საქართველოში მოქმედი ბიზნესი არასაარჩევნო წელსაც არ წყვეტს სიმპათიისა და კმაყოფილების ფინანსური მხარდაჭერით გამოხატვას მმართველი პარტიის მიმართ. ბიზნესმენები აჭარიდან ისევ აქტიურობენ, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნების“ ყულაბა არასაარჩევნო წელსაც აჭარიდან ივსება, შემწირველებს შორის არიან მონდომებულები და უფრო მონდომებულებიც. 2026 წელს 5 თვეში „ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 3 მილიონ ლარზე მეტი მიღო, ამდენს ოპოზიციური პარტიები მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში …
Tag Archives: ბიზნესი
ვინ ამღერებს რუსებს ბათუმში – „სპორტიც და ხელოვნებაც პოლიტიკაა“
ბათუმის ღამის კლუბებიდან ხშირად ისმის რუსული ხმები. tkt.ge-სა და biletebi.ge-ს თუ გადახედავთ, ნათლად დაინახავთ, რომ მთელი ტურისტული სეზონი გასართობ ცენტრებს, ფაქტობრივად, რუს მომღერლებზე აქვთ აგებული. მათ შორის არიან პუტინის მხარდამჭერი მუსიკოსებიც. მაგალითად, ანი ლორაკი, რომლის კონცერტიც ბათუმის კორტებზე 14 აგვისტოს არის დაგეგმილი. რუსი მომღერლების კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 80-დან 200 ლარამდე მერყეობს. კონცერტების დიდი ნაწილი …
Continue reading “ვინ ამღერებს რუსებს ბათუმში – „სპორტიც და ხელოვნებაც პოლიტიკაა“”
კაცი ქიბარ ხალვაშის ოჯახის გავლენებზე: „ქონებას ვერ ვიბრუნებ“
„მოსამართლის მიერ ხელმოწერილი ორი სააღსრულებო ფურცელი მიჭირავს ხელში და ჩემს ქონებას მაინც ვერ ვიბრუნებ,“ – ამბობს ბიზნესმენი მამუკა სხვიტარიძე. ის ბათუმში, შანიძის 16-ში მდებარე უძრავი ქონების, ასევე საწარმოს და ძვირადღირებული დანადგარების დაბრუნებისთვის იბრძვის. ბიზნესმენი ამბობს, რომ სასამართლოში დავის მოგების მიუხედავად, უკვე 3 წელია განზრახ ჭიანურდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან საქმე „ოცნებასთან“ დაახლოებულ ხალვაშების ოჯახს ეხება. …
Continue reading “კაცი ქიბარ ხალვაშის ოჯახის გავლენებზე: „ქონებას ვერ ვიბრუნებ“”
ბათუმში კიდევ 43 ჰექტარი ზღვა მიწად დაარეგისტრირეს – ვისთვის ამზადებენ სანაპიროს
ზღვაში ტერიტორიების ნაკვეთებად რეგისტრაცია გრძელდება. წყლით დაფარულ ტერიტორიებს არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებად სახელმწიფო ირეგისტრირებს, შემდეგ კი სარგებლობაში გასცემს, მათ შორის კერძო კომპანიებზე. რისთვის არეგისტრირებს სახელმწიფო ზღვაში ნაკვეთებს ცალკე საკადასტრო ერთეულებად? – თუ წყლით დაფარულ „ნაკვეთებს“ და მათ მიმდებარე ტერიტორიებს დავაკვირდებით, პასუხი მარტივია – ეკონომიკური საქმიანობის, ძირითადად, ამა თუ იმ კერძო ბიზნესის ხელშეწყობისთვის. დაახლოებით ერთი თვის …
Continue reading “ბათუმში კიდევ 43 ჰექტარი ზღვა მიწად დაარეგისტრირეს – ვისთვის ამზადებენ სანაპიროს”
100 მილიონი ლიტრის ბაზარს ვკარგავთ, დღეს რომ გავაუქმოთ პლასტმასის ბოთლები – ლუდის მწარმოებელი
„პრეცედენტი არ არსებობს მსოფლიოში ამის აკრძალვის. შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით რა მდგომარეობა გვექნება“, – ამბობს ბიზნესმენი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე ესაუბრა. 2026 წლის პირველი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე …
„ყველაფერი გაძვირდება, რაც ბოთლში ისხმება – წყალი იქნება, ბორჯომი თუ ლუდი“: რას გამოიწვევს პლასტმასის აკრძალვა
„გაცილებით სერიოზული პრობლემაა პლასტმასი გერმანიაში დღესაც, მაგრამ იქაც არ გაუკეთებიათ ასე – ერთიანად არ აუკრძალავთ ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ფასები გერმანიისთვის გაცილებით ნაკლები პრობლემაა, გაძვირებულ პროდუქციას კი გერმანელი მომხმარებელი უფრო მარტივად აიტანდა, ვიდრე ქართველი მომხმარებელი. საქართველოში პირდაპირ გადაწყვიტეს, რომ ხალხზე გადაიტანონ ეს ტვირთი?“ – ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი. მას მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაზე ვესაუბრეთ, რომლის მიხედვითაც …
„კაცების გათხოვების პროპაგანდამ იმუშავა“ – რას ამბობენ აჭარის სოფლებში ევროინტეგრაციის შეჩერებაზე
„სოფელი რომ გაძლიერდეს, ქვეყანაც გაძლიერდება. ეს აშინებს რუსეთს, მისი ხელდასხმული მთავრობაა საქართველოში და ამიტომაც მოგვიჭრეს გზა ევროპისკენ, მაგას რა მიხვედრა უნდა?“ – გვიყვება ქედაში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები ბაგრატ თავართქილაძე. ის ერთ-ერთია ასეულობით ადამიანს შორის, რომელმაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელში ბიზნესი წამოიწყო. „ბათუმელები“ აჭარის რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რამდენიმე მცირე მეწარმეს ესაუბრა: როგორ შეუწყო ევროკავშირმა ხელი სოფლებში …
„ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს აქვს კავშირი ბიზნესთან – „გამჭვირვალობა“
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის 87 დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან. „გამჭვირვალობის“ ცნობით, იმ კომპანიებმა, რომლებშიც მოქმედი ოცნების დეპუტატები ფლობენ წილს, გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობით სახელმწიფოსგან მიიღეს 7 736 986 ლარი. „გამჭვირვალობა“ წერს: „7 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული აქვთ 271 ტენდერი; 13 კომპანიას, რომლებშიც დეპუტატები ფლობენ წილს, მოგებული …
Continue reading “„ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს აქვს კავშირი ბიზნესთან – „გამჭვირვალობა“”
ვინ აშენებს ახალ კომპლექსს შეკვეთილში „პარაგრაფთან“ – გდგ დამტკიცებულია
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ „ვი არ შეკვეთილი რესორტის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] დაამტკიცა. კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები შეკვეთილის გამწვანებულ ზოლში, ზღვის სანაპიროზე 40 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს, განაშენიანების დეტალური გეგმა კი გაცილებით დიდ ფართობზეა მომზადებული, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. კომპანიამ ტერიტორია ხუთ ნაწილად დაყო და პროექტის განხორციელებაც ხუთ ფაზად დაგეგმა. კომპანია …
Continue reading “ვინ აშენებს ახალ კომპლექსს შეკვეთილში „პარაგრაფთან“ – გდგ დამტკიცებულია”
„ოცნების“ ყულაბა კვლავაც აჭარიდან ივსება – მეორე ნაწილი
2025 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისამდე, 6 თვეში, „ოცნების“ ანგარიშზე ბიზნესმენებმა 7 მილიონამდე ლარი ჩარიცხეს. მათგან ბევრი აჭარიდან არის, ან ბათუმში აქვს ბიზნესი. ვინ არიან და რას საქმიანობენ მმართველი პარტიის მხარდამჭერები და რამდენად უპირობოა ეს მხარდაჭერა, ამაზე რამდენიმე კვირის წინაც დავწერეთ. ამჯერად გიყვებით იმ შემწირველებზე, რომლებიც წინა სტატიაში ვერ მოხვდნენ. „ოცნების“ ყულაბა ისევ აჭარიდან ივსება …
Continue reading “„ოცნების“ ყულაბა კვლავაც აჭარიდან ივსება – მეორე ნაწილი”
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფოფმაციას “ბათუმელებს” ოზთურქის ერთ-ერთი ადვოკატი უდასტურებს. გალიფ ოზთურქი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. გალიფ ოზთურქი ნარკოდანაშაულისთვის გაასამართლეს. მას 2023 წელს ბათუმის საქალაქი სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეფა შეუფარდა. გალიფ ოზთურქი თურქეთის და საქართველოს მოქალაქეა. ამ თემაზე: ოზთურქის ბინიდან „კოკაინი“ ხელთათმანების გარეშე ამოიღეს – რა თქვა ექსპერტმა
რატომ შეხვდა კობახიძე ბიზნესმენებს? – „უსასრულოდ ლარის კურსს ვერ დაიჭერ“
„ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც იზოლაციას და ფინანსურ სანქციებს გაუძლებს… რეზერვები უსასრულო არ არის. უსასრულოდ ვერ დაიჭერ ლარის კურსს და ეკონომიკასაც ხელოვნურად ვერ შეაჩერებ,“ – მიიჩნევს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, რომელსაც ირაკლი კობახიძის ბიზნესმენებთან შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ. სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ ამ მასშტაბის პროტესტი ბიზნესმენებს საქართველოში არასდროს გამოუთქვამთ, რაც დღეს არსებობს. ანალიტიკოსს სჯერა, რომ ბიზნესსექტორის პრინციპულ …
Continue reading “რატომ შეხვდა კობახიძე ბიზნესმენებს? – „უსასრულოდ ლარის კურსს ვერ დაიჭერ“”
ბიზნესმენი ქედიდან, რომელმაც საკუთარ სოფელში „გლემფინგი“ მოაწყო
„აჭარაში ტურიზმის განვითარებისთვის ნომერ პირველი მიმართულება კოტეჯებია, სადაც შეიძლება დასაქმება, ფულის გამომუშავება. შეიძლება დარჩე სოფელში, მაგრამ არავის და არაფერს ჩამორჩე. ხარ შენს სოფელში, ინარჩუნებ სოფელს, გყავს მეზობლები და ცხოვრება გრძელდება. ამის ერთ-ერთი საშუალებაა ეს კოტეჯები. ამ მხრივ ძალიან დიდი როლი ექნება სახელმწიფოს, მთავრობას, რომ ეს მიმართულება რაც შეიძლება გააძლიეროს ფინანსურად “ – გვიზიარებს თავის ხედვას …
Continue reading “ბიზნესმენი ქედიდან, რომელმაც საკუთარ სოფელში „გლემფინგი“ მოაწყო”
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, კატო რამიშვილის ტრენინგი – „როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“ გაიმართება
19 და 21 ნოემბერს, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, გაიმართება ტრენინგი – ‘’როგორ გავყიდოთ პროდუქტი ონლაინ“. ტრენინგს ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება და ის აუდიტორიას, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით. ორი, ორსაათიანი შეხვედრა ფიზიკურ სივრცეში ჩატარდება და ის ონლაინ გაყიდვებთან …
ბათუმში ოპტიმოს ფილიალი გაიხსნა – რას სთავაზობს ოპტიმო მაღაზიებს
ოპტიმო გაყიდვებისა და მარაგების მართვის ქართული პროგრამაა, რომელიც 4000- მდე სავაჭრო ობიექტს უმარტივებს გაყიდვა-აღრიცხვის პროცესებს. ოპტიმოს ბათუმში 100-ზე მეტი მაღაზია იყენებს გაყიდვების და მარაგების კონტროლისთვის. ამჯერად კი, უკვე ადგილობრივი ფილიალიც გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზიებს პროგრამის გამოყენება და მხარდაჭერის მიღება უფრო მარტივად შეეძლებათ. გარდა ფილიალისა, ოპტიმო სხვადასხვა შეთავაზებებს სთავაზობს ადგილობრივი ბიზნესისა და მაღაზიის მფლობელებს. …
Continue reading “ბათუმში ოპტიმოს ფილიალი გაიხსნა – რას სთავაზობს ოპტიმო მაღაზიებს”
გია ჭყონიამ 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო ტენდერებიდან – მან მთავრობას ჩარტერი დაუფინანსა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალი კვლევის მიხედვით, ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. გია ჭყონია მათ შორის არის, ვინც გასულ წელს აჭარის მთავრობას კუნძულ მალიორკაზე ვიზიტი დაუფინანსა. გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. ის ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. …
აჭარაში, 140 კომპანიაში, რუსეთიდან პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა – 3 თვის მონაცემი
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანობაში შემცირებულია, თუმცა გაზრდილია პირდაპირი ინვესტიციები რუსეთიდან. აჭარაში მოქმედ კომპანიებში, 2023 წლის პირველ კვარტალში, 10,7 მილიონი აშშ დოლარის რუსული ინვესტიცია ჩაიდო, რაც 1 მილიონი დოლარით მეტია, 2022 წელთან შედარებით [შარშან აჭარაში რუსეთიდან პირდაპირმა ინვესტიციამ 9,7 მილიონი დოლარი შეადგინა]. 2022 წელს რუსული ინვესტიცია …
რეალურია ღარიბაშვილის დაპირება ფასების დაწევაზე? – ინტერვიუ ეკონომისტთან
„ფასების დაწესებამ შესაძლოა ხარისხი დააგდოს კონკრეტულ იმპორტირებულ პროდუქციაზე და უფრო მეტად მიგვაბას რუსულ ბაზარს…“ – ამ კუთხით ხედავს ყველაზე დიდ რისკს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, თუ ხელისუფლება კონკრეტულ იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების ზღვარს დააწესებს. ეკონომიკის ანალიტიკოსი პოპულიზმად აფასებს პრემიერ ღარიბაშვილს განაცხადს: „არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება“. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ფასნამატი ზოგიერთ შემთხვევაში 100 …
Continue reading “რეალურია ღარიბაშვილის დაპირება ფასების დაწევაზე? – ინტერვიუ ეკონომისტთან”
„ოცნების“ შემწირველ ბიზნესმენს გზას უგებენ, გზის დაგებისთვის მოგებაც მასვე დარჩება
„მე ვინ მიკეთებს გზას? ეს არის ხალხის ბიზნესი, სოფლის ბიზნესი,“ – გვიპასუხა ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ, რომელმაც ქობულეთში, სოფელ ზედა კვირიკეს ტყეში კოტეჯები ააშენა და ამჯერად კოტეჯებამდე მისასვლელ გზას აკეთებს ბიუჯეტის ფულით. გზას ზედა კვირიკეში კომპანია „გზა“ აგებს. ეს კომპანია ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას ეკუთვნის ისევე, როგორც კომპანია „შატო კვირიკე“, რომლის საკუთრებაცაა 20 კოტეჯი კვირიკეს ტყეში. გიორგი …
ბიზნესმენის თქმით, 2 ათას დოლარად ღირებულ 1 კვადრატს, მერიის მოხელე ხუთასად სთხოვდა
„დავა იყო ქონებაზე, კომერციული ფართობის დათმობას ითხოვდა, რაც ღირდა კვადრატული მეტრი 2 ათასი დოლარი, ის დამითმე 500 დოლარადო…“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე, რომელმაც გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა მუქარის შემთხვევაზე. ბიზნესმენის თქმით, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მოადგილე მას იარაღით დაემუქრა. გამოძიება მუქარის მუხლით მიმდინარეობს. მუქარის სავარაუდო შემთხვევა დღეს, 10 დეკემბერს, აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. „დამინახა …
როგორც იქცა შვილისთვის დამზადებული თოჯინები ბიზნესად
მარიამ შათირიშვილი ბათუმელი ფსიქოლოგია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თავისი შვილისთვის უსაფრთხო სათამაშოს შექმნა გადაწყვიტა. იუთუბზე ნანახი ინსტრუქციის შემდეგ, ყაისნაღი მოიმარჯვა და პირველი ბაჭია თავისი ფანტაზიით შექმნა. იმ დღეს, მისდაუნებურად, „ელის“ შექმნის იდეაც დაიბადა: „ეს იყო ბაჭია, რომელიც არ უნდა ყოფილიყო კომერციული, მაგრამ ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ ეს საქმე იქცა სტარტაპად. ჩემი სურვილი იყო, რომ რაც …
Continue reading “როგორც იქცა შვილისთვის დამზადებული თოჯინები ბიზნესად”
რა შეღავათებით ისარგებლებენ აჭარაში ინვესტორები, რომლებიც ვალდებულებებს ვერ ასრულებენ
აჭარის მთავრობის ახალი დადგენილებით, ინვესტორებს უფლება აქვთ 2022 წლის 30 ივნისამდე მიმართონ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზებულ, სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემულ ქონებაზე გაფორმებული ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეცვლის/დამატებითი ვადის მიცემის ან/და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ ინვესტორები უზრუნველყოფენ არსებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელებას [სპეციალური წესის შესაბამისად], სამინისტროს/მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე ნაკისრი …
აგვისტოში 5 მილიონი „ოცნებას“ შესწირეს და 117 480 ლარი ენმ-ს – აუდიტი
„ოპოზიცია არ იყენებს ფასიან სარეკლამო დროს თავიანთი საარჩევნო რგოლების განსათავსებლად, რათა არჩევნებში მათი მარცხის შემდეგ ითქვას, რომ საარჩევნოდ არათანაბარი და არაკონკურენტული გარემო იყო შექმნილი,“ – თქვა დღეს, 31 აგვისტოს, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა. რა თანხა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად? აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ აგვისტოში 5 მილიონამდე ლარი შესწირეს …
Continue reading “აგვისტოში 5 მილიონი „ოცნებას“ შესწირეს და 117 480 ლარი ენმ-ს – აუდიტი”
ბიზნესმენებმა ბათუმიდან „ოცნებას“ უკვე 1 მილიონი შესწირეს – არჩევნები 2021
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, 10 აგვისტოს მდგომარეობით, „ოცნებას“ მილიონზე მეტი ლარი შეუგროვეს შემწირველებმა აჭარიდან. შემწირველებს ოფიციალურ დოკუმენტში „ფიზიკურ პირებად“ მოიხსენიებენ, რეალურად, ისინი ბიზნესმენები არიან, თუმცა კომპანიის სახელით არ რიცხავენ თანხას. აჭარიდან „ოცნების“ მხოლოდ რამდენიმე შემწირველია ინდმეწარმე ან არ ირკვევა მათი საქმიანობის შესახებ. სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, ამ დრომდე ბათუმიდან მმართველ პოლიტიკურ პარტიას 32-მა ბიზნესმენმა …
Continue reading “ბიზნესმენებმა ბათუმიდან „ოცნებას“ უკვე 1 მილიონი შესწირეს – არჩევნები 2021 “
ჯარიმის პატიებას 2 635 გადამხდელი ითხოვს – მიმართვის ბოლო ვადა 31 ივლისია
გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს 2021 წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შეუძლია, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა -საურავები, რისთვისაც მან შემოსავლების სამსახურს 1-ელ აგვისტომდე უნდა მიმართოს. 29 ივლისის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 2 635 განაცხადი დარეგისტრირდა. „აღნიშნული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა …
Continue reading “ჯარიმის პატიებას 2 635 გადამხდელი ითხოვს – მიმართვის ბოლო ვადა 31 ივლისია”
საქართველოში ფიზიკურ პირებს Facebook რეკლამა ოქტომბრიდან გაუძვირდებათ
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მულტინაციონალურ კორპორაციებს [BOOKING, GOOGLE, FACEBOOK, YOUTUBE, NETFLIX, SPOTIFY და ა.შ.] დღგ-ით დაბეგვრის ვალდებულება წარმოეშობათ მხოლოდ იმ ციფრული მომსახურების მიწოდებაზე [საკომისიო თანხაზე], რომელსაც გაუწევენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ არამეწარმე ფიზიკურ პირებს. შესაბამისად, ფიზიკურ პირებს გაუძვირდებათ ის გადასახადი/საკომისიო, რასაც ამ კომპანიებს გადაუხდიან [მაგალითად, BOOKING-ზე განცხადების განთავსებისთვის, საკუთარი გვერდების FACEBOOK-ზე რეკლამისთვის და სხვა]. ფიზიკურ პირებს გადასახადი …
Continue reading “საქართველოში ფიზიკურ პირებს Facebook რეკლამა ოქტომბრიდან გაუძვირდებათ”
ვინც BOOKING-ით ბინას აქირავებს, საკომისიოს 18%-ს ოქტომბრამდე აღარ გადაიხდის
პირები, რომლებიც BOOKING-ით ბინებს აქირავებენ, დამატებით საკომისიოს 18%-ს 2021 წლის ოქტომბრამდე აღარ გადაიხდიან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 27 ივლისის ბრძანებით, 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე შეჩერდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის იმ მუხლის მოქმედება, რომელიც უცხოელ დასაბეგრ პირს ციფრული მომსახურების გაწევისას მიღებული შემოსავლის 18%-ის [დღგ-ს] ბიუჯეტში გადახდას ავალდებულებდა. მინისტრის ბრძანება ძალაში დღეს, 2021 წლის 28 ივლისს შევიდა. მინისტრის …
Continue reading “ვინც BOOKING-ით ბინას აქირავებს, საკომისიოს 18%-ს ოქტომბრამდე აღარ გადაიხდის”
„ეს აჩენს ეჭვს კორუფციაზე“ – ვინ მიიღებს გრანტს ბიუჯეტიდან სოფლად ბიზნესის მოსაწყობად
მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას აგროსერვისცენტრი აჭარის სოფლებში აპირებს. შესარჩევი კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, „პოტენციური გამარჯვებულები“ უკვე ცნობილია და დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდება. ჩამონათვალში სულ 29 გამარჯვებულია. „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის თავდაპირველი ბიუჯეტი 875, 219 ლარი იყო, თუმცა აჭარის ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ, იგი 1 მილიონ 175 219 ლარამდე გაიზარდა. …
პირებს, რომლებიც ბინას BOOKING-ით აქირავებენ, გადასახადი გაეზარდათ
ფიზიკურ პირებს, რომლებიც BOOKING-ით ბინებს აქირავებენ, გადასახადი იმ თანხის [საკომისიოს] 18%-ით გაეზარდათ, რასაც ვებგვერდზე განცხადების განთავსებისთვის იხდიან. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ არამეწარმე ფიზიკური პირი ბინას BOOKING.COM-ის საშუალებით აქირავებს, დასაბეგრი პირი, ამ შემთხვევაში BOOKING.COM დღგ-ს თანხას გამოიანგარიშებს იმ თანხიდან, რომელსაც ბინის გამქირავებელი იხდის ვებგვერდის მომსახურების სარგებლობისათვის და არა ბინის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლიდან. ანუ, BOOKING-ი გადაგახდევინებთ …
Continue reading “პირებს, რომლებიც ბინას BOOKING-ით აქირავებენ, გადასახადი გაეზარდათ”
გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება ამჯერად დეკემბრამდე გადაიდო
აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ გადაწია. რეგლამენტი, რომელიც ასეთი მოწყობილობების უსაფრთხოების მიზნით იქნა შემუშავებული, 2021 წლის პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. ტექნიკური რეგლამენტი 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა ჯერ ივლისამდე, შემდეგ კი სექტემბრამდე გადაწია. მთავრობის 8 ივლისის დადგენილებით კი ეს ვადა 2021 წლის 1-ელი დეკემბრისთვის …
Continue reading “გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება ამჯერად დეკემბრამდე გადაიდო”
გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება სექტემბრამდე გადაიდო
საქართველოს მთავრობამ აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გადაწია. რეგლამენტი, რომელიც ასეთი მოწყობილობების უსაფრთხოების მიზნით იქნა შემუშავებული, 2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. ბიზნესი, რომელიც ასეთი მოწყობილობებით ვაჭრობს, აცხადებდა, რომ რეგლამენტის ამოქმედება სამმაგად და მეტად გააძვირებდა ბაზარზე პროდუქციის [უკვე შემოტანილი თუ ქსელში გატანილი შესაბამისი მოწყობილობების] ფასს. რეგლამენტი 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო. …
Continue reading “გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება სექტემბრამდე გადაიდო”
რას სწერს სავარაუდოდ „ენცო“, კანონიერი ქურდი, დამწვარი სუპერმარკეტების მფლობელს
„არ ვიცი, ნამდვილად კანონიერი ქურდი „ენცო“ იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მემუქრებიან და პოლიცია რეაგირებას არ ახდენს“, – ამბობს ბიზნესმენი მერაბ ფარტენაძე. ის სუპერმარკეტების ქსელის „ფარფურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომლის მაღაზიებშიც 3 ივნისიდან პერიოდულად ხანძარი ჩნდება. „ფარფურის“ მესამე მაღაზიაში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ხანძარი 9 ივნისს გაჩნდა. დღეს, 11 ივნისს, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძრის …
Continue reading “რას სწერს სავარაუდოდ „ენცო“, კანონიერი ქურდი, დამწვარი სუპერმარკეტების მფლობელს”
„3 მაღაზია დამიწვეს“ – ბიზნესმენი ამბობს, რომ „ოცნების“ სახელით ბიზნესის დათმობას აიძულებენ
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მაღაზიათა ქსელ „ფარფურის“ ერთ-ერთი ობიექტის დაწვა დღეს სცადეს. მფლობელი ამბობს, რომ ეს ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა ამ ქსელზე თავდასხმის. „ბათუმელები“ მაღაზიათა მფლობელს, თამარ კახიძეს ესაუბრა. ქალის თქმით, მას აშანტაჟებენ და აიძულებენ, რომ ბიზნესი დათმოს. მაღაზიის მფლობელი ქალი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლას ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძე, ყოფილი პოლიციელის, გოჩა ბარამიძის დახმარებით …
საგადასახადო შეთანხმებაზე შემოსავლების სამსახურს ელექტრონულადაც მიმართავთ
საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე გადასახადის გადამხდელს შეუძლია შემოსავლების სამსახურს მიმართოს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმითაც. შესაბამისი ცვლილება „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში მთავრობამ 2021 წლის 7 ივნისს შეიტანა. დადგენილების მიხედვით „ელექტრონული ფორმით მიმართვის შემთხვევაში, განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის გამოყენებით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.“ ახალი დადგენილება 2021 წლის 8 …
Continue reading “საგადასახადო შეთანხმებაზე შემოსავლების სამსახურს ელექტრონულადაც მიმართავთ”
ფიჭვნარის მიწები 1 ლარად – ვინ ააშენებს სასტუმროებს ანტიკურ ნაქალაქარზე
ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონაში პირობებით გასაცემი 30 ნაკვეთიდან 27 თავისუფალია. ეს ნაკვეთები ინვესტორებს უსასყიდლოდ [სიმბოლურ 1 ლარად], სასტუმროების მშენებლობის პირობით გადაეცემათ. არქეოლოგების თქმით კი, თავისუფალი ტურისტული ზონის ტერიტორია მოქცეულია ფიჭვნარის იმ არეალში, რომელიც არქეოლოგების მიერ დეტალურად შესწავლილი არ არის. პროექტი, რომელიც თავისუფალ ზონაში სასტუმროების მშენებლობას ითვალისწინებდა, 2010 წელს დაიწყო და დღემდე აქ მხოლოდ 1 სასტუმრო …
Continue reading “ფიჭვნარის მიწები 1 ლარად – ვინ ააშენებს სასტუმროებს ანტიკურ ნაქალაქარზე”
ჯარიმების გასაუქმებლად მეწარმეებს დღეიდან შეუძლიათ მიმართონ შემოსავლების სამსახურს
მეწარმეებს, რომლებსაც დავალიანებაზე ერიცხებათ ჯარიმა-საურავები, შესაძლებლობა აქვთ არ გადაიხადონ ჯარიმა, თუ პირველ აგვისტომდე მიმართავენ შემოსავლების სამსახურს და გააფორმებენ შესაბამის შეთანხმებას. შეთანხმება გულისხმობს გადასახადის [ძირითადი] თანხის გადახდას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. მეწარმეებს შეუძლიათ დღეიდან, 18 მაისიდან, უკვე მიმართონ შემოსავლების სამსახურს ასეთი შეთანხმების გასაფორმებლად. მიმართვის ბოლო ვადა 2021 წლის პირველი აგვისტოა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით: „გადასახადის გადამხდელს, …