ნავთობტერმინალი გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წინააღმდეგ

“ბათუმის ნავთობტერმინალი” სასამართლოში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს ედავება. ტერმინალი მიმდინარე წლის 26 თებერვალს ზღვაში ნავთობის ჩაღვრის გამო დააჯარიმეს 65 ათასი ლარით, ხოლო 5 ათასი ლარით – ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის. ნავთობტერმინალი მეორე ჯარიმას ასაჩივრებს. კომპანიის შეფასებით, მათ ინფორმაცია დროულად შეატყობინეს გარემოსდამცველებს “იმ დილით სამსახურის უფროსმა დამირეკა, რაღაც ლაქები შეინიშნება ზღვაშიო – მოუყვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს მოწმემ, გარემოს …

მოქმედი თანამშრომელი უფროსს სასამართლოში უჩივის

“არ ვიცი, ვისთვის სამწუხარო იქნება და ვისთვის სასიხარულო, მაგრამ დღეს მე გადაწყვეტილებას არ გამოვაცხადებ. ხელახლა არსებითი განხილვა უნდა დავიწყოთ მტკიცებულებების გამორკვევის ეტაპიდან,” – მიმართა მოსამართლემ გოჩა აბაშიძეს, რომელიც დღეს, 31 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების მოსასმენად იყო მისული. გოჩა აბაშიძე ბათუმის მერიის ა(ა)იპ “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს” თანამშრომელია. ის ამავე სამსახურის უფროსს ედავება სასამართლოში. აბაშიძე …

ბათუმის მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელახლა დაიწყო საქმის – ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერიის წინააღმდეგ- განხილვა. ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ ყოფილი დირექტორის საქმეს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე განიხილავს. ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ ხელმოწერილი ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს. იმავე მოთხოვნებით ლაშა ბერძენიშვილმა უკვე მოუგო საქმე ბათუმის სასამართლოში მერიას და მიმდინარე წლის 29 იანვარს, …

„სამხრეების შემოხევის“ ტენდენცია, თუ პოლიციის ხელწერა

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით საქმეების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში იზრდება. ერთ-ერთ საქმეში 3 ბრალდებულს 3 პოლიციელი ედავება. პროკურატურისგან დაზარალებულად მიჩნეულმა პოლიციელებმა: მამუკა დიასამიძემ, იმედა ბერიძემ და ოთარ იშხნელიძემ სასამართლოს უთხრეს, რომ ბრალდებულებმა ისინი სიტყვიერად შეურაცხყვეს და პერანგები შემოახიეს. ამ პოლიციელებთაგან ერთ-ერთი სხვა საქმეშიც იმავეს ყვება. იქაც აქტუალურია პოლიციელისთვის სამხრეებიანი პერანგის შემოხევა. „ცოტა უცნაურია, …

იარაღის უკანონო ტარების საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა

იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება იაგო ც.-ს ედავება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თუმცა სხდომა მიმდინარე წელს საერთოდ არ ჩანიშნულა, მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ე.წ. კონფიდენტი გაიშიფრა. სამხარაულის ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, ბრალდებულის ნაცვლად კონფიდენტის თითის ანაბეჭდებია დარჩენილი. საქმით უკვე დაინტერესდა და მასში მონიტორინგის კუთხით ჩაერთო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. …

ორი სარჩელი ერთი ოჯახიდან ძალადობაზე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 24 მაისს, ჯ.მ. ოჯახურ ძალადობაში დამნაშავედ მიიჩნია. მას ბრალად ედებოდა ძალადობა ცოლის, სიდედრისა და სიმამრის მიმართ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლო ამავე ოჯახთან დაკავშირებულ სხვა საქმეს განიხილავს. ამ შემთხვევაში ჯ.მ. ედავება ცოლს, სიდედრს, სიმამრს და მათ მის მიმართ ძალადობაში სდებს ბრალს. გამოძიების მასალების მიხედვით, ბავშვის თანდასწრებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სამჯერ …

სასამართლო მოქალაქისთვის სამსართულიანი სახლის ჩამორთმევას დათანხმდა

„ეს არ არის კომპენსაცია, ეს არის კონფისკაცია. მოთხოვნა არ არის ვალიდური და კომპეტენტური”, – ასე დაასრულა თავისი საპაექრო სიტყვა ადვოკატმა ირაკლი ჯაფარიძემ. ის სასამართლოში ჩაქვში მცხოვრები ირაკლი ჯაყელიძის ინტერესებს იცავს, რომლის ქონებაზეც ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას სასამართლოსგან საავტომობილო გზების დეპარტამენტი ითხოვს. ირაკლი ჯაყელიძის სამსართულიანი სახლი ჩაქვში მდებარეობს. იქვე მას მეტალოპლასტმასის კარ-ფარჯრების საამქრო აქვს გახსნილი, თუმცა საწარმო გზების დეპარტამენტის …

შენიშვნა სიგარეტის ავტომანქანიდან გადაგდებისთვის

„ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ” – უთხრა „ბათუმელებს“ ლანა კიკავამ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა. უწყება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ჯუმბერ სურმანიძეს, სიგარეტის ავტომანქანიდან გადმოგდებისთვის, მხოლოდ შენიშვნა მისცეს. „არ ვმალავ, მწეველი ვარ, მაგრამ ნაგავი მე არ გადმომიგდია მანქანიდან, მხოლოდ სიგარეტის ნამწვავი გადმოვაგდე. გთხოვთ, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მომცეთ და ნუ დამაჯარიმებთ” – მიმართა მოსამართლე …

ცხოვრება 4 წლის შვილზე ძალადობის შემდეგ

მალხაზ მ. 4 წლის შვილის ცემის გამო სახელმწიფომ გაასამართლა – ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას ორწლამდე პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ის 4 მაისს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მამას მეურვის გარეშე ბავშვთან მიახლოება აკრძალული აქვს. რა შეიცვალა 4 წლის ბიჭის და 31 წლის მამაკაცის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მათ ურთიერთობაში სახელმწიფო ჩაერია? – დრამატული ისტორიის მეორე მხარე. მალხაზ მ. ქობულეთის …

მოწმეების დაკითხვა ქობულეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების საქმეზე

ქობულეთში გასული წლის 10 მაისს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. პროკურატურა სასტუმრო „არმაზის“ მფლობელს, ზაზა ართმელაძეს უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც პირთა სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „რატომ დაკითხეთ მოწმეები ღამის საათებში“? – ეს შეკითხვა დაცვის მხარის ადვოკატებმა თითქმის ყველა პოლიციელს დაუსვეს, ვინც დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა. პოლიციელები და დეტექტივ-გამომძიებლები განმარტავენ, რომ გვიან ღამით ადამიანები …

„ტელეარხ 25“-ის მოქმედი ჟურნალისტები ყოფილი კოლეგების დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან

„ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო გამოშვება „მაცნეს“ 19 თანამშრომელი „ტელეარხი 25“-ის დირექტორს, გია სურმანიძეს ულტიმატუმს უყენებს – წერილში, რომლითაც მათ გია სურმანიძეს ორი დღის წინ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართეს, „მაცნეს“ თანამშრომლები ითხოვენ, დირექციამ არ დააბრუნოს არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები. მათი პოზიცია უცვლელია დღესაც, როცა უკვე ცნობილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „ტელეარხი 25-“-ხელმძღვანელობამ სამსახურში უნდა აღადგინოს ყოფილი …

სასამართლომ „ტელეარხი 25“-ის ყოფილი ჟურნალისტების სარჩელი სრულად დააკმაყოფილა

დღეს, 17 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ „ტელეარხი 25“-ის ყოფილი ჟურნალისტების: ირმა ზოიძის, მაია მერკვილაძის, ჯაბა ანანიძისა და ნინო ხელაძის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სარჩელით ჟურნალისტების სამსახურში აღდგენას და ნაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდნენ. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის გადაწყვეტილებით, „ტელეარხი 25“-ის ადმინისტრაციას დაევალა როგორც არხიდან დათხოვნილი ჟურნალისტების სამსახურში დაბრუნება, ისე განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება. ჟურნალისტების უფლებებს …

ირაკლი ჩავლეიშვილის ჩვენება „ჟილინის არხის საქმეზე“

„ჩემთან ხშირად შემოდიოდა სხვადასხვა საქმეზე არჩილ ვანაძე, მისი სამსახური ამზადებდა დოკუმენტაციას და მე უბრალოდ ხელს ვაწერდი, ასე ვთქვათ, ვიზირებას ვაძლევდი. მე ვიყავი პოლიტიკური მმართველი. შეუძლებელი იყო ყველა საქმის შესწავლა, რაზეც ხელს ვაწერდი“ – თქვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირაკლი ჩავლეიშვილმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. მან „ჟილინის არხის საქმეზე“ ბრალდების მოთხოვნით ჩვენება სასამართლოს მისცა. გამოძიება ამ საქმეზე …

სასამართლო ურეცეპტოდ მედიკამენტების გაყიდვის საქმეს განიხილავს

„ვეთანხმები, ურეცეპტოდ გავცემდი და არც აფთიაქის სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში მქონდა გატარებული მედიკამენტები, მაგრამ არ ჰქონდათ წამლების წაღების უფლება“ – მიმართა მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს აფთიაქის „ლუგოს პლიუსის“ დირექტორმა, ნატო მესტვირიშვილმა. აფთიაქის სამართალდამრღვევად ცნობას, სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტო მოითხოვს, რომლის წარმომადგენელმაც 27 აპრილს გაფორმებული ოქმში დააფიქსირა 2817 ერთეული მედიკამენტის ურეცეპტოდ შენახვა და გაცემა, მათ შორის, 16 ფსიქოტროპული …

მაკლერს ყალბი ფულის გასაღებას ედავებიან

ყალბი ფულის გასაღებას პროკურატურა რ.შ.-ს ედავება. ბრალდებული მაკლერად მუშაობს და სამი შვილის დედაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ქალს ბრალი მას შემდეგ დაუმძიმდა, როცა გამოძიებას სხვა პირები დაუსახელა, ვინც ყალბი ფულის გავრცელებაში იყო ჩართული. „მოატყუეს და წინა ადვოკატმაც ვერ დაიცვა. იფიქრა, რომ საპროცესოს გაუფორმებდნენ და გაუშვებდნენ, თუკი სხვების შესახებ მიაწვდიდა …

ჯარიმა სიგარეტის ავტომანქანიდან გადაგდებისთვის

„მერაბ ცეცხლაძე გადაადგილდებოდა ბათუმში ავტომანქანით, რა დროსაც მან მანქანის სალონიდან პირდაპირ ქუჩაში გადმოაგდო თამბაქოს კოლოფი“, – ასე აღწერა შემთხვევა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა, ლანა კიკავამ სასამართლო პროცესზე. მან პირის სამართალდამრღვევად ცნობა და მისთვის ჯარიმის – 120 ლარის გადახდა მოითხოვა. „არ მესმის ამ სისტემის არაფერი. იქვე ახლო-მახლო ნაგვის ურნა ვერ შევნიშნე და ამიტომ გავაკეთე. ვაღიარებ, …

ქედის ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივ სიყალბეს ედავებიან

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ მაღალჩინოსნებს: ოქროპირ ბერიძეს [გამგებლის ყოფილი მოადგილე], დავით დიასამიძეს [ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს] და მის მოდგილეს გია გათენაძეს სამსახურებრივ სიყალბესა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. საქმე ეხება ორ სპორტულ მოედანს, რომელიც ტენდერში მოგებულმა კომპანიამ 2011 წლის ბოლოს მოაწყო. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა დაუსრულებელი სამუშაოები ჩაიბარეს, რითაც ზიანი მიადგა ბიუჯეტს. ბრალდებულები …

ყოფილი საჯარო მოხელე ქრთამის აღებას აღიარებს

მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს ქ.ი.-ს საქმეს. მას ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებაში სდებს ბრალს. ქ.ი. ხელვაჩაურის სატყეო სამსახურში მუშაობდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ქრთამი წაბლის მასალის უკანონოდ დამზადებისთვის აიღო. საქმეში წარმოდგენილია ვიდეოინფორმაციაც, სადაც ჩანს, რომ ბრალდებული 500 ლარის მიღების სანაცვლოდ კონკრეტულ პირს ხის მასალის დამზადებას ჰპირდება. ვიდეო მეტყევეს ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა  გადაუღო. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი …

„ტელეარხი 25“-ის საქმის განხილვა დასრულდა

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ უკვე დაასრულა „ტელეარხი 25“-დან გათავისუფლებული ჟურნალისტების სარჩელის განხილვა. გადაწყვეტილება 17 მაისს გამოცხადდება. ჟურნალისტები: მაია მერკვილაძე, ნინო ხელაძე, ირმა ზოიძე და ჯაბა ანანიძე გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. „თანახმა ვარ ამ ჟურნალისტებს გადავუხადო კომპენსაცია, მაგრამ მათი …

გადაწყვეტილება ხელვაჩაურში მოკლული ქალის საქმეზე

25 წლით პატიმრობა მიესაჯა მ.მ.-ს ხელვაჩაურში ქალის მკვლელობის გამო. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. იმის გამო, რომ მსჯავრდებული შეურაცხადია, პატიმრობას იგი სრულ გამოჯანმრთელებამდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოიხდის. მსჯავრდებული სასამართლო სხდომებს მას შემდეგ აღარ დასწრებია, რაც დაცვის მხარემ ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნები წარმოადგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პროკურორი რამაზ შავაძე მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულისთვის უმკაცრესი სასჯელის …

ხულიგნობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდი დარბაზი დღეს მოქალაქეებმა სრულად შეავსეს. სავსე იყო სასამართლო დარბაზში ბრალდებულისთვის განკუთვნილი სპეციალური, გისოსებიანი ადგილიც – პროკურატურა ხულიგნობას ხუთ პირს ედავება. საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის დეკემბერში ბათუმის ერთ-ერთ სლოტკლუბში ბრალდებულები არ შეუშვეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად სლოტკლუბის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა, რაზედაც სასამართლოში წარდგენილია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები. …

„რესპუბლიკური საავადმყოფო” თანხის გადახდას გარდაცვლილ პაციენტს სთხოვს

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სამედიცინო მომსახურების თანხის გადაუხდელობას ედავება ე.ხ.-ს, რომელიც უკვე გარდაცვლილია. „გარდაცვლილის მეუღლემ სასამართლოს წარუდგინა გარდაცვალების მოწმობაც,” – აღნიშნა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. მან საქმის განხილვა გადადო, ვიდრე მემკვიდრეობის მისაღებად კანონით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადა არ გაივლის. „ჩვენთვის ინფორმაცია ამ პირის გარდაცვალების შესახებ ცნობილი არ იყო,” – მიმართა მოსამართლეს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ წარმომადგენელმა, ნათია წულაიამ. ნათია წულაიას …

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გამართლდა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მ.გ. გაამართლა. ამავე პირს იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია გასული წლის 9 სექტემბერს ე.წ. „დევნილთა დასახლებაში“ მომხდარ მკვლელობებზე. ბრალდებულის ადვოკატი, რამინ პაპიძის მთავარი აქცენტი თავის გამოსვლებში იყო ის, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მ.გ.-მ მოკლა პირი, ვინც მანამდე ბრალდებულის ახლობელი …

„ასლან აბაშიძის საქმის“ განხილვა დასკვნით ეტაპზე

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს „ასლან აბაშიძის საქმეზე“ პროკურატურის საბოლოო სიტყვა მოისმინა. პროკურორები რამაზ შავაძე და მიქაელ ქობულაძე რამდენიმე საათის განმავლობაში დეტალურად აღწერდნენ შემთხვევებს, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 16 მუხლის დარღვევაში ედება ბრალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს – ასლან აბაშიძეს. აბაშიძესთან ერთად გამოძიება კიდევ ხუთ პირს ედავება სხვადასხვა მუხლებით, მათ შორის, ყველასთვის საერთო და მძიმე …

რატომ უჩივის ბათუმის მერს თანამშრომელი სასამართლოში

„რატომ გიწერიათ სარჩელში, რომ თქვენი მოპასუხე არის უშუალოდ ბათუმის მერი და არა ზოგადად მერია?“ – ჰკითხა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მერიის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს. „იმიტომ, რომ საუბარია გიორგი ერმაკოვის მიერ დაწერილ წერილზე,“ – უპასუხა მოსამართლეს არჩილ ვანაძემ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ. წერილი, რომელიც გია ერმაკოვმა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ნაწილს მისწერა, მთავარი მტკიცებულება გახდა …

სამი წელი ელექტროენერგიის გარეშე

„ეს არის მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ სხვა თვითნებურად შესახლებულებს მიეწოდებათ ელექტროენერგია. თუ სხვებისთვის შეიძლება, რატომ არ შეიძლება ამ ოჯახისთვის?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა სასამართლო სხდომაზე  მოპასუხე მხარეს – კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. ამ უწყებებს მოქალაქე დავით ცინცაძე უჩივის. მისი ოჯახი მესამე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. ის მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 …

სექსმუშაკზე ძალადობაში ბრალდებულს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მ.კ.-ს. მას ოჯახურ ძალადობაში ედებოდა ბრალი. მსხვერპლი უზბეკი ეროვნების ქალია, რომელიც მსჯავრდებულის ცოლი არ არის. მათ საერთო, მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში დაზარალებულმა ქალმა თქვა, რომ შვილის გაჩენის შემდეგ ისინი რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ, რა დროსაც მ.კ. მას ხშირად სცემდა და საბოლოოდ მისგან საერთო შვილის წაყვანა …

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი

„გავაფრთხილე, მაგრამ არ მოვიდნენ,“ – უპასუხა ადვოკატმა რამაზ ჯორბენაძემ მოსამართლის შეკითხვას – რატომ არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულები. საქმის მასალების მიხედვით, დ.ბ.-ს სისტემატურად სცემდნენ ყოფილი ქმარი, მული და დედამთილი. ყოფილი ცოლ-ქმარი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, ერთ სახლში ცხოვრობს. „ცოლ-ქმარი რამდენიმე წლის წინ გაშორდა ერთმანეთს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახლი გაყვეს, მაგრამ კონფლიქტი შემდეგაც გრძელდებოდა. შემაკავებელი ორდერი …

სექსმუშაკი, რომელსაც შვილის წართმევას უპირებენ

იმიტომ, რომ ბრალდებული სასამართლოში საბოლოო სიტყვის სათქმელად არ გამოცხადდა, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განაჩენის გამოცხადება გადადო. მ.კ.-ს წინასწარი პატიმრობა მას შემდეგ შეუფარდეს, როცა გირაოთი გათავისუფლებულს კიდევ ერთხელ დაედო ბრალი _ ოჯახურ ძალადობაში, ცემასა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაში. მან ეს დანაშაული განმეორებით აღმკვეთი ღონისძიების პერიოდში ჩაიდინა. საქმის მასალების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უზბეკი ეროვნების ქალია, რომელიც ბრალდებულის …

“დევნილთა დასახლებაში” მომხდარი მკვლელობის საქმე

მთელი პროცესის მიმდინარეობის დროს, როცა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მკვლელობის საქმეს განიხილავდა, მოკლულის დედა სასამართლოს ფოიეში იჯდა და ხმამაღლა ტიროდა. ის მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. დედა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდა, თუმცა სამუშაო დროის ამოწურვის გამო, მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება მომდევნო სხდომისთვის გადადო. სასამართლომ ასევე უნდა მოისმინოს მკვლელობაში ბრალდებულის საბოლოო სიტყვა. ამ საქმის განხილვაზე დასასწრებად მსურველთაგან ბევრი პროცესს …

მოსამართლის საყვედური პროკურორს

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს მ.ა.-ს საქმის განხილვის გადადება პროკურორის გამოუცხადებლობის გამო მოუხდა. მ.ა.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. სხდომის დაწყებამდე პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა სასამართლოს შეატყობინა, რომ მას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოუწია წასვლა. „არ მესმის, წინასწარ შეთანხმებულ სხდომაზე რატომ უნდა თქვა უარი მას შემდეგ გამოჩენილი სხვა საქმის გამო. ალბათ იმიტომ, რომ სხვა ინსტანციის სასამართლოა. მე საჯაროდ გამოვხატავ …

სასჯელი არასრულწლოვნობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულისთვის

24 წლის გ.მ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურა „დამამძიმებელ გარემოებად“ მიიჩნევს იმას, რომ გ.მ. არასრუწლოვნობის პერიოდში ასევე განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა სასჯელს. იგი ადრე ნასამართლევია. ბრალდებული წარდგენილ ბრალს ამჯერადაც აღიარებს. „უკვე მოვითხოვეთ კვალიფიკაციის შეცვლა, რადგან მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა „არასრულწლოვანთა …

სტუდენტმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სასამართლო დავა მოუგო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ არ დააკმაყოფილა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი, რომლითაც იგი ყოფილი სტუდენტისთვის თანხის დაკისრებას მოითხოვდა. სტუდენტი მეგი გიორგაძე აპირებს, უნივერსიტეტს „უსაფუძლო გამდიდრების გამო“ უჩივლოს. მეგი გიორგაძეს უნივერსიტეტმა იძულების წესით უკვე გადაახდევინა ორი წლის სწავლის საფასური – 2625 ლარი. სადავო ეს თანხა გახდა, რადგან მეგის მეორე კურსი საერთოდ არ გაუვლია. სასამართლოს წინა …

სასჯელის ზომა, რომელმაც ოჯახში მოძალადე და მსხვერპლიც კმაყოფილი დატოვა

„მიჩნეულ იქნას დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით“, – ამ სიტყვებით დაასრულა მოსამართლე ირაკლი შავაძემ ოჯახური ძალადობის შემთხვევის განხილვა. მანამდე მოსამართლეს დარბაზიდან ძალადობის მსხვერპლმა ქალმა რეპლიკით მიმართა: „შემაკავებელი ორდერის შემდეგ აღარ ჰქონია ცემას ადგილი. არ მეგონა, თუ აქამდე მივიდოდა საქმე“. გამოძიების ეტაპზე იმავე ქალმა გამომძიებელს უთხრა, რომ ქმარმა სახლიდან გააგდო …

გოგოს “მოტაცების საქმე” ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე რ.ხ.-ს საქმეს განიხილავს. მას სამ თანხლებ პირთან ერთად, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებაში ედება ბრალი. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა გასული წლის 11 ნოემბერს მოტყუებით გაიტაცეს ქობულეთში მცხოვრები გოგო ა.გ. სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა დაზარალებულის დამ: “ჩვენ ერთად ვმუშაობდით. იმ საღამოს ოფისში …

ოჯახური ძალადობის შემთხვევა, სადაც მთავარი მოწმე მეზობლები იქნებიან

35 წლის რ.ბ.-ს პროკურატურა ოჯახურ ძალადობაში სდებს ბრალს. საქმის მასალების მიხედვით, რ.ბ.-მ ყოფილ ცოლს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სცემა. საქმეში უკვე დევს ექსპერიტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ძალადობაში ბრალდებულ პირს გირაოს – 1000 ლარის გადახდა დააკისრა. რამდენიმე დღეში საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, სადაც მთავარი მოწმეები ძალადობის თვითმხილველი მეზობლები იქნებიან. „მეზობლები …

Exit mobile version