდან, რამდენიმე საათი გადაუღებლად წვიმდა, რამაც გამოიწვია მდინარის გუდნისწყალის ადიდება, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და წაიღო ჩვენს მიერ 28 ივნისის სტიქიის შემდეგ აგებული დროებითი ხიდი, რის გამოც 320 ოჯახი ახლა …

ბათუმი-ქობულეთის გზაზე გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა

დასავლეთ საქართველოში, დღეს დილიდან მოსული უხვი ნალექის გამო, დაახლოებით ნახევარი საათის წინ მეწყერი ჩამოწვა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, მახინჯაურის გვირაბთან ახლოს, რის გამოც მოძრაობა დროებით შეჩერებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით დაზარალებულები არ არიან, ჩახერგილია გზის მცირე ნაწილი. ამ წუთებში ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უხვი ნალექი მოვიდა ბათუმშიც. ბათუმის მერიის ცნობით დატბორილია შაფათავას, სულაბერიძის, სააკაძის, ტაბიძის, მაქაცარიას, სააკაძის, …

ძლიერი წვიმის შედეგად მახინჯაური დაიტბორა [ფოტო]

უხვი ნალექის გამო მახინჯაური დაიტბორა. ბათუმის მერიის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „ბათუმის წყალი“. ბათუმის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელი ხაზის ნომრებზე: 27 26 06; 24 22 22“ რეზი ბოლქვაძის ფოტოები.

ბათუმის მერია: ქალაქის ზოგიერთი ქუჩა დაიტბორა

ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ბათუმის მერია ფეისბუქგვერდზე განცხადებას აკეთებს. მერიის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „ბათუმის წყალი“. „უკვე განხორციელდა ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა. ამჟამად არხები გახსნილია, ზღვაზე შტორმი არაა და შეუფერხებლად ხდება წყლის მიღება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქუჩებში არსებული სანიაღვრე ჭების ცხაურების გაწმენდა. მიუხედავად ამისა, ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა შაფათავას, სულაბერიძის, სააკაძის, ტაბიძის, მაქაცარიას, …

მდინარის ადიდების გამო ხულოს სამ სოფელთან მისასვლელი გზები ჩაიკეტა

დღეს, 6 ივლისს, დილიდან, სეტყვისა და ძლიერი წვიმის გამო ხულოს მუნიციპალიტეტში [სხალთისა და ღორჯომის მიმართულებით] მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც ზოგიერთ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა. ჩვენი ინფორმაციით, ეს სოფლებია: ბაკი-ბაკო, მთისუბანი, ასევე ზედა და ქვედა თხილვანა. „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ქვემო თხილვანასთან გზა არის, თუმცა …

სტიქია შუახევსა და ქედაში – კომისია ზარალს ითვლის

შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში განვითარებულ სტიქიის შედეგებს დღეს დილიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე  გაეცნო. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და გარემოსა და ბუნებრივი რერსურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე. მთავრობის ინფორმაციით: „28 ივნისს, საღამოს საათებში (18 საათიდან 21 საათამდე) შუახევის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მოვიდა …

Exit mobile version