საკრებულოს წევრები დაზიანებული ქუჩებისა და ტროტუარების შესახებ

 

 ბათუმის საკრებულოს წევრები batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას –  „ბულვარი, მერია, ნავსადგური – ვინ უნდა განაახლოს განათების ბოძები?“ გამოეხმაურენ.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით,  ტერიტორია ქალაქის სავიზიტო ბარათია და აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს.  

ბათუმის ცენტრში იყიდება ორ ოთახიანი გარემონტებული ბინა

    ბათუმის ცენტრში, ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში, ახალაშენებულ სახლში, იყიდება, ოროთახიანი გარემონტებული ბინა, უზრუნველყოფილი საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით, ზღვის ხედით.   ფასი შეთანხმებით.   ტელ: 27 83 25;   მობ: 593 67 36 83

„ალი და ნინო“ ადგილს ავტორთან შეთანხმებით შეიცვლის

 

 

თამარ კვესიტაძის ნამუშევარი, რომელსაც მოგვიანებით „ალი და ნინო“ უწოდეს, ბათუმის  სანაპიროზე,  ზღვასთან ახლოს,  2011 წლის ზაფხულში დადგეს. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქანდაკება თავის დროზე კანონდარღვევით, ტექნიკური დეტალების  გათვალისწინების გარეშე დაიდგა, რის გამოც მას ზღვამ საძირკველი დაუზიანა.  ბულვარის ადმინისტრაცია ქანდაკების ადგილმონაცვლეობას გეგმავს.  

 

 

 

 

 

როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი – დისკუსია ბათუმის საკრებულოში

 

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრებთან  და მშენებლებთან, ქალაქის განაშენიანების საკითხებზე, ასევე მოქმედ რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.   

ერთსართულიანი ბათუმი

 

ერთსართულიანი სახლები და ბელეტაჟები ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქალაქის განაშენიანებისთანავე გამოჩნდა, ზოგან სავაჭრო სახლი იყო, ზოგან – საცხოვრებელი. ბოლო ათი წლის მანძილზე ქალაქის ისტორიულ ნაწილში ბელეტაჟების რაოდენობა შემცირდა – მათ მაღალსართულიანი კორპუსები ანაცვლებს, ზოგიერთი სახლი კი თანამედროვე არქიტექტურის ჩრდილში ექცევა – ერთსართულიანი, ძველი ბათუმი თანდათან ქრება.

ბათუმის ახალი სასაფლაო ჩაქვში

 

შპს „ბათუმის სასაფლაოებმა“ დაბა ჩაქვში ქ. ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს მოსაწყობად 3,6 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. ცალკე 70 ათასი ლარი დაიხარჯება ფერიის სასაფლაოს პასპორტიზაციისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისთვის.

 

შადრევანი სტადიონის ნაცვლად

 

ბათუმში, თავდადებულისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში არსებულ ტერიტორიაზე  შადრევანი გაკეთდება.  

 

ბულვარი, მერია, ნავსადგური – ვინ უნდა განაახლოს განათების ბოძები?

 

ბათუმის ნავსადგურთან რამდენიმე მეტრის გაყოლებაზე ოცამდე განათების ბოძია დაზიანებული. ნათურები დამტვრეულია, ბოძები კი _ დაჟანგული.

კონსტიტუცია ხუთი წლისაა

აჭარის კონსტიტუცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2008 წლის 20 თებერვალს  მიიღო. მოგვიანებით, ამავე წლის 15 ივლისს კი საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.

 

ახალი კონსტიტუცია აჭარის ა/რ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის შემდეგ არის პირველი ძირითადი კანონი, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

 

„ეს დოკუმენტი სრულად  პასუხობს დღეს იმ მოთხოვნებს რაც არის საქართველოს კონსტიტუციაში, საქართველოს კონსტიტუციურ კანონში. ჩვენი რეგიონისთვის  განვითარებისთვის  და მოწყობისთვის ყველაფერია ამ დოკუმენტში,“ – ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პეტრე ზამბახიძე, რომელიც კონსტიტუციის მიღების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.  

 

საქართველოს კონსტიტუციისგან განსხვავებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება შევიდა. ცვლილება  უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის სამით გაზრდას ეხებოდა.

 

საკრებულოს თავმჯდომარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ნოდარ დუმბაძის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარემ გუშინ „ტელეარხ 25“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. ჟილინის არხის მშენებლობისათვის დამატებით 4 მილიონის მოძიება იყო საჭირო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

ქართუს ნაცვლად სარაგბო მოედანი ბიუჯეტის ფულით აშენდება

 

 

დღეს ბათუმის საკრებულოში სარაგბო მოედნის აშენების საკითხიც განიხილებოდა, რომელსაც სხდომაზე უმცირესობის მხრიდან განსაკუთრებული ვნებათაღელვა მოყვა, რის შედეგადაც ბიუჯეტის დამტკიცება ექვსი საათით შეფერხდა.  ოპოზიციამ მისი ბიუჯეტიდან დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვა გააპროტესტა და სხდომა დატოვა. ქვორუმის გარეშე დარჩენილმა საკრებულოს თავმჯდომარემ კი სხდომა ჯერ ექვს საათამდე, შემდეგ კი კიდევ ერთი საათით გადადო.

ბათუმში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

 

 

დღეს, 31 იანვარს, 18: 00 საათზე ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, ბენზინგასამართ სადგურთან მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა.

რა შეიცვლება ბულვარის ზოოკუთხეში

 

 

ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები  მიმდინარეობს. ბულვარში არსებული ზოოკუთხე ფართოვდება. წყალგაუმტარი მასალებით გარემონტდება გედების ტბა, რომელსაც პლასტმასის მოაჯირის ნაცვლად რკინის ჭედური მოაჯირები გაუკეთდება. ბულვარის გამყოფი ზოლი კი, მარმარილოს ფილებით მოპირკეთდება. 

„მერიამ სანიაღვრე არხი სანახევროდ გაწმინდა“

 

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის“  ხელმძღვანელმა დავით ბერიძემ დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  ბათუმში, ხახულის ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე არხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.  

ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზი სადენების დაზიანებაა

 

ამ დროისთვის ათობით აბონენტია ელექტროენერგიის გარეშე ბათუმში,  გორგილაძის ქუჩის (27-29-31 ნომრების) მიმდებარე უბანში, რომლებსაც, როგორც „ენერგო პრო-ჯორჯიაში“  აცხადებენ, დენის მიწოდება მალე აღუდგებათ.

ბათუმის მერიაში უამინდობისთვის სპეცტექნიკაა მობილიზებული

 

 

ბათუმის მერიას, მოსალოდნელი უამინდობისთვის სპეცტექნიკა ჰყავს მობილიზებული. 

ვინ ისარგებლებს უფასო და შეღავათიანი მგზავრობით ბათუმში

 

ბათუმში, მიმდინარე წელს, საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები, ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები, შშმ პირები და მოსწავლეები. მგზავრობისას შეღავათებით ისარგებლებენ მასწავლებელები, სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები და ასაკით პენსიონერები.

ბათუმში საფლავების დასუფთავებაზე გადასახადი დაწესდება

 

ფერიის ცენტრალურ სასაფლაოზე წელს ყველა საფლავი დაითვლება და თითოეულს  რიგითი ნომერი მიენიჭება; დადგინდება მათი  ფართობები და მეპატრონეები, რომლებთანაც გაფორმდება ხელშეკრულებები; შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც მეპატრონეები შეძლებენ მათი საფლავების დასუფთავებისათვის გადაიხადონ შესაბამისი საფასური.

ნახევარი მილიონი ლარი ბათუმში ორმოების ამოსავსებად

 

ბათუმში არაასფალტირებული ქუჩების სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ქალაქის მერიამ 564 995 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. კომისია გამარჯვებულს 20 იანვარს დაასახელებს.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ერას მოედანზე

 

 ამ წუთებში, ბათუმში ერას მოედანზე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. გამოფენის ორგანიზატორი ორგანიზაცია „ჩიკარტია“. 

მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი1 იანვრამდე დასრულდება

 

დღეს 15 დეკემბერს, ბათუმის მერიაში საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის მესამე ატაპი მიმდინარეობს.

გასაუბრება დღის ორ საათზე, ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში დაიწყება. საჯარო მოხელეტა კონკურსი, პირველ იანვრამდე უნდა დასრულდეს.

ბათუმის ლოგოს შერჩევის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს

 

ბათუმის ლოგოს შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი რვა დეკემბერს დასრულდება. ავტორება საკუთარი ნამუშევრების განთავსება ვებგვერდზე  act-gr.com-ზე შეეძლოთ. ამ დროისთვის ვებგვერდზე ასამდე ლოგოს ვარიანტია ატვირთული.   კომისიის ერთ-ერთი წევრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელის, ნათია აფხაზავას განცხადებით, ლოგოების შერჩევის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. 

საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ჟურნალისტები აირჩიეს

 

დღეს 17 ნოემბერს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს.  მრჩეველთა საბჭოში მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტები, სოფო ჟღენტი და ტარიელ ცეცხლაძე იქნებიან. 

ზღვისპირა ბულვარი [ფოტო]

 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, პლაჟს კაფეს დემონტაჟის შემდეგ ალაგებენ. 

 

[ტექსტი ჩასწორებულია]  

“ბათუმის განვითარების ფონდი“ უფროსის სახლში

 

„ბათუმის განვითარების ფონდს“ ოფისი არ აქვს და თანამშრომლები უფროსის, ავთანდილ დარჩიას კერძო სახლში ვმუშაობთ“ – განაცხადა ფონდის წარმომადგენელმა, დღეს, ათ ნოემბერს გამართულ  ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.  

„თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში გადავიდნენ

 

ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის საკრებულოში აღარ იფუნქციონირებს. „თავისუფალი დემოკრატები“  ბათუმის საკრებულოში დღეიდან ოპოზიციის რანგში გააგრძელებენ მუშაობას.   

გიორგი ერმაკოვის ბრიფინგი ბათუმის მერიაში

 

 

დღეს, სამ ნოემბერს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბრიფინგი გამართა, სადაც სტიქიის შედეგებზე და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.   ბრიფინგს მერის რწმუნებულები, მერიის  სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ზედამხედველობის სამსახურის პასუხი ღია ჭებთან დაკავშირებით

 

გუშინ ბაგრატიონის ქუჩაზე, ღია ჭაში სამი ავტომანქანა ჩავარდა. ვის ეკისრება  პასუხისმგებლობა ქალაქში არსებულ ღია ჭებთან დაკავშირებით? „ბათუმელები“ ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა. 

ბათუმში აშშ-ს საზღვაო ფლოტის გემი შემოვა

 

აშშ-ის მე-6 ფლოტის კრეისერი „ველა გალფი“ 18-20 ოქტომბერს ბათუმის პორტს ესტუმრება – ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ველა გალფი“ მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტაიკონდეროგას კლასის ხომალდია. მისი ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოს მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, აგრეთვე მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში. 

ასათიანის ქუჩაზე მშენებარე სახლის კედელი ჩამოინგრა

 

სამაშველო სამსახურის ხელმძვანელის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით,  ლ.ასათიანის (ყოფილი ჯაფარიძის) ქუჩაზე 17 ნომერში მშენებარე სახლის კედელი ჩამოიგრა. ნანგრევებმა გვერდით მდებარე საცხოვრებელი სახლის კიბე დააზიანა.   კედლის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაზიანებულა. 

ბათუმის მერიის სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

 

ბათუმის მერიაში ახალი სამსახურის უფროსები დაინიშნენ.  რამდენიმე უფროსმა თანამდებობა შეინარჩუნა. ახალი უფროსების დიდი ნაწილი კი ყოფილი მოადგილეები არიან. 

იყიდება სამ სართულიანი სახლი


იყიდება სამსართულიანი სახლი, 200 კვ.მ ფართობის კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ფართით.

ევროპის მოედანზე გალა კონცერტისთვის ემზადებიან

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, საღამოს გალა კონცერტით დასრულდება. 

 

კონცერტში მონაწილეობენ მუსიკალური ჯგუფები: „ბათუმი“, „დაიმონდსი“, „ნოტა“, „ჯეო პლანეტი“ და მომღერლები: სოფო ხალვაში, ლუკა ზაქარიაძე, სოფო ერგემლიძე, კახა ცისკარიძე და ხანუმები.

 

 

ბათუმში სანაპიროზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა

 

ამ წუთებში, ბათუმში სანაპიროზე, „იახტ კლუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკა გამოიფინა.

ტანკები, ყუმბართმტყორცნები, ხვემეხები და სხვადასხვა აღჭურვილობა.

  

Exit mobile version