დახმარების კიდევ ერთი მცდელობა 9 წლის ნინისთვის, რომელსაც სახლი დაეწვა

ხვალ, 5 ივლისს, 17 საათიდან, ამჯერად ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ბათუმელი ახალგაზრდები კვლავ შეეცდებიან 9 წლის ლანჩხუთელი ნინისა და მისი ოჯახის წევრების, ნორმალურ საცხოვრებელში დასაბრუნებლად თანხის შეგროვებას. ადეიშვილების ოჯახს, ცოტა ხნის წინ სახლი დაეწვათ და ახლა ხის პატარა ქოხში ათევენ ღამეს. ამ ქოხში 9 წლის ნინი მამასთან, ბაბუასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ბებია მძიმე ავადმყოფია, მწოლიარე. ადეიშვილების საცხოვრებლის აღდგენისთვის საჭირო თანხისა თუ მასალების შეგროვებას ლაშა …

6 მაისის პარკში სკამების დამონტაჟება ორ-სამ დღეში დასრულდება

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ 6 მაისის პარკში სკამების დამონტაჟება 2-3 დღეში დასრულდება. სააგენტოს ინფორმაციით ძველი სკამები გარემონტების მიზნით აიღეს, გარემონტებული სკამების დამონტაჟება კი ეტაპობრივად მიმდინარეობს. პარკში სულ 163 სკამი განთავსდება.

შსს: ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტომ და სპორტულმა კლუბმა – MIA Force, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმში უსაფრთხო მოძრაობის კვირეული დაიწყო. „2 ივლისიდან, ერთი კვირის განმავლობაში, შსს-ს მომსახურების სააგენტო ყოველდღიურად ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას შესთავაზებს. საგამოფენო სივრცეში მოწყობილ „მართვის სკოლაში“ ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის …

ბათუმში მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა

ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში მდებარე მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა. თვითმხილველის თქმით მუშები მეორე სართულზე ქარგილის, ე.წ. “აპალოვკის” დასხმის დროს დაშავდნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში ამბობენ, რომ მათ ორი მუშა გადაიყვანეს საავადმყოფიში, ერთი მუშა კი მაშველებმა გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების შეფასებით, ორი მათგანის მდომარეობა გადაყვანისას მძიმე იყო. შს სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკვლევა სისხლის სამართლის …

“საქართველოს ბანკთან” დაჭრილი მამაკაცის საქმეზე გამოძიება დაიწყო

მემედ აბაშიძის ქუჩაზე, “საქართველოს ბანკის” ოფისთან დაჭრილი მამაკაცის საქმეზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა. ამ სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მამაკაცს მსუბუქი დაზიანება სხეულზე სამ ადგილას აღენიშნებოდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჭარაში ორი ცენტრი იმუშავებს

ხვალ, პირველ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. აჭარის მასშტაბით ორი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს – ერთი ბათუმში, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშია გახსნილი, ხოლო მეორე ხულოში – დაბა ხულოს საჯარო სკოლაში. ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის მანუჩარ ლორიას ინფორმაციით, ბათუმიის საგამოცდო ცენტრში წელს 72 სექტორი იქნება, აბიტურიენტთა რაოდენობა კი 3 …

ბათუმში იპოთეკარებმა „ოცნებას“ დაპირება კიდევ ერთხელ შეახსენეს

30 ივნისს ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისთან იპოთეკით დაზარალებული პირები შეიკრიბნენ და „ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირება შეახსენეს. არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბერიძის თქმით, აქციის ადგილი შემთხვევითი არ არის: „სწორედ ქართული ოცნება დაპირდა ხალხს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხების გაცემას… დაზარალებულები ელოდებიან ბანკთან შუამდგომლობას, აინტერესებთ, შეინარჩუნებენ თუ ვერა სახლებს. თუ კი ლოდინის პროცესი დიდხანს გაგრძელდება, გაგრძელდება საპროტესტო …

12 წლის ბავშვს ხელვაჩაურის გზაზე მიკროავტობუსი დაეჯახა

ხელვაჩაურის გზაზე, „ოცნების ქალაქთან“ ახლოს „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი 12 წლის ბიჭს დაეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ბავშვი თავად მძღოლმა გადაიყვანა საავადმყოფოში. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანისას „კონტაქტური იყო.“ „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბავშვი ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ტრანსპორტის მოძრაობის …

