„არაფერში არ ვცნობ თავს დამნაშავედ,“ – უპასუხა 29 წლის მინდია ქ.-მ მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს. მინდიას პროკურატურა საკუთარი ბებიისა და დედის ცემაში ადანაშაულებს. მას ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც. მინდიას ბებიას პოლიციაში 16 აპრილს საღამოს დაურეკავს. პოლიციელებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბებიამ აღნიშნა, რომ შვილიშვილმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, სცემა. …
Tag Archives: ბათუმის საქალაქო სასამართლო
განზრახ მკვლელობის მცდელობა – ბრალდებული 27 წლისაა
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს 27 წლის გ.ჯ.-ს საქმეს. მას განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, 9 მარტს ახალგაზრდებს კონფლიქტი სასტუმრო „ლეო გრანდის“ ღამის კლუბში მოუხდათ, რომლის შემდეგაც ბრალდებულმა დანით მძიმედ დაჭრა რ.წ. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. „კითხეთ თუ არა თავად დაზარალებულს, ვინ დაარტყა დანა?“ – შეკითხვა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ უბნის ინსპექტორს, თენგიზ კვირკველიას …
Continue reading “განზრახ მკვლელობის მცდელობა – ბრალდებული 27 წლისაა”
და ძმას ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს
ბათუმის საქალაქო სასამართლო ოჯახური ძალადობის შემთხვევას განიხილავს. დავის საგანი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლია, რომელიც ანდერძით და-ძმას ერგო. სადაო, საერთო ეზოს გამოყენება გახდა. დაზარალებული ამბობს, რომ ძმამ მასთან შეუთანხმებლად გააფართოვა თავისი საკუთრება. სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება დაზარალებულის უფროსმა დამ, რომლის თქმითაც და-ძმას შორის ქონებრივი დავა ხშირად ხდებოდა. მოწმემ სასამართლოს უთხრა, რომ თავად შეესწრო კონფლიქტს, …
ბსუ-ს პროფესორი მოსამართლეს: რა გამოდის, ოჯახი უნდა დავანგრიოთ?
ეს შეკითხვა პროფესორმა ინდიკო აბაშიძემ მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაუსვა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი პროფესორების წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტის შენობა უნდა დატოვოს ოთხმა მოქმედმა და ყოფილმა პროფესორმა, მათი ოჯახის წევრებმა კი – არა. სასამართლო პროცესი ამ შემთხვევაში ჩაქუჩის ჩამოკვრით არ დასრულებულა. მოსამართლე პროფესორებმა დარბაზში გააჩერეს. „გამოსახლება არ გემუქრებათ“, – ეს …
Continue reading “ბსუ-ს პროფესორი მოსამართლეს: რა გამოდის, ოჯახი უნდა დავანგრიოთ?”
აქციაზე დაკავებული გონიოელების სასამართლო პროცესი დასრულდა
22 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს, 30 ივნისს დასრულდა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ ენვერ ირემაძის საქმეში სამართალდარღვევის ნიშნები ვერ დაინახა და მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა. მოსამართლემ გაფრთხილება მისცა აქციის მონაწილე – გურამ მიქელაძეს. პოლიციელეთა ჩვენებების მიხედვით, იგი შეგნებულად დაწვა გზის სავალ ნაწილზე და ავტომანქანებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. დაცვის მხარეს გურამ მიქელაძის …
Continue reading “აქციაზე დაკავებული გონიოელების სასამართლო პროცესი დასრულდა”
სასამართლო დავა საავტორო უფლებებზე
„საინტერესო შემთხვევაა, არ გვინდა მორიგება. უმჯობესია საკითხი სასამართლომ განიხილოს“, – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ნოდარ ბოლქვაძემ. ის გონიოში მდებარე რესტორან „აიდერის“ ინტერესებს იცავს. „საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია“ თურქული რესტორნისთვის ლიცენზიის პირობის დარღვევისთვის 3140 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს – 295 ლარის დაკისრებას ითხოვს. მოსარჩელეს მოპასუხემ, ანუ რესტორნის მფლობელმა, სარჩელითვე უპასუხა. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე განიხილავს. …
ვაკანსიები ბათუმის საქალაქო სასამართლოში
ოთხ ვაკანსიაზე კონკურსს ბათუმის საქალაქო სასამართლო აცხადებს. სასამართლოში შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია გასაუბრების ფორმით შეარჩევს სასამართლოს თავმჯდომარის პირად მდივანს [თანამდებობრივი სარგო 605 ლარი], 2 სპეციალიტს კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღების განყოფილებისთვის [თანამდებობრივი სარგო 570 ლარი] და კურიერს [თანამდებობრივი სარგო 485 ლარი] გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ისინი, ვისაც კომისია აპლიკაციების საფუძველზე შეარჩევს. სამივე საკონკურსო პოზიციაზე უცხო ენის ცოდნა და …
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები გაამართლეს
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ სცნო პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ორი პირი. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები შიმშილობდნენ. მათ ქობულეთში, წყალსაცავის სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლის დანით დაჭრაში ედებოდათ ბრალი. გამოძიების საქმის მასალების მიხედვით, დაპირისპირება წყალსაცავის მიმდებარედ არსებულ კაკლის ბაღში მოხდა, სადაც ბრალდებულები კაკლის მოპარვას ცდილობდნენ. პოლიციელმა თემურ მოწყობილმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ მას გულ-მკერდის არეში, მარცხენა მხარეს …
Continue reading “პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულები გაამართლეს”
ადვოკატის ცემის ფაქტი შსს-ს ექსპერტიზამ დაადასტურა
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს ადვოკატ ირაკლი ზაქარიაძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ის აღმკევთის სახით შეფარდებული გირაოს – 1000 ლარის გადახდისგან გაათავისუფლა. ადვოკატი ცემაში, ნივთმტკიცების განადგურებასა და სხვისი ნივთის დაზიანებაშია ბრალდებული. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდებულის თხოვნა, რომ მან სოციალური პრობლემების გამო ვერ შეძლო გირაოს თანხის გადახდა. ირაკლი ზაქარიაძე ამბობს, რომ პოლიციის მთავარ სამმართველოში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს …
Continue reading “ადვოკატის ცემის ფაქტი შსს-ს ექსპერტიზამ დაადასტურა”
მოქალაქის სარჩელი “ენერგო-პრო ჯორჯიას” წინააღმდეგ დაკმაყოფილდა
მოქალაქე დავით ცინცაძის სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. “ენერგო-პრო ჯორჯიამ” მას სამწლიანი ლოდინის შემდეგ ელექტროენერგია უნდა მიაწოდოს. დავით ცინცაძის ოჯახი მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში 2006 წლიდან ცხოვრობს. ის თვითნებურადაა შესახლებული. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი დავით ცინცაძე სასამართლოში “ენერგო-პრო ჯორჯიას”, ასევე ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს უჩიოდა. წინა სასამართლო პროცესზე ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ მათ ქონების საკუთრების …
Continue reading “მოქალაქის სარჩელი “ენერგო-პრო ჯორჯიას” წინააღმდეგ დაკმაყოფილდა”
ბიზნესმენის სასამართლო დავა აჭარის მთავრობის წინააღმდეგ
კომპანია “ოდისეას” სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბიზნესმენი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე აჭარის მთავრობას ედავებოდა. დავის საგანი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა იყო. კომპანია “ოდისეას” 2009 წელს პირობიან აუქციონზე გადაეცა ბამბუკების პლანტაცია სოფელ ახალშენში [ამჟამად ეს ტერიტორია ბათუმის საკუთრებაა]. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოეწყო აგრარული ტურისტული ცენტრი, რაც …
Continue reading “ბიზნესმენის სასამართლო დავა აჭარის მთავრობის წინააღმდეგ”
“უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ” – სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო
“ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ” – ამ საქმეზე გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ იგი მომდევნო კვირისთვის გადადო. მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, საქმის გადადების მიზეზი სხვა საქმეების სიმრავლეა. უნივერსიტეტი 6 პროფესორის გამოსახლებას მელიქიშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლიდან მოითხოვს. საქმეს სასამართლო 2014 წლიდან განიხილავს. უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი პროფესორები უნივერსიტეტის კუთვნილ …
რა უთხრა მღვდელმა სასამართლოს „გოგოს მოტაცების საქმეზე“
ქობულეთის მდებარე ტაძრის წინამძღვარმა, ბესიკ ლომინეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა. „გოგოს მოტაცების საქმეში“ ოთხი ახალგაზრდაა ბრალდებული. მათ თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებას ედავებიან. საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის 11 ნოემბერს ა.გ. ქობულეთიდან მოტყუებით გაიტაცეს ბრალდებულებმა, რომლებიც რამდენიმე საათში პოლიციამ ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში დააკავა. „ღირშესანიშნავი დღე იყო – ამ ფრაზით …
Continue reading “რა უთხრა მღვდელმა სასამართლოს „გოგოს მოტაცების საქმეზე“”
ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი ნაწილობრივ გამართლდა
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაასრულა ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორის, მედეა ჩარკვიანის საქმის განხილვა. მედეა ჩარკვიანს პროკურატურა სახელმწიფო ქონების მითვისებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. დავის საგანი თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა, სადაც გამოძიების მტკიცებით, სახელმწიფოს 86 663 ლარის ზარალი მიადგა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მედეა ჩარკვიანი ნაწილობრივ გაამართლა. ის უდანაშაულოდ იქნა ცნობილი თანხის მითვისების ნაწილში. …
Continue reading “ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი ნაწილობრივ გამართლდა”
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ
„დავმკვიდრდი აქ და ვიქნები ბოლომდე, სტრასბურგამდე ჩავალთ, ვერ შეგვეხებიან,“ – ამბობს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი ინდიკო აბაშიძე. ის უნივერსიტეტის კუთვნილ ქონებას ნებაყოფლობით არ ტოვებს, სადაც პროფესორს 77 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ბინა აქვს მოწყობილი. ბსუ-ს ყოფილ საერთო საცხოვრებელში, მელიქიშვილის ქუჩაზე ინდიკო აბაშიძის გარდა კიდევ 5 მოქმედი და ყოფილი პროფესორის ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე მათგანს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში …
Continue reading “ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ”
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული პატიმრები შიმშილობენ
„მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ შიმშილობა, რადგან ის ავნებს თქვენს ჯანმრთელობას. მე გპირდებით, რომ საბოლოო შედეგი დადგება იმ მტკიცებულებებით, რომელიც წარმოდგენილი იქნება“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პოლიციის წინააღმდეგობაში ბრალდებულ ორ პატიმარს. მათ ქობულეთში, წყალსაცავის სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლის დანით დაჭრაში ედებათ ბრალი. საქმის მასალების მიხედვით, დაპირისპირება წყალსაცავის მიმდებარედ არსებულ კაკლის ბაღში მოხდა, სადაც პოლიციელის თქმით, ბრალდებულები კაკლის …
Continue reading “პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული პატიმრები შიმშილობენ”
“ახალი მოსამართლეები უნდა გამოჩნდნენ” – ინტერვიუ მოსამართლე ირაკლი შავაძესთან
სიტყვა „ნდობა“ მოსამართლე ირაკლი შავაძემ ინტერვიუს დროს რამდენჯერმე ახსენა. მიიჩნევს, რომ სასამართლოს ნდობის პრობლემა ისევ აქვს და, პირველ რიგში, თავად მოსამართლეებმა უნდა სცადონ ამის გამოსწორება. ის პრობლემას უფრო მოსამართლეებში ხედავს, ვიდრე ხელისუფლებაში, რომელიც სასამართლო რეფორმების ავტორია. ირაკლი შავაძე უკვე მეხუთე თვეა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს და „ბათუმელების“ მხოლოდ ერთი შეკითხვა დატოვა უპასუხოდ. …
Continue reading ““ახალი მოსამართლეები უნდა გამოჩნდნენ” – ინტერვიუ მოსამართლე ირაკლი შავაძესთან”
ნავთობტერმინალი გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წინააღმდეგ
“ბათუმის ნავთობტერმინალი” სასამართლოში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს ედავება. ტერმინალი მიმდინარე წლის 26 თებერვალს ზღვაში ნავთობის ჩაღვრის გამო დააჯარიმეს 65 ათასი ლარით, ხოლო 5 ათასი ლარით – ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის. ნავთობტერმინალი მეორე ჯარიმას ასაჩივრებს. კომპანიის შეფასებით, მათ ინფორმაცია დროულად შეატყობინეს გარემოსდამცველებს “იმ დილით სამსახურის უფროსმა დამირეკა, რაღაც ლაქები შეინიშნება ზღვაშიო – მოუყვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს მოწმემ, გარემოს …
Continue reading “ნავთობტერმინალი გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წინააღმდეგ”
მოქმედი თანამშრომელი უფროსს სასამართლოში უჩივის
“არ ვიცი, ვისთვის სამწუხარო იქნება და ვისთვის სასიხარულო, მაგრამ დღეს მე გადაწყვეტილებას არ გამოვაცხადებ. ხელახლა არსებითი განხილვა უნდა დავიწყოთ მტკიცებულებების გამორკვევის ეტაპიდან,” – მიმართა მოსამართლემ გოჩა აბაშიძეს, რომელიც დღეს, 31 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების მოსასმენად იყო მისული. გოჩა აბაშიძე ბათუმის მერიის ა(ა)იპ “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს” თანამშრომელია. ის ამავე სამსახურის უფროსს ედავება სასამართლოში. აბაშიძე …
Continue reading “მოქმედი თანამშრომელი უფროსს სასამართლოში უჩივის”
ბათუმის მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელახლა დაიწყო საქმის – ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერიის წინააღმდეგ- განხილვა. ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ ყოფილი დირექტორის საქმეს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე განიხილავს. ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ ხელმოწერილი ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს. იმავე მოთხოვნებით ლაშა ბერძენიშვილმა უკვე მოუგო საქმე ბათუმის სასამართლოში მერიას და მიმდინარე წლის 29 იანვარს, …
Continue reading “ბათუმის მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში”
„სამხრეების შემოხევის“ ტენდენცია, თუ პოლიციის ხელწერა
პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით საქმეების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში იზრდება. ერთ-ერთ საქმეში 3 ბრალდებულს 3 პოლიციელი ედავება. პროკურატურისგან დაზარალებულად მიჩნეულმა პოლიციელებმა: მამუკა დიასამიძემ, იმედა ბერიძემ და ოთარ იშხნელიძემ სასამართლოს უთხრეს, რომ ბრალდებულებმა ისინი სიტყვიერად შეურაცხყვეს და პერანგები შემოახიეს. ამ პოლიციელებთაგან ერთ-ერთი სხვა საქმეშიც იმავეს ყვება. იქაც აქტუალურია პოლიციელისთვის სამხრეებიანი პერანგის შემოხევა. „ცოტა უცნაურია, …
Continue reading “„სამხრეების შემოხევის“ ტენდენცია, თუ პოლიციის ხელწერა”
იარაღის უკანონო ტარების საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა
იარაღის უკანონო ტარებას გამოძიება იაგო ც.-ს ედავება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თუმცა სხდომა მიმდინარე წელს საერთოდ არ ჩანიშნულა, მას შემდეგ, რაც საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი, ე.წ. კონფიდენტი გაიშიფრა. სამხარაულის ექსპერტიზით დადგინდა, რომ ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, ბრალდებულის ნაცვლად კონფიდენტის თითის ანაბეჭდებია დარჩენილი. საქმით უკვე დაინტერესდა და მასში მონიტორინგის კუთხით ჩაერთო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. …
Continue reading “იარაღის უკანონო ტარების საქმეში პოლიციის საიდუმლო თანამშრომელი გაიშიფრა”
ორი სარჩელი ერთი ოჯახიდან ძალადობაზე
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 24 მაისს, ჯ.მ. ოჯახურ ძალადობაში დამნაშავედ მიიჩნია. მას ბრალად ედებოდა ძალადობა ცოლის, სიდედრისა და სიმამრის მიმართ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ხვალ ბათუმის საქალაქო სასამართლო ამავე ოჯახთან დაკავშირებულ სხვა საქმეს განიხილავს. ამ შემთხვევაში ჯ.მ. ედავება ცოლს, სიდედრს, სიმამრს და მათ მის მიმართ ძალადობაში სდებს ბრალს. გამოძიების მასალების მიხედვით, ბავშვის თანდასწრებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლას სამჯერ …
სასამართლო მოქალაქისთვის სამსართულიანი სახლის ჩამორთმევას დათანხმდა
„ეს არ არის კომპენსაცია, ეს არის კონფისკაცია. მოთხოვნა არ არის ვალიდური და კომპეტენტური”, – ასე დაასრულა თავისი საპაექრო სიტყვა ადვოკატმა ირაკლი ჯაფარიძემ. ის სასამართლოში ჩაქვში მცხოვრები ირაკლი ჯაყელიძის ინტერესებს იცავს, რომლის ქონებაზეც ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებას სასამართლოსგან საავტომობილო გზების დეპარტამენტი ითხოვს. ირაკლი ჯაყელიძის სამსართულიანი სახლი ჩაქვში მდებარეობს. იქვე მას მეტალოპლასტმასის კარ-ფარჯრების საამქრო აქვს გახსნილი, თუმცა საწარმო გზების დეპარტამენტის …
Continue reading “სასამართლო მოქალაქისთვის სამსართულიანი სახლის ჩამორთმევას დათანხმდა”
შენიშვნა სიგარეტის ავტომანქანიდან გადაგდებისთვის
„ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ” – უთხრა „ბათუმელებს“ ლანა კიკავამ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა. უწყება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ჯუმბერ სურმანიძეს, სიგარეტის ავტომანქანიდან გადმოგდებისთვის, მხოლოდ შენიშვნა მისცეს. „არ ვმალავ, მწეველი ვარ, მაგრამ ნაგავი მე არ გადმომიგდია მანქანიდან, მხოლოდ სიგარეტის ნამწვავი გადმოვაგდე. გთხოვთ, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მომცეთ და ნუ დამაჯარიმებთ” – მიმართა მოსამართლე …
Continue reading “შენიშვნა სიგარეტის ავტომანქანიდან გადაგდებისთვის”
ცხოვრება 4 წლის შვილზე ძალადობის შემდეგ
