28 მაისს ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნება [პროგრამა]

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 28 მაისს ტურისტული სეზონო ბათუმში 11 საათზე, ისტორიულ ბულვარში, შადრევნებთან გაიხსნება „წყლის ფარდის“ შოუთი. დეპარტამენტის განმარტებით, მოეწყობა სპეციალური 3-მეტრიანი წყლის ფარდა, რომელზეც ბათუმის ხედების ვიდეოპროექციებს აჩვენებენ. 12 საათზე კი, ბათუმის ბულვარში ჯგუფი „მოსიარულე დრამერები“ გამოჩნდებიან, რომლებიც  ბულვარში იმოძრავებენ. მთელი დღის მანძილზე დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათი უმრავლესობა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე …

70 ათასი ლარი ატრაქციონების ნაწილების შესაძენად

იტალიური წარმოშობის პანორამული [ე.წ. ეშმაკის] ბორბლისა და 6 მაისის პარკში მდებარე ატრაქციონების სათადარიგო ნაწილების შეძენაში, ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო 70 ათას ლარს გადაიხდის. სააგენტოში აცხადებენ, რომ მომავალი გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის ატრაქციონები საჭიროებს გარკვეული ნაწილების შეცვლას: „აღნიშნული ატრაქციონები ჩამოტანილი და დამონტაჟებული იქნა იტალიიდან, კომპანია „VISA INTERNATIONAL SRL“-ის მიერ. აღნიშნული კომპანია იძლევა რეკომენდაციას და ტექნიკურ …

ბათუმის საკრებულო არჩილ ხაბაძისთვის k2-ზე რეკომენდაციის უფლების ჩამორთმევას გეგმავს

ბათუმის საკრებულო აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (k2) გაზრდის თაობაზე შუამდგომლობის [რეკომენდაციით მიმართვის] უფლების ჩამორთმევის საკითხს განიხილავს. ინიციატორი რესპუბლიკელი თემურ ყურაშვილია. დადგენილების პროექტის განხილვას, რომელიც უკვე მზადაა, საკრებულო 27 მაისს დაანონსებულ სხდომაზე გეგმავდა, თუმცა საკითხი უკვე გამოქვეყნებული დღის წესრიგიდან ამოიღეს. რატომ გადაწყვიტა საკრებულომ მთავრობის თავმჯდომარეს მის მიერვე მინიჭებული უფლება ჩამოართვას? – საკითხის ინიციატორის თემურ …

ორი დაკეტილი მუზეუმი ბათუმში

ბათუმში წინა ხელისუფლების დროს გახსნილი ცვილის მუზეუმი ისევ დაკეტილია. შენობა არქიტექტორთა სახლს ეკუთვნის, რომლისთვისაც ანალოგიური შენობის გამონახვა ბათუმის მერიამ ამ დრომდე ვერ მოახერხა. ოფიციალური ინფორმაციით, წლევანდელ საკურორტო სეზონზე ვერც „ბათუმის მუზეუმის“ გახსნა მოხერხდება, რომლისთვისაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძველი აბანოების შენობა გაარემონტა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ გია თავამაიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცვილის მუზეუმს ბათუმში …

სასტუმრო WYNDHAM-ი და კაზინო „პრინცესა“ ძველი ფოსტის ადგილზე

სასტუმროსა და კაზინოს გახსნა ბათუმში ყოფილი ფოსტის შენობაში აგვისტოში იგეგმება, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. შენობის მეპატრონემ მოლაპარაკება თითქმის დაასრულა Wyndham Hotel Group-თან, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელის მფლობელია. შენობის დასრულების სამუშაოების პარალელურად, კომპანიის მეპატრონეები სასტუმროში მუშაობის მსურველთა მონაცემებს აგროვებენ და გრანდიოზული პრეზენტაციისთვის ემზადებიან. Wyndham Hotel Group-ი 1981 წელს დაფუძნებული ამერიკული კომპანიაა, …

