მთავარი,სიახლეები

რიჟვაძისთვის ბუშტების გაგზავნის შემდეგ აქციის მონაწილე დააკავეს | LIVE

30.11.2020
რიჟვაძისთვის ბუშტების გაგზავნის შემდეგ აქციის მონაწილე დააკავეს | LIVE

აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქციის  მონაწილე – ირაკლი ჩხვირკია დააკავეს.  აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.

ვიდეოკადრების მიხედვით, პოლიციის მანქანაში რამდენიმე პირი ჩასვეს, თუმცა აქციის მონაწილეებმა მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ჰეილუმის ბუშტებზე მათ გააკეთეს წარწერა, რითაც თორნიკე რიჟვაძეს ხალხთან გამოსვლისკენ მოუწოდეს.

ვიდეოკადრების მიხედვით, აქციაზე მინიმუმ ორი პირი დაშავდა.

დაპირისპირება აქციის მონაწილეებს და პოლიციელებს შორის განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, როცა „იმოქმედეს“ წევრებმა ჰელიუმის ბუშტები გაუგზავნეს თორნიკე რიჟვაძეს.

საპროტესტო აქციაზე დღეს დილით აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი თორნიკე რიჟვაძესთან შესვლას ცდილობდა, თუმცა მას პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებდა, რომ ის დეპუტატია და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აქვს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: