მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა დასრულდა [ფოტოამბავი]

23.12.2020
ბათუმში კომაროვის სკოლის მშენებლობა დასრულდა [ფოტოამბავი]

კომპანია “დაგიმ” ბათუმში კომაროვის სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დათქმულ ვადაში დაასრულა.

სკოლა 250 მოსწავლეზეა გათვლილი,  ხოლო კამპუსი – 100  ბავშვზე. საგანმანათლებლო დაწესებულება სვიშევსკის ქუჩა N1-ში აშენდა და ჯამში მისი ფართობი 7700 კვადრატული მეტრია, ხოლო პროექტის ღირებულება –  11 მილიონ ლარზე მეტი.

პროექტის მენეჯერის განცხადებით, შენობები უმაღლესი ხარისხის მასალებით აიგო და იქ მოსწავლეებს ყველა პირობა დახვდებათ საცხოვრებლად, სასწავლებლად და დასასსვენებლად.

“მოწყობილია სასწავლო ოთახები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სტადიონი. შენობა მთლიანად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის და ყველანაირი პირობაა  შექმნილი. სკოლა ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს ქალაქის ამ ნაწილს.”

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. კომაროვის სკოლა მხოლოდ თბილისშია და ბათუმში აშენება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მომავალი თაობის განვითარებაში, რადგან ყველას არ შეეძლო თბილისში სასწავლებლად გადასვლა,“ – ამბობს თამუნა ჩხეტია, „დაგის“ წარმომადგენელი.

ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტი საქართველოს განათლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აშენდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: