ჩაქვში, 17,7 ჰექტარ ტერიტორიაზე, ბათუმის ახალი მუნიციპალური სასაფლაოს მოწყობაში მერია 3 მილიონ 399 ათას ლარს გადაიხდის. ახალი სასაფლაო დაგეგმილზე გაცილებით გვიან გაიხსნება. მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობასა და მშენებლობაში კი მომავალ წელს მერია დამატებით 1 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. ბათუმისთვის ჩაქვში ახალი სასაფლაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. ამავე წლის ივლისში ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ 3 399 000 …
Tag Archives: ბათუმი
„შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები მათივე ჩართულობით უნდა განიხილებოდეს”
3 დეკემბერი არის მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ბათუმში გაიმართა მრგვალი მაგიდა – “საბჭოების როლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის”. როგორც შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” პროექტის მენეჯერი, ირინა ინასარიძე განმარტავს, შეხვედრის მთავარი მიზანია განიხილონ შშმ პირთა საკოორდინაციო საკონსულტაციო საბჭოების მუშაობა, ამ საბჭოებში არსებული გამოწვევები …
Continue reading “„შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები მათივე ჩართულობით უნდა განიხილებოდეს””
ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ ნორმას 7.5-ჯერ გადააჭარბა
ბათუმში ჰაერში ოქტომბერში აზოტის დიოქსიდის საშუალოთვიური კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას 7.5-ჯერ აღემატებოდა, ნახშირჟანგისა კი 1.2-ჯერ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ოქტომბერში ჩატარებული მონიტორინგის ავტომატური სადგურიდან მიღებული შედეგები დღეს გახდა ცნობილი. საქართველოს გარემოს დაბინძურების მოკლე მიმოხილვაში წერია, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი წარმოებდა ექვს ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმსა და ჭიათურაში. მათ შორის უწყვეტი მონიტორინგი წარმოებდა თბილისის …
Continue reading “ბათუმში ჰაერში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციამ ნორმას 7.5-ჯერ გადააჭარბა”
საახალწლო სოფელი და გლინტვეინი ბათუმში – მერიის საახალწლო პროგრამა
ახალი წლის ღონისძიება ბათუმში ერას მოედანზე გაიმართება, სადაც ბათუმის მერიის ინფორმაციით, მთლიანი სივრცე შესაბამისი თემატიკით მოირთვება, ასევე შეიქმნება პატარა, საახალწლო სოფლის იმიტაცია. სივრცეში განთავსებული იქნება საახალწლო სოფელი, ნაძვის ხე, დიდი და პატარა სცენები, ასევე მოეწყობა სანტას კუთხე, კარნავალი და ქუჩის სხვადასხვა აქტივობა. საახალწლო სოფელი ერას მოედანზე 25 დეკემბერიდან მოეწყობა, სივრცეში დაიდგმება ოცამდე ქოხი, რომლებშიც განთავსდება საკვები …
Continue reading “საახალწლო სოფელი და გლინტვეინი ბათუმში – მერიის საახალწლო პროგრამა”
ციფრული გალერეა ბათუმის ქუჩებში
ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის 47 ნომერში, ადგილობრივი მხატვრებისთვის, გრაფიკული დიზაინერებისა და არტისტებისთვის “თავისუფალი სახელოსნო” _ Street Art სტუდია გაისნა, რომელიც 3D პრინტერით, გრავირებისთვის საჭირო ლაზერით, პროექტორითა და სხვადასხვა დამხმარე ხელსაწყოებითაა აღჭურვილი. ეს არის ადგილი იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავისუფალი სივრცე შემოქმედებისთვის, ნამუშევრების გამოფენისა და უბრალოდ, საინტერესო იდეების გაცვლისთვის სჭირდება. სახელოსნო ახალი პროექტის, Streetart.ge-ს ერთ-ერთი კომპონენტია. …
CRITICAL MASS – ველომსვლელობა ბათუმში [ანონსი]
