ზუბალაშვილზე კორპუსს „კ.მ გრუპის“ ნაცვლად „დს გრუპი“ ააშენებს

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩა N37-ში მდებარე 3392 კვ/მ მიწის ნაკვეთი, გარიგების საფუძველზე, შპს „კ.მ გრუპმა“ საკუთრებაში შპს „დს გრუპს“ გადასცა. აღნიშნული ტერიტორია [ჭავჭავაძის, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებს შორის] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს პირობებით გაასხვისა შპს „კ.მ გრუპზე“ [კომპანიის ძირითადი ვალდებულება იყო აეშენებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა საცხოვრებელი სახლი]. 2015 წლის ბოლოს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რის …

ძველ ბულვართან კიდევ ერთი ცათამბჯენის აგება იგეგმება

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან კომპანია „დიეს გრუფი“ მაღლივი შენობის – „დიეს თაუერის“ აგებას გეგმავს. ესკიზი, რომელიც გასულ კვირას გავრცელდა „ფეისბუქზე“ და რომელმაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს კომპანიაში, საბოლოო არ არის და სამუშაო ვერსიაა. „ჯერ მუშა პროცესია, ეს სარეკლამო რგოლი იყო, უბრალოდ, თვალს ვაჩვევთ, რომ რაღაც მაგდაგვარი იქნება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით სალაძემ, კომპანია „დიეს …

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბიზნეს ორგანიზაციებს გამოკითხავს

აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს საბიუჯეტო პროგრამას „რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა“.  საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმების ორგანიზებას საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა. პროგრამის მიზანი აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის ცნობადობის გაზრდა. „ფორუმები ასევე ითვალისწინებს კერძო სექტორის ჩართულობის  ფორმატს. კერძოდ, აჭარის რეგიონში მოქმედ კომპანიებს  შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით, პირდაპირი შეხვედრები გამართონ სამიზნე ქვეყნების კომპანიებთან. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში …

„გოდერძის“ განვითარების მიზნით ინვესტორების შეხვედრა იგეგმება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 12 მარტს, სამთო-სათხილამურო  კურორტ „გოდერძის“ განვითარების ფარგლებში, კურორტზე ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართება.  ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ბიზნესწრეების წარმომადგენლები საინვესტიციო პოტენციალსა და განაშენიანების რეგულირების გეგმას გაეცნობიან. „დაინტერესებულმა პირებმა პროექტები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 5 მარტამდე უნდა წარმოადგინონ. პროექტებს ეკონომიკური გუნდი განიხილავს,“- ნათქვამია ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ბიზნესფორუმი „Wroclaw–Batumi“

პოლონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ვროცლავში, საინვესტიციო ფორუმი „Wroclaw–Batumi“ მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაიმართება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი აჭარის მთავრობის ორგანიზებით აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩატარდება: „ბიზნესფორუმზე პოლონელი ინვესტორები და სხვა დაინტერესებული პირები აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნობიან. ღონისძიების თანაორგანიზატორია პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეეზის სავოევოდოს მარშალის ოფისი“.

მაღალმთიანი დასახლების საწარმო გადასახადებისგან გათავისუფლდება

საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის საფუძველზე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის  წესი დაამტკიცა. ასეთი სტატუსის მქონე საწარმო გარკვეული ვადითა და წესით გათავისუფლდება გადასახადებისგან. სტატუსის მინიჭების წესი 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. მთავრობის დადგენილებით, მეწარმე სუბიექტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს …

ბათუმში ახალი ჰოსპიტალი მომავალ წელს გაიხსნება

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მდებარე ჰოსპიტალი ახალი წლის შემდეგ ამოქმედდება. ჰოსპიტალმა სტაციონარული დაწესებულების ნებართვა უკვე მიიღო, რითაც, როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, სრულყოფილი მრავალპროფილური სამედიცინო საქმიანობის უფლება მიენიჭა. სტაციონალური დაწესებულების ნებართვა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ გასცა. სააგენტოს ინფორმაციით შპს „Brothers“-ს აქვს შემდეგი სამედიცინო საქმიანობის ნებართვა: ქირურგია, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, მეანობა, …

