სააკაშვილი: დაუყოვნებლივ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები პროპორციული სისტემით

ბიძინა ივანიშვილის მიერ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი თავის ვიდეოჩართვაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოდის: „ბავშვებს დათხარეს თვალები, ჩაიდინეს საოცრებები და თურმე იმისთვის, რომ ივანიშვილმა შეინარჩუნოს გახარია, დღევანდელი საარჩევნო კომისია იჯდეს აქ 2020 წლის ოქტომბრამდე მანამ,  სანამ ყველაფერს დაალაგებს, ყველას დაიჭერს – პრაქტიკულად დღეს დაანონსა დაპატიმრებები, მოკეტოს რუსთავი 2, …

ელენე ხოშტარია: გახარიას არ აქვს უფლება, იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს,  „ევროპული საქართველო“ ეხმიანება. „ეს გამარჯვება არის ძალიან მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ თქვენ მოახერხეთ უკან დაახევინოთ ქართულ ოცნებას და მიაღწიეთ სამართლიან პროპორციულ სისტემას, თქვენ უთხარით ყველა პოლიტიკოს და ყველა მომდევნო მთავრობას, რომ არც ერთი შემთხვევა ჩვენი საზოგადოების ღირსების შელახვის ვერ გაივლის უკვალოდ და ყველა მომდევნო ხელისუფლება …

მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვიხილეთ ძალადობა პოლიციელებზე

„ჩვენ ვიხილეთ ძალადობა პოლიციელებზე, როგორ მომხდარიყო შეჭრა ჩვენს პარლამენტში… ბუნებრივია, ამ ნაბიჯს მიეცემა სამართთლებრივი შეფასება, ისევე, როგორც შემთხვევებს, სადაც შეიძლება ჰქონოდა ძალის გადამეტებას ადგილი,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. პრემიერმა ასევე თქვა, რომ გამოძიების პროცესი …

კალაძე გახარიას გადადგომაზე – არ ყოფილა მაგაზე საუბარი

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 24 ივნისს, „ქართული ოცნების“ სატაო ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა. კახა კალაძე გახარიასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაუსვეს. სწორედ ამ კითხვების საპასუხოდა თქვა კახა კალაძემ, რომ არ ყოფილა ამაზე საუბარი. დღეს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ და ბიძინა ივანიშვილმა უპასუხოდ დატოვეს შეკითხვა შინაგან საქმეთა მინისტრის, …

ივანიშვილი: 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით

დღეს, 24 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინa ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგზე ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმა დააანონსა. „2020 წელს ჩატარდეს არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. ჩვენ გთავაზობთ, სრულად გავაუქმოთ პროცენტული ბარიერი და იმედი გვაქვს, ამ გზით მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი იქნება წარმოდგენილი და არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება და საკუთარ …

ქართველი სტუდენტის წერილი აბუ დაბიდან: ოკუპაცია გადის ჩვენს მენტალობაზეც

  დავით ჯინჭარაძე, ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტუდენტი, აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები  ________________________ საქართველოში საპროტესტო აქცია რომ დაიწყო, ლექციიდან გამოვდიოდი. მაშინ ყველაზე მეტად მინდოდა ბილეთი მეყიდა და მეც მიმეღო აქციაში მონაწილეობა. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში უკან მოვფრინავ და მინდა, პირდაპირ აქციაზე მივიდე! რუსთაველის გამზირზე ბევრ ახალგაზრდას ვხედავთ, თუმცა სინამდვილეში, ჩვენ კიდევ უფრო ბევრნი ვართ. ზოგიერთი ჩვენგანი, …

ჰამბურგი – პროტესტის მეორე დღე [ფოტო]

ქალაქ ჰამბურგის ცენტრში უკვე მეორე დღეა იკრიბებიან ქართველები და საქართველოში დაწყებულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ. ჰამბურგის აქციაზე მყოფი ირმა მახარაშვილი აცხადებს, რომ მათ იგივე მოთხოვნები აქვთ, რაც თბილისში შეკრებილ დემონსტრანტებს: „ჩვენი მოთხოვნებია პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, ხალხს რომ მიეცეს უფლება აირჩიოს თავისი მთავრობა, მეორე – გახარიას უპირობო გადადგომა, მესამე – უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გამოშვება და, შესაბამისად, …

