ფეხით მოსიარულის ჩანაწერები

გიორგი კალანდაძე მანქანა არ მყავს და ბათუმში გადაადგილება ძირითადად ფეხით მიწევს. ფეხით სიარული კი მიყვარს, მაგრამ ბათუმში ეს გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ქალაქის ცენტრს გასცდები თუ არა, გგონია, რომ სხვა ქალაქში მოხვდი, სადაც წვიმიან ამინდში ქუჩაში მუხლებამდე წყალი შეიძლება იდგეს და ტალახით სავსე გუბეებზე დაგჭირდეს ხტუნვა, მშრალ ამინდში კი – მტვრიანი ჰაერის სუნთქვა. ქალაქის ცენტრს მიღმა …

„დაკარგული სიყმაწვილე“ – ფოტოგამოფენა ბათუმში

14-15 წლის პატარძლები და მათი მოსწავლე მეგობრები, გარემო, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინება ხშირად ტრადიციად მიიჩნევა, არასრულწლოვანი გოგონების ქორწილის დღის ამსახველი ფოტოები და პეიზაჟები – ამ ყველაფრის ნახვა ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შეგიძლიათ. „დაკარგული სიყმაწვილე“ – ასე ეწოდება ფოტოგრაფ დარო სულაკაურის ფოტოპროექტს, რომლის გამოფენაც დღეს, 13 თებერვალს გაიხსნა. მიზეზი, რატომაც დარო სულაკაურმა ამ ფოტოპროექტზე მუშაობა დაიწყო, …

ნატოს პოლიტიკური ოფიცერი ბათუმში სტუდენტებს შეხვდა

12 თებერვალს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, პოლიტიკური ოფიცერი ჯირი პრეცლიკი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. პოლიტიკური ოფიცერი სტუდენტებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და პრინციპებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე და პერსპექტივებზე ესაუბრა. ჯირი პრეცლიკი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშსაც შეხვდა. შეხვედრა „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ორგანიზებით …

თამარ ამაშუკელი ბათუმის ბულვარზე, „რვაფეხასა“ და ვაჟა-ფშაველას #13-ზე

11 თებერვალს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელოვნებთმცოდნე თამარ ამაშუკელმა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას ბოლო ხანს, აჭარაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველაზე პრობლემური საკითხების შეფასება სთხოვა, მათ შორის ბათუმის ბულვარის ირგვლივ განვითარებული პროცესების. ბათუმის ბულვარის საკითხი გამოდგება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში …

აშშ-ს ელჩმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა

დღეს, 9 თებერვალს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განახლებული ამერიკული კუთხე გახსნეს. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული ამერიკული კუთხე ევროპის საუკეთესო ამერიკული კუთხეების ათეულში შევიდა. ამერიკული კუთხე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიხნა. იან კელის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის ბათუმი, მისი კულტურული, ეთნიკური და …

ტრენინგი „დემოკრატიის ინსტიტუტში“

9-11 თებერვალს ბათუმში, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისში, რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს თემაზე – საგრანტო განაცხადის მომზადება – პროექტის წერა და დაფინანსების მოძიება. ტრენინგის მიზანია ეკომიგრაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერება. ტრენინგს ესწრებიან მსმენელი ლაგოდეხიდან, წალკიდან, გარდაბნიდან, ბოლნისიდან და დუშეთიდან, სულ 20 მონაწილე. ტრენერები არიან გენო გელაძე და ტიტე აროშიძე. …

მობილობა – რომელ ფაკულტეტზეა აჭარაში ყველაზე მაღალი კონკურსი

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარე მობილობის შედეგები დღეს, 8 თებერვალს, გახდება ცნობილი. განათლების ხარისხის განვითარების ელექტრონული პორტალის მონაცემებით 2015-2016 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოცხადებული ჰქონდა 25 ვაკანტური ადგილი: 22 ვაკანტური ადგილი ბაკალავრიატის, 1 – დოქტორანტურისა და 2 – ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე. მობილობაზე სულ შევიდა 50 განაცხადი: 46 განაცხადი – ბაკალავრიატის, 1- …