მალხაზ მ. 4 წლის შვილის ცემის გამო სახელმწიფომ გაასამართლა – ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას ორწლამდე პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ის 4 მაისს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მამას მეურვის გარეშე ბავშვთან მიახლოება აკრძალული აქვს. რა შეიცვალა 4 წლის ბიჭის და 31 წლის მამაკაცის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მათ ურთიერთობაში სახელმწიფო ჩაერია? – დრამატული ისტორიის მეორე მხარე. მალხაზ მ. ქობულეთის …
მოწმეების დაკითხვა ქობულეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების საქმეზე
ქობულეთში გასული წლის 10 მაისს ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. პროკურატურა სასტუმრო „არმაზის“ მფლობელს, ზაზა ართმელაძეს უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც პირთა სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „რატომ დაკითხეთ მოწმეები ღამის საათებში“? – ეს შეკითხვა დაცვის მხარის ადვოკატებმა თითქმის ყველა პოლიციელს დაუსვეს, ვინც დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა. პოლიციელები და დეტექტივ-გამომძიებლები განმარტავენ, რომ გვიან ღამით ადამიანები …
Continue reading “მოწმეების დაკითხვა ქობულეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების საქმეზე”
„ტელეარხ 25“-ის მოქმედი ჟურნალისტები ყოფილი კოლეგების დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან
„ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო გამოშვება „მაცნეს“ 19 თანამშრომელი „ტელეარხი 25“-ის დირექტორს, გია სურმანიძეს ულტიმატუმს უყენებს – წერილში, რომლითაც მათ გია სურმანიძეს ორი დღის წინ, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართეს, „მაცნეს“ თანამშრომლები ითხოვენ, დირექციამ არ დააბრუნოს არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტები. მათი პოზიცია უცვლელია დღესაც, როცა უკვე ცნობილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „ტელეარხი 25-“-ხელმძღვანელობამ სამსახურში უნდა აღადგინოს ყოფილი …
Continue reading “„ტელეარხ 25“-ის მოქმედი ჟურნალისტები ყოფილი კოლეგების დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან”
სასამართლომ „ტელეარხი 25“-ის ყოფილი ჟურნალისტების სარჩელი სრულად დააკმაყოფილა
დღეს, 17 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ „ტელეარხი 25“-ის ყოფილი ჟურნალისტების: ირმა ზოიძის, მაია მერკვილაძის, ჯაბა ანანიძისა და ნინო ხელაძის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. სარჩელით ჟურნალისტების სამსახურში აღდგენას და ნაცდური ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდნენ. მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის გადაწყვეტილებით, „ტელეარხი 25“-ის ადმინისტრაციას დაევალა როგორც არხიდან დათხოვნილი ჟურნალისტების სამსახურში დაბრუნება, ისე განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება. ჟურნალისტების უფლებებს …
Continue reading “სასამართლომ „ტელეარხი 25“-ის ყოფილი ჟურნალისტების სარჩელი სრულად დააკმაყოფილა”
ირაკლი ჩავლეიშვილის ჩვენება „ჟილინის არხის საქმეზე“
„ჩემთან ხშირად შემოდიოდა სხვადასხვა საქმეზე არჩილ ვანაძე, მისი სამსახური ამზადებდა დოკუმენტაციას და მე უბრალოდ ხელს ვაწერდი, ასე ვთქვათ, ვიზირებას ვაძლევდი. მე ვიყავი პოლიტიკური მმართველი. შეუძლებელი იყო ყველა საქმის შესწავლა, რაზეც ხელს ვაწერდი“ – თქვა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ირაკლი ჩავლეიშვილმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ. მან „ჟილინის არხის საქმეზე“ ბრალდების მოთხოვნით ჩვენება სასამართლოს მისცა. გამოძიება ამ საქმეზე …
Continue reading “ირაკლი ჩავლეიშვილის ჩვენება „ჟილინის არხის საქმეზე“”
სასამართლო ურეცეპტოდ მედიკამენტების გაყიდვის საქმეს განიხილავს
