განათლება,მთავარი,სიახლეები

თოვლით დაფარული სკოლები ხულოში | ფოტო

18.01.2022
თოვლით დაფარული სკოლები ხულოში | ფოტო

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის სიმაღლე 2 მეტრამდეა. ზოგიერთ სოფელში თოვლმა სკოლა თითქმის დაფარა. სკოლაში შესასვლელად მოსახლეობას თოვლში გვირაბის გაკეთება უწევს.

ასეა სოფელ დანისპარაულში. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს, კურორტ გოდერძის მახლობლად. თოვლში მხოლოდ სკოლის სახურავი ჩანს.

თოვლში ჩაფლული სკოლა სოფელ დანისპარაულში, ხულოში.

ეს სოფელ კორტოხის საჯარო სკოლაა. ეს პატარა სოფელი ხულოში, დიოკნისის თემში მდებარეობს. სკოლაში 44 მოსწავლეა. სკოლაში ამბობენ, რომ სახურავი უკვე 6-ჯერ გადმოთოვლეს. დღეს სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

თოვლით დაფარული სკოლა სოფელ კორტოხში

თოვლით დაფარული სკოლა სოფელ კორტოხში

თოვლით დაფარული სკოლა სოფელ კორტოხში

ეს კი სოფელ რაქვთის საჯარო სკოლაა. ხულოს ამ პატარა სოფელში 400-მდე ადამიანი ცხოვრობს. დიდთოვლობის მიუხედავად, სკოლაში სწავლა მიმდინარეობს.

თოვლით დაფარული საჯარო სკოლა სოფელ რაქვთაში. გულნარა სურმანიძის ფოტო

თოვლით დაფარული საჯარო სკოლა სოფელ რაქვთაში. ანდრეს შაინიძის ფოტო

 

უახლოეს დღეებში მაღალმთიან აჭარაში კვლავ თოვაა მოსალოდნელი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: