16 მილიონს გადააჭარბა საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა

საქართველოში კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დღემდე, საგანგებო რეჟიმის სხვადასხვა წესებისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის, სულ 5 416 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს. გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ კი, ჯამში, 16 მილიონ 248 ათას ლარს გადააჭარბა. ვინაიდან არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, კონკრეტულად რამდენი იურიდიული პირი დაჯარიმდა, საერთო მონაცემებისთვის ავიღეთ ჯარიმის მინიმალური ოდენობა [რაც არის ფიზიკური პირის შემთხვევაში] – 3 …

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 485-მდე გაიზარდა

26 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, წინა დღესთან შედარებით 29-ით გაიზარდა და სულ არის 485. ასევე, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაიცვალა 83 წლის პაციენტი, რომელსაც გულის სხვადასხვა დაავადებები ჰქონდა. 485 ინფიცირებულიდან, ბოლო მონაცემებით, სულ გამოჯანმრთელლდა – 139 და გარდაიცვალა – 6. ამ დროისთვის [10:05  სთ.] კარანტინის …

აჭარაში 200 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ბოლო მონაცემები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 200 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებოდნენ და ლაბორატორიული კვლევით კორონავირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა. დღევანდელი ბოლო მონაცემებით რეგიონში გუშინ დილის შემდეგ Covid19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ დღეს, 26 აპრილის დილის მონაცემებით, 37 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. 26 აპრილის 11:20 საათის მდგომარეობით, მონაცემები ქვეყნის მასშტაბით, …

27 და 28 აპრილს 4 ქალაქში შესვლა-გამოსვლა ნებადართულია – გამონაკლისი

ორშაბათს და სამშაბათს [27 და 28 აპრილს], ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში მოქალაქეებისთვის შესვლა-გამოსვლა, გამონაკლისის სახით, შესაძლებელი იქნება. 27 აპრილიდან დაშვებულია ასევე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ დასახლებებისა, სადაც კარანტინია გამოცხადებული. პარალელურად, ძალაში რჩება შეზღუდვები, რაც პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის გამო არის შემოღებული [მაგალითად, მანქანაში დაშვებულია მძღოლის ჩათვლით მაქსიმუმ 3 პირი და …

კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა

StopCov.ge-ის ინფორმაციით, დღეს 25 აპრილის 17:45 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში, 139 ადამიანი მიიჩნევა ამ დროისთვის განკურნებულად. ამ დროისთვის ინფიცირების 456 შემთხვევა დადასტურებული. დილის მონაცემებით, 132 პაციენტი მიიჩნეოდა გამოჯანმრთელებულად. თუმცა ბოლო 24 საათის განმავლობაში 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დიდი მატების მიზეზი გუშინ ჩატარებული აგრესიული …

ბათუმში Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბათუმში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი, რომელიც უკვე კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს სამკურნალოდ, კარანტინში იმყოფებოდა. „დილის ინფორმაციით დაგვემატა ერთი დადასტურებული, იმპორტირებული შემთხვევა. პაციენტი სამი დღის წინ არის თურქეთიდან შემოსული, სარფის გავლით, ის იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში და შემხებლობა მოსახლეობის სხვა ჯგუფებთან არ ჰქონდა“ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ დღეს, 25 აპრილს. მან …

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 456-მდე გაიზარდა

25 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა, გუშინ საღამოსთან შედარებით 12-ით გაიზარდა და სულ არის 456 [ეს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 25 ახალი შემთხვევაა]. 456 ინფიცირებულიდან სულ გამოჯანმრთელებულდა – 132 და გარდაიცვალა – 5. ამ დროისთვის [10:35 სთ.] კარანტინის რეჟიმშია – 4949, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. …

საგაზაფხულო გაწვევა ისევ გადაიდო – ამჯერად 23 მაისამდე 

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების გამო მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა ამავე წლის 23 მაისიდან განახლდება და 30 ივნისამდე  გაგრძელდება. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში, 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიმდინარე წლის საგაზაფხულო გაწვევაზე გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 4 189-ით განისაზღვრა, აქედან თავდაცვის ძალებში მხოლოდ 1400 პირი უნდა გაიწვიონ, დანარჩენებს კი, სხვადასხვა …

„ტურიზმი დგას გიდებზე და ტუროპერატორებზე, ტურიზმი არ არის მხოლოდ სასტუმრო“

  ანი ივანიშვილი, გიდი ___________________ „4 წელია და ცოტა მეტი ტურიზმში ვარ, ეს არც ბევრია, არც ცოტა, რადგან 4 წელი სრულებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ გასული 2019 წელი ყოფილიყო ჩემი საქმიანობის პიკი, როცა დღეში ხან 3 ან 4 ზარს ვიღებდი ტურებზე შემოთავაზებით, მე უარს ვამბობდი, რადგან მთელი სეზონი ჩემოდანი არ ამომილაგებია, თვეებით ადრე მიღებულ ტურებს …

თურქეთის ნახევარმთვარის საჩუქარი – სამედიცინო და საველე აღჭურვილობა წითელ ჯვარს 

საქართველოს წითელი ჯვრის ინფორმაციით, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ ორგანიზაციას ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა. „COVID 19-ის რისკის შემცირებისა და მყისიერი რეაგირების ფარგლებში, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადასცემს ჰუმანიტარულ ტვირთს, მათ შორის საველე ჰოსპიტლისთვის განკუთვნილ კარვებს და მოხალისეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პირად დამცავ აღჭურვილობას“, – წერია საქარველოს წითელი ჯვრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტვირთი სარფის საბაჟოს …

ბათუმში 100 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 აპრილს, საღამოს, ბათუმში 100 ანალიზის პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია. ასევე, დღეს ბათუმში დადასტურდა Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა, რომელიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ამ დროისათვის ბათუმში 38 პაციენტი მკურნალობს Covid19-ზე კლინიკა „მედალფაში“, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 24 აპრილის [20:26] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია Covid19-ის 431 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 132 ადამიანი, გარდაიცვალა – 5. …

როდის გაიხსნება ქობულეთის სოფლები? – აქ პირველი ინფიცრებული დედა-შვილი გამოჯანმრთელდა

„ბოლო გამოვლენილი შემთხვევიდან მინიმუმ ორი საინკუბაციო პერიოდი უნდა გავიდეს, ანუ 28 დღე. საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს,“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე. მას ქობულეთის ოთხ სოფელში საკარანტინო რეჟიმის დასრულების ვადის შესახებ ვკითხეთ. Coivid 19-ის ბოლო შემთხვევა ქობულეთში დღეს, 24 აპრილს დაფიქსირდა. ქობულეთის კლასტერი უკავშირდება პაციენტს, 54 წლის ქალს, რომლის ინფიცირების წყარო …

ბათუმში კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა Covid 19 – ისინი კლინიკას დატოვებენ

ბათუმში დღეს კიდევ ორი პაციენტი დატოვებს „მედალფას“ – მათ Covid 19 დაამარცხეს. კლინიკიდან გაწერილი პაციენტები თვითიზოლაციაში იქნებიან. კლინიკა „მედალფას“ რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის თქმით, კლინიკას სავარაუდოდ დღის ბოლოს საშუალო ასაკის ქალი და კაცი დატოვებენ. აჭარაში ამ დრომდე 15 პირი იყო კორონავირუსით დაავადების შემდეგ გამოჯანმრთელებული. ლევან ანთაძის ინფორმაციით, კლინიკაში 24 აპრილის მდგომარეობით 38 პაციენტი  მკურნალობს. მათ …

მინიმუმ 350 ათას სამუშაო ადგილს დავკარგავთ, შემდეგი გამოწვევა იქნება ფერმერები – პრემიერი

საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციით, რაც დღეს არის, ჩვენი გათვლებით იქნება მინიმუმ 350 ათასი ოფიციალური, ფორმალური ადგილი, რომელსაც დავკარგავთ – განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს. „სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზებაც გაკეთებული [იმათთვის, ვინც სამსახური დაკარგა]. თუმცა, სერიოზული პრობლემები იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილშიც“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ. ამ თემაზე: 300 …

„ცოტა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ“ – გახარია სასულიერო პირების მანქანების საშვებზე

„…აღდგომის ღამეს, მაგალითად, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, ტაძრებამდე მისულიყვნენ. ეს არის კომპრომისი, ის ბალანსი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეპიდემიას და პანდემიას. ეს ჩვენი ქვეყნის გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ“ – აღნიშნა პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მას მართლმადიდებელი ეკლესიის …

საქალაქთაშორისო გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, გამონაკლისია 2 დღე – მთავრობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 27 აპრილიდან აღდგება მსუბუქი ავტომანქანებით გადადგილება, თუმცა საქალაქთაშორისო გადაადგილება კვლავ შეზღუდული რჩება. „ორშაბათიდან ყველანაირი შეზღუდვა მსუბუქ ავტორანსპორტზე ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ავტოტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო საქალაქთაშორისო გადადგილებაზე და იმ შეზღუდვების მოხსნას, რომელიც დაწესებული იყო დიდი ქალაქებისთვის – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და …

თურქეთში საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმის დარღვევისთვის აღარ დააჯარიმებენ – საელჩო

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, ვისაც ქვეყანაში ყოფნის ლეგალური ვადა ამოეწურა, არ დაჯარიმდებიან. ინფორმაციას ამის  შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. “მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, დავუკავშირდით თურქეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, რომლებმაც მოგვაწოდეს შემდეგი ოფიციალური ინფორმაცია. თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დროებით შეწყდა ყველა საერთაშორისო ფრენა და აიკრძალა საქალაქთაშორისო მიმოსვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ქვეყნის …

მეწარმეების დახმარების გეგმა – მათ დაუბრუნდებათ დღგ

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით ანტიკრიზისული გეგმა მეწარმეებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის [დღგ] უკენ დაბრუნებას ითვალისწინებს: „მეწარმეებისთვის ამოქმედდება დღგ-ს ავტომატურად უკან დაბრუნების მექანიზმი,  რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი მეწარმეს დაუფიქსირდება ზედმეტობა მას ყველანაირი მოთხოვნისა და ბიუროკრატიის გარეშე, ავტომატურად დაუბრუნდება დღგ.“ გარდა ამისა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დამატებით დღგ-ის, 600 მილიონი ლარის მეწარმეებისთვის უკან დაბრუნების შესახებ. პრემიერის განმარტებით …

რა აკრძალვები უქმდება ორშაბათიდან – რა იქნება შემდეგ ორ კვირაში?

ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან, საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, მაგალითად, დასაშვები ხდება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება, ონლაინვაჭრობა, საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. ამის შესახებ დღეს, 24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერმა წარმოადგინა შეზღუდვების მოხსნის ექვსი ეტაპი, რომელიც ეტაპობრივად, ორკვირიანი ინტერვალების შემდეგ …

პრემიერი: ბიუჯეტი დაკარგავს მილიარდ 800 მილიონ ლარს

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით მთავრობას უკვე აქვს კრიზისული ბიუჯეტის პარამეტრები და ამ პარამეტრების მიხედვით ბიუჯეტი დაკარგავს მილიარდ 800 მილიონ ლარს. გიორგი გახარიას ინფორმაციით წინასწარი პროგნოზით ეკონომიკური ზრდა მინუს 4%-იქნება. პრემიერმა დღეს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას თქვა ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ  საერთაშორისო დონორებიდან მილიარდ 500 მილიონი დოლარის დახმარების მიღების გარანტია მიიღო ბიუჯეტის და მთავრობის მიმართულებით:  „თუ დაგვჭირდება დამატებითი ლიკვიდობა …

27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება – გახარია

27 აპრილიდან მოიხსნება შეზღუდვები და გადაადგილება მსუბუქი ავტომობილებით შესაძლებელი იქნება – განაცხადა, 24 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. ძალაში რჩება შეზღუდვა – მანქანაში დაშვებულია მძღოლის ჩათვლით მაქსიმუმ 3 პირი და მძღოლის გვერდით ადგილი თავისუფალი უნდა იყოს. პრემიერის თქმით, ორშაბათიდან, ანუ 27 აპრილიდან, დაშვებულია ასევე ტაქსების მუშაობა, ონლაინვაჭრობა და მიტანის მომსახურება ნებიმიერ პროდუქტზე. დაშვებული იქნება ღია ტიპის …

ბათუმის საკონტეინერო ტერმინალიდან მუშები დაითხოვეს

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალიდან 25 ადამიანი დაითხოვეს. სამსახურიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ ისინი წინასწარ არავის გაუფრთხილებია. „ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი იყო დღეს ტერმინალში მისული და შესასვლელში, სადაც დაცვის პოლიცია დგას, გამოკრული იყო იმ ადამიანების სია, ვინც სამუშაოდან დაითხოვეს. უთხრეს, რომ ამ პირებზე საშვი აღარ დაიშვებაო, – გვითხრა ლევან ჯაფარიძემ. ის ქობულეთში ცხოვრობს და საგანგებო მდგომარეობის გამო სამსახურში …

ბათუმში Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა – ქობულეთის კლასტერი

ბათუმში დადასტურდა Covid19-ის ერთი ახალი შემთხვევა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ, განაცხადა დღეს, 24 აპრილს, ჟურნალისტებთან. „გამოვლინდა ერთი ახალი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ქობულეთის კლასტერს. პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. მას, გარდა ერთი, ოჯახური კონტაქტისა, არ ჰქონია სხვასთან კონტაქტი,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. ქობულეთის კლასტერს უკვე 35 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება. შესწავლილია 530 კონტაქტი, მათ შორის, …

დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა – სულ 431

24 აპრილის [10:30] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია Covid19-ის 431 შემთხვევა. ბოლო მონაცემებთან შედარებით შემთხვევათა რიცხვი 6-ით გაიზარდა. 431 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელდა 114 ადამიანი, გარდაიცვალა – 5. ბოლო მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 5126 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 578.  უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. 

„სალამი“: მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დამაკავშირებელი ხიდები არ არსებობს

ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი პლატფორმა “სალამი” მარნეულის სოფლებში მიმდინარე პროტესტის ტალღას ეხმიანება. ზუსტად ერთი თვეა, რაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული. „სალამის“ განცხადებით, მათ სჯერათ, რომ აღნიშნული ზომები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამავე დროს ჩაკეტილ ზონებში შექმნილი სოციალური და ეკონომიკური კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ ვლინდება და …

პანდემიური პროპაგანდა მოემართება, მოემზადეთ

ავტორი: ვერა ზაკემი წყარო: ნიუ–იორკ ტაიმზში (NYT) გასულ თვეს სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა პოსტი, რომელიც ვითომ სტენფორდის უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. პოსტის თანახმად, თუ 10 წამზე მეტი ხნით შეგიძლიათ სუნთქვის შეკავება და ამის შემდეგ არ დაახველებთ, დიდი შანსია, რომ არ გაქვთ COVID 19. თავდაპირველად მეც სარწმუნოდ მივიჩნიე ეს ინფორმაცია და მეგობრებს გადავუგზავნე, სანამ გავიგებდი, რომ სიცრუე იყო. …

აჭარაში 46 პირის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 აპრილს, საღამოს, ბათუმში 46 ანალიზის პასუხი Covid-19-ზე უარყოფითია. 23 აპრილის [21 სთ] მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 420 შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 111 პირი, გარდაიცვალა – 5. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584.  უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კოვიდ 19 და საერთაშორისო სამართალი

ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, უჰანში წარმოქმნილმა კოვიდ 19-მა უკვე დააყენა მსოფლიო წესრიგის ახლებური გააზრების აუცილებლობა. ამ დისკუსიამ უკვე  ასახვა ჰპოვა საერთაშორისო სამართალის თეორიაშიც. ეს ბუნებრივიცაა, იმდენად, რამდენადაც საერთაშორისო ურთიერთობები საერთაშორისო სამართლის გარეშე არ არსებობს და მისი ფრაგმენტაციის აუცილებელი მექანიზმია. არსებული საერთაშორისო სამართალი რომ გავაანალიზოთ, ორგვარი ტენდენცია შეინიშნება – სოლიდარობაზე დაფუძნებული …

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მთავრობა ახალ შენობას გადასცემს – COVID 19-ის მართვა

გუშინ, 22 აპრილს, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობას ეთხოვა შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ სარგებლობაში გადასცეს  კლინიკის ახალი შენობა, რომელიც აჭარის მთავრობის საკუთრებაა. ამ კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ცხელების ცენტრი ამოქმედდა. მთავრობის დადგენილებით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო COVID 19-ის მართვაში ჩაერთვება „შესაბამისი ქონების [ახალი კლინიკის] სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე“. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კი, ბათუმის …

ქალაქიდან სოფელში დაბრუნებულები: „სტრესი აღარ გვაქვს, დანარჩენი ვნახოთ“

„მგონი, აქაურობას ვეღარ მივატოვებ აწი…“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ქალაქიდან დაბრუნებული გიორგი ლაზიშვილი. ის პანდემიის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა სოფელში, წლების წინ მიტოვებულ მანდარინის ბაღში გავიდა და მუშაობას შეუდგა. გიორგი და სოფლად დაბრუნებულები ერთ რამეს გეტყვიან, ან მათ საუბარში შეატყობთ, რომ მიწაზე მუშაობა ახალისებთ და პანდემიის ან მანამდე გამოწვეული სტრესი აღარ აქვთ. სოფელში სხვადასხვა მიზნით …

შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა – ტიკარაძე

დღეს, 23 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა ჯარში, თუმცა შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ინფექცია დაუდასტურდა. „არის შს სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია. ინფიცირებულია ასევე 20-მდე ექიმი და ეს იყო მოსალოდნელი, ამის გამო იყო დაგეგმილი ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება და ზოგადად, ამ …

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 420-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 22 აპრილის საღამოს მონაცემებთან შედარებით 4-ით გაიზარდა. შესაბამისად, 23 აპრილის დილის 10:30 საათის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის 420, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 107, ხოლო გარდაცვლილი – 5. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია – 5 223, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო …

როდის ექნება მსოფლიოს პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ? – BBC

ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 150 000 გადააჭარბა, თუმცა აქამდე არ არსებობს წამალი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად Covid 19-ით ინფიცირებულთა სამკურნალოდ გამოდგებოდა. როგორ მუშაობენ მედიკამენტებზე? მთელ მსოფლიოში ახლა 150-ზე მეტ წამალს იკვლევენ, მათი უმრავლესობა აქამდეც არსებობდა, მაგრამ ახლა ვირუსზეც ცდიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის“ კლინიკური კვლევები დაუშვა პარტნიორებთან ერთად, რომლის მიზანიც მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდებისა და მედიკამენტების …

ბათუმში 50 ლაბორატორიული ანალიზის პასუხი უარყოფითია – COVID19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 პირის ანალიზის პასუხი კოვიდ19-ზე, რასაც დღეს ელოდებოდნენ, უარყოფითია. მათ შორის არიან ის პირებიც, რომლებმაც ე.წ. ცხელების ცენტრებს მიმართეს. გარდა ამისა, დღეს, 22 აპრილის დილის მონაცემებით, ბათუმში  100 პირის ლაბორატორიული ანალიზის პასუხი მიიღეს, რომლებიც ასევე უარყოფითი იყო. მათ შორის, 35 ნიმუში ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. საერთო ჯამში, აჭარაში Covid 19-ზე გამოკვლეულია …

ვინ გასცემს აჭარის მუნიციპალიტეტებში ავტომანქანით მოძრაობაზე ნებართვებს – ცხელი ხაზი აჭარაში

საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად, მოქალაქეებისთვის ავტომანქანით გადაადგილებაზე აჭარის შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ გაიცემა დროებითი საშვი, რაც აჭარაში მოქმედ საველე ოპერაციების შტაბთან თანხმდება. „ძირითადად აქცენტი კეთდება აუცილებელ, გადაუდებელ და სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნებზე [მაგალითად, მედიკამენტები, სურსათი – ვისაც არ გააჩნია მარაგი, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სასუქები და სხვა.], ამის მიხედვით გაიცემა ერთჯერადი ან მრავალჯერადი ნებართვები. ეს ინფორმაციები …

გერმანიაში კორონავირუსის სატესტო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

გერმანიაში Covid19-ის ვაქცინის სინჯების ადამიანებზე გამოცდა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ვაქცინის ფედერალური ინსტიტუტი Paul-Ehrlich-Institut (PEI) ავრცელებს. სხვადასხვა ვაქცინით აიცრება 18-დან 55 წლამდე ასაკის 200 ჯანმრთელი ადამიანი, რათა მეცნიერებმა გამოიკვლიონ ვაქცინების ეფექტურობა ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში. კვლევის მეორე ნაწილში იგეგმება პოტენციური ვაქცინის ტესტირება იმ ადამიანებზე, რომელთაც ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ ან აქვთ COVID19-ის მწვავედ მიმდინარეობის …

Exit mobile version