„ვეთანხმები, ურეცეპტოდ გავცემდი და არც აფთიაქის სპეციალური აღრიცხვის ჟურნალში მქონდა გატარებული მედიკამენტები, მაგრამ არ ჰქონდათ წამლების წაღების უფლება“ – მიმართა მოსამართლე ლევან მიქაბერიძეს აფთიაქის „ლუგოს პლიუსის“ დირექტორმა, ნატო მესტვირიშვილმა. აფთიაქის სამართალდამრღვევად ცნობას, სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტო მოითხოვს, რომლის წარმომადგენელმაც 27 აპრილს გაფორმებული ოქმში დააფიქსირა 2817 ერთეული მედიკამენტის ურეცეპტოდ შენახვა და გაცემა, მათ შორის, 16 ფსიქოტროპული …
Continue reading “სასამართლო ურეცეპტოდ მედიკამენტების გაყიდვის საქმეს განიხილავს”
მაკლერს ყალბი ფულის გასაღებას ედავებიან
ყალბი ფულის გასაღებას პროკურატურა რ.შ.-ს ედავება. ბრალდებული მაკლერად მუშაობს და სამი შვილის დედაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ქალს ბრალი მას შემდეგ დაუმძიმდა, როცა გამოძიებას სხვა პირები დაუსახელა, ვინც ყალბი ფულის გავრცელებაში იყო ჩართული. „მოატყუეს და წინა ადვოკატმაც ვერ დაიცვა. იფიქრა, რომ საპროცესოს გაუფორმებდნენ და გაუშვებდნენ, თუკი სხვების შესახებ მიაწვდიდა …
ჯარიმა სიგარეტის ავტომანქანიდან გადაგდებისთვის
„მერაბ ცეცხლაძე გადაადგილდებოდა ბათუმში ავტომანქანით, რა დროსაც მან მანქანის სალონიდან პირდაპირ ქუჩაში გადმოაგდო თამბაქოს კოლოფი“, – ასე აღწერა შემთხვევა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა, ლანა კიკავამ სასამართლო პროცესზე. მან პირის სამართალდამრღვევად ცნობა და მისთვის ჯარიმის – 120 ლარის გადახდა მოითხოვა. „არ მესმის ამ სისტემის არაფერი. იქვე ახლო-მახლო ნაგვის ურნა ვერ შევნიშნე და ამიტომ გავაკეთე. ვაღიარებ, …
Continue reading “ჯარიმა სიგარეტის ავტომანქანიდან გადაგდებისთვის”
ქედის ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივ სიყალბეს ედავებიან
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილ მაღალჩინოსნებს: ოქროპირ ბერიძეს [გამგებლის ყოფილი მოადგილე], დავით დიასამიძეს [ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსს] და მის მოდგილეს გია გათენაძეს სამსახურებრივ სიყალბესა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. საქმე ეხება ორ სპორტულ მოედანს, რომელიც ტენდერში მოგებულმა კომპანიამ 2011 წლის ბოლოს მოაწყო. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა დაუსრულებელი სამუშაოები ჩაიბარეს, რითაც ზიანი მიადგა ბიუჯეტს. ბრალდებულები …
Continue reading “ქედის ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივ სიყალბეს ედავებიან”
ყოფილი საჯარო მოხელე ქრთამის აღებას აღიარებს
მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს ქ.ი.-ს საქმეს. მას ფინანსური პოლიცია ქრთამის აღებაში სდებს ბრალს. ქ.ი. ხელვაჩაურის სატყეო სამსახურში მუშაობდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ქრთამი წაბლის მასალის უკანონოდ დამზადებისთვის აიღო. საქმეში წარმოდგენილია ვიდეოინფორმაციაც, სადაც ჩანს, რომ ბრალდებული 500 ლარის მიღების სანაცვლოდ კონკრეტულ პირს ხის მასალის დამზადებას ჰპირდება. ვიდეო მეტყევეს ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა გადაუღო. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი …
Continue reading “ყოფილი საჯარო მოხელე ქრთამის აღებას აღიარებს”
„ტელეარხი 25“-ის საქმის განხილვა დასრულდა
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ უკვე დაასრულა „ტელეარხი 25“-დან გათავისუფლებული ჟურნალისტების სარჩელის განხილვა. გადაწყვეტილება 17 მაისს გამოცხადდება. ჟურნალისტები: მაია მერკვილაძე, ნინო ხელაძე, ირმა ზოიძე და ჯაბა ანანიძე გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. „თანახმა ვარ ამ ჟურნალისტებს გადავუხადო კომპენსაცია, მაგრამ მათი …
Continue reading “„ტელეარხი 25“-ის საქმის განხილვა დასრულდა”