ნადუღის, კაიმაღისა და კარაქის წარმოება ხულოში

რძის გადამამუშავებელი საწარმო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა. საწარმოში ყველს, კარაქსა და ადგილობრივ ტრადიციულ რძის პროდუქტებს – „ნადუღსა“ და „კაიმაღს“ აწარმოებენ. ხულოში წარმოებული პროდუქცია მწარმოებელს ბათუმში ჩააქვს და იქვე ყიდის. ხულოს  მუნიციპალური ცენტრიდან 15 კილომეტრით დაშორებულ სოფელ დიოკნისში 220 კვადრატულ მეტრზე მოწყობილი რძის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელი არკადი კახაძეა. საწარმო, რომელიც დღის განმავლობაში …

რატომ შემცირდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი

 

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა, განსაკუთრებით გერმანიიდან და აშშ-დან. გერმანული და ამერიკული ავტომობილები იაპონიიდან შემოტანილმა ჩაანაცვლა. როგორც ავტომოვაჭრეები ამბობენ, ლარის კურსის ცვლილება ამ ბიზნესზე ნაკლებად აისახა, თუმცა, გაყიდვების მაჩვენებელმა იკლო. ბაზარსა და ფასებზე ნეგატიურად უფრო მარჯვენასაჭიან და 2002 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოტანაზე მოსალოდნელი შეზღუდვები აისახება. მითუმეტეს, რომ 2017 წლიდან საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერებაც სავალდებულო ხდება.
 

 

 

 

ბათუმის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის გამარჯვებულები

 

ბათუმის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი AdBlackSea, რომელიც წელს პირველად ჩატარდა, 27 სექტემბერს დასრულდა.  ფესტივალში  99 სააგენტო მონაწილეობდა 14 ქვეყნიდან. 386 ნამუშევრიდან ჟიურიმ საუკეთესოები სამ კატეგორიაში გამოავლინა: საუკეთესო ვიდეო კონტენტი და სხვა ბრენდული კონტენტი; საუკეთესო დიზაინი, პრინტი და პოსტერი; საუკეთესო იდეა. 

მასტერ-კლასები რეკლამის ცნობილი შემქმნელებისგან

 

ბათუმში მესამე დღეა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. სასტუმრო „რადისონ ბლუში“ მსოფლიოში ცნობილი რეკლამის და მარტეკინგის სპეციალისტები ამ სფეროში მომუშავე პირებისთვის მასტერ-კლასებს და სემინარებს მართავენ. ფესტივალში სამასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. 

ყველაზე ძვირადღირებული ფესტივალი ბათუმში

 

რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში წელს პირველად იმართება. მისი ბიუჯეტი ბათუმში აქამდე გამართულ ყველა ფესტივალს აღემატება. ფესტივალს, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სხვადასხვა დამფინანსებელი ჰყავს, თუმცა ფესტივალისთვის ყველაზე მეტი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ბათუმის საკრებულომ ფესტივალი 400 ათასი ლარით დააფინანსა, თანხა გამოყოფილია საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდანაც. ფესტივალის მთლიანი ღირებულება ოთხასი ათასი დოლარია. საია და ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭო ფესტივალისათვის ამ ოდენობის ბიუჯეტის დამტკიცებას ნეგატიურად აფასებენ.
 

ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

 

 ბათუმში მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის განკუთვნილი ბიზნეს ტრენინგებით იწყება.  ბიზნესის მხარდამჭერი მასშტაბური პროცესი, რომლის ფარგლებშიც მოქცეულია საგრანტო პროგრამებისა და სასწავლო კურსების რამდენიმე ციკლი, ბიზნესის საკონსულტაციო ცენტრების ჩამოყალიბების და ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული მასშტაბური ვებ-ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხები. პროექტის ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტის განმავლობაში ბათუმში 100-მდე სტაბილური სამუშაო ადგილის შექმნაა მოაზრებული. „ჯამში 80-მდე ბიზნეს გრანტი გაიცემა, მათ შორის  65 სტარტაპზე. ბენეფიციარები ისარგებლებენ  უფასო საკონსულტაციო მომსახურებით 1 წლის განმავლობაში“. 

ბათუმი – კაზინოებით მიმზიდველი ადგილი რუკაზე

 

ივნისში ბათუმში ორი ახალი კაზინო გაიხსნა, ერთიც აგვისტოში გაიხსნება. აქამდე ბათუმში რეგისტრირებული 6 კაზინო იხდიდა ბიუჯეტში გადასახადს. კიდევ 8 ახალი კაზინოს გახსნა აქვს სახელმწიფოს დავალებული სხვადასხვა კომპანიისთვის. გარდა ამისა, არის რამდენიმე კომპანია, რომლებიც საკუთარი ინიციატივით აწყობენ კაზინოს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ბათუმში მინიმუმ 20 კაზინო იქნება. რას ნიშნავს 160-ათასიანი ბათუმისთვის კაზინოების  ქალაქად გადაქცევა და შეიცავს თუ არა კაზინოების ამ ფორმით არსებობა საფრთხეს? 