გაიჭრება თუ არა გზა სინაგოგას გვერდით

ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ლუკა ასათიანის ქუჩებს შორის შესაძლოა გაიჭრას ახალი ქუჩის მონაკვეთი, რომლითაც ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩა გაგრძელდება ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობამდე. საუბარია ბათუმის სინაგოგას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქუჩის გაჭრა მთლიანად შეცვლის ქალაქის გეგმარებას ამ კვარტალში. ქუჩის გაგრძელების თუ ახალი მონაკვეთის გაჭრის საკითხებს ბათუმის მუნიციპალიტეტი წყვეტს, თუმცა ახვლედიანის [ყოფილი ჯინჭარაძის] ქუჩის  გაგრძელების საკითხზე მუშაობას ბათუმის მერიაში …

ბათუმში საერთაშორისო სამედიცინო კონგრესი მიმდინარეობს

ბათუმში, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციის მე-5 საერთაშორისო კონგრესი იმართება. კონგრესში 25 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის 41 სპიკერი ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნებიდან. კონგრესის თემატიკა რესპირაციული მედიცინის ყველა ასპექტს ეხება: ონკოლოგია და ქირურგია, კრიტიკული მედიცინა და ინფექციები, ტუბერკულოზი და ასთმა, ალერგია და ფილტვის ქრონიკული დააავადებები, პედიატრია და ნეონატოლოგია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონგრესზე ყველა მოხსენება …

ფიროსმანის სკვერში დეკორატიულ განათებას ამონტაჟებენ

ბათუმში სკვერების განათების სისტემებს ამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, დეკორატიული გარე განათება ნიკო ფიროსმანის სახელობის სკვერში და ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, გზაგამყოფ ზოლში არსებულ სკვერში უნდა მოეწყოს. ასევე გარე განათებას მახინჯაურის ცენტრში არსებული პალმის ირგვლივაც დაამონტაჟებენ. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება ფიროსმანის სკვერში, სადაც ელექტროსადენები გაჰყავთ და ე.წ. მიწის დიოდურ სანათებს ამონტაჟებენ. მათივე ცნობით, ხვალიდან სამუშაოები ჭავჭავაძის ქუჩის …

აქცია ევროპის მოედანზე 9 წლის ნინის დასახმარებლად, რომელსაც სახლი დაეწვა

ხვალ, 25 ივნისს, 12-დან 3 საათამდე, ევროპის მოედანზე საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება გურიაში, სოფელ გვიმბილაურში მცხოვრები ადეიშვილების ოჯახის დასახმარებლად, რომელთაც ცოტა ხნის წინ სახლი დაეწვათ და ახლა ხის პატარა ქოხში ათევენ ღამეს. როგორც საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის წევრები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან  ცუდ ამინდში, რადგან კედლები და ჭერი ვერც ქარისგან იცავს და ვერც წვიმისგან. ამ ქოხში …

დასაშვებზე 1.4-ით უფრო მტვრიანი ბათუმი

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი და მტვერია. ბოლო მონაცემებით საქართველოში ყველაზე მტვრიანი ქალაქი ქუთაისია. მტვერი დასაშვებ ნორმას აღემატება ბათუმშიც. გარემოს ეროვნული სააგენტოს მაისის მონაცემებით, ბათუმში ჰაერში მტვრის მაქსიმალური ერთჯერადიკონცენტრაცია დასაშვებ ნორმაზე 1.4-ჯერ, ხოლო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია 1.1-ჯერ მაღალია, ნახშირჟანგისა და გოგირდის დიოქსიდის ერთჯერადი მაქსიმალური კონცენტრაციები კი ნორმის ფარგლებშია. სადამკვირვებლო ჯიხურების მაისის მონაცემებით, …

მაშველები სეზონის წინ

წელს აჭარის სამაშველო სამსახურის ტექნიკურ აღჭურვილობას ორი კატერი და ერთი სკუტერი დაემატა, შესაბამისად, ახლა სანაპირო ზოლზე ხუთი კატერითა და ექვსი სკუტერით იმორიგევებენ. სანაპირო ზოლი, სადაც ბანაობა ნებადართულია, წელს არ გაზრდილა და დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე, წინა წლების მსგავსად, კვლავაც 135 მაშველი იზრუნებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს მათ 350-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე. „გვექნება 6 სწრაფმავალი სკუტერი, 200, …

საბაგირო სამი დღით დაიკეტა

20 ივნისს, ბათუმში საბაგირო „არგო“, სამი დღით, დაიკეტა. როგორც „არგოს“ დირექტორმა, გიორგი აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, საბაგირო გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო დაიკეტა. მისი თქმით, საბაგიროს 11 ახალი კაბინა დაემატა, რომელთა დამონტაჟების შემდეგ, ტექნიკური შემოწმება მიმდინარეობს. შემოწმებას ავსტრიიდან მოწვეული სპეციალისტები ახორციელებენ. „ამავდროულად, საბაგირო გზა თავიდან პროგრამირდება.  ახლა სხვანაირი ინტერვალები და სიჩქარეები აქვს, რასაც თავიდან სჭირდება პროგრამირება. უფრო …

ირლანდიის კორკის საგრაფოს დელეგაციის ვიზიტი აჭარაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 21-23 ივნისს კორკის საგრაფოს (ირლანდია) ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. თანამშრომლობის მემორანდუმი ევროკავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით,  მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, სტუმრებს 21 ივნისს სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ …

რა ვადით აშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს

ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის ვადები არც სანებართვო მოწმობასა და არც პროექტში განსაზღვრული არ არის, მაგრამ არსებობს სხვადასხვა კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ექსპლუატაციის ვადა განისაზღვრება. ბათუმში ექსპლუატაციის ვადას მიღწეული ბევრი კორპუსია, თუმცა მათი ავარიულობის შემოწმება მერიის პრეროგატივა არ არის. ამას დასადგენად საექსპერტო ბიუროს უშუალოდ სახლის მაცხოვრებლებმა ან სხვა დაინტერესებულმა პირმა თავად უნდა მიმართონ. ინჟინერ-კონსტრუქტორი, მშენებლობის ექსპერტი …

ბათუმელი ახალგაზრდები ღარიბების დასახმარებლად

ადამიანს, რომელიც ურნიდან საკვებს ან ნივთებს აგროვებს, არც თუ იშვიათად დაინახავთ ქუჩაში. გამვლელები უმეტესად თვალს არიდებენ ამ პროცესს, თუმცა მათი დახმარება ყველას შეგვიძლია, თუნდაც ნაგვის გადაყრამდე ნარჩენების დახარისხებით. „იმისთვის, რომ ამ ადამიანებს დამატებით ქექვა არ მოუწიოთ სარჩოს ძიებაში, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა მოქალაქეების მიერ გადაყრილი ტანსაცმელი თუ საჭმლად ვარგისი საკვები, არ აირიოს სიბინძურეში და შეძლებისდაგვარად …

რა პრობლემები გამოიკვეთა ტურისტული სეზონის დასაწყისში

Maroon 5-ის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმში 7 ივნისს გაიმართა, ბათუმს განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ესტუმრა. როგორ დახვდა ქალაქი ტურისტებს და რა პრობლემები გამოიკვეთა, ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, სოფიკო გუჯაბიძეს ესაუბრა. ქალბატონო სოფიკო, რამდენი ტურისტი მიიღო ბათუმმა Maroon 5-ის კონცერტის დღეებში? ჩვენ შეგვიძლია გაყიდული ბილეთების რაოდენობით ვიმსჯელოთ. ინფორმაციით, …

დაგვიანებული სარაგბო სტადიონი და „საჩუქარი“ ბათუმს

ბათუმში სარაგბო სტადიონის მშენებლობა ორი წლის წინ დაიწყო და გასული წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, „ვადა ტექნიკური საკითხების გამო“ გადაიწია. მიმდინარე წელს კი, მთავარი ტრიბუნის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. სტადიონი, რომელიც ბათუმის მერიისა და „ქართუს“ დაფინანსებით შენდება, 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. ბათუმის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონი ლარი უკვე გადაერიცხა კომპანიას, რომელმაც მშენებლობა უნდა დაასრულოს. „2013 წლის …

მწვანე კონცხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 25 ივლისს უნდა დასრულდეს

მწვანე კონცხის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს, რის შედეგადაც მწვანე კონცხზე გარდა ახალი ინფრასტრუქტურისა, განახლდება ზღვაში შეჭრილი ხიდიც. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები უტარდება სავალ გზას, სასეირნო ბილიკებს, მოსასვენებელ პარკსა და ქვაფენილებს. სამუშაოებს 2 კომპანია „მონოლითი 2005“ და შპს ,,გზები“ ახორციელებს. ობიექტებზე, 20 სხვადასხვა სიმძიმისა და სახეობის ტექნიკა მუშაობს. სატენდერო პირობების თანახმად, 3 მილიონ ლარად შეფასებული სამუშაოები 25 …

ოკუპანტის ენაზე გახსნილი ტურისტული სეზონი ბათუმში

„ჩვენი სამიზნე აუდიტორია ძირითადად არის რუსულენოვანი, ამიტომაც გამოიყენეს წამყვანებმა რუსული“, – ასე ამართლებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტული სეზონის გახსნის ოფიციალურ საღამოზე ოკუპანტი ქვეყნის ენის გამოყენებას. სეზონი ბათუმის ბულვარში 28 მაისს გაიხსნა. საკონცერტო ნომრებს შორის სეზონის გახსნის ღონისძიებაზე წამყვანებმა აუდიტორიას ქართულის გარდა რუსულ ენაზეც მიმართეს. ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რატომ ვერ ხედავს პრობლემას სახელმწიფო უწყება …

გარემოსდაცვითი კონფერენცია ბათუმში და ნავთობით დაბინძურებული მდინარე ბარცხანა

სანამ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რიგით მე-8, გარემოსდაცვით კონფერენციაზე, პან-ევროპული რეგიონის ქვეყნების მინისტრები ერთმანეთს უზიარებენ სტრატეგიულ გეგმას მწვანე ეკონომიკის განვითარების და სამოქმედო პროგრამის შესახებ, ბარცხანის დასახლებაში მცხოვრები ოჯახები სახელმწიფოსგან რეაგირებას ელიან – მათი თქმით, თითქმის ერთი თვეა მდინარე ბარცხანა ნავთობითაა დაბინძურებული და აქ მცხოვრებ ოჯახებს ძლიერი სუნი აწუხებთ. „იძახიან მიწიდან ამოდისო, …

19 წლის თინიკო – ოთხსულიანი ოჯახისა და ავადმყოფი დის მარჩენალი

19 წლის თინიკო მახარაძეების ოთხსულიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ის ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. დილის ათი საათიდან საღამოს ათ საათამდე სამსახურშია, ხელფასი კი ყოველთვიურად 350 ლარი აქვს. სკოლის გამოსაშვებ საღამოს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, რადგან მე-9 კლასის დასრულების შემდეგ სკოლაში სიარული შეწყვიტა. სწავლა ოჯახური პირობების გამო ვერ გააგრძელა – დედას უნდა დახმარებოდა უფროსი დის, ნათიას მოვლაში, რომელსაც …

ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]

ძლიერი წვიმის შემდეგ 8 ივნისს ბათუმში გამოიდარა. ბათუმის პლაჟზე ხალხმრავლობაა, “Maroon 5“- ის კონცერტის შემდეგ ბათუმში ჩამოსულმა ტურისტებმა პლაჟს მიაშურეს გასარუჯად. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის, რუსუდან დიასამიძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში არასტაბილური ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 17-19 გრადუსი იქნება, ზღვის წყალი კი 18 გრადუსამდე გათბება. სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში …

ერთწლიანი ველობარათი 10 ლარად – მხოლოდ დღეს

5 ივნისს, მხოლოდ ერთი დღით, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ბათუმველო“ აქციას მართავს, „ბათუმველოს“ ერთწლიანი ბარათის შეძენა 50%-იან ფასდაკლებითაა შესაძლებელი, 20 ლარის ნაცვლად 10 ლარად. აქცია დღეს საღამომდე გაგრძელდება. ბარათების შეძენა ტურისტულ ცენტრებშია შესაძლებელი. „ბათუმველო” შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის პროექტია და 2011 წლიდან არსებობს. დაარსებიდან დღემდე „ბათუმიველოს“ 31 ათასზე მეტი აბონენტი ჰყავს დარეგისტრირებული. აქედან 1500-ზე მეტი …

