მთავარი,სიახლეები

საბერძნეთის კუნძული ევია ცეცხლის ალში – ათამდე სოფელი ევაკუირებულია

08.08.2021
საბერძნეთის კუნძული ევია ცეცხლის ალში – ათამდე სოფელი ევაკუირებულია

ათასობით ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი სახლი საბერძნეთის კუნძულ ევიაზე.

საბერძნეთის დედაქალაქის აღმოსავლეთით, ატიკის  მდებარე კუნძულ ევიაზე გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა ათასობით ჰექტარი ტყე. მოხდა ათობით სოფლის ევაკუაცია, 2500-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს კუნძულიდან და გაარიდეს ცეცხლს.

უკვე მეექვსე დღეა საბერძნეთი ებრძვის ტყის ხანძრებს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ორი ადამიანი დაიღუპა ხანძრის შედეგად, მათ შორის ერთი მოხალისე-მეხანძრე იყო.

საბერძნეთში ჩავიდნენ მეხანძრეები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, კვიპროსიდან, ხორვატიიდან, შვედეთიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, შვეიცარიიდან და შეერთებული შტატებიდან.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, მიცოტაკისმა „კოშმარული ზაფხული“ უწოდა ამ პერიოდს და პირობა დადო, რომ მთავრობა პირველ რიგში ხანძრით დაზარალებულებს გაუწევს დახმარებას.

____________

ფოტო: tanea.gr

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: