მერია კონტრაქტორებს პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს და ვალდებულებებს გადაუვადებს

COVID-19-ით  გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო  ბათუმის მერია კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებსაც საიჯარო ვალდებულებები აქვთ, პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს, შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს, 30 აპრილს, ბათუმის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე უნდა განიხილოს. განკარგულების პროექტის მიხედვით იმ პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების  შესრულების ვადა 2020 წლის 1-ლი მარტიდან უკვე დაუდგათ, ან მათ ვერ შეასრულეს ვალდებულებები [გარდა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის …

რა ქნან ქალებმა, რომლებიც ყოველდღე თურქეთში გადადიოდნენ სამუშაოდ

ქალები, რომლებიც ყოველდღე გადადიოდნენ თურქეთში და ქემალფაშაში მაღაზიებში მუშაობდნენ, უმუშევრები დარჩნენ. ეს ქალები თავიანთი ოჯახებისთვის მთავარი შემომტანები იყვნენ, უმრავლესობა 4-5 და მეტ სულს არჩენდა. ახლა ზოგიერთი მათგანი მოხუცი მშობლების პენსიის იმედად დარჩა, ვისაც სახლში პენსიონერი არ ჰყავს – საერთოდ უფულოდაა. „იცი, როგორი დაბნეული ვარ? არაფრის იმედი აღარ მაქვს. ვფიქრობ, რა უნდა ვქნა და გამოსავალს ვერ …

ვინ მიიღებს სასურსათო კალათას აჭარაში

ის პირები, ვისაც აჭარის სარეზერვო ფონდიდან შეძენილი პროდუქტები გადაეცათ, განმეორებით სასურსათო კალათას კვლავ მიიღებენ, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში უთხრეს. „სასურსათო კალათას მიიღებენ სხვებიც, თუმცა როდის და კონკრეტულად ვინ მიიღებს, კრიტერიუმების შერჩევაზე ვმუშაობთ მუნიციპალიტეტენთან ერთად და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – გვითხრეს მთავრობის პრესსამსახურში. 10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა რომ გადაეცემა, ამის შესახებ აჭარის …

ბათუმის მცხოვრებლები 3 თვით წყლის გადასახადს არ გადაიხდიან – ბათუმის წყალი

ბათუმის მასშტაბით საყოფაცხოვრებო აბონენტებს მოხმარებული წყლის საფასური სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) სრულად დაუფინანსდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათების ფარგლებში იქნა მიღებული – ამ განცხადებას „ბათუმის წყალი“ ავრცელებს. „ბათუმის წყალში“ განმარტეს, რომ შეღავათი ეხება ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, მან ისარგებლა თუ არა შეღავათებით დენსა და …

რუსეთი Covid19-ით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყნების ათეულშია

ბოლო მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 841 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთ დღე-ღამეში გადაიცვალა 108 ადამიანი, რაც ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ახალი კორონავირუსით ქვეყანაში სულ 972 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რუსეთში 100 ათასს აღწევს. ამ მონაცემებით რუსეთი Covid19-ით დაზარალებული ქვეყნების ათეულში მერვე ადგილზეა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და …

„ვერ ვმუშაობთ, საკვები გვითავდება“ – ქობულეთის ჩაკეტილ სოფლებში დახმარებას ითხოვენ

„პურის ფქვილის ტომარა დღეს სულ ბოლომდე დავცალე, რა ვაჭამო შვილებს? ერთი 10 წლისაა, მეორე – 12 წლის, ინტერნეტის ლიმიტიც ამოიწურა, გაკვეთილებს ვეღარ დაესწრებიან,“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრები შორენა აბაშიძე. ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც 12 აპრილიდან საკარანტინო ზონაა, ადამიანები საკვებს ითხოვენ. ეს ოჯახები სოციალურად დაუცველები არ არიან, მაგრამ უმუშევრად დარჩენამ ისინი შემოსავლის გარეშე დატოვა. …

როგორი იყო ჰაერის ხარისხი უმანქანო ბათუმში და როგორია ახლა

ბათუმში და, ზოგადად, ქვეყანაში, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი. ჰაერში იმ რაოდენობით და ის დამაბინძურებლები ვეღარ ხვდება, რაც თან ახლავს მშენებლობებსა თუ ტრანსპორტის გამონაბოლქვს. სხვადასხვა აკრძალვის პარალელურად ქვეყანაში 31 მარტიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა, 17 აპრილიდან 27 აპრილამდე კი, სრულად აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა [ზოგი გამონაკლისის გარდა]. ბათუმის შემთხვევაში შევადარეთ …

6 ახალი შემთხვევა და 12 გამოჯანმრთელებული – „პირველად არის ასეთი დიდი სხვაობა“

„პირველად არის, როცა გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია,“ – განაცხადა დღეს, 29 აპრილს, მარინა ეზუგბაიამ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა. „გუშინ ამ დროისთვის ჩვენ გვქონდა 511 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა სულ 6 ახალი შემთხვევა და არის 517 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულები ქვეყნის მასშტაბით დაგვემატა 12. დღეს, თუ გამოვაკლებთ გამოჯანმრთელებულებს, …

კოვიდ 19-ის პანდემიის გახანგრძლივება ქალთა ჯანმრთელობაზე სავალალო გავლენას იქონიებს – UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალი პროგნოზით, კორონავირუსის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა მილიონობით გაიზარდოს იმ ქალების რაოდენობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე. ქალები დადგებიან გენდერული ნიშნით ძალადობის და სხვა საზიანო პრაქტიკების რისკის ქვეშ. კერძოდ, 47 მილიონზე მეტმა ქალმა შეიძლება დაკარგოს წვდომა კონტრაცეფციის საშუალებებზე, რაც უახლოეს თვეებში 7 მილიონ არასასურველ ორსულობას გამოიწვევს. …

Mastercard საქართველოს მასშტაბით, მედპერსონალის ინდივიდუალურ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

Mastercard საქართველოში, საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Bolt-თან თანამშრომლობით, მედიკოსების მხარდასაჭერ კამპანიას იწყებს.  Mastercard, ციფრული გადახდების ლიდერი საქართველოში, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის,  რომ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების პრაქტიკა, მსოფლიო მასშტაბით, მინიმუმადე დაიყვანოს.  საქართველო  მუდმივად მზადაა ციფრული ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სიახლეების მისაღებად, სწორედ ამიტომ, Mastecard-მა ქვეყანაში წარმატებულად განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება – როგორიცაა საბანკო ოპერაციების სრულიად ელექტრონიზირება – გადახდის …

ბათუმში 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ასამდე ტესტის პასუხი უარყოფითია

აჭარაში Covid19-ით ინფიცირებული კიდევ ოთხი პაციენტი გამოჯანმთელდა, შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 24- მდე გაიზარდა. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, დღეს აჭარაში Covid19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 97 ლაბორატორიული ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია. ამ დროისთვის კლინიკა „მედალფაში“ 30 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 35 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის კლასტერს და მონაცემები არც ამ მხრივ …

ვის გაათავისუფლებს ბათუმის მერია დასუფთავების გადასახადისგან

ბათუმის მერია ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირის დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლებას განიხილავს. მერიის ინფორმაციით, ეს დაწესებულებები კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო დისტანციურად მუშაობდნენ. შესაბამისად, მათ დასუფთავების მოსაკრებელი არ უნდა დაერიცხოთ. დადგენილების პროექტის მიხედვით, ქალაქში მოქმედი დაწესებულებები სამი თვის – მარტის, აპრილის და მაისის მოსაკრებელს არ გადაიხდიან. თუ ამ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მხარს დაუჭერს და დაამტკიცებს, ბიუჯეტის  შემოსულობები, …

28 აპრილის საღამოს 9 საათიდან ბათუმი ისევ ჩაიკეტება – ვის შეეძლება გასვლა-გამოსვლა

დღეს, 28 აპრილის, საღამოს 9 საათიდან, ბათუმი კვლავ ჩაიკეტება, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომლის რეგისტრაციის ადგილი არ არის ბათუმი [ანუ, ჩაწერილი არ არის ბათუმში] ქალაქში ვეღარ შემოვა. ასევე, ქალაქიდან ვერ გავა ის მოქალაქე, ვინც ბათუმში იმყოფება და აქვეა ჩაწერილი. ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გამოსვლა, საქართველოს მთავრობის …

კოვიდ 19-ს შეუძლია შეაღწიოს თავის ტვინში, დააზიანოს ნერვული სისტემა – BBC

Covid19 მხოლოდ სასუნთქი გზების დაზიანებით არ შემოიფარგლება და როგორც უკვე პრაქტიკული კვლევები აჩვენებს, პაციენტების მნიშვნელოვან ნაწილს აღენიშნება ნერვული სისტემის დაზიანებაც. ნერვულ უჯრედებზე მისი ზემოქმედების მექანიზმი ჯერ შეუსწავლელია, თუმცა მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ კავშირი არსებობს: გემოსა და ყნოსვის შეგრძნებების დროებითი დაკარგვა ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში დასახელდა Covid 19-ის სპეციფიკურ სიმპტომებად. გარდა ამისა, ცხვირიდან ვირუსს შეუძლია …

სასტუმროებში აჭარის მთავრობა 7.3 მილიონს დახარჯავს – საკარანტინო ზონები

აჭარის 2020 წლის ბიუჯეტიდან 7 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება რეგიონში საკარანტინო ზონების მოწყობისთვის. ბიუჯეტში შესატანი ცვლილების მიხედვით [უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს], ეს თანხა, კონკრეტულად კი 7 310 000 ლარი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს დაემატება  პროგრამისთვის – „ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებები“, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკარანტინე ზონების ორგანიზებას გულისხმობს. ტურიზმის დეპარტამენტს ბათუმში …

ახალი რესპუბლიკურისთვის 8,8 მილიონი გამოიყოფა აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 8 882 200 ლარით გაიზრდება, საიდანაც 8 მილიონ 855 ათასი ლარი სამინისტროს ემატება ახალი პროგრამისთვის – „ქალაქ ბათუმის 170 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს აღჭურვა, ფუნქციონირება და რისკის ჯგუფების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა“. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს პროგრამა COVID 19 დაინფიცირებისაგან რისკის ჯგუფების დაცვის უზრუნველყოფისა და დაავადებული მოსახლეობისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების …

ბათუმში Covid19 კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ბათუმში Covid19  კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. დღესვე სამინისტრომ მიიღო 130 ლაბორატორიული ანალიზის პასუხი, აქედან 129 პასუხი უარყოფითია: „გარდა ამისა, იცით, რომ გუშინ, 27 აპრილს,  დაგვემატა ოთხი გამოჯანმრთელებული და ამ დროის მდგომარეობით აჭარაში უკვე 20 გამოჯანმრთელებული გვყავს“. რაც შეეხება ქობულეთის …

კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 63 მოქალაქე დააჯარიმეს

შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 63 მოქალაქე დააჯარიმა. გამოვლინდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის ერთი ახალი ფაქტი. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო …

სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს

შს სამინისტროს განცხადებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია. შეზღუდვის საფუძველი საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაა.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს.

ექიმები ვარაუდობენ, რომ Covid-19 თირკმელსაც აზიანებს

ახალი კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე მთელ მსოფლიოში ექიმები ფილტვის ვენტილაციის აპარატების არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობდნენ. ვირუსი აზიანებს სასუნთქ გზებს, უარეს შემთხვევაში აღწევს ფილტვებამდე და სუნთქვის უკმარისობას იწვევს. BBC-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ჩინეთში ექიმები აღნიშნავენ, რომ ინფიცირებულებს შორის იმატა თირკმლის უკმარისობის შემთხვევებმა. საავადმყოფოებში „ხელოვნური თირკმლის“ აპარატის, ჰემოდიალიზის დეფიციტია,  არასაკმარისია ასევე რაოდენობა იმ მედპერსონალისა, ვინც ამ აპარატთან მუშაობა …

სტამბოლში, ანკარსა და კიდევ 29 ქალაქში 3 დღით სრული კარანტინი გამოცხადდა

თურქეთის 31 დიდ ქალაქში 3 დღით სრული კარანტინი გამოცხადდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 30 აპრილის 24 საათიდან 3 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, …

შემუშავებული იქნება ღონისძიებები – დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეროვნული გამოცდების შესახებ

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დღეს, 27 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროსთან მიმდინარეობს მსჯელობა, როგორი უსაფრთხო გარემო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად მივლენ. „ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ეს 3-4-საათიანი გამოცდა იყოს აბიტურიენტების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. შემუშავებული იქნება ადეკვატური ღონისძიებები. წელს აბიტურიენტებს უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა და ეროვნული …

ბოლნისის კლასტერში 89 ადამიანია – გამყრელიძე

საქართველოში ყველაზე დიდი ბოლნისის კლასტერია – განაცხადა დღეს, 27 აპრილს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. „ყველაზე დიდია ბოლნისის კლასტერი, სადაც ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. დღეს ამ კლასტერიდან გვყავს 89 ინფიცირებული, მათგან 5 უკვე გამოჯანმრთელდა, სამწუხაროდ გვაქვს 2 გარდაცვალების შემთხვევა ამ კლასტერიდან,“ – განაცხადა გამყრელიძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩამოყალიბდა თეთრიწყაროს …

ვინ მიიღებს ორმაგ დახმარებას მთავრობისგან? – სააგენტოს განმარტება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახები დახმარების  სახით 600 ლარს მიიღებენ. პრემიერმა ამ ინფორმაციას, რამდენიმე განმარტებაც დაურთო, თუმცა კითხვები მაინც  დარჩა. „ბათუმელებმა“ ამ კითხვებით დღეს სოციალური დახმარების სააგენტოს მივმართა. პრემიერის თქმით, სახელმწიფო უკვე ეხმარება ოჯახებს, რომელთაც სარეიტინგო ქულა 65 000-მდეა, მაგრამ „ყურადღების გარეშე არის დატოვებული 65 000-დან 100 000-მდე …

10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა გადაეცემა – რიჟვაძე

დღეს, 27 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბიუჯეტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, აჭარის მთავრობამ უკვე დაასრულა მუშაობა საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად და დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება. „ამ ბიუჯეტში ნათლად ვხედავთ და ვგრძნობთ იმ მძიმე შედეგებს, რომელიც მოჰყვება კრიზისს როგორც ტურისტულ, ასევე სხვა სექტორებთან მიმართებაში. ტურისტულ სექტორთან მიმართებაში არსებული შეღავათები არ არის …

ბათუმში 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი კლინიკას დღეს დატოვებს

„დღეს გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომლებიც უახლოეს საათებში დატოვებენ კლინიკას“ – განაცხადა დღეს, 27 აპრილს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დღეს მთავრობა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს საგანგებო ბიუჯეტს განსახილველად და დასამტკიცებლად. „საგანგებო ბიუჯეტში გამოყოფილი იქნება რესურსები ჯანდაცვის მიმართულებით, იმ მარაგების შევსებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმ ადამიანების აღჭურვისთვის, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან …

ჰოლანდიაში, ორ ფერმაში, წავები COVID19-ით დაინფიცირდნენ

ჰოლანდიაში, წავის ორ ფერმაში, ცხოველებს  COVID19 აღმოაჩნდათ. ინფორმაცია ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გუშინ, 26 აპრილს, დაადასტურა. „ევრონიუსი“ წერს, რომ ნიდერლანდების სამხრეთში, ერთმანეთისგან 15 კმ-ის დაშორებით მდებარე ფერმებში წავებს სხვადასხვა სიმპტომი აღენიშნებოდათ, სუნთქვის გაძნელების ჩათვლით. წავი მუქი შეფერილობის, ნახევრად წყალში მცხოვრები, ხორცისმჭამელი ძუძუმწოვარი ცხოველია, რომელსაც ფერმებში ბეწვის მისაღებად აშენებენ. ინფექციის წყაროს მოსაკვლევად გამოძიება უკვე დაწყებულია. ექსპერტები …

29 აპრილიდან ვის შეეძლება ბათუმიდან გასვლა?

სურსათის მარაგების მართვის შტაბის უფროსის, თენგის კალანდაძის განცხადებით, დღეს და ხვალ, ანუ 27 და 28 აპრილს ჩაკეტილ ქალაქებში [ბათუმი, ქუთაისი, თბილისი, რუსთავი] დაბრუნების უფლება იმ მოქალაქეებს ექნებათ, რომლებიც უბრუნდებიან თავიანთ იურიდიულ და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს. ორი დღის შემდეგ კი, მაგალითად, ბათუმიდან ხელვაჩაურში ან ხულოში მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად გასვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნება შესაძლებელი. საშვებს კი …

COVID-19: დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3 მილიონზე მეტია

COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 3 მილიონზე მეტია – ბოლო მონაცემებით 3 017 766 შეადგენს. ვირუსით დაიღუპა 207 000 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 894 464. „ევრონიუსი“ წერს, რომ შემთხვევების გლობალური რიცხვი ორ კვირაზე ნაკლებ დროში ერთი მილიონით გაიზარდა. 27 აპრილის მონაცემებით, რუსეთში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 6 198 შეადგინა და ჯამში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 87 147 დადასტრუებული …

„იმედია, დროებით დავიკეტეთ“ – წარწერები ბათუმის მაღაზიის ვიტრინებზე [ფოტო]

მეორე თვეა საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის გამო დახურულია მაღაზიები, სალონები, კაფე-ბარები, დიდი სავაჭრო ცენტრები. ყველა ობიექტს შესასვლელ კარზე წარწერა აქვს და მომხმარებელს აცნობს მიზეზს, თუ რატომ დაიხურნენ.

რუსეთში 900-მდე სამხედრო და სამხედრო სასწავლებლების 800-მდე სტუდენტია ინფიცირებული

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 874 სამხედრო და სამხედრო სასწავლებლების 779 სტუდენტი. საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. „მიმდინარე წლის მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით, მიმდინარე ინტენსიური შემოწმებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსზე დადებითი შედეგით დადგენილია 874 სამხედრო მოსამსახურე,” – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კვირას გამოცემულ ბიულეტენში. ბიულეტენში დაზუსტებულია, რომ ინფიცირებულთაგან …

როდის შეძლებთ სალონში და სავაჭრო ცენტრში წასვლას

საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, დღეიდან, ანუ 27 აპრილიდან დაიწყო. გარკვეული ტიპის საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნისთვის დაწესებულია ორკვირიანი შუალედები, განსაზღვრულია სულ ექვსი ეტაპი. სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები შეზღუდვების მოხსნის მე-4 ეტაპზე გაიხსნება. რადგან პირველი ეტაპი დაიწყო დღეს, 27 აპრილს და  ეტაპებს შორის ორკვირიანი შეალედებია, ეს ნიშნავს, რომ …

ვის უნდა დაუკავშირდეთ, თუ ბათუმიდან გინდათ გასვლა სასოფლო სამუშაოებისთვის

29 აპრილიდან ძალაში რჩება ბათუმში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვა. ეს იმას გულისხმობს, რომ ბათუმში რეგისტრირებული პირი ვერ გავა ქალაქიდან, ხოლო ბათუმში არარეგისტრირებული პირი ვერ შემოვა ქალაქში. არის გარკვეული გამონაკლისებიც, მაგალითად, ბათუმში რეგისტრირებული პირის ბათუმიდან გასვლა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, თუმცა გარკვეულ საათებში. თუ ბათუმში რეგისტრირებულ პირს ქალაქგარეთ [აჭარის ტერიტორიაზე ან სხვა რეგიონში] აქვს ნაკვეთი და ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, …

კორონავირუსის შემთხვევები 24 საათში 11-ით გაიზარდა – სულ 496

27 აპრილის დილის [10:30] მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის რიცხვი 24 საათში 11-ით გაიზარდა და 496 გახდა. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 149 პაციენტი, გარდაიცვალა – 6.  ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 833 ადამიანი, 571 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

27 აპრილს ბათუმში თევზის ბაზარი გაიხსნება, აგრარული – არა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, ბათუმის ღია აგრარული და თევზის ბაზრები გაიხსნება. თუმცა სავაჭრო ცენტრ „ბონის“ ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აგრარული [ე.წ. ბონის] ბაზარი, მაიაკოვსკის ქუჩაზე, 27 აპრილს არ გაიხსნება. „ჩვენ გვქონდა შეხვედრები სამინისტროშიც ამ თემაზე. არის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც აუცილებლად უნდა შევასრულოთ და ამისთვის ვემზადებით, 2-3 დღე კიდევ დაგვჭირდება. სავარაუდოდ პირველი მაისისთვის ბაზარი, …

800 ათასი ლარი უცხოეთიდან ჩამოსული პირების კარანტინში გადასაყვანად

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2020 წლის 18 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეების საკარანტინო ზონებში გადაყვანაზე, მეორე ხელშეკრულება გააფორმა კერძო კომპანია „ჯორჯიან ბას“-თან 400 ათას ლარზე. კიდევ ერთი ხელშეკრულება ამავე კომპანიასთან ადმინისტრაციას გაფორმებული აქვს 21 მარტიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის [თანხა ასევე 400 ათასი ლარი]. დოკუმენტების მიხედვით, ამ ხელშეკრულების ფარგლებში 399 329 ლარი კომპანიისთვის …

Exit mobile version