“უფრო ახლოს” ბათუმში, ახალ სცენაზე

8 აპრილს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩის #2-ში მდებარე თეატრში, „ახალი სცენაზე”, პრემიერა გაიმართება. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივ პროექტს, რეჟისორ ნინი ჩაკვეტაძის სპექტაკლს – “უფრო ახლოს”, ბრიტანელი სცენარისტის, პატრიკ მარბერის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. „პიესა იმ ოთხ ადამიანზეა, რომელთაც ცხოვრებაში დაუდგათ ეტაპი, რომელთან გამკლავებაც …

ახალი პარკი განსხვავებული კონცეფციით ბათუმში

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში, ახალი გასართობი პარკი აპრილის დასაწყისში გაიხსნება. პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული და ბათუმში არსებული პარკებისგან განსხვავებული კონცეფციითაა გაკეთებული. პირველად დაიდგა პარკში ადაპტირებული ატრაქციონები და საპირფარეშოები. პარკი 7 000 კვ/მეტრზე უნდა გამწვანდეს. ახალი პარკის მშენებლობაზე ერთი მილიონ 927 ათასი ლარი დაიხარჯა. ხე-მცენარეები ჯერ შეტანილი არ არის, თუმცა როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვეუბნებიან, პარკის …

გაზის სავარაუდო გაჟონვამ ბათუმში აფეთქება გამოიწვია

ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე გაზის სავარაუდო გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით, ხელები აქვს დამწვარი და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის სახანძრო სამსახურის უფროსმა ხუსეინ სირაბიძემ უთხრა, დაზიანებულია პირველ სართულზე მდებარე სამი ბინა. ადგილზე გასულია „სოკარის“ საავარიო ჯგუფი. „სოკარის“ ინფორმაციით, ახლომახლო ტერიტორიაზე გაზი ამჟამად გათიშულია …

ენერგო-პრო: გაზის გათიშვის შედეგად ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა და ხაზები დაზიანდა

ბათუმში დილიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება ბონი-გოროდიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ზოგიერთ აბონენტს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურის განცხადებით, გაზის გათიშვის გამო ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, რის შედეგადაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა. „ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები და მოკლე ხანში ელექტორენერგიის მიწოდება აღდგება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გიორგი სურმავამ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა. კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება  300-მდე აბონენტს. ქობულეთი-ბათუმის ახალ საავტომობილო მაგისტრალზე …

პუშკინის ქუჩა ბათუმში [ფოტო]

რატომ არ ხდება ქუჩის  [იმ ადგილებში, სადაც სამუშაოები არ მიმდინარეობს] მოსწორება სპეცტექნიკით ისე, რომ ორმოები მაინც აღარ იყოს? – ამ შეკითხვაზე ბათუმის მერიაში შემდეგი პასუხი გაგვცეს: „რამდენიმე დღეში გაიხსნება ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩები, პარალელურად, მოძრაობა გადაიკეტება სელიმ ხიმშიაშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე. რაც შეეხება პუშკინის ქუჩის პრობლემურ მონაკვეთებს, გამოდარებისთანავე დაიყრება ღორღი და ჩატარდება მოშანდაკების სამუშაოები. განთავსდება …

პუშკინის ქუჩა – ხაფანგი მძღოლებისთვის

დღეს, დილით, პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანა გადაადგილებისას ორმოში რამდენჯერმე ჩავარდა. მძღოლს მაღაზიების გამყიდველები დაეხმარნენ. პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ და თვითმხილველების თქმით, მსგავსი შემთხვევა დღეში რამდენჯერმე ფიქსირდება. მძღოლები ქუჩაზე გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმას ითხოვენ. ბათუმში ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის უნდა დასრულდეს. ასევე დასრულდება გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩების მონაკვეთები ჭავჭავაძისა …

კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სახურავის გარეშე – ვაჟა-ფშაველას 27

ვაჟა-ფშაველას 27 ნომერში მდებარე ბელეტაჟის ტიპის სახლს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, სახურავი გადახდილი აქვს და წვიმა აზიანებს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების საფრთხეზე განცხადება 28 მარტს საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელმა ნინო ინაიშვილმა გააკეთა.  მისი თქმით,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ფაქტზე დროული რეაგირება უნდა მოახდინოს. „როგორც ხედავთ, სახლის უკანა კედელი დაანგრიეს, სახურავი გადახადეს. ეს იგივე ტიპის მოვლენაა, …

ბონში, ბარცხანასა და გოროდოკში წყლის მიწოდება 18 საათზე აღდგება

ქალაქ ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმში – ბონის, ბარცხანისა და „გოროდოკის“ დასახლებებში სასმელი წყლის მიწოდება აღდგება 27 მარტს, 18:00 საათზე. მერიის ინფორმაციით „უხვი ნალექის მოსვლასთან დაკავშირებით, აიმღვრა მდინარეები ლეჩა და ყოროლისწყალი, რის შედეგადაც სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდათ ე.წ. „ძველი ქსელის” აბონენტებს“.

ბათუმში ხეებს ჩაუმქრალი კირით ღებავენ [ფოტო]

ბათუმში ხეებს სპეციალური ხსნარით – ჩაუმქრალი კირით ღებავენ. სამუშაოებს ბათუმის მერიის ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ ასრულებს. სამსახურის ხელმძღვანელის, ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, ბათუმში [შემოერთებული ტერიტორიების ჩათვლით] 15 800 მერქნიანი მცენარეა და ყველა მათგანი შეიღებება. მისივე ინფორმაციით, ადრე შეტანილი იქნა მინერალური სასუქები, ახლა მოხდება ე.წ. წუნწუხის, შემდეგ კი ტორფის შეტანა, ამ სამუშაოების შემდეგ კი მცენარეები …

შსს-მ ბათუმში 492 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

შსს-ს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული თენგიზ დ. ბათუმში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 492 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 24,7306 გრამ მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. მათივე ცნობით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად თენგიზ დ.-ს ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმა-ს მოხმარების ფაქტი …

საცხოვრებელი კორპუსის ეზოები ბათუმში, სადაც ასფალტის საფარი მოეწყობა

ა[ა]იპ „ბათუმის კორპუსი“ ბათუმში, 36 საცხოვრებელი კორპუსის ეზოებში, ასფალტის საფარსა და ბორდიურებს მოაწყობს. ორგანიზაცია სამუშაოებში ჯამში, მაქსიმუმ 1 მილიონ 227 ათას 300 ლარის გადახდას აპირებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, უნდა მოასფალტდეს სულ 29 470 კვ/მ ტერიტორია და მოეწყოს 2 425 გრძ/მ ბორდიური. შესაბამისი ტენდერი „ბათუმის კორპუსმა“ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 8 აპრილს დაიწყება და …

კომპანია „ორბის“ დირექტორი ასი მუშის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე

სამშენებლო კომპანია „ორბიმ“ ამ დღეებში 100 მუშა დაითხოვა. დათხოვნილების ინფორმაციით, სუსხიანი ზამთრის პირობებში სრული დატვირთვით მუშაობდნენ და შვიდი სართული ააშენეს, ახლა კი კომპანიამ ისინი დაითხოვა და მათ ნაცვლად უკრაინელი სპეციალისტები დაიქირავა. კომპანიის დირექტორის განმარტებით, გადაწყვეტილება ახალ სტანდარტებს და უსაფრთხოების წესების დაცვას უკავშირდება. კომპანიის ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, საიდანაც მუშები დაითხოვეს, ცოტა ხნის წინ ამწე ავარიულად წაიქცა. …

350 000 ლარი ბათუმის რუსეთში რეკლამირებისთვის

ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საკურორტო სეზონის წინ რეკლამის განთავსებაზე მუშაობს, წელს რუსეთი დაამატეს. ამ ქვეყნიდან ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო სააგენტოებს სარეკლამო ბილბორდებსა და სხვა აქტივობებს დაუკვეთავს, რისთვისაც 350 000 ლარი გაითვალისწინეს. ჯამში კი სამიზნე ქვეყნებში რეკლამის განსათავსებლად, რამდენიმე ივენთის მოსაწყობად და ონლაინრეკლამირებისთვის წელს ბიუჯეტიდან სამ მილიონამდე ლარის დახარჯვას გეგმავენ. აჭარის ტურიზმის …

გაზის აფეთქების შედეგად ბათუმში სახლი ჩამოინგრა [ფოტო]

19 მარტს, გამთენიისას, ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში, გაზის აფეთქების შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ოთახები ჩამოინგრა. აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქებას და ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, როგორც ეზოს ერთ-ერთმა მცხოვრებმა „ბათუმელებს“ უთხრა, სახლში ოჯახის რამდენიმე წევრი, მათ შორის ბავშვებიც იმყოფებოდნენ: „ზემოთ იწვნენ, დილის 6 საათისკენ გავიგონეთ ხმა … სახლშიც …

აჭარაში გაზი 29 მარტიდან გაითიშება

აჭარის რეგიონში ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მაგისტრალის მშენებლობის პროცესში მაღალი წნევის გაზსადენ მილებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის გამო, ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება.    აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე  წლის 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის …

პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე

ბათუმში ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის უნდა დასრულდეს. ასევე დასრულდება  გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩების მონაკვეთები ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს შორის. რაც შეეხება ამ ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებს „ჭაობში“ და ასევე სხვა ქუჩებს, მათი სრული რეაბილიტაცია 2018 წლის 4 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. გრიბოედოვის ქუჩაზე სამუშაოები გრაფიკით 29 მარტს უნდა …

სტუდენტების საპროტესტო აქცია ბათუმის უნივერსიტეტში [ვიდეო]

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის წინ სტუდენტთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს და მოითხოვენ, ოდეერებისგან ბათუმის უნივერსიტეტიც გათავისუფლდეს. აქციაში სტუდენტებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადდგენლები და სტუდენტების მშობლებიც მონაწილეობენ. „ჩვენ, სტუდენტები, ვაპროტესტებთ იმ სიტუაციას, რაც დგას თითქმის ყველა უნივერსიტეტში. ეს არის ავტონომიურობის პრობლემა და გარე ძალების მიერ საუნივერსიტეტო პროცესების მართვა.  ჩვენ მოვითხოვთ, …

კაზინოები და ტურიზმი ბათუმში

ბათუმში დღეს 11 მოქმედი კაზინოა, მალე კიდევ 12 კაზინო უნდა ამოქმედდეს. რეგიონის მთავრობა კაზინოების ამოქმედების პირობით, დამატებით, სხვა პროექტებსაც სთავაზობს ინვესტორებს. რა ეფექტი აქვს სათამაშო ბიზნესს ტურიზმის განვითარების მხრივ და რამდენად იყენებს არსებულ შესაძლებლობას ბათუმი? „იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, აზერბაიჯანში სათამაშო ბიზნესი აკრძალულია, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ეწვიოს საქართველოს და, შესაბამისად, სათამაშო ობიექტებს. …

ბათუმში ახლა პირველი საათია

ბათუმში ახლა პირველი საათია – ყოველ შემთხვევაში ამ დროს უჩვენებს ერას მოედანზე დამონტაჟებული საათის ისრები. ქალაქში, სადაც ტურისტის მოსაზიდად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს ხარჯავენ, ტურისტულ ადგილებში დამონტაჟებული საათები გაუმართავია. ბათუმის მერია, რომელიც ქალაქის მართვაზეა პასუხისმგებელი, ტურისტულ ადგილებში საათების გამართვასაც კი ვერ უზრუნველყოფს. კითხვაზე – უხერხული ხომ არ არის ბათუმში ტურისტების თავშეყრის ადგილებზე დამონტაჟებული საათის ისრები არარეალურ …

პალმები ჭადრების ნაცვლად – რა პრინციპით ამწვანებს ბათუმს მერია

ორივე ფოტო ბათუმში, კ. გამახურდიასა და ზუბალაშვილების ქუჩების კვეთაშია გადაღებული. განსხვავება დროშია. დღეს ზუბალაშვილის 17-ში მდებარე სახლი სიმაღლეში იზრდება, ჭადრები კი პალმებმა ჩაანაცვლა. „მოსახლეობის კოლექტიური განცხადება იყო შემოსული და მოითხოვეს ხეების მოჭრა. მანამდეც გვქონდა ეს ხეები მონიშნული, რადგან ძალიან დაზიანებული იყო,“ – გვითხრა ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა ეთერ მაჭუტაძემ. იგივე დაგვიდასტურეს ზუბალაშვილის 17-ში. მოსახლეობის …

ვაჟა-ფშაველას 13 – სახელმწიფო უკანონო მშენებლობას ვერ აჩერებს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 13-ში, სადაც სამი თვის წინ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა დაანგრია, სამშენებლო სამუშაოები უკანონოდ განახლდა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, თუმცა სამუშაოები არ წყდება. მერის ზედამხედველობის სამსახური ადგილზე კრიმინალური პოლიციის მოთხოვნით მივიდა. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებთან“ …

ლარის კურსი, სამშენებლო ბიზნესი და ფასები

უძრავი ქონების რეგისტრაცია წინა წლის ბოლოს არსებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა – ეს საჯარო რეესტრის ინფორმაციაა. შესაბამისად, შემცირებული გაყიდვების შემდეგ სამშენებლო ბიზნესის შესაძლო კრახის შესახებ დაანონსებული ინფორმაცია შედარებით პოზიტიური ინფორმაციით უნდა შეცვლილიყო. არის თუ არა ეს ასე? – „ბათუმელები“ დეველოპერებს დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და განწყობები ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. დეველოპერებსა და მომხმარებელს შორის შუამავალი …

ქუჩა, როგორც ძაღლის ტუალეტი და კანონი, რომელიც არ მუშაობს

ბათუმში, ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი სახლის წინ მწვანე საფარი სისტემატიურად ისვრება ძაღლის ფეკალური მასებით. „აქ მცენარეებს ვზრდით, ვუვლით… ვიღაცა კი თავისი ძაღლის ტუალეტისთვის იყენებს ამ ადგილს. უხერხულია, მაგრამ რამდენჯერმე ნამდვილად მიმიცია შენიშვნა ამის გამო ძაღლის პატრონისთვის. თუმცა უშედეგოდ“, – ამბობს ნაზი. 35 წლის მაია გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების …

უხმო ხმოსნები ბათუმის საკრებულოდან

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ზოგიერთი წევრის მოსაზრების გაგება მხოლოდ იმით შეიძლება, თუ რის ნიშნად წევს ის ხელს მაღლა საკითხის დამტკიცებისას – წინააღმდეგია თუ მომხრე. სხვა შემთხვევაში ისინი ჩუმად არიან ან მხოლოდ რეპლიკით შემოიფარგლებიან. საკრებულოს სხდომებზე თითქმის არ ლაპარაკობს საკრებულოს წევრი, პროფესიით ექიმი, თემურ ორაგველიძე. მას არასდროს გამოუთქვამს პოზიცია რომელიმე საკითხზე, რაც საკრებულოს სხდომაზე გავიდა და ბათუმელი …

ბათუმში „ზებრებს“ ღებავენ [ფოტო]

ბათუმის მერიის სამსახურმა, „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტომ“ ქალაქის ტერიტორიაზე ზებრა-გადასასვლელების შეღებვა დაიწყო. ამავე თემაზე: ბათუმიდან გამქრალი „ზებრები”

მერია ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის 3 ავტომანქანას შეიძენს

დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს შპს “ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის” სასწრაფო დახმარების სტაციონალური ავტომანქანების შესყიდვის საკითხი, რომლის მიხედვითაც ცენტრისთვის გამოყოფილი 280 000 ლარით, ნაცვლად აქამდე გათვალისწინებული 4 მაღალი გამავლობის ავტომობილისა, 3 ასეთ ავტომანქანას შეიძენენ – “ორჯერ ჩავარდა ტენდერი, არ გამოცხადდა არც ერთი მონაწილე. შემოგვაქვს ცვლილება იმ კუთხით, რომ ამ 280 000 ლარში შევიძინოთ მაღალი გამავლობის 3 ავტომობილი, ნაცვლად ოთხისა, …

რა ზომებს მიმართავს საქართველო ზიკა ვირუსის პრევენციისთვის

ზიკა – ასე ეწოდება ვირუსს, რომელიც 2015 წლიდან გავრცელების მზარდი ტენდენციის გამო ჯანდაცვის სფეროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ვირუსის ძირითადი გადამტანი კოღოა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, ზიკა ვირუსის გადამტანი კოღო დაფიქსირებულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ბათუმისა და ზუგდიდის შემოგარენში, მცირე რაოდენობით. რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო ზიკა ვირუსის პრევენციისთვის? პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში …

აჭარის მთავრობა სანაპირო ზოლის განვითარების პროექტის შეისყიდვას გეგმავს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ე.წ. ჭაჭის კოშკისა და საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე სარეკრეაციო ზონის განვითარების პროექტის შესყიდვას გეგმავს. გადაწყვეტილებას სამინისტრო საინვესტიციო ინტერესების გაზრდით ასაბუთებს. თუმცა, წერილში, რომლითაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს მიმართა, კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებაზე არაფერია ნათქვამი. მინისტრ დავით ბალაძის ინფორმაციით, დასაგეგმარებელი ტერიტორია 2,25 ჰა-ს შეადგენს, მათ შორის …

მერია ააიპ „ბათუმის ბულვარს“ დააფუძნებს

ააიპ „ბათუმის ბულვარის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიამ საკრებულოს თანხმობის მიღების თაობაზე მიმართა. საკრებულო საკითხს დასამტკიცებლად სხდომაზე პარასკევს, 26 თებერვალს გაიტანს. ბათუმის მერია ბულვარის მართვაში დაბრუნებას ვარაუდობს 2017 წლის იანვრისთვის, მას შემდეგ , რაც იქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება. ამ დროისთვის კი მერიას ახალი ააიპ „ბათუმის ბულვარი“ უკვე დაფუძნებული უნდა ჰქონდეს. ამასთან, 2017 წლის ბიუჯეტში მერიამ ბულვარის სამართავად …

ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკები აღდგენის მოლოდინში

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაზიანებული ფრესკების აღდგენა ჯერჯერობით არ იგეგმება – ამის შესახებ „ბათუმელებს” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უთხრეს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად მიჩნეულ, მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ ტაძარში ფრესკები რამდენიმე წელია დაზიანებულია, მის შესაკეთებლად თანხა ამ დრომდე ვერ გამოიძებნა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ჩვენთან შემოდის ბევრ, მნიშვნელოვანი ძეგლის დაზიანებებზე ინფორმაცია, …

ცხრა თვე შემწეობისა და უფასო სადილის გარეშე

ოჯახი, რომლის სახელზეც არანაირი კერძო საკუთრება არ რეგისტრირდება, სოციალური დახმარების გარეშე დარჩა – ფარტენაძეების ხუთსულიან ოჯახს სოციალური შემწეობა ცხრა თვის წინ შეუწყვიტეს. ჯემალ ფარტენაძე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, აქვს გულის პრობლემებიც, რის გამოც მუშაობა არ შეუძლია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი, მათგან ორი არასრულწლოვანია. მუშაობა არც ჯემალის მეუღლეს შეუძლია, რადგან რამდენიმე ოპერაცია აქვს გადატანილი. ჯემალ …

მუნიციპალურ ავტობუსს ავტომანქანა დაეჯახა

დღეს, 18 თებერვალს, აეროპორტის გზატკეცილზე ბათუმის # 10 მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის პაატა დუმბაძის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი და ერთი მგზავრი, ასევე მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. შემთხვევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა მსუბუქ ავტომობილს, რის გამოც ადგილზე მისული იყო სახანძრო სამსახური. „გამოძიების დასრულებამდე გადაყვანილი იქნება ავტობუსიც …

ცირა ელისაშვილი: ჩვენ ვაშენებთ თვითმკვლელ ქალაქებს

18 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე – „ბათუმის ბულვარი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და არსებული გამოწვევები“ – „ტფილისის ჰამქარის“ წევრმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის მართვის პრობლემებზე, სახელმწიფო პოლიტიკასა და საზოგადოების ჩართულობაზე ისაუბრა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ცირა ელისაშვილის მოხსენების შემოკლებულ, სტენოგრამულ ვერსიას. „ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო ეს წარდგენა. ვფიქრობ, ეს არ არის ის …

ბათუმში ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა

ბათუმში, ჭოროხისა და ზღვის შესართავთან ზღვამ მამაკაცის გვამი გამორიყა. „ბათუმელების” ინფორმაციით, ეს ის მამაკაცია, რომელსაც 10 თებერვლიდან ეძებენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

ბათუმში მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადმოხტა და დაიღუპა

14 თებერვალს, დილით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სახლის მეოთხე სართულიდან 41 წლის მამაკაცი გადმოხტა და დაიღუპა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.

Exit mobile version