25 ნოემბერს, 19:30 საათზე ბათუმში ტრადიციული ველომსვლელობა გაიმართება. ორგანიზატორების განმარტებით, „CRITICAL MASS“ ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება. „მსვლელობის მიზანია გავაგებინოთ ავტომობილის მძღოლებს, საზოგადოებას და სამთავრობო სტრუქტურებს, რომ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო სივრცე გადაადგილებისთვის და მოვითხოვთ ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე, მსვლელობის ერთ-ერთი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ ველოსპორტს და ველოსიპედით გადაადგილებას ქალაქში. ასეთი ტიპის მსვლელობა უკვე …
Continue reading “CRITICAL MASS – ველომსვლელობა ბათუმში [ანონსი]”
შეზღუდვები ბათუმის ქუჩებში
ბათუმის მერიის კეთილოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ქალაქში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სრულად არის გადაკეტილი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩიდან ბესიკის ქუჩამდე. აღნიშნულ მონაკვეთზე როგორც ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. „რაც შეეხება, მაიაკოვსკის ქუჩას, როგორც ქუჩის რეაბილიტაცია ასევე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა მიმდინარეობს, ამიტომ გადაკეტილი იქნება 3-4 დღის განმავლობაში. ასევე არის შეზღუდვები ბაქოს …
ბათუმში 104 აბი ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინის ფხვნილი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში 1976 წელს დაბადებული მ. კ., დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 104 აბი და აბის 4 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,83416 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია ჰეროინის შემცველი ფხვნილი და გამომშრალი მარიხუანა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი …
ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ სასურათე ჯიხურები ჩაქუჩით ჩაამტვრია
4 ნოემბერს ბათუმის იუსტიციის სახლის შენობაში მამაკაცმა სასურათე ჯიხურები ჩაქუჩით დააზიანა. ფაქტს იუსტიციის სახლის პრესსამსახურში ადასტურებენ: “მოქალაქემ აგრესიული ქმედება გამოავლინა, დააკავეს ჩვენთან და შესაბამისი სამსახურების მიერ გამოძიება მიმდინარეობს. იმედია, სახელმწიფო ქონების დაზიანებით გამოწვეული ზარალი ანაზღაურდება”. სულ ოთხი ჯიხურის შუშებია ჩამტვრეული. როგორც იუსტიციის სახლში განმარტავენ, ინციდენტს სამუშაო პროცესების შეფერხება არ მოჰყოლია. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოქალაქის პროტესტი ID ბარათში …
Continue reading “ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ სასურათე ჯიხურები ჩაქუჩით ჩაამტვრია”
ქვაფენილიანი ქუჩების მომავალი ბათუმში
ბათუმის მერიამ შესაძლოა ქალაქში ქვაფენილიანი ქუჩების საკითხის მოგვარებაზე იმსჯელოს. ასეთი ქუჩების უმეტესობა ამორტიზებულია, ზოგი მონაკვეთი ხშირად გამოდის მწყობრიდან; ამოცვენილი ქვები, როგორც ავტომანქანის მძღოლებს, ასევე ქვეითად მოსიარულეებს უქმნის საფრთხეს; გართულებულია ქვაფენილების წმენდაც თოვლიან ამინდში. ქუჩების მოვლა-შენახვაში ქალაქის ბიუჯეტიდან წელს 250 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. „ვფიქრობ, რომ ქვაფენილიან ქუჩებთან დაკავშირებით რაღაც პროექტი შედგება. ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ …
,,ჰელოუინის წვეულება” ბათუმის ამერიკულ კუთხეში
დღეს, 17:00 საათზე, ბათუმის ამერიკული კუთხში ,,ჰელოუინის წვეულება” მოეწყო, რომელშიც ასამდე მოზარდი მონაწილეობდა. წვეულება მოზარდებმა ამერიკელ მოხალისესთან ერთად აღნიშნეს. წვეულების მონაწილე ბავშვები მოხალისე მხატვრებმა სხვადასხვა პერსონაჟებად მოხატეს. ჰელოუინი ტრადიციულად 31 ოქტომბრის ღამეს, “საშიში” თემატიკის კოსტიუმირებული წვეულებებითა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება. ამავე თემაზე: „ჰელოუვინი“ და მისი ალტერნატივა ბათუმში
ტრაილერების ავტოსადგომი ევკალიპტების ნაცვლად
გონიოს მაგისტრალზე მრავალწლოვანი ევკალიპტების მოჭრას ბათუმის მერია ვერ შეაჩერებს, რადგან აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრებაა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის დირექტორმა, ეთერ მაჭუტაძემ უთხრა. „ჩვენგან არ არის არანაირი ნებართვა გაცემული. ეს არის კერძო საკუთრება, სადაც ჩვენ არ გვაქვს არც მოჭრის და არც არმოჭრის მითითების საშუალება. საბუთებით დასტურდება, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა. …
Continue reading “ტრაილერების ავტოსადგომი ევკალიპტების ნაცვლად”
სოციალურად დაუცველ ოჯახში ოთხი თვის ბავშვი გარდაიცვალა
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გუშინ დილით, 16 ოქტომბერს, 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი იყო პნევმონიით გამოწვეული შოკი. თუმცა, ბავშვის მამა აცხადებს, რომ საჭმელიც არ აქვთ. ჩვილს ჰქონდა ნაწლავური ინფექციაც. ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფებიან გარდაცვლილის ძმები. გარდაცვლილის ძმები – 5 და 2-წლამდე პატარები ამ დროისთვისაც შპს ბათუმის დედათა …
Continue reading “სოციალურად დაუცველ ოჯახში ოთხი თვის ბავშვი გარდაიცვალა”
შსს-მ გამოძალვის და ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შს სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე დააკავა. „ბათუმში ერთერთ სასტუმროსა და კლუბში გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებლებისგან შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, თურქეთის მოქალაქეებისგან 18 000 ლარისა და 1 500 ლარის გამოძალვას შეეცადნენ, რა დროსაც …
Continue reading “შსს-მ გამოძალვის და ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავა”
ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს
ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს. ამ ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაცვით, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 50 სტუდენტი, რომელთა საშუალო შეწონილი ქულა არის 91 და მეტი, მიიღებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით. სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებებზე: ინჟინერია, არქიტექტურა, ბიზნესის ადმინისტრირება, …
Continue reading “ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს”
საავტორო კინოფესტივალი BIAFF -ის გამარჯვებული ფილმები
ბათუმის საავტორო კინოფესტივალი BIAFF დასრულდა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. გრანპრის მფლობელი გახდა – „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016; 87 წთ. საუკეთესო რეჟისურაში – „უღმერთო“, რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი, 2016; 99 წთ. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ფარჰად ასლანი, ფილმში „ქალიშვილი“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2016; 103 …
Continue reading “საავტორო კინოფესტივალი BIAFF -ის გამარჯვებული ფილმები”
რას ნახავთ დღეს კინოფესტივალის ფარგლებში
ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალის BIAFF ფარგლებში, დღეს 19 სექტემბერს, კინოთეატრ „აპოლოში“ შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი ფილმები: 19 სექტემბერი 12.00 საათზე: „ველური ქალები – ნაზი მხეცები“, ანკა შმიდი, 14.00 საათზე: ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია 16.30 საათზე: „კინომოგზაურები“, შირლი აბრაამი/ამით მანდეშია 20.30 საათზე: „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი 20.30 საათზე: „მე – ოლგა ჰერპანოვა“, პეტრ კაზდა/ტომას ვაინრები …
LADIES OPEN-ის პირველი ჩემპიონი ბათუმიდან
19 წლის შემდეგ პირველად, ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირის – Ladies Open -ის გამარჯვებული ქართველი, 19 წლის მარიამ ბოლქვაძე გახდა. ჩემპიონატში რვა ქვეყნის 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. როგორ ცხოვრობს და რა გეგმები აქვს ახალგაზრდა ჩემპიონს? მარიამ ბოლქვაძე „ბათუმელებს“ ესაუბრა. მარიამი ბათუმელია, თუმცა ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და წვრთნებს ლონდონის ჩოგბურთის აკადემიაში გადის. მარიამს აკადემია აფინანსებს, როგორც პერსპექტიულ და წარმატებულ …
Continue reading “LADIES OPEN-ის პირველი ჩემპიონი ბათუმიდან”
წყლის მონიტრინგის საერთაშორისო დღე
წყლის მონიტრინგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს, 18 სექტემბერს, „ბათუმის წყალმა“ პრესტური მოაწყო. ტურს შპს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ბედინაძე ხელმძღვანელობდა. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს ჩაისუბნის წყლის სათავე ნაგებობა, ინჯალოს წყლის რეზერვუარი და ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები. „აქ, ჩაისუბნის სათავე ნაგებობაზე, ხდება წყლის გაწმენდა და დაქლორვა. შუმდეგ გაწმენდილი წყალი მიედინება სალიბაურში, სადაც ხდება მეორადი დაქლორვა …
დახოცილი თევზები ნურიგელის ტბაში [ფოტო]
ბათუმში, 6 მაისის პარკში მდებარე ნურიგელის ტბაში, თევზები დაიხოცნენ. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს უფროსის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, თევზების დახოცვა უჟანგბადობითაა გამოწვეული და „აქამდეც არაერთხელ მომხდარა“. ნურიგელის ტბაში ეკოსისტემა კარგა ხანია დარღვეულია. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ტბის აერაციის სისტემის შეძენას და დამონტაჟებას გეგმავდა, რაშიც 292 400 ლარს გადაიხდას აპირებდა. სააგენტოში მიიჩნევდნენ, რომ ხელოვნური აერაცია ტბისთვის …
„უპატრონო“ პირუტყვი საჯარიმო მოედანზე და 50-ლარიანი ჯარიმა მერპატრონეს
შპს „სანდასუფთავება“ ქალაქის ქუჩებში მოხეტიალე მსხვილფეხა პირუტყვს აკავებს და საჯარიმო მოედანზე გადაჰყავს, მეპატრონეს კი 50 ლარით აჯარიმებს. „იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ მოაკითხავს პირუტყვს, ყოველდღიურად მოვლის 10 ლარი ემატება. თუ საერთოდ არ მოვა და არ წაიყვანს, ამ შემთხვევაში სანდასუფთავების სამსახური პირუტყვს აუქციონის წესით ყიდის.“ – უთხრა ბათუმელებს, „სანდასუფთავების“ დირექტორმა, დავით ასამბაძემ. „ბათუმელების“ …
Continue reading “„უპატრონო“ პირუტყვი საჯარიმო მოედანზე და 50-ლარიანი ჯარიმა მერპატრონეს”
საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში
დღეს 12 სექტემბერს, ბათუმის საზღვაო აკადემიაში, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანია საქართველო გახდეს პოპულარული საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობაში და ბათუმი გადაიქცეს საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმად. „მსოფლიომ უნდა დაინახოს თუ როგორი მოტივირებულია ჩვენი ქვეყანა რომ გაზარდოს კარგი მეზღვაურები, გვქონდეს კარგი რეპუტაციის მქონე დროშა და ჩვენ დროშის ქვეშ იცუროს მაღალი დონის გემებმა. ბათუმი უნდა ვაქციოთ საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმად“ …
მუნიციპალურ ტრანსპორტში სავარძლებს ცვლიან
მუნიციპალურ ტრანსპორტში დაზიანებულ სავარძლებს ახლით ჩაანაცვლებენ. შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“-ს ინფორმაციით, ავტობუსებში დაზიანებული სავარძლები ეტაპობრივად შეიცვლება: „ახალი სავარძლები არის ერთი მთლიანი კონსტრუქციის, რაც შეამცირებს ვანდალური ფაქტების რაოდენობას და ამასთანავე დაფარულია რბილი ტყავის შემცვლელი მატერიით, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის“. „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ სავარძლების შეძენაზე ტენდერი მაისის თვეში გამოაცხადა, საწყისი სატენდერო თანხით – 118 400 ლარი. ხელშეკრულება გამარჯვებულ …
Continue reading “მუნიციპალურ ტრანსპორტში სავარძლებს ცვლიან”
სად დადიან ტურისტები
რომელი ადგილებით ინტერესდებიან ბათუმში ტურისტები ყველაზე ხშირად? – ბათუმში , ტურისტულ ობიექტებზე რეგისტრირებულ ვიზიტორთა სტატისტიკა მოწმობს, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე რეიტინგი თითქმის უცვლელია: პირველ სამ ადგილს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი და გონიოს ციხე იყოფენ. ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში მდებარე ბოტანიკური ბაღი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა რომ არის, ამას ვიზიტორთა სტატისტიკაც მოწმობს. გასულ წელს ბოტანიკურ …
„ბათუმობა 2016“ დაიწყო
დღეს 3 სექტემბერს, „ბათუმობა“ გაიხსნა, რომელიც ხვალ, 4 სექტემბერსაც გაგრძელდება. მემედ აბაშიძის ქუჩა ფერადი ქოლგებით მოირთო. ქუჩაში ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება. ევროპის მოედანზე როგორც ფერწერული ნამუშევრების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იმართება. ოფიციალურმა პირებმა, 12:00 საათზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აქ იმყოფებოდა ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაია და სხვა …
ბათუმში პირველ სექტემბერს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით ხვალ, 31 აგვისტოს საღამოს საათებში და ღამით, ბათუმსა და მთლიანად აჭარის ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. პირველ სექტემბერს კი, ძლიერი წვიმა იქნება ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში, დაუბერავს დასავლეთის ქარი 20-25 მ/წმ-ში. არასტაბილური ამინდი აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში 4 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას – დღისით …
Continue reading “ბათუმში პირველ სექტემბერს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი”
ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება
წვიმისა და შტორმის დროს ბათუმის დატბორვის პარალელურად ზღვის სანაპირო ზოლიც ირეცხება, რის შედეგადაც იშლება და ზიანდება ამ ზოლში არსებული ინფრასტრუქტურა – განსაკუთრებით, ახალი ბულვარის ტერიტორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი ნაპირგამაგრების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი ფაქტობრივად არ განხორციელებულა. მიმდინარე წლის 16 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაცხადა ბათუმის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის ტენდერში მონაწილეობის მიღების შესახებ. ფონდი საამისოდ, ფაქტობრივად, სამი …
Continue reading “ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება”
„ჟილინის“ არხი და დატბორილი ბათუმი
ბათუმში წვიმის დროს ქალაქის გარკვეული უბნების დატბორვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადახდილი მილიონების მიუხედავად, „ტრადიციულ“ დატბორვის უბნებს ქალაქში არაფერი ეშველა და ჯერჯერობით არც ეშველება, ვინაიდან სანიაღვრე არხები, რომლებმაც ქალაქი წვიმის წყლისგან უნდა განტვირთოს, შტორმის დროს არაეფექტურად მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი არხია ე.წ. „ჟილინი“, რომლის რეკონსტრუქციისათვის ბათუმის ბიუჯეტიდან 6 მილინ 317 ათასი ლარი დაიხარჯა. ბათუმის მერიის …
„რამდენი დემონიც გნებავთ“ – 2 სექტემბრიდან ბათუმის ახალ სცენაზე
2, 3 და 4 სექტემბერს, 20 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე სპექტაკლის – „რამდენი დემონიც გნებავთ“ პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია იაცეკ გლომბი, პოლონეთიდან. სპექტაკლში მოქმედება ვითარდება იეჟი პილხის მოთხრობის მიხედვით და რეალურ მოვლენებს ასახავს. „სამხრეთ პოლონეთის ერთ პატარა სოფელში, სადაც რელიგია ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და სადაც იმდენი რწმენაა რამდენი სახლიც …
Continue reading “„რამდენი დემონიც გნებავთ“ – 2 სექტემბრიდან ბათუმის ახალ სცენაზე”
ბათუმის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში დაახლოებით დილის 11 საათზე, პლაჟზე [ახალი ბულვარის მიმდებარედ] 25 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. ბათუმის სასაწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სასწარაფო დახმარების ბრიგადას გოგონა გარდაცვლილი დახვდა და ის, სავარაუდოდ, ზღვაში დაიხრჩო. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით კი გოგონა ზღვაში არ დამხრჩვალა. ის ეპილეფსიით იყო დაავადებული და მისმა თანხმლებმა პირმა …
Continue reading “ბათუმის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა”
ქაფის ფესტივალი ბათუმში [ფოტო, ვიდეო]
ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, დღეს მესამედ გაიმართა ქაფის ფესტივალი. ბოლო ღონისძიება დღეს, 18 საათზეა დაგეგმილი. ფესტივალი „ევროპა ბეთის“ მხარდაჭერით ტარდება.
ანგისის დასახლებას სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება
ახლადაშენებული კორპუსის წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე დაერთების გამო, 18 აგვისტოს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდებათ: ანგისის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჩიხების აბონენტებს. განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სასმელი წყლის მიწოდება ასევე, შეუწყდება აეროპორტის გზატკეცილზე ლუწი ნომრების აბონენტებს, აღმაშენებლის წრიულიდან „ბათუმის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრამდე“.
შსს-მ ბათუმში 48 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო
ბათუმში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ე., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ნაქირავები ბინის ჩხრეკისას, 48 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო …
ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ [ფოტო]
„ბათუმის ბულვარის“ პრესსამსახურის განცხადებით, ამ წუთებში მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რაც ბულვარში 14 აგვისტოს შტორმმა გამოიწვია: „ ჩვენს პრეროგატივაში რაც შედის, ეს არის გარე განათების ბოძების აღდგენა. აღდგენითი სამუშაოები კი ზარალის დათვლის შემდეგ დაიწყება“. შტორმმა სანაპირო ზოლი და სასეირნო ბილიკი დააზიანა. აღსანიშნავია, რომ ბულვარის ეს მონაკვეთი ყოველი შტორმის დროს ზიანდება.
უამინდობის გამო ბათუმის მერიაში ცხელი ხაზი მოქმედებს
ბათუმის მერიის განცხადებით, „ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო დაიტბორა ქუჩები და ეზოები. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შპს ,,ბათუმის წყლის” ყველა მობილური ჯგუფი მობილიზებულია. მიმდინარეობს ქუჩებისა და სანიაღვრე არხების გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები“. მოსახლეობას შეუძლია საჭიროების შემთხვევაში დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე: 27 26 15. ბათუმში, დღეს დილიდან წვიმს. სინოპტიკოსთა პროგნოზით წვიმაა მოსალოდნელი ხვალაც, 15 აგვისტოს.
ბათუმში, „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე, მაღალმთიანი აჭარიდან [ფოტო, ვიდეო]
აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან, ასევე ქობულეთიდან, ბათუმში, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე იკრიბებიან. კოლონებად წამოსული ავტომანქანების ნაწილი უკვე ბათუმშია. ევროპის მოედანზე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, დღეს, საღამოს 8 საათზე, მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს. ერთი საათით ადრე კი „ქათული ოცნების“ მიერ ორგანიზებული კონცერტი დაიწყება.