თაფლი “ჰილტონ ბათუმის” მეოთხე სართულიდან

სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ მეოთხე სართულზე ფუტკრის ოთხი ოჯახი ცხოვრობს. ფუტკრებზე, რომლებიც ბულვარისა და ექვსი მაისის პარკში არსებული ყვავილების ნექტრით იკვებებიან, მეფუტკრე ზრუნავს. მას შემდეგ, რაც თაფლს პირველად მიიღებენ, „ჰილტონ ბათუმის“ სტუმრებს შეეძლებათ უშუალოდ სასტუმროში მომზადებული, ნატურალური, ქართული თაფლი დააგემოვნონ. თაფლის რეალიზაციისგან მიღებული თანხა კი მთლიანად საქველმოქმედო მიზნებს, რეგიონში მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებას მოხმარდება. „ჩვენი ფუტკრები მეგობრულები …

მოსახლეობა გამხმარი ევკალიპტების მოჭრას ითხოვს

ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გასწვრივ, რამდენიმე ძირი მრავალწლოვანი ევკალიპტის ხეა გამხმარი. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა ამ ხეების მოჭრას ითხოვს. ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ეთერ მაჭუტაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ  ხეების მოჭრის მოთხოვნით განცხადება მერიაშიც შევიდა, თუმცა აღნიშნული ტერიტორია გადაამოწმა და ის  კერძო საკუთრებაშია, შესაბამისად, ხეებზე პასუხისმგებელიც მესაკუთრეა: „ვისია კონკრეტულად, ვერ გეტყვით ეს ტერიტორია, თუმცა ჩვენ …

ბათუმის ბულვარში ქვაფენილების ნაწილი დააგეს

ბათუმის ბულვარში ფერადი ქვაფენილების ნაწილი დაგებულია, თუმცა მოსაწესრიგებელია გაზონები. ნარჩენი მასალა მწვანე საფარზე, ხე-მცენარეებთან ყრია. ბულვარში მიმდინარე სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემაც მოინახულა. მთავრობის ინფორმაციით, ბულვარის სამივე ალეის ბილიკი პირველი ივნისისთვის სრულყოფილად დაგებული და მოწესრიგებული იქნება.

6 მაისის პარკთან დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელსაც დღეს, 14 მაისს, თვითმხილველების თვალწინ საკუთარ მანქანაში ცეცხლსასრული იარაღიდან ესროლეს გარდაიცვალა. როგორც „ბათუმელებს“ რეფერალურ საავადმყოფოში უთხრეს, მამაკაცი მუცლის არეში იყო დაჭრილი: „უმძიმესი შემთხვევა იყო, ფაქტობრივად დაღუპული იყო, სისხლის ძალიან დიდი დანაკარგი ჰქონდა გადმოყვანის დროს. ყველა რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ… “. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობა, რაც ისჯება თავისუფლების …

6 მაისის პარკთან ჯიპში მყოფ მამაკაცს სამი ტყვია ესროლეს

დღეს, 14 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკთან ჯიპის საჭესთან მყოფ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი მოქალაქეებმა მისივე მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ისე, რომ სასწრაფო დამხმარების მანქანას არ დალოდებიან, მსროლელი კი პარკის გასწვრივ, ბულვარის მიმართულებით გაიქცა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. „მაღაზიიდან, [მელიქიშვილის ქუჩაზე, ბიბლუსის გვერდით] გადმოვდიოდით პარკის მხარეს და ატყდა ხმაური, მეგობარმა ბავშვს …

ბათუმის საბავშვო ბაღებში დამატებით 1000-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ

ახალი სასწავლო წლიდან, ბათუმის საბავშვო ბაღებში დამატებით 1000-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ. მშობლებს სამი წლის ასაკს მიღწეული შვილების დარეგისტრირება ონლაინრეჟიმში, მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ. ახალი სასწავლო წლიდან სააღმზედელო დაწესებულებებში 2 ათას 593 ადგილი გამოთავისუფლდება. ამ დროისთვის 1500 აღსაზრდელი უკვე დარეგისტრირებულია. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საბავშვო ბაღების ჯგუფებში განსაზღვრული 35 აღსაზრდელის ადგილი. ლიმიტის ზემოთ პროგრამა არ ჩარიცხავს აღსაზრდელს. ააიპ ,,ბათუმის …

თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში [გამოკითხვა]

რომელია თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში? მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. შეგიძლიათ აირჩიოთ სამი ვარიანტი, ასევე, დატოვეთ კომენტარი, თქვენი აზრით, კიდევ რა ადგილები უნდა იყოს ამ ჩამონათვალში? თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში გამოკითხვა 2016 წლის 1 ივნისამდე გაგრძელდება.