საპროტესტო აქციის მეოთხე დღე პარლამენტთან [პირდაპირი + ფოტო]

თბილისის ცენტრში უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება საპროტესტო აქცია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ითხოვენ, გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და დაუყონებლივ გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები. აქცია პარლამენტთან. 23.06.2019. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი აქცია პარლამენტთან. 23.06.2019. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი აქცია პარლამენტთან. 23.06.2019. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი 19-22 ივნისს საქართველოში დაგეგმილი …

დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ვადა 23 ივნისის, 14.00 საათამდე მისცეს

თუ დღეს, 23 ივნისის 14.00 საათისთვის ხელისუფლება დემონსტრანტების მოთხოვნებს არ შეასრულებს, საპროტესტო აქცია 23 ივნისს, 19.00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე კვლავ გაიმართება. ასეთია მრავალათასიანი დემონტრაციის მონაწილეების ულტიმატუმი, რომელიც ხელისუფლებას 22 ივნისს წაუყენეს. მესამე დღეა დემონსტრანტები ხელისუფლებას შსს მინიტრ გიორგი გახარიას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ასევე აქციის დაშლისას დაპატიმრებულების გათავისუფლებასა და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვენ. …

ბერა: აქცია ერთი გზააბნეული პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და რევანშისტების ორგანიზებით გაგრძელდა

ბერა ივანიშვილი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ აქცია „ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა“. „მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ …

ნუ მაბრმავებ – სოლიდარობის აქცია ჰამბურგში

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. ისინი საქართველოში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ და  რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ. მათ აქციის ჩასატარებლად ჰამბურგში ყველაზე ხალხმრავალი ადგილი შეარჩიეს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის მიეწვდინათ ხმა, საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ. „ძალა არის ერთიანობაში, ჩვენ გვინდა საქართველოს დავანახოთ, რომ მართალია სამშობლოსგან მოშორებით ვართ, მაგრამ მათ გვერდით ვუდგავართ“ …

აუქმებენ თუ არა რუსი ტურისტები ჯავშნებს, ტურიზმის დეპარტამენტს ინფორმაცია არ აქვს

თბილისში, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავის მოქალაქეებს საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ 8 ივლისიდან საქართველოში რუსული ავიაკომპანიები აღარ იფრენენ. აისახა თუ არა პუტინის განცხადება რუსი ტურისტების განწყობაზე და ნამდვილად ტოვებენ თუ არა ტურისტები საქართველოს, ამის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას „ბათუმელები“ ტუროპერატორებთან და სასტუმროების შეეცადა. თუმცა …

რას წერენ რუსი ტურისტები და რა ხდება ბათუმის აეროპორტში

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რუსეთის მიმართულებით და პირიქით ორი რუსული კომპანია – „სიბირი“ და „ურალი“ ასრულებენ ფრენებს და ერთი ქართული კომპანია – აირზენა. აეროპორტის სალაროებში მიღებული ინფორმაციით, რუსული კომპანიები დღეში ასრულებენ 3-4 რეისს და დღეს, ისე როგორც გუშინ, არც ერთი ფრენა არ გადადებულა. აეროპორტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღესაც ჩვეულებრივად იყიდება ბილეთები რუსეთის მიმართულებით …

არა ოკუპაციას – საპროტესტო აქცია ქუთაისში

ქუთაისში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა ასობით ახალგაზრდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად მესხიშვილის თეატრის წინ გამოდიოდნენ, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ პარლამენტის ყოფილი შენობისკენ. ———————————————– ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და …

სამშენებლო კომპანია ყველა კლიენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას მოსთხოვს

სამშენებლო კომპანია Horizons Batumi საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე, მის მიერ აშენებულ ბინას ვერავინ შეიძენს. “Horizons Batumi-ს კომპლექსში არსებულ ბინას ვერ შეიძენს ვერცერთი ქვეყნის მოქალაქე, თუ ხელმოწერით არ დაადასტურებს ჩვენს კონტრაქტში გათვალისწინებულ პუნქტს, რომელიც გულისხმობს, რომ მხარეები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მიიჩნევენ …

პუტინმა მთავრობას დაავალა საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების დასაბრუნებლად ზომები მიიღოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართლებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის. ვლადიმერ პუტინის შესაბამისი განკარგულება კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აკრძალვის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვა. ამასთან, ტუროპერატორებისთვის და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაცისგან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას …

„არ შევეგუებით ოკუპაციას“ – ბათუმში საპროტესტო აქციას ახალგაზრდები შეურთდნენ

ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ახალგაზრდები შეურთდნენ, რომლებმაც აქ მოსვლამდე სვლელობით, შეძახილებითა და სტვენით გამოარეს ქუჩები. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 20 ივნისს თბილისში მომხდარ მოვლენებს და მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. რა მოხდა 20 ივნისს – ყველაფერი საპროტესტო აქციაზე აქციაზე ისმის შეძახილები: „არა ოკუპაციას“, „ნუ გახდებით მონები“, „არ შევეგუებით ოკუპაციას“, „გაუმარჯოს საქართველოს“. ახალგაზრდების აქციაზე გამოჩენას ევროპის მეოდანზე …

ეუთოს წარმომადგენელი: დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები 

მედიის თავისუფლების საკითხებზე ეუთოს წარმომადგენელმა ჰარლემ დეზირმა დღეს მწუხარება გამოთქვა მედიის წარმომადგენლებისადმი მკაცრი დამოკიდებულებისა და იმ ძალადობრივი ინცინდენტების გამო, რაც თბილისის გუშინდელ დემონსტრაციებზე მოხდა. დეზირი აცხადებს, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება ყოველთვის დაცული უნდა იყოს. ,,30 სხვადასხვა მედიაორგანიზაცია აშუქებდა 20 ივლისის მოვლენებს თბილისში, მათ შორის სააგენტო როიტერი, რადიო თავისუფალი ევროპის / რადიო თავისუფლების ქართული ბიუროები, რუსთავი 2, …

პრეზიდენტმა აქციაზე დაშავებულები მოინახულა

სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს, საავადმყოფოში მყოფი, აქციაზე დაშავებული პირები მოინახულა. „ყველა, ვინც გუშინ ქუჩაში იდგა – პოლიციელი თუ რიგითი მოქალაქე – ქუჩაში იდგა თავისი ქვეყნისთვის. უდიდეს თანადგომას ვუცხადებ ყველა ოჯახს, რომელსაც რაიმე ფორმით შეეხო ეს ტრაგედია. ეს არ არის მათი პირადი ტრაგედია, ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. მთელმა საზოგადოებამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში დაპირისპირება დიდ …

ბათუმში აქციის მონაწილეების გინებისთვის მოქალაქე დააკავეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეების შეურაცხყოფისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დუმბაძის ქუჩის მიმართულებით წავიდა. პოლიციელებმა მოქალაქე რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს, რასაც რამდენიმე მოქალაქის პროტესტი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, რომ ეს პირი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისთვის. ევროპის მოედანზე შეკრებილები გუშინ საქართველოს პარლამენტთან აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლას აპროტესტებენ. ამ დროისთვის …

პოლიტოლოგი: მთავარია კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავბრუნდეთ

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის შემდეგ შექმნილ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია კონსტიტუციურ ველში დაბრუნება. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს იგი  პროპორციული საარჩევნო სისტემით ვადამდელ არჩევნებში ხედავს. „ბათუმელებმა“ გია ნოდიას რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბატონო გია, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ახლა, კრიზისიდან რომ გამოვიდეს? ჩემი აზრით, ის რაც გააკეთა, დაგვიანებულია და არასაკმარისი. გუშინ რომ გაკეთებულიყო იგივე, საღამოს, შეიძლება ბევრ …

“Stop Russia” – აქცია ბათუმის ევროპის მოედანზე [ფოტო]

გიორგი გახარიას გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ბათუმის ევროპის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზეც ითხოვენ. შეკრებილები თვლიან, რომ გუშინდელი ღამის შემდეგ მხოლოდ ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან წასვლა საკმარისი არ არის. “გახარიამ ისე ილაპარაკა, შესაძლებელია, ადამიანი, რომელმაც თვალი დაკარგა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს… ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ დაეცვა ხალხი, პირიქით, დაარბია. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ხალხშია ძალა და ხელისუფლება …

რა მოხდა 20 ივნისს – ყველაფერი საპროტესტო აქციაზე

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომას. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავებულია ათეულობით სამოქალაქო პირი. დაშავებულთა შორის არიან პოლიციელებიც. 20 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ Netgazeti.ge-ზე. მოვლენების  ქრონოლოგია [checklist] ყველაფერი დაიწყო …

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს აფრთხილებს: „თბილისში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში ან გეგმავენ წასვლას, ვურჩევთ გამოიჩინონ სიფხიზლე და თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს“ – ნათქვამია განცხადებაში. ამავე თემაზე:  რუსული მხარე თბილისში დაწყებული არეულობის გამოძიებაში უნდა ჩაერთოს – გავრილოვი

„ნუ მესვრი“ – ბათუმში ჟურნალისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ

„ნუ მესვრი“ – ამ სლოგანით დღეს, 21 ივნისს, ჟურნალისტები ბათუმშიც შეიკრიბნენ. პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს ათზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. სხვადასხვა ქალაქში აქციაზე გამოსული ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას აპროტესტებენ. ჟურნალისტების დაშავების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, სამართალდამცავებმა არ მიაყენონ სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებები და …

მანანა რატიანი პარლამენტში გავრილოვის მიწვევაზე: ყველამ უნდა დატოვოს მანდატი

საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი, საქართველოს პარლამენტის წინ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება. „რომელ დეპუტატსაც თავში მოუვიდა ასეთი პროვოკაციული საქციელი, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულები იყვნენ ჩვენს წინასაინფარქტო მდგომარეობამდე მიყვანაში, მანდატი უნდა დატოვონ, მომავალში უკან შემობრუნების შესაძლებლობის გარეშე და ასევე ყველა სამომავლო პრივილეგიის ჩამორთმევით. არ …

რენი, პარიზი, მარსელი, სტრასბურგი – ემიგრანტები საფრანგეთიდან საპროტესტო აქციებს შეუერთდებიან

საქართველოში გუშინ, 20 ივნისს, დაწყებულ საპროტესტო აქციებს ქართველი ემიგრანტები საფრანგეთიდან შეუერთდებიან. საპროტესტო აქცია რენში სავარაუდოდ დღეს, საფრანგეთის დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი. პარიზში კი მანიფესტაციები შაბათ-კვირას იგეგმება. ქართველი ემიგრანტების ფეისბუქგვერდზე „ქართველები საფრანგეთში, Géorgiens en France” აქციებს ასევე აანონსებენ მარსელსა და სტრასბურგში. გუშინ, 20 ივნისს,  საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, სადაც რუსმა …

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ორ პაციენტთან ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერაცია.“ ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა …

დღეს 3 საათზე ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 21 ივნისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იგეგმება, სადაც 20 ივნისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ. ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ …

ირაკლი კობახიძე ვიზიტს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება

გუშინ განვითარებული მოვლენების დროს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. კობახიძე დღეს დანიშნულ პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრება და ბაქოში ვიზიტს შეწყვეტს. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გუშინ სწორედ ირაკლი კობახიძის გადაყენება იყო, რომელმაც საკუთარი სავარძელი მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო სესიაზე დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს დაუთმო, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. როდის დაბრუნდება კობახიძე საქართველოში დაზუსტებული არ არის – …

20 ივნისის აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა

თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ, სამართალდამცავების მხრიდან აქციის დარბევისