პარაშუტი, დელტაპლანი, იახტა თუ დაივინგი? ექსტრემალური გართობის ფასი ბათუმში

„ბათუმში ყველაზე ექსტრემალური გასართობი ბატუტია. დიდი ადრენალინია, როცა ადიხარ დიდ სიმაღლეზე და შემდეგ ეშვები. განსაკუთრებით ზღვაშია კარგი, შეგიძლია მაღლა ახვიდე და წყალში ჩახტე. ეს ექსტრემალებისთვის ძალიან მაგარია“, – ამბობს ინდირა ევგენიძე და წყლის ბატუტს უბრუნდება. ის ამ გართობისთვის საათში 15 ლარს იხდის, თუმცა ამბობს, რომ განცდილი ამად ღირს. ბათუმში დასასვენებლად ჩამოსულ ექსტრემალებსა და აქტიური დასვენების …

„სმარტი“ ბათუმში კიდევ ერთი წელი არ გაიხსნება

ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარედ, ტერიტორიაზე, სადაც სუპერმარკეტ „სმარტის“ მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო მოედნის დამცავი ღობე აიღეს. მშენებელი კომპანიის, „ველაჯიო დეველოპმენტის“ წარმომადგენლის, ზურაბ ოდილავაძის განცხადებით, ღობის აღება მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება – ტერიტორიაზე უნდა დაიგოს ბეტონის საფარი. ობიექტი 2013 წელს უნდა ჩაბარებულიყო, შემდეგ ვადა 2015 წლამდე გადაიწია. შენობის [სუპერმარკეტის] გახსნის თარიღი კომპანიისთვის ამ ეტაპზეც უცნობია. მშენებლების თქმით კი, …

ახალი ბულვარი ტურისტებისა და კონცეფციის გარეშე

აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე, განსაკუთრებული დატვირთვით სანაპირო ზოლი და ბულვარი გამოირჩევა. თუმცა ბულვარის ახალი და ძველი ნაწილი კონტრასტულ სურათს ქმნის. მაშინ, როდესაც ძველ ბულვარში სიცოცხლე დუღს, ახალ ბულვარში ადამიანები კანტიკუნტად დადიან. დღის განმავლობაში ძველ ბულვარში შესამჩნევი ხალხმრავლობაა. სკამებზე, მინდვრებსა და ხეივანში დასასვენებლად გამოსულ უამრავ ადამიანს შენიშნავთ. დიდი დატვირთვით მუშაობს სხვადასხვა კვების ობიექტი, ჯიხური თუ მაღაზია. …

ვინ შეძლებს ბათუმში ბინის იაფად ყიდვას

ბათუმის მერიის პროგრამას, რომელსაც ბათუმში „იაფი სახლის“ სახელით იცნობენ, რამდენიმე წელია ათასობით ბათუმელი ელოდება. პროგრამამ სახელი შეიცვალა, ახლა მას „ხელმისაწვდომი სახცოვრისი“ ჰქვია, გაირკვა ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში აგებულ კორპუსებში ბინის შეძენას არა სოციალურად დაუცველები, არამედ გადახდის უნარის მქონე ადამიანები შეძლებენ, რომელთაც ხელფასი იმდენი არ აქვთ, რომ ახალი ბინა იყიდონ, თუმცა შეუძლიათ მინიმალური ყოველთვიური შენატანი უზრუნველყონ. …

562 დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის [ფოტო]

  სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით 17:00 საათის მონაცემებით, პარკირების წესების დარღვევის გამო, დღეს ბათუმში 562 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 504 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 18 – ნიშანში დგომის გამო,  13 – ტროტუარზე დგომისთვის, 11 – ტაქსის, სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო,  15 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და მხოლოდ 1 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

პლაჟის დანაგვიანებისთვის ჯარიმა 80 ლარია

სიმინდის ტაროები, პოლიეთილენის პარკები, სიგარეტის ნამწვავები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნარჩენების, რაც ბათუმის სანაპიროზე შეიძლება ნახოთ, უფრო ხშირად საღამოს. ზღვის პირას მყოფი დამსვენებლები ფიქრობენ, რომ პლაჟი მეტ-ნაკლებად სუფთაა. „მე 10 ბალიანი სისტემიდან დავწერდი ცხრა ქულას პლაჟის სისუფთავეში“ – ამბობს მიჰკენ მარტინი, დამსვენებელი ესტონეთიდან. „პლაჟი ისე თუ ასე სუფთაა, რაც შეეხება წყალს, უბრალოდ ძალიან მაგარია. …

ენმ-ს აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს“ მიერ ბათუმში გამართული აქცია გააპროტესტეს. ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თორნიკე ხალვაში აღნიშნული აქციის ორგანიზებაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ადანაშაულებს: „დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა  გავაპროტესტოთ დღევანდელი აქცია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ იყო ორგანიზებული. ეს აქცია იყო უშუალოდ მთავრობის თავმჯდომარის მიერ დაკვეთილი, კორკოტაშვილის …

აშენდება თუ არა ესტაკადა ბათუმის პორტთან

„შედეგი ამ მიმართულებით აუცილებლად მალე დადგება“ – ასეთია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პასუხი, თუმცა როდის დადგება ეს შედეგი, იგი არ აკონკრეტებს. ბათუმის მერიაში ესტაკადის პროექტი კარგა ხანია შესულია, თუმცა მერია მშენებლობის ნებართვას არ გასცემს. „ხშირად, გოგებაშვილის ქუჩაზე, რკინიგზაზე სატვირთო ვაგონების გადაადგილების გამო იკეტება გზა და სხვა რომ არაფერი, უკვე მერამდენედ დამაგვიანდა მატარებელზე. ბოლოს და …

სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე

„მოსახლეობას აქვს წყლისა და სანიაღვრე სისტემის, ასევე გზის პრობლემა, რომელიც ძალიან მალე მოგვარდება და ვფიქრობ, ბათუმელები მოხარულები ვიქნებით ახალი ინფრასტრუქტურით,“  – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რომელიც დღეს, 2 აგვისტოს, ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან ერთად, პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. აღსანიშნავია, რომ ქუჩების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიას ხელშეკრულება კომპანია „ზიმო 7“-თან აქვს გაფორმებული. სამუშაოები …

2000 ფერადი ქოლგა მემედ აბაშიძის გამზირზე – „ბათუმობა 2016“

,,ბათუმობა 2016“-ის ფარგლებში ქუჩების სადღესასწაულოდ მორთვის ორგანიზებისთვის, ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვის მაქსიმალური თანხა 55 000 ლარია. ღონისძიება 2016 წლის 3-4 სექტემბერს ჩატარდება. სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად გამარჯვებულმა სხვადსხვა სამუშაოები უნდა შეასრულოს. მათ შორის დაგეგმილია: მემედ აბაშიძის ქუჩის მორთვა ქოლგებით – ბოძებზე უნდა გაიჭიმოს ე.წ. ,,მეტალის ტროსები”და მათზე მოხდეს 2000 ფერადი ქოლგის მონტაჟი; ყვავილების თაღის დამზადება – წარწერით …

კინო ღია ცის ქვეშ ბათუმში

ყოველ საღამოს, კარგ ამინდში, ბათუმის პარკში, ღია ცის ქვეშ, მხატვრული ფილმებს აჩვენებენ. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მინდორში, რომელიც დაახლოებით 200-300 მაყურებელს იტევს, რამდენიმე ათეული ნარინჯისფერი პუფიც დაგხვდებათ, თუმცა იმისთვის, რომ ადგილი გარანტირებული გქონდეთ, უმჯობესია თავი დაიზღვიოთ და სახლიდან პლედი მაინც წამოიღოთ. „კინოთეატრი ჩარლი“ – ასე ქვია „სინემა გრუფისა“ და აჭარის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს მიერ …

Prodigy ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე – ჯაზ-ფესტივალის მეოთხე დღე

21 ივლისს, შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ბრიტანული ელექტრონული ჯგუფის The Prodigy-ს კონცერტი ჩატარდა. Prodigy-ს კონცერტს უჩვეულოდ ბევრი ადამიანი ესწრებოდა და როგორც ფესტივალის ოფიციალურ ვებ გვერდზე ჩანდა, ფესტივალის ამ დღეს ყველა ბილეთი გაიყიდა. ფესტივალის წარმომადგენლების თქმით, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში 7000 ადამიანი ეტევა. The Prodigy წლევანდელ ფესტივალზე ჟანრობრივად ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი მონაწილე იყო. ჯგუფი 90-იანებში გამოჩნდა მუსიკალურ ინდუსტრიაში …

შთაბეჭდილებები ბათუმზე

ნანო სარალიშვილი, სტუდენტი როცა სიცხე აუტანელ ნიშნულს აღწევს, წლის საბოლოო გამოცდის შემდეგ ავტობუსში ჩახტომა და ბათუმისკენ გამოქცევა იდეალური სცენარია. ბათუმი დაგხვდება წვიმით, ისეთი წვიმით, რომ გგონია ვეღარასოდეს ნახავ მზეს. მთავარ ეფექტს რომ მოახდენს, მერე გადაიწმინდება, დაწყნარდება და თავის ქუჩებში მშვიდად მიგიღებს. ჩამოხვალ დაღლილი, ნამგზავრი, ჩანთებით ხელში და აღმოჩნდები წიგნების მაღაზიასთან პატარა ლამაზ კონცერტზე. ყველა ერთად …

„ევროპული დონის“ საპირფარეშოები ქალაქის სკვერებში

ბათუმის ცენტრში მდებარე ექვს საზოგადოებრივ სკვერში საპირფარეშო მოეწყობა. ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, ე.წ. „ბლაგოევგრადის სკვერთან“  მცხოვრებლებმა. მერია აქციის მონაწილეებს საპირფარეშოს მისამართის შეცვლას დაჰპირდა. სხვა სკვერებთან მცხოვრებლებს საპირფარეშოების აშენების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ. საპირფარეშოებს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკვერებში ინდივიდუალური მეწარმე თამილა თოფურიძე ააშენებს. ის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ერთადერთი …

„მზე ჩავიდა ბატონებო!“

„მზე ჩავიდა ბატონებო!“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც 18 ივლისს, ბათუმის თეატრალურ სარდაფში ნახა მაყურებელმა. სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის პიესის, „ალუბლის ბაღის“ ადაპტირებული ვერსიაა. აქ ალუბლის ბაღი უკვე გაყიდულია და პერსონაჟები ჩაკეტილ სივრცეში იმყოფებიან, საიდანაც მუდმივად ცდილობენ გაღწევას, მაგრამ არსად აქვთ წასასვლელი. ბაღი განადგურდა, იგი აღარ არსებობს და დარჩა მხოლოდ მოგონებები და განცდები. პერსონაჟებს მუდმივად სტანჯავთ …

რამდენი ქუჩა ატარებს ქალის სახელს ბათუმში

ბათუმში 220-ზე მეტი ქუჩაა, მათგან 163 ქუჩა საქართველოს ან კონკრეტულად აჭარის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე მამაკაცების სახელობისაა, ქალი მოღვაწეების სახელს კი მხოლოდ 9 ქუჩა ატარებს. თუ ქუჩების დასახელებებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ აჭარის ან მთლიანად საქართველოს ისტორიიდან, საზოგადოებამ მხოლოდ 9 ღვაწლმოსილი ქალი გამოარჩია. გენდერული დისბალანსი ქუჩების სახელდებისას მხოლოდ ბათუმის პრობლემა არ არის. გენდერის კვლევების სპეციალისტი, ეთუნა …

სლოვაკი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა ბათუმში

„პოზა სიარული წინ და უკან“ – გამოფენა ამ სახელწოდებით ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მიმდინარეობს. ოთხი სლოვაკი ხელოვანის: გინტა ვეისერმენის, იზაბელ ვენცელის, MML Studio-ს და ლუსია ნიმცოვას ნამუშევრები შემოქმედებითმა ჯგუფმა „ფლოატმა“ ჩამოიტანა ბათუმში. გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები და ვიდეო ინსტალაციები, რომელიც სხვადასხვა სოციალურ დონეზე მყოფი ადამიანის მდგომარეობას ასახავს. როგორც თანამედროვე ხელოვნების სივრცის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლაშა ფალავანდიშვილი …

მის ლორენ ჰილი ბათუმში – ჯაზ-ფესტივალის მესამე დღე [ვიდეო]

17 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორის, რეპერისა და პროდიუსერის  – მის ლორენ ჰილის კონცერტი ჩატარდა. მუსიკოსი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე 17 კაციანი ბენდით წარსდგა და კონცერტი სიმღერით – Conformed To Love-ით გახსნა. ლორენ ჰილი 90-იანებში გახდა ცნობილი, რამდენიმე გრემის მფლობელი ჯგუფის Fugees-ის ვოკალისტის სახელით. მისი მუსიკა რეპს, …

იპოთეკით დაზარალებულები მთავრობის სახლთან კარავს არ გაშლიან, ჯერჯერობით

17 ივლისს აჭარაში მცხოვრებ იპოთეკით დაზარალებულ პირებს აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს მეორედ შეხვდა აჭარის მთავრობის სახლთან. აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობის თავმჯდომარე მათ მომავალ კვირას შეხვდება და დაწვრილებით გაესაუბრება. იპოთეკით დაზარალებულთა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი მთავრობის სახლთან კარვის გაშლას აპირებდნენ, თუმცა რადგან პატარაძისგან შეხვედრის და მათი პრობლემების მოსმენის პირობა მიიღეს, კარავს აღარ …

აქცია ბათუმში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

17 ივლისს, ბათუმში, ფონდმა „იალქანმა“ და „ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ორგანიზატორების განცხადებით აქციის ფარგლებში ღონისძებები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება, გამართავენ შეხვედრებს სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ქალებთან, ხოლო მომავალ კვირას ღონისძიებების ციკლი უფრო ფართომასშტაბიანი აქციით დასრულდება.

აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი შაჰინის სკოლის შესახებ

16 ივლისს თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში იასინ თემიზქანმა განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და სხვა სკოლები ტერორისტულ ორგანიზაციებთანაა კავშირში და აპირებს მთავრობას მიმართოს, რათა ეს სკოლები დაიხუროს. ბათუმელები“ აჭარის განათლების ყოფილ მინისტრს, გია თავამაიშვილს დაუკავშირდა კომენტარისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ საკმაოდ წარმატებული სკოლაა: „მოგეხსენებათ, ეს კერძო სკოლაა და გავლილი აქვს ყველა ის პროცედურა, …

შავი ზღვის ჯაზფესტივალის პირველი დღე [ფოტო, ვიდეო]

15 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზ ფესტივალი 27 გრემის მფლობელი ამერიკელი კომპოზიტორის, მესაყვირის, არანჟირების ოსტატისა და მუსიკალური პროდიუსერის,  ქუინსი ჯონსის პროექტით გაიხსნა. პროექტის (QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS) ფარგლებში მუსიკოსმა ქართველ მსმენელს თავად წარუდგინა 3 ახალგაზრდა მუსიკოსი – ჯეიკობ კოლიერი, რიჩარდ ბონა და ალფრედო როდრიგესი. ბათუმის ჩოგბურთის კლუბი 20 საათზე გაიხსნა, თუცა …

დღეს ბათუმში ჯაზ-ფესტივალი იხსნება

დღეს ბათუმში შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი იხსნება. ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ფესტივალი 27 გრემის მფლობელი, ამერიკელი კომპოზიტორის, მესაყვირის, არანჟირების ოსტატისა და მუსიკალური პროდიუსერის,  ქუინსი ჯონსის პროექტით გაიხსნება, რომლის ფარგლებშიც მუსიკოსი ქართველ მსმენელს პროექტს QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS თავად წარუდგენს და  3 ახალგაზრდა მუსიკოსს  – რიჩარდ ბონას, ალფრედო როდრიგესს და ჯაკობ კოლიერს გააცნობს. მუსიკოსები მსმენელს 3 საათიან პროგრამას შესათავაზებენ.   მსმენელები ბათუმის ჩოგბურთის …

პატრულის რამდენი ეკიპაჟი ემსახურება ბათუმს

მას შემდეგ, რაც ბათუმის საზღვრები გაფართოვდა და მას ხელვაჩაურის ნაწილი შეუერთეს, მხოლოდ სამი საპატრულო ეკიპაჟი დაემატა ქალაქის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. პატრულის ზოგიერთი თანამშრომლის თქმით, ზოგჯერ გამოძახებაზე დროულად რეაგირება შეუძლებელია, ეკიპაჟების არასაკმარისი რაოდენობის გამო. „ვერ გეტყვით, რომ ხშირად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ავტოსაგზაო თუ სხვა შემთხვევის გამო ადგილზე მისვლა გვიანდება“,- გვითხრა პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ბათუმში …

საკვების უვნებლობა და 133 დაჯარიმებული ობიექტი აჭარაში

გასულ კვირას ბათუმში, კაფე `შემოიხედეში~ სტუმრობის შემდეგ 7 ადამიანი მოიწამლა. მოწამვლის მიზეზებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადგენს. რა ნორმები დაარღვიეს საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა, რამდენი ობიექტი დაჯარიმდა და როგორ ხორციელდება კვების ობიექტების მონიტორინგი აჭარაში? – “ბათუმელების“ კითხვებს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ბიუროს მთავარმა სპეციალისტმა, ბიძინა ჯიბლაძემ უპასუხა. ბატონო ბიძინა, რა დადგინდა `შემოიხედეს~ შემოწმების შედეგად, რამ გამოიწვია მოქალაქეების …

ტურიზმის დეპარტამენტი: აჭარაში ტურისტების 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაისში აჭარაში ტურისტების 18,69 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. მაისის განმავლობაში რეგიონს 44, 567 ტურისტი, მათ შორის 28 884 უცხოელი და 15 683 შიდა ტურისტი სტუმრობდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, 5 თვის განმავლობაში [იანვარი-მაისი] აჭარაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,50 % -თაა …

აქცია შუქის მოთხოვნით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან დღეს, ბათუმში, თამარის დასახლებაში [ტბეთის ქუჩა 12-ში] უნებართვოდ შესახლებული ოჯახების წევრები შეიკრიბნენ. ისინი სამინისტროსგან ითხოვენ თანხმობას, რათა შეძლონ დარეგისტრირდნენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებად. აღნიშნულ მისამართზე უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, სადაც ეს ოჯახები ცხოვრობენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. ამ დროისთვის აქ 20-მდე ოჯახი, ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. 2014 წლის დეკემბერში …

ბათუმი-ქობულეთის გზაზე გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა

დასავლეთ საქართველოში, დღეს დილიდან მოსული უხვი ნალექის გამო, დაახლოებით ნახევარი საათის წინ მეწყერი ჩამოწვა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, მახინჯაურის გვირაბთან ახლოს, რის გამოც მოძრაობა დროებით შეჩერებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით დაზარალებულები არ არიან, ჩახერგილია გზის მცირე ნაწილი. ამ წუთებში ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. უხვი ნალექი მოვიდა ბათუმშიც. ბათუმის მერიის ცნობით დატბორილია შაფათავას, სულაბერიძის, სააკაძის, ტაბიძის, მაქაცარიას, სააკაძის, …

ტურიზმის დეპარტამენტი: ივლისში 22 მიმართულებიდან ბათუმისკენ 300-ზე მეტი ავიარეისი შესრულდება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებია დაგეგმილი –  ივლისის თვეში 22 მიმართულებიდან ბათუმისკენ 300-ზე მეტი ავიარეისი განხორციელდება. ფრენები ძირითადათ დაგეგმილია თურქეთიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ქვეყნებიდან ფრენებს გასულ წელს მოქმედ ავიაკომპანიებთან ერთად 7 ახალი ავიაკომპანია ანხორციელებს. მათ შორის …

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

ბათუმში, თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1961 წელს დაბადებულ ვაჰდი აბდულ ს., 1973 წელს დაბადებული ათილლა ა. და 1974 წელს დაბადებული მეჰმეთ ალი ი., შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით ვაჰდი აბდულ ს.-ს ბრალი ედება …

შავი ზღვის ჯაზფესტივალის 7 დღე ბათუმში – რას მოვუსმენთ

მის ლორინ ჰილი, მეისი გრეი, The Prodigy და სხვები წელს შავი ზღვის მეათე ჯაზფესტივალის ფარგლებში ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგებიან. ფესტივალი 15-24 ივლისს ბათუმში გაიმართება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. შავი ზღვის ჯაზფესტივალის ფარგლებში კონცერტები 7 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, 20 საათზე, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში (ძირითადი სცენა) ჩატარდება. ასევე, კლუბ TAKE Five-ში ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მეისი გრეის დიჯეი სეტის, ნიქ ვესტის, DJ LOGIC & Friends-ისა …

33 ახალი ქუჩა ბათუმში და მოსალოდნელი ექსპროპრიაცია

ბათუმის საკრებულომ ქალაქში ახალი ქუჩების მოწყობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. საუბარია ადლიის დასახლებაში 33 ქუჩის გაყვანაზე, ასევე არსებული ქუჩების გაფართოებასა და კეთილმოწყობაზე. „პროექტის შესადგენად დაიხარჯა 80 ათასი ლარი. ქუჩების სიგანე დაახლოებით 11 მეტრი იქნება. ჩვენ გთავაზობთ საბოლოო ვარიანტს,“ – მიმართა საკრებულოს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ. ქუჩების გაყვანამდე შემდეგი ეტაპი კომისიის შექმნა იქნება, რომელმაც …

რა აფერხებს ახალი გზის მშენებლობას ბათუმში

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებაზე გზის მშენებლობა შეჩერებულია. მიზეზი მშენებარე გზის პირას არსებული ავარიული კორპუსის მცხოვრებთა პროტესტია. მოსახლეობა კომპანიას გზის მშენებლობის საშუალებას არ აძლევს, ვიდრე მათი საკითხი არ გადაწყდება. გარდა ამისა, საჭიროა პროექტის კორექტირებაც. „უშუალოდ ბაგრატიონის ქუჩა (აეროპორტის გზატკეცილიდან შავშეთის ქუჩამდე) უკვე დასრულებულია. შავშეთის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე კი, ანუ ბაგრატიონის გაგრძელება, ეს არის ერისთავის ქუჩა. ამ …

Exit mobile version