როდის დაიცავენ ქვეყანაში მშენებელი მუშების უფლებებს

ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე სახლის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა დაიღუპა. ეს უკვე 359-ე უბედური შემთხვევაა ბოლო 10 წლის განმავლობაში მშენებლობიდან ადამიანის ჩამოვარდნის და დაღუპვის. მხოლოდ წელს ბათუმში უკვე სამი ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა მშენებარე კორპუსის სხვადასხვა სართულიდან გადმოვარდნის შედეგად. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არავის აქვს უფლება აკონტროლოს არის თუ არა დაცული შრომის უსაფრთხოების პირობები მშენებლობის …

ევროპული ქალაქის არაევროპული ავტოსადგური

ავტოსადგურები ტურისტული ქალაქების ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ბათუმს კი აქვს ავტოსადგური, რომლის ინფრასტრუქტურა წლებია არ განახლებულა. ქალაქის შემოსასვლელში არსებული სადგურის შენობა, ასევე მიმდებარე ტერიტორია მოუწესრიგებელია – მგზავრებს გადაადგილება არაჰიგიენურ გარემოში უწევთ. როგორც ჩანს, ბათუმის ავტოსადგურის განახლება ჯერ არ იგეგმება. ამ თემაზე სააქციო საზოგადოება „ბათუმის სადგურის“ უფროსის მოადგილემ, ბადრი სოლომონიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო ბადრი, იგეგმება თუ …

“ორი მხარე” – გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში [ანონსი]

14 მაისს, შაბათს, 18 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა – „ორი მხარე“ გაიხსნება. „ორი მხარე“ ორი ხელოვანის – თამარ ბოჭორიშვილისა და რაიმონდა სერეიკეიტის ერთობლივი პროექტია. „ორივე ავტორი ცდილობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა ისინი მიზნად არ ისახავენ კონკრეტული განცხადების მტკიცებას, მხოლოდ კითხვებს სვამენ და რეაგირებენ. მათი ნამუშევრები აერთიანებს რამდენიმე მედიას, რის საშუალებითაც ქმნიან სხვადასხვა ტიპის ობიექტსა და …

საცდელი „ელექტროსკამი“ ბათუმში დაამტვრიეს

ბათუმის მერიასთან ახლოს, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, გასული წლის ბოლოს დამონტაჟებული საცდელი ელექტროსკამი დამტვრეულია. ლითონისა და პლასტმასის კონსტრუქციის სკამის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის იკეცებოდა და თან ღამით განათებული იყო. ასეთი სკამი ქალაქში მხოლოდ ერთი იყო. თავის დროზე ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამბობდნენ, რომ – სკამი საცდელად დაამონტაჟეს.

ახალი ბულვარი ძველი პრობლემებით

59 230 ლარი გამოყო მიმდინარე წელს ახალი ბულვარის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად „ბათუმის ბულვარმა“. რას გააკეთებს და რის გაკეთებას ვერ წყვეტს „ბათუმის ბულვარი“ საკუთარ ტერიტორიაზე? როგორც `ბათუმის ბულვარში“ აცხადებენ, ახალი ბულვარის საზღვრები ამფითეატრამდეა. „ამის იქით, ბათუმის მერიაა პასუხისმგებელი“, – ამბობენ ბულვარის ადმინისტრაციაში. თუმცა პრობლემები ორივე მხარესაა. სამი წლის წინ შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლი დღესაც იმავე მდგომარეობაშია. …

ვის სჭირდება სამგანზომილებიანი ბათუმი

„ჩვენ ვყიდულობთ რაკეტას, რომლის გაშვებაც არ ვიცით“, – ასე აფასებს საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ახალ პროგრამას, რომელიც ბათუმს 346 ათასი ლარი დაუჯდება. „ბათუმის ტერიტორიის აერო-ფოტოგადაღება და ციფრული სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა“, – ასე ჰქვია პროგრამას, რომელსაც ბათუმის საკრებულომ გასულ კვირას დაუჭირა მხარი. საკრებულოს უმრავლესობას უჭირს დასაბუთება, რატომ არის საჭირო ბათუმის ვერტმფრენიდან გადაღება ე.წ. 3D …

გვიმრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში

პირველი აფთიაქის შენობის ფანჯრებიდან გვიმრები მოჩანს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმის ცენტრში დგას და საგულდაგულოდ არის ჩაკეტილი. მცენარეები შენობაში დაგროვილ სამშენებლო მტვერში იზრდებიან და როგორც ჩანს, არც მორწყვა აკლიათ – ალბათ უფრო სახურავიდან ჩასული წყლით. ინვესტორს, რომელიც შენობას არ უვლის, მთავრობამ შეუსრულებელი ვალდებულებები ბევრჯერ აპატია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ პოლიტიკა აჭარის მთავრობას საზოგადოებამ არაერთხელ დაუწუნა. რიგითმა ბათუმელებმა …

ბარბარეს ეკლესიის მიმდებარე სკვერში 40-სართულიან სასტუმროს ააშენებენ?

აჭარის მთავრობამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმ გადაწყვეტილების გადახედვა დაავალა, რომლითაც სამინისტრომ რუსთაველის ქუჩაზე, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ არსებულ სკვერში კერძო კომპანიას 7 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ჩამოართვა. ტერიტორია კომპანია „აქთივ ბათუმს“ გარკვეული ვალდებულების აღების სანაცვლოდ 6 წლის წინ გადაეცა. სკვერის ამ ნაწილისა და განსახორციელებელი ინვესტიციის ბედი დღემდე გაურკვეველია. „მაგ ტერიტორიის შემოღობვასთან, შენობის სართულიანობასთან და …

დანგრეული ასწლოვანი ბელეტაჟი – “მარდი ჰოლდინგის“ პასუხი “ბათომს”

ბათუმში, გორგასლის #25-ში მდებარე ბელეტაჟი კომპანია „მარდი ჰოლდნგმა“ დაანგრია. გუშინ, 25 აპრილს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი ჯიჯავაძეს საზოგადოება „ბათომმა“ წერილით მიმართა და სთხოვა, შეენარჩუნებინა ბელეტაჟი: „მოგმართავთ საზოგადოება “ბათომის” სახელით, რომელიც ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა და 2011 წლიდან არსებობს. რამდენადანაც ჩვენთვის არის ცნობილი, ბათუმში, გორგასლის ქუჩის #25-ში კომპანია „მარდი ჰოლდინგი“ გეგმავს სათავო ოფისის აშენებას …

ყოველ ოთხშაბათს – ბილეთები 5 ლარად ბათუმის “აპოლოში“

ბათუმში მდებარე კინოთეატრი „აპოლო“ აქციას იწყებს. ყოველი კვირის ოთხშაბათს, ნებისმიერ კინოსეანსზე ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება. „ფასდაკლება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ გაიზარდოს მაყურებლების რაოდენობა და ასევე, ფასდაკლების სხვადასხვა აქციას ვამჯობინეთ ერთიანი ფასდაკლება, რომელიც ერთი დღის მანძილზე ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ნებისმიერ მაყურებელს შეეძლება ნახოს ფილმები შეღავათიან ფასად“ – ამბობს ლევან ხუჯაძე, კინოთეატრ „აპოლოს“ მენეჯერი. მისი თქმით …

ბათუმის მერია და ქობულეთის მუნიციპალიტეტი სტიქიის შედეგებზე

ქალაქ ბათუმის მერიის განცხადებით: „ბათუმში ძლიერმა ქარმა მწვანე ნარგავები დააზიანა. ქალაქის სხვადასხვა უბანში წაქცეულია რამდენიმე ხე. ამ დროისთვის გამწვანების სამსახური მოტეხილი ტოტების გატანის სამუშაოებს ახორციელებს. შპს ,,სანდასუფთავებამ“ უკვე დაასრულა ქარისგან დანაგვიანებული ქუჩების დასუფთავება ქალაქის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებშიც. გაწმენდილია სანაპირო ზოლიც“. დღესვე განცხადება გაავრცელა ქობულეთის მუნიციპალიტეტმაც: „ქობულეთში წუხელ ღამით ძლიერი ქარი დაფიქსირდა. ამ დროის …

ძლიერი ქარი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში გუშინ ღამით ამოვარდნილმა ქარიშხალმა გარკვეული ზიანი მიაყენა ქალაქს, თუმცა ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიაში დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან რაიმე განცხადება არ შესულა. ქარის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ‘ბათუმელებს განუცხადეს, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და დენის მიწოდება სრულად 2 საათის განმავლობაში აღდგება. …

„ენმ“-ის წევრის განცხადებით, მერია უკანონო სამუშაოებს აწარმოებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გელა დეკანაძის განცხადებით, ბათუმის მერია ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე უკანონო სამუშაოებს აწარმოებს. მან ეს განცხადება 18 აპრილს, ბრიფინგზე გააკეთა. „იანვრის თვეში, ყადირ შერვაშიძის ქუჩის #38-ში, სასტუმრო „თანამგზავრთან“ ახლოს მიწა ჩამოწვა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრის სიგრძის გზა დააზიანა და გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობა გადაადგილდება ფეხით, სასწრაფო და სახანძრო მანქანებსაც შემოვლითი გზით  უწევთ მოძრაობა“ – აცხადებს გელა დეკანაძე. …

როგორ შეხვდება “ანბანის კოშკი” ახალ საკურორტო სეზონს

“ანბანის კოშკში” ამ დროისთვის სარემონტო სამუშაოებიც კი არ ტარდება. მიუხედავად ამისა, კომპანიის მმართველი პარტნიორი [როგორც ის თავის თავს უწოდებს] შალვა მელაძე ირწმუნება, რომ “ბუსტ ჯორჯია” აღებულ ვალდებულებებს ამჯერად შეასრულებს. ახალი შეთანხმებით, ინვესტორს ამისთვის 2016 წლის მაისამდე აქვს ვადა – ამ დრომდე “ანბანის კოშკში” კაფე, გალერეა, გადმოსახედი და ლიფტები უნდა მოეწყოს. 15 მაისს აჭარის მთავრობა საკურორტო …

დაუსრულებელი “ბაბილონ თაუერი” და უპასუხო კითხვები

“ბაბილონ თაუერის” მშენებლობა ისევ შეჩერებულია. პროექტთან დაკავშირებულ კითხვებზე აჭარის მთავრობას პასუხები არ აქვს, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობას კომპანიას კვლავ პატიობს. კომპანია პირგასამტეხლოს გადახდისგანაც კიდევ ერთხელ გაათავისუფლეს. რა ხდება მშენებლობაზე, რომელიც ბათუმის ბულვარის შესასვლელთან კომპანია “TAM GEO“-მ წლების წინ დაიწყო და დღემდე შეჩერებულია? – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აქვთ ინფორმაცია, რომ კომპანიაში წილების გადანაწილებაზე დავობენ. გავრცელდა …

“ჩვენ აღარ გვინდა ქუჩაში ლოცვა” – რას ითხოვს მუსლიმი მრევლი [ფოტო]

დღეს, ლოცვის შემდეგ მუსლიმმა მრევლმა, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის მოსაპოვებლად, კიდევ ერთი მშვიდობიანი აქცია გამართა.  აქციის მონაწილეებმა, მსვლელობა მოაწყვეს და მთავრობის სახლთან სამი ძირითადი მოთხოვნა გააჟღერეს. ისინი ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფისა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვას, ასევე ქობულეთის ბავშვთა პანსიონის საკითხის დაუყოვნებლივ მოგვარებას და მუსლიმთა უფლებების დაცვას ითხოვენ. აქცია, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული. აქციის მონაწილეებს …

“განათლების მნიშვნელობა” – გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია ბათუმში

16 აპრილს, ბათუმში, ხელოვების უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი, პრემია „საბას“ პრემიის ლაურეატი, წინანდლის პრემიის ლაურეატი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge-ს დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე – “განათლების მნიშვნელობა”. საჯარო ლექცია გაიმართება საქართველის პროფესიული განვითარების ცენტრის – GPDC – ორგანიზებით. ლექცია 16:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

სარფის გზა და პლაჟი სეზონის წინ

დამსვენებლებს ზაფხულში პრობლემები სარფში არ შეექმნებათ – აცხადებენ კომპანიაში, რომელიც აქ გზისა და ნაპირგამაგრების სამუშაოებს ასრულებს. კვარიათი-სარფის მონაკვეთზე სამუშაოებში ბიუჯეტიდან ჯამში 60 მილიონამდე ლარი იხარჯება. სეზონის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა პლაჟზე ინფრასტრუქტურის დროულ მოწესრიგებას ითხოვს. სარფში მიმდინარე სამუშაოების გამო, როგორც მშენებელ კომპანიაში გვითხრეს, აუცილებელი გახდა პლაჟის გასწვრივ დაახლოებით 100 ათას კუბ/მ-მდე ბალასტის [ხრეშის] შეტანა და …