ბათუმში საკურორტო სეზონი გაიხსნა [ფოტო/ვოდეო]

დღეს, 28 მაისს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საკურორტო სეზონი გახსნილად გამოაცხადა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მთელი დღეა ბათუმის ბულვარში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება მიმდინარეობს. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში სპეციალური დეკორაციებითა და განათებებით გაფორმებულ ბულვარში ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ბენდების Nemo, Strawberry Fields, Sound Lab, მოსიარულე დრამერების კონცერტებს დაესწრონ და ზაფხულში დასვენებასთან ასოცირებულ სხვადასხვა აქტივობაში, …

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზაფხულისთვის ბათუმში ბრენდული სასტუმროები დაჯავშნილია

სასტუმროების მენეჯერების ინფორმაციით, წელს ბათუმში ყველაზე მეტი დამსვენებელი შვიდ ივნისს ჩამოვა. ამ დღეს ბათუმში ცნობილი ამერიკული ბენდის – Maroon 5 -ის კონცერტია დაგეგმილი. საკურორტო სეზონისთვის ნომრები სხვა დღეებისთვისაც უკვე დაჯავშნილია. რომელი ქვეყნიდანაა უფრო მეტი დაკვეთა – ამ ინფორმაციას სასტუმროები ასაიდუმლოებენ. ტურიზმის დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ ამაზე, ჯერჯერობით, ინფორმაციას არ ფლობენ. სასტუმრო „გალოგრეს“ მენეჯერის ინფორმაციით, სასტუმროს …

რატომ ეწევიან საჯარო მოხელეები სიგარეტს ტუალეტებში

ოთხსართულიან შენობაში, სადაც აჭარის სამინისტროებია განთავსებული, თითქმის ყველა სართულზე წააწყდებით გაფრთხილებას – „მოწევა აკრძალულია“. ნიშნების სიმრავლის მიუხედავად, სამი სამინისტროს დერეფნებსა და საპირფარეშოებში საჯარო მოხელეები სიგარეტს ეწევიან. ბათუმის მერიის შენობაში კი ე.წ. „მოსაწევი კუთხე“ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან, ჰოლშია მოწყობილი. დადგენილი წესის მიხედვით, საჯარო მოხელეები ღია სივრცეში, ამოსასვლელი კიბეების კუთხეში უნდა ეწეოდნენ, სადაც ერთი სანაგვე ურნა და …

„ანსაუნდი“ 27 მაისიდან – ბათუმი ელექტრონული მუსიკის ფესტივალის რუკაზე

27 მაისს, საღამოს 9 საათზე, ბათუმში, ანბანის კოშკის გვერდით მდებარე შენობაში [შესასვლელი ბულვარის მხრიდან] თანამედროვე მუსიკის ფესტივალი „ანსაუნდი“ გაიხსნება. 13 წლის წინ პოლონეთში, კრაკოვში დაარსებული მუსიკალური ფესტივალი ბოლო რამდენიმე წელია კრაკოვის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება, მათ შორის: ნიუ იორკში, ლონდონში, ტორონტოში, ადელაიდეში, კიევში, ბრატისლავაში, პრაღაში და ა.შ. ფესტივალი 2012 წელს თბილისშიც ჩატარდა, ბათუმი კი …

ბათუმში ფესტივალი „ოქროს დელფინი“ გაიხსნა [ვიდეო]

26  მაისს ბათუმში საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი „ოქროს დელფინი – ხელოვნება მსოფლიოს გარშემო“ გაიხსნა. საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობენ: უკრაინის, პოლონეთის, ლიტვას, თურქეთის, ინდოეთის, მოლდოვას, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ცალკეული რეგიონების შემოქმედებითი კოლექტივები. ფესტივალ-კონკურსი მსოფლიო ფესტივალების საერთაშორისო ორგანიზაცია CIOFF-ის წევრია. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საზოგადოება. ფესტივალი ეწყობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ …

Exit mobile version