რატომ გადახტა ქალი საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან

30 წლის ქალი, რომელიც დღეს, 5 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” მე-5 სართულიდან გადახტა, შიზოფრენიით იყო დაავადებული – ამის შესახებ „ბათუმელებს“ “მედინაში” უთხრეს. კლინიკის დირექტორის მოადგილის, ლადო ურუშაძის ინფორმაციით, პაციენტი მათთან  ენდოტოქსიური და ჰემორაგიული შოკით ბათუმის სამშობიარო სახლიდან გადაიყვანეს. “პაციენტმა 7 იანვარს, “ანგისაზე” – დედათა და ბავშვთა ცენტრში იმშობიარა. 24 იანვარს, სისხლდენის გამო, ბათუმის სამშობიარო სახლს მიმართა, …

ინკლუზიური ცენტრისთვის ავტობუსის შეძენაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდა

ბათუმის 26-ე სკოლამ ინკლუზიური ცენტრისთვის ავტობუსის შეძენაზე გამარტივებული ტენდერი 4 თებერვალს მესამედ გამოაცხადა. ამ ეტაპზე ინკლუზიური ცენტრის 40 მოსწავლეს მოძველებული ავტობუსი ემსახურება, რომელიც სატენდერო კომისიის წარმომადგენლის თამარა გოგიშვილის თქმით, ხშირად საჭიროებს შეკეთებასა და სავალი ნაწილების შეცვლას. ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 25-ადგილიანი [+ 3 ეტლის ადგილით] ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ფასი 150 ათასი ლარია. „შეძენის თანხა უცვლელად …

ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი დაემატება

  ბათუმს ახალი -№3 სამარშრუტო ხაზი მოემსახურება, რომელსაც №2 სამარშრუტო ხაზის ანალოგიური საწყისი და საბოლოო წერტილები ექნება. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს – ” მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი მოემსახურება. კერძოდ, განხორციელდა №2 სამარშრუტო ხაზის ოპტიმიზაცია,” – ნათქვამია განცხადებაში. განსხვავებით №2 სამარშრუტო ხაზისგან, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩის გავლით მოძრაობდა, №3 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ადლიის …

ბათუმის ბულვარის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ კახიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. რაც შეეხება მის მოადგილეებს, როგორც მან „ბათუმელებს“ განუცხადა, შინაგანაწესით, როცა დირექტორი ტოვებს თანამდებობას, ავტომატურად თავისუფლდებიან მოადგილეებიც. აჭარის მთავრობას განცხადება ბულვარის დირექტორის გადადგომის შესახებ ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია. ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა. ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ …

გაჩერებული “ბაბილონ თაუერი” და სადავო წილები

“ბაბილონ თაუერის” მშენებლობა ისევ შეჩერებულია. მშენებელ კომპანიაში წილების გადანაწილებაზე დავობენ. კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯია” კი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას “ბაბილონ თაუერის” მიმდინარე პროექტის შესაძლო შესყიდვის შესახებ. “ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანია TAM GEO-მ აჭარის მთავრობას უკვე მესამედ მიმართა მშენებლობის დასრულების ვადის გაგრძელების თხოვნით. კომპანია მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, …

ბათუმში 360 აბონენტს შუქი არ მიეწოდება

ბათუმში, ე.წ. ფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 360 აბონენტს შუქი გუშინ, 3 თებერვალს, გვიან ღამით შეუწყდა და ამ დრომდე არ ჩართულა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი დაზიანებული კაბელია. „ამ წუთას მიდის მუშაობა, გასული ბრიგადა,” – ამბობენ ენერგოკომპანიაში.

დიდთოვლობა, მერია და ბათუმელები

ეკა გოგიბერიძე ჩემი შვილი, გიორგი, 9 წლისაა და თოვლში გუნდაობა და თამაში ზუსტად ისე უხარია, როგორც ყველა ბავშვს, როგორც მე მიხაროდა ბავშვობაში. ბათუმში მოსულმა დიდმა თოვლმა გიორგი კი გაახარა, მაგრამ დიდი ხნით თოვლში თამაშის უფლება ვერ მივეცი. რომ გაცივდეს, როგორ წავიყვანო ექიმთან ამ უგზოობის დროს?! – ეს იყო კითხვა, რომელიც ამ დღეების მანძილზე მაწუხებდა და …

ბათუმი დიდთოვლობის შემდეგ [ფოტო]

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვალს ბათუმში იწვიმებს, ხოლო 3 თებერვლიდან 7 თებერვლამდე კვლავ მშრალი ამინდია მოსალოდნელი. „16 ნარგავია სულ დაზიანებული, სამი ნარგავი გასწორდა,  შეიძლება გასწორდეს კიდევ ორი ნარგავი.  დარჩება 11 დაზიანებული ნარგავი. აქედან ოთხი მაღალტანიანი ხე იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძირითადად  ფიჭვის ხეებია დაზიანებული. გადატეხილი ტოტების შეგროვება მიმდინარეობს, რომელსაც გადავცემთ მერიას. …

მირანდა ჩარკვიანი ვაჟა-ფშაველას #13-ზე: შესაძლოა უფრო მეტი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო საჭირო

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო სამუშაოებისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის იურისტი ამბობს, რომ მათ არ იცოდნენ მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ იყო. მოითხოვს თუ არა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ძეგლის აღდგენას, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა? ამ და სხვა …

ბათუმში კინორეჟისორ თენგიზ აბულაძის ქუჩა იქნება

ბათუმში, სულიკო ჟღენტის ქუჩიდან ატრაქციონამდე (პანორამული ბორბალი) საავტომობილო გზა ქუჩად გარდაიქმნება და მას ქართველი კინორეჟისორის თენგიზ აბულაძის სახელი დაერქმევა. პროექტი ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. თენგიზ აბულაძე 1924 წელს ქუთაისში დაიბადა.  მისი შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილი ფილმებია: “ნატვრის ხე”, “ვედრება” და “მონანიება”. კინორეჟისორი 1994 წელს გარდაიცვალა.

სლავა 2015-ის იურისტი: თუ ძეგლი იყო, სააგენტოს სასამართლოს მეშვეობით უნდა შეეჩერებინა დემონტაჟი

შპს “სლავა 2015” ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმა ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისათვის – ამის შესახებ “ბათუმელებთან” კომპანიის იურისტმა, ნიაზ ხაბაზმა ისაუბრა. “არ ვიცოდით ძეგლი თუ იყო, ფასადის კედელი თავისით ჩამოინგრა. თუ ძეგლი იყო, დემონტაჟი უნდა შეეჩერებინა სააგენტოს სასამართლოს გზით”, – ეს კომპანიის არგუმენტებია. …

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის კომპანია 10 000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ კომპანია „სლავა 2015″ 10 000 ლარით დააჯარიმა. „ბათუმელებს” კომპანიის წარმომადგენელმა ნიაზ ხაბაზმა უთხრა, რომ „სლავა 2015″ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დავას ზემდგომ ინსტანციაში გააგრძელებს. მისი თქმით, კომპანიისთვის უცნობი იყო, რომ ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში მდებარე შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა. შპს “სლავა” ამ ადგილას …

ბათუმში სამარშრუტო ხაზის მფლობელები მგზავრობის გაძვირებას უარყოფენ

28 იანვარს, დიდთოვლობის მესამე დღეს, ბათუმში სამარშრუტო ტაქსის ზოგიერთმა მძღოლმა მგზავრობის საფასური გააძვირა და მგზავრებისგან 40 თეთრის ნაცვლას 50 თეთრი მოითხოვა. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ფასს კომპანიები, რომლებიც სამარშუტო ტაქსების ხაზებზე ოპერირებენ, თავად ადგენენ, თუმცა, ჩვეულებრივ, მერიასთან შეთანხმებით. “ამჯერად მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა,” – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ემზარ ქავჟარაძემ, ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა. მისივე …

სპორტსმენები და სტუდენტები ბათუმის ქუჩებს წმენდენ

28 იანვარს ბათუმის ქუჩებში სპორტსმენები და სტუდენტები გამოვიდნენ ქალაქის ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დავით მიქელაძის თქმით, აქციაში ასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. „სტუდენტებთან და სპორტსმენებთან ერთად გადავწყვიტეთ ბათუმის ქუჩების დალაგება. დავიწყეთ პიაცას მიმდებარე ტერიტორიით, ახლა გამსახურდიას ქუჩაზე ვართ, მივყვებით და ვწმენდთ ტროტუარებს, აფთიაქების შესასვლელებს, სადაც საჭიროება არის, იმ ადგილებს. ბოლო …

ბათუმის საბავშვო ბაღები მუშაობას პირველ თებერვალს განაახლებენ

ბათუმის მერიის ცნობით, ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი პირველი თებერვლიდან განახლდება. საბავშვო ბაღების გაერთიანებამ გაითვალისწინა აღსაზრდელთა მშობლების თხოვნა დიდთოვლობის გამო სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ და საბავშვო ბაღები ბათუმში რამდენიმე დღეა არ ფუნქციონირებს.

მინისტრის დავალებით ბათუმის ქუჩების გაწმენდაში შს სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ

დიდთოვლობის მესამე დღეს, 28 იანვარს, ბათუმის მერიას მოყინული ქუჩების გაწმენდაში შს სამინისტრო ეხმარება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ბათუმის ქუჩების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვნენ. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში დისლოცირებული დანაყოფის ხელმძღვანელებმა, 60 ვადიან სამხედრო მოსამსახურესთან ერთად, ბათუმის საავტომობილო გზები და ფეხითმოსიარულეთა სავალი …

მოყინული ტბა და გზები ბათუმში [ფოტო]

ბთუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბის ზედაპირის მოყინვა 26 იანვარს, საღამოს დაიწყო, როგორც კი თოვა შეწყდა. სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეს ბათუმში ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება. მოყინულია ქალაქის ქუჩებიც. ტრანსპორტის მოძრაობის მხრივ გუშინდელთან შედარებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა – მოძრაობა ჭირს. ადამიანები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან. ზოგიერთი სამარშრუტო მიკროავტობუსი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობს.  

ამინდის პროგნოზი: ბათუმში გამთენიისას ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა

27 იანვარს, გამთენიისას, ბათუმში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის რუსუდან დიასამიძის თქმით, ტემპერატურა შესაძლოა დილის ხუთ საათზე -6 -7 გრადუსამდე დავიდეს,  აჭარის მაღალმთიანეთში კი  -15 გრადუსამდე. რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, ამჟამად ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსია. ტემპერატურის ვარდნის გამო ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ტბას ყინულის თხელი ფენა მოედო. „სუბტროპიკულ …

თოვლმა ბოტანიკური ბაღის მცენარეთა საფარი უმნიშვნელოდ დააზიანა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურის ინფორმაციით, თოვლმა ბოტანიკური ბაღის კოლექციის მხოლოდ მცირე ნაწილი დააზიანა. “უმნიშვნელო ზიანია. ზოგიერთ ფიტოგეოგრაფიულ განყოფილებაში მოგეხსენებათ არის გარკვეული ეგზოტი, რომელიც ადვილად ტყდება. რამდენიმე პატარა მცენარე გადატყდა, მოიგლიჯა ერთი პატარა აკაცია. რაც შეეხება ამიერკავკასიის სუბტროპიკების განყოფილებას, სადაც მასიური ტყეა – შიგნით, სიღრმეში, პატარა ტოტები ტყდება, მაგრამ სერიოზული ზიანი ნამდვილად არ არის”. დღეს დიდთოვლობის გამო ბათუმის …

ბათუმის თოვლიანი დღის ფოტოქრონიკა

26 იანვარს ბათუმში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია. დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები, მაღაზიების ნაწილი. მოქალაქეები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან. ქალაქის ცენტრალური ქუჩები თანდათან იწმინდება, თუმცა ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირს. თოვლმა ბათუმში ხეების ნაწილი დააზიანა. ქალაქში ბევრ ადგილას შეხვდებით ხეებთან ჭოკით მდგარ ადამიანებს, რომლებიც ხეებს თოვლისგან ათავისუფლებენ. მკვეთრი დახრილობის სახურავებიან შენობებთან იქმნება თოვლის მასის …

ბათუმში სასწრაფო დახმარების სამსახური შეფერხებით მუშაობს

ბათუმის სასწარაფო დახმარების სადგურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დღეს დილიდან ქალაქის მასშტაბით ვერ ახერხებენ ყველა გამოძახებაზე გასვლას დიდთოვლობის გამო. სამსახური ფაქტობრივად ანალოგიურ რეჟიმშია ამ დროისთვისაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ნანდაცვის მინისტრის მოადგილის სამსახურეობრივი ავტომანქანები დროებით ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურს გადაეცა. „სასწრაფოს“ დროებით გადაეცა ასევე ოთხი ავტომანქანა [მათ შორის ორი „ნივა“] ჯანდაცვის სამინისტროსგან. მთავრობის ავტომანქანების ჩათვლით, …

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი შეზღუდულად მოძრაობს

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტიდან ავტობუსები  მხოლოდ შემდეგ მარშრუტებზე მოძრაობს: N 1, 1ა, 2, 4 და 8, ისიც შეზღუდული რაოდენობით [ზოგ ხაზზე ერთი, ზოგზე კი ორი ავტობუსი]. დღეს დილით ბათუმში ავტობუსები მხოლოდ N1 და N8 მარშრუტებზე მოძრაობდა. ქალაქში შეზღუდულად და ძნელად გადაადგილდება სამარშრუტო მიკროავტობუსებიც.  

დიდთოვლობა ბათუმში – ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია [ფოტო]

დიდთოვლობის გამო ბათუმის ქუჩებში ტრანსპორტით გადაადგილება ფაქტობრივად პარალიზებულია. ნაწილობრივ იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ცუდი მდგომარეობაა ქალაქის გარეუბნებში, სადაც მერია გზის გაწმენდაც დღის მეორე ნახევარში გეგმავს, რისთვისაც კერძო კომპანიებისგან შესაბამისი ტექნიკის დაქირავებას აპირებს. შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. მერიის ინფორმაციით ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს. უამინდობის გამო, დღეიდან, 26 იანვრიდან, ორი დღის განმავლობაში …

ინტენსიური თოვის გამო ბათუმში გადაადგილება კვლავ შეზღუდულია

ინტენსიური თოვის გამო ბათუმის ქუჩებში გადაადგილება შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ გზების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, ვერ ხერხდება შეუზღუდავი გადაადგილების უზრუნველყოფა. ქალაქში არსებული ვითარების შესახებ ცოტა ხნის წინ ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირზე ისაუბრეს. შეზღუდვებით მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც. ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ #1 და #8 მარშრუტებზე მოძრაობს. ბათუმის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მახინჯაურში მცხოვრებ 200 აბონენტს. …

“არ ვიცოდით ძეგლი თუ იყო“ – კომპანიის არგუმენტი ვაჟა-ფშაველას #13-ში ძეგლის დანგრევაზე

სასამართლო დღეს ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საქმეს განიხილავს

დღეს, 21 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლო ვაჟა-ფშაველას #13 ნომერში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის საკითხს განიხილავს. სასამართლო სხდომა 17:30 საათზეა ჩანიშნული. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ოქმის შემდგენი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოა, სამართალდამრღვევი კი – „სლავა 2015″, რომელიც ვაჟა-ფშაველას #13-ში შვიდსართულიანი სახლის აშენებას გეგმავს. ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში კულტურული მემკიდრეობის ძეგლი ნოემბრის ბოლოს დაანგრიეს. XIX-XX …

ბათუმში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაქურდეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან კრიმინალისტები მუშაობენ. შს სამინსიტროს ცნობით ჯიხური გაქურდეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით [ქურდობა] მიმდინარეობს. შს სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა ოდენობის თანხა მოიპარეს ჯიხურში.

„DS გრუპის“ მიერ დაზიანებული ჯავახიშვილის ქუჩა მალე გაიხსნება

ბათუმში, ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში ავტომანქანებისთვის გზა გადაკეტილია. მიზეზი საკანალიზაციო ქსელისა და გზის დაზიანებაა, რაც აქვე მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას უკავშირდება. სამშენებლო სამუშაოებს აქ კომპანია „DS გრუპი“ აწარმოებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 18 იანვარს, საღამოს, სამუშაოების მიმდინარეობისას,  ჯავახიშვილის ქუჩის სავალი ნაწილი ჩავარდა. დაზიანდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიტბორა მშენებარე კორპუსის საძირკველი. თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საკანალიზაციო მილის …

Exit mobile version