ხარისხის ნიშანი აჭარაში ტურისტულ ობიექტებს

ხარისხის ნიშნის – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, მსურველთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი სრულდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფმა 30-ზე მეტი ტურისტული ობიექტი შეამოწმა. მონიტორინგისას ტურისტულ ობიექტებში ძირითადად ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები შემოწმდა, რომლებიც მსოფლიოში აღიარებულ – HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. ტექნიკური შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ გაიცა რეკომენდაციები, რომელთა შესასრულებლად ტურისტულ …

გორგილაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა იგეგმება

ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩაზე [გრიბოედოვის ქუჩიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთში] სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს. სამუშაოები განხორციელდება მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან. მერიის მიერ გამოცხადებული შესაბამისი ტენდერი მიმდინარე წლის 29 აპრილს დასრულდება. ამის შემდეგ უნდა გამოავლინოს კომისიამ ტენდერში გამარჯვებული და გააფორმოს ხელშეკრულება. როგორც ბათუმის …

ბათუმის შემოვლითი გზის დაფინანსების საკითხი გაურკვეველია

„ბათუმის შემოვლითი გზა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ის მონაკვეთია, რომლის მშენებლობისთვის დონორთა მოძიებაა საჭირო [ანალოგიურია ჭოროხი-სარფის მონაკვეთიც]. მშენებლობის შესაძლო დაფინანსების საკითხზე აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისიდან წარმომადგენლებს თბილისში წელს მაისში ელოდებიან. მანამდე კი, გზის ამ მონაკვეთის არსებული პროექტი მთლიანად გადაიხედება. „ბათუმის შემოვლით გზასთან დაკავშირებით არსებობს ძველი, დეტალური პროექტი, თუმცა არის შენიშვნები და მიმდინარეობს მასში კორექტირების შეტანა. …

ბათუმში ველობილიკებს გადაღებავენ

მეორე დღეა ბათუმში ველობილიკების გადაღებვის სამუშაოები მიმდინარეობს.  ა(ა)იპ “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს” ჯგუფმა გრიბოედოვის ქუჩაზე უკვე გადაღება ველობილიკი. სამუშაოები ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. ბათუმში ველობილიკების ფართობი სულ 20 ათასი კვ.მეტრია. სამღებრო სამუშაოები იმ მონაკვეთებზე ჩატარდება, რომლებიც განახლებას საჭიროებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ველობილიკების შეღებვა ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

„შეეგუეთ რეალობას“ – ბიზნესმენი სუს-ის თანამშრომლისგან ზეწოლაზე

ბიზნესმენმა თემელ ლომაძემ აჭარის ხელისუფლების პირველ პირს – არჩილ ხაბაძესა და სუს-ის პირველ პირს აჭარაში, ირაკლი ერისთავს წერილობით აცნობა, რომ ის ერთ-ერთი პროექტიდან სუს-ის მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით ახლახან გააძევეს. ბიზნესმენის პრობლემით არც ერთი უწყების პირველი პირი არ დაინტერესებულა. თემელ ლომაძის თქმით, მის ჩანაცვლებას გეგმავს კომპანია „რეალ მშენი“, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელს წილები ასევე აქვს იმ …

მერიის გაფრთხილება: 8 აპრილს 15 საათამდე 6 მაისის პარკში ბავშვებს ნუ გაიყვანთ

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, 8 აპრილს, 15 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან, რადგან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური პარკში ხე-მცენარეებს შხამქიმიკატებით შეწამლავს. „მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ როცა ხდება ხე-მცენარეების შხამქიმიკატებით შეწამვლა, გარკვეული დროით ეს მავნეა ადამიანისთვისაც. რამდენიმე საათის განმავლობაში არ უნდა შეეხონ შეწამლულ ფოთლებს, განსაკუთრებით ბავშვები, ვინაიდან შეიძლება მერე თითები პირში ჩაიდონ, რაც მომწამვლელია. …

Exit mobile version