ბულვარის ახალ კონცეფციაზე 162 843 ლარი დაიხარჯება

 

ბულვარის ახალი კონცეფციის შექმნაზე „ბათუმის ბულვარის“ ბიუჯეტიდან, 162 843 ლარი დაიხარჯება. როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ტენდერი ცხადდება ტოპოგრაფიული რუკის შედგენაზე, რომლის მიხედვით განისაზღვრება ბულვარის შემდგომი განვითარება.

80 ახალგაზრდა ბათუმელი მთის ბანაკებში დაისვენებს

 

ბათუმის მერიამ სამთო ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს სამი ბანაკის ორგანიზება – მასთან დაკავშირებული ყველა სერვისით [ტრანსპორტირება, ბანაკების მოწყობა, კვება, ყოველდღიური ლაშქრობების სპორტული შეჯიბრებებისა და ინტელექტულურ- შემოქმედებითი საღამოების ორგანიზება და სხვა]. აღნიშნული ღონისძიებისთვის მერიას 38 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდები კი მერიის სპეციალურმა კომისიამ უნდა შეარჩიოს.

ბათუმის მერია სამინისტროებსა და უწყებებს შორის ფეხბურთში ტურნირს ჩაატარებს

 

აჭარის სამინისტროებსა და უწყებებს შორის სპორტული შეჯიბრის ორგანიზებაში ბათუმის მერია 3 500 ლარს გადაიხდის. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. სამინისტროებსა და უწყებებს შორის ტურნირი მინი-ფეხბურთში (24 თამაში) ქ. ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარდება. 

ახალი ბინები ბათუმის მერიას

 

ბათუმის მერიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში ცხრა ბინა გადასცა. ამავე სახლში ორი ბინა სამინისტროს ანუ აჭარის საკუთრებაშია. გარემონტებული ბინები (საერთო ფართობი – 426,42 კვ/მ) ხელისუფლებას კომპანია „კინოს უბანმა“ ადრე ნაკისრი ვალდებულებების სანაცვლოდ ჩააბარა. 

რა შეიცვლება ბულვარში ტურისტულ სეზონზე

 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ბულვარის ინფრასტრუქტურის  მოვლა-შენახვისა და განვითარებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან წელს 5 144 600 ლარი დაიხარჯება, „რასაც ბულვარის ადმინისტრაცია, კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან 1 121 000ლარს დაამატებს“.  

26 მაისს ბათუმში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჩამოვა

 

26 მაისს, ბათუმში  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე  აღინიშნება. 6 მაისის პარკის კოლონადებთან მოეწყობა აფხაზ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, მოეწყობა ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. „ღონისძიებაზე იჟღერებს ქართულ–აფხაზური მელოდიები“- ვკითხულობთ პროგრამაში. 

ბათუმში ზღვის სეზონი დაიწყო

 

დღეს ბათუმში  ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდეა. ხალხმრავლობაა ბათუმის ბულვარსა და პლაჟზე.   

8 მილიონზე მეტი ლარი სასმელი წყლისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან

სასმელი წყლისთვის წელს ბათუმის ბიუჯეტიდან 8 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. აქედან 1 მილიონ 180 ათასი ლარი „ბათუმის წყლის“ სუბსიდიაა იმის სანაცვლოდ, რომ კომპანიამ ტარიფი არ გაზარდოს. 

„ბათუმის წყალი“: არარენტაბელური საწარმო არასამართლიანი ტარიფებით

„ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ საწარმო მომგებიანი არ არის. ფინანსური დირექტორის თემურ ბედინაძის თქმით, 300-მილიონიანი ქონების ექსპლუატაციისთვის რა ხარჯიც უნდა გაიწიოს, იმის ადეკვატური არ არის ტარიფი ამ ეტაპზე: „ამხელა ქონებას ცვეთა რომ დაარიცხო, თუნდაც 2 პროცენტი, 6 მილიონი ლარია წელიწადში. შემოსავლები კი ყოველწლიურად 10-დან 12 მილიონ ლარამდე მერყეობს. აქედან ხელფასი და პრემიებია 4 მილიონი, 1 მილიონი ელექტროენერგიის ხარჯია, საწვავის, ტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯი, ასევე სხვადასხვა ხარჯი და ამიტომ არარენტაბელურია”.

ბათუმის ქუჩები წვიმის შემდეგ

 

ბათუმის ცალკეული ქუჩები წვიმიანი ამინდების შემდეგ ასე გამოიყურება. ე.წ „ჭაობის“ დასახლებაში ქუჩების დიდი ნაწილი არაასფალტირებულია. მოშლილია გაზონები, ტროტუარები კი ბალახითაა დაფარული.  

ბათუმის მერიამ შარშან ნარკოზით 2785 ძაღლი და კატა დააძინა

 

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მონაცემებით, მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ქვეპროგრამის ფარგლებში, 2014 წელს ქალაქის ტერიტორიაზე განხორციელდა 6550 ცხოველის [მიუსაფარი ძაღლებისა და კატების] დაჭერა-ტრანსპორტირება; გაუკეთდა ევთანაზია [ჰუმანური დაძინება ნარკოზით] 2785 ცხოველს; სტერილიზაცია, ვაქცინაცია და დაბირკვა -1890-ს, კასტრაცია, ვაქცინაცია და დაბირკვა კი – 1875 ცხოველს.

ავტოსაგზაო შემთხვევები ბათუმში

 

 

<!** Image 1 align="" sub="ავტოსაგზაო შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე/ფოტო: თედო ჯორბენაძე" width="600" height="720" >

 

დღეს, 7 მაისს, ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  პირველი შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც თვითმხილველთა თქმით, მერსედესის მარკის ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რომელიც შს სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქად არის დაზიანებული.

 

მეორე შემთხვევა კი ფიროსმანის ქუჩაზე, გმირთა ხეივანთან მოხდა, სადაც ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ავტომანქანებიც. 

 

 შს სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხეულის დაზიანებები არავის მიუღია.  

 

 

<!** Image 3 align="" sub="ავტოსაგზაო შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე" width="600" height="720" >

 

<!** Image 2 align="" sub="ფიროსმანის ქუჩა" width="500" height="720" >

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა ზაფხულში გადაიკეტება

 

 ბათუმში, ზღვის სანაპიროს გასწვრივ, შ. ხიმშიაშვილის ქუჩაზე (ჩარმიქლის ქუჩიდან ჟილინის არხამდე) ივნის-ივლისში კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდება.  სამუშაოების შესყიდვაზე მერიამ ტენდერი პირველ მაისს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 1 309 341 ლარი.

დეპუტატი: ეს რეგულაცია არღვევს ბიზნესმენების უფლებებს

 

  საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, K2 კოეფიციენტის გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ, დღეს მხარი არ დაუჭირეს „თავისუფალი დემოკრატების“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა.

შეღავათები ინვესტორებს ბათუმის საკრებულოსგან

 

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს, 30 აპრილს, 8 საკითხს განიხილავენ, მათ შორისაა ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.  

ბათუმის მერიისგან ბინას 4091 მოქალაქე ითხოვს

 

ბათუმის მერიაში ბინით დაკმაყოფილების თაობაზე და თავშესაფრის უზრუნველყოფის შესახებ, მოქალაქეების მიერ 4 ათასზე მეტი განცხადებაა შეტანილი. მარტო შარშან და წელს, მერიის საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში სულ შესული და განხილულია  2027 განცხადება.

კონდიციონერი სახლის ფასადზე – ზეპირი დირექტივები ბათუმის მერიისგან

 

კონდიციონერების გარე ბლოკების ფასადებზე მონტაჟსა თუ დემონტაჟს ბათუმის მუნიციპალიტეტი საკანონმდებლო დონეზე ვერ არეგულირებს. მიუხედავად ამისა,  მერიის ზედამხედველობის სამსახური თუ მიიჩნევს, რომ კონდიციონერის გარე ბლოკი ფასადს ამახინჯებს, სამსახური ატყობინებს მეპატრონეს, რომ ბლოკი ფასადიდან მოხსნას ან შეფუთოს.  

ბათუმში მიწისქვეშა სანაგვე ურნები დაამონტაჟეს

 

მიწისქვეშა ნარჩენების შემკრები ოთხი კონტეინერი ამ დროისთვის ბათუმში, ესენინის ქუჩაზეა განთავსებული.   მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურმა გააკეთა. როგორც სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე აცხადებს, მიწისქვეშა ურნების  განთავსება ქუჩის რეაბილიტაციის პროექტში იყო გათვალისწინებული.

საკრებულოს წევრები ლატვიელ კოლეგებს შეხვდნენ

 

დღეს, 14 აპრილს, ბათუმის საკრებულოში ლატვიის თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთა ცხრაკაციან დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრას, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, ასევე ქალაქის მერი ესწრებოდნენ.    

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველებს

 

ბათუმის მერიის, სოციალური სერვისების სააგენტომ  აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველებს სააღდგომოდ   5 კვერცხი და ერთი პასკა გადასცა. 

 
 

9 აპრილი ბათუმში

 

დღეს ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და 1989 წლის 9 აპრილის ღამეს დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგეს. 

„ბათუმის წყალი“ 16 ტონა თხევად ქლორს შეიძენს

 

16 ტონა თხევად (აირად) ქლორს შეიძენს შპს „ბათუმის წყალი“, რისთვისაც კომპანიამ 43 390 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ბათუმში მომხმარებელი გაზქლორით დამუშავებულ წყალს მოიხმარდა, კომპანია წყლის გაწმენდის მეთოდის ცვლის და გაზქლორის ნაცვლად წყალი ჰიპოქლორიდით ანუ თხევადი ქლორით გაიწმინდება.

წინასაარჩევნო დაპირებები ბათუმში


„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეები შეეცადნენ გაერკვიათ როგორია ხალხის ჩართულობა თვითმართველობის საქმიანობაში, რას დაპირდნენ წინასაარჩევნოდ ბათუმის მერი და საკრებულოს დეპუტატები მოსახლეობას და რა შესრულდა მათი დანაპირებიდან. თვითმართველობის თითქმის ერთწლიანი საქმიანობა კი სტუდიაში ასოციაცია „თავისუფლება და დემოკრატიის“გამგეობის წევრმა ნინო ჩხეტიამ შეაფასა

ოთხჯერ ჩაშლილი ტენდერი მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების დამონტაჟებაზე

 

შპს “სანდასუფთავების” მიერ გამოცხადებული ტენდერი ბათუმში მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების დამონტაჟებაზე, ოთხჯერ ჩაიშალა – სამი ტენდერი გასულ წელს, ერთი კი – მიმდინარე წელს. ოთხჯერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა იურიდიულმა პირმა – შპს “ელიტ პროდაქშენმა” მიიღო მონაწილეობა და დამკვეთმა ისიც დაიწუნა – “დისკვალიფიცირებულია”, წერია სატენდერო დოკუმენტში. „სანდასუფთავებამ“ იგივე სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მეხუთედ, გუშინ, 30 მარტს გამოაცხადა. 

მერიის 100 ათასიანი ტენდერი პროექტების შედგენაზე

 

ბათუმის მერიამ სხვადასხვა სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე 100 ათასიანი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა უნდა გასწიოს შემდეგი მომსახურებები: საპროექტო სამუშაოები; სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენა; სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; საჭირო შემთხვევებში დამატებითი მომსახურების გაწევა; დეფექტური უწყისებით ხარჯთაღრიცხვების შედგენა; აგრეთვე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და გეოლოგიური გამოკვლევა.

ნაგვის ურნაში გაჩენილი ცეცხლი სახანძრომ ჩააქრო [ფოტო]

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ნაგვის ურნაში გაჩენილი ცეცხლის გამო, სახანძრო სამსახური გამოიძახეს. სახანძრო ბრიგადა შემთხვევის ადგილზე 3 წუთში მივიდა და ცეცხლი ჩააქრო.

გორგილაძის ქუჩა აპრილის ბოლომდე არ გაიხსნება

 

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე [გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში], სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 აპრილამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მიმდინარე სამუშაოების გამო გადაკეტილი ქუჩა შესაძლოა აპრილის ბოლომდე არ გაიხსნას. 

პუშკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

 

ბათუმში, პუშკინის ქუჩის მონაკვეთი ჯავახიშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის, გადაკეტილია. გადაკეტილია გრიბოედოვის ქუჩაც პუშკინის ქუჩის კვეთაში. ქუჩების გადაკეტვის მიზეზი კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებაა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და პუშკინის ქუჩის მონაკვეთები ეტაპობრივად გადაიკეტება.

სამუშაოები პარალელურად უნდა დაიწყოს პორტის მიმდებარე ტერიტორიიდანაც [გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების კვეთა]. 

 

მოქალაქეები ღია კარის დღეზე ბათუმის საკრებულოში

 

დღეს 23 მარტს ბათუმის საკრებულოში მოქალაქეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. სხდომაზე თავიანთ საცხოვრებელ უბნებში არსებული პრობელემების თაობაზე, განცხადების გაკეთების სურვილი 15-მა მოქალაქემ გამოთქვა. 

ბათუმში გორგილაძის ქუჩა გადაიკეტა

 

ბათუმში, გორგილაძის ქუჩა სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხელახლა გადაიკეტა. გადაკეტილია გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის არსებული გზის მონაკვეთი. 

მოუწესრიგებელი ქუჩა მთავარი სამმართველოს გვერდით

 

ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმრთველოს მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია, ქუჩის სავალი ნაწილი  კი – დაზიანებული.  

ადლიაში ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დასრულდა

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ ადლიას ნაპირგამაგრება დაასრულა. პროექტი „აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს“ დაკვეთით განხორციელდა.
 

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [ვიდეო]

 

დაპირისპირება ბიუჯეტში ცვლილების საკითხის განხილვისას „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარის კობა ჩხეიძის მიერ ბიუჯეტის ნაშთზე დასმულ საკითხს მოჰყვა.

Exit mobile version