ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის საკრებულოში აღარ იფუნქციონირებს. „თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის საკრებულოში დღეიდან ოპოზიციის რანგში გააგრძელებენ მუშაობას.

ამის თაობაზე, განცხადება დღეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
„თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის საკრებულოში დღეიდან დამოუკიდებლად იქნებიან წარმოდგენილი. იმედი გვაქვს ღირსეული ოპოზიცია იქნება“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ბათუმის საკრებულოში, „თავისუფალი დემოკრატები“ სამი წევრითაა წარმოდგენილი.