შესყიდვების სააგენტო საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

 

დღეს 9 ივნისს სასტუმრო „რედისონში“  მე-11 საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა. კონფერენცია ყოველწლიურია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს აფრთხილებს

 

სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს ბიზნესოპერატორებს, რომ 2015 წლის 1 ივნისს აღიარებაზე განაცხადების მიღების ვადა იწურება. აღიარებას ექვემდებარება ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან. აღიარებისთვის ბიზნესოპერატორმა უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. 

ბათუმში „ჯეოსელის“ განახლებული ოფისი გაიხსნა

 

დღეს ბათუმში კომპანია „ჯეოსელმა“ განახლებული ოფისი გახსნა, იმავე მისამართზე. როგორც კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს, აქ მომხმარებელს დღეიდან დახვდებიან უფრო კომპეტენტური ოპერატორები, ვიდრე დღემდე. სიახლეა  ისიც, რომ თუ მომხმარებელს სურს, მაგალითად, შეუძლია „ადგილზე გამოსცადოს  ახალი მობილური ტელეფონები, შეარჩიოს აქსესუარები და დეტალურად გაეცნოს ხელსაყრელ შეთავაზებებს“.

რა თანხას სთხოვს მთავრობა სამკერვალო ფაბრიკებს

 

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები მთავრობამ ბიზნესის ხელშეწყობისთვის გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. პარალელურად, იგი „საკანონმდებლო ხარვეზის გასწორებასაც“ ცდილობს, რაც ზოგ ბიზნესს ძვირი დაუჯდება. აჭარაში მოქმედ სამკერვალო ფაბრიკებში (და არა მარტო აქ) მაკონტროლებელმა ორგანომ შემოწმების ახალი ტალღა დაიწყო. სადავო გადასახადების დაკისრების პარალელურად, ზოგიერთი ინვესტორის მიერ ბიზნესის საქართველოდან გატანაზეც საუბრობენ.

ღარიბაშვილი ინვესტორებს: ”თქვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციის თითოეული ცენტი იქნება დაცული”

 

 

საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. 

ბათუმში ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული ბიზნესფორუმი ტარდება

 

ამ წუთებში ბათუმში, სასტუმრო შერატონში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ერთობლივი ბიზნესფორუმისთვის ემზადებიან. 

ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის ჩატარება შეწყდა

 

ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლების მქონე პირებს ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების უფლება შეუწყდათ. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შესაბამის ბრძანებას ხელი 28 იანვარს მოაწერა. ქვეყნის რეგიონებში ათობით აუდიტორული კომპანია ალტერნატიულ აუდიტს ვეღარ ჩაატარებს. ბევრი მათგანი, რომლებიც ძირითადად ალტერნატიულ აუდიტზე იყო მიბმული, სავარაუდოდ, ფუნქციონირებას შეწყვეტს. 

კომერციული ბანკების წილი სააქციო კაპიტალის მიხედვით

 

საქართველოს მთავრობის 15 იანვრის განკარგულებით, „ეკონომიკის გრძელვადიანი  რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის“, 2015 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს სახელით უნდა გამოუშვას 2 და 5 წლის დაფარვის ვადის მქონე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები (სახაზინო ობლიგაციები), არაუმეტეს 200 მილიონი ლარის მოცულობით.

რატომ აპატია აჭარის ფინანსთა სამინისტრომ კომპანიებს 89 მილიონი ლარი

 

 

საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მოტივით აჭარის მთავრობამ შარშან ზოგიერთ ინვესტორს ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის დაკისრებული დავალიანება ჩამოაწერა. 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით პირგასამტეხლოს სახით დარიცხულმა გადაუხდელმა თანხამ 89 მილიონზე მეტი ლარი და მილიონ-ნახევარზე მეტი აშშ დოლარი შეადგინა. აუდიტორი არაერთგვაროვან მიდგომაზე საუბრობს, სხვა მოსაზრებები აქვთ აჭარის მთავრობაში. 

ბიზნესი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს შესახებ “ბათუმელების” მიერ დასმულ შეკითხვებს გოჩა ირემაძემ, „ბათმშენი 2007″ -ის დამფუძნებელმა უპასუხა. ბატონო გოჩა, სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ როგორ შეაფასებთ დღეს არსებულ ბიზნესგარემოს? როგორც ვმუშაობდით, ისე ვმუშაობთ, არც არაფერი გამოსწორებულა და არც გაუარესებულა. მე კერძო ბიზნესი მაქვს. ერთადერთი ცვლილება რაც არის, უკრაინელები ყიდულობენ ბინებს. ყაზბეგის ქუჩაზე, ჩემს აშენებულ სახლში, რომელიც ხელისუფლების ცვლილებამდე დავასრულე, …

რა უნდა გააკეთოს მეწარმემ და რას მიიღებს ასოცირების ხელშეკრულებით

 

 

საქართველოს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, აჭარის სამრეწველო პალატაში ადგილობრივ მეწარმეებსა და ბიზნესმენებს შეხვდნენ.

14 მილიონი დოლარის ინვესტიცია ბათუმში

 

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში  ახალი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი, რომლისთვისაც  14  მილიონი დოლარის ინვესტიცია განსახორციელდება.  მშენებლობის საძირკველში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მშენებელ კომპანია შ.პ.ს. DS GROUP – ის მფლობელ სერგეი დავიდოვთან ერთად  ხელი მოაწერა სერტიფიკატს, რომელიც სიმბოლურად საძირკველში კაფსულით  ჩააგდეს.

აჭარის მთავრობამ ბიზნესმენ ირის ბორჩაშვილს საინვესტიციო პირობები შეუცვალა

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის განცხადებით, ბიზნესმენმა ირის ბორჩაშვილმა აჭარის მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებიდან მხოლოდ ერთი დაარღვია. მინისტრის განცხადებით, პირობის დარღვევის მიზეზი ხელშეკრულებაში არსებული უზუსტობა გახდა.  

არის თუ არა „მეგა პალასის“ მფლობელი არჩილ ხაბაძის მეგობარი?

 

დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში უმაღლესი საბჭოს წევრმა, რობერტ ჩხაიძემ, ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით შპს „მეგა პალასის“ მფლობელები, რომლებსაც აჭარის მთავრობამ პირობიანი აუქციონის წესით მიწა გადასცა, არჩილ ხაბაძის მეგობრები არიან. 

მოცვის ბიზნესი აჭარაში

 

 

 საქართველოში  მოცვის პლანტაციების გაშენება გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში 2010 წლიდან აქტიურად დაიწყო. ამ კულტურამ რეგიონებში დაზიანებული ჩაის პლანტაციები ნაწილობრივ ჩაანაცვლა. 

1 ლარად გასხვისებული ქონების რევიზია


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ლევან ვარშალომიძის განკარგულების საფუძველზე მომზადებული იმ ხელშეკრულებების კანონიერებას სწავლობს, რის საფუძველზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სახელმწიფო ქონება 1 ლარად გაყიდა. ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ განმარტებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი თავართქილაძე და ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გელა ცინცაძე აკეთებენ.



<!** Image 1 align="" alt="სასტუმრო საქართველო" width="300" height="300" >

საწვავი და მონოპოლისტები

 ეთერ თურაძე 

 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ნათიქ ჯავადლის ინფორმაციით, ერთი ლიტრი დიზელის საწვავი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 45 კაპიკი, ანუ 95 თეთრი ღირს. რატომ ღირს საქართველოში 1 ლიტრი დიზელის საწვავი 2,3 ლარი, როდესაც საწვავის ეს სახეობა თითქმის ასი პროცენტით აზერბაიჯანიდან შემოდის?ვინ იგებს ამით და ვინ ზარალდება? – გასულ კვირას „ბათუმელები” ამის გარკვევას შეეცადა. 

ბიზნესმენების დაკავება

სავაჭრო ცენტრ შპს „ბათუმი“-ის (ე.წ. ხოფის ბაზრობა) დირექტორები, ილია ანანიძე და ჯონი ზოიძე ბათუმის #3 საპყრობილეში ერთი კვირის წინ გადმოიყვანეს. ბიზნესმენის ადვოკატის თქმით, დაკავებულებს მოწილეების მიმართ არსებულ დავალიანებას ედავებიან. არაოფიციალურად კი, მათ ბაზრობის წილის დათმობას სთხოვენ. არც იმას გამორიცხავენ, რომ ილია ანანიძე ძმის, თადარიგში მყოფი მოსამართლის, დავით ანანიძის ოპოზიციონერობისთვის ისჯება. ე.წ. ხოფის ბაზრობის 50 პროცენტი …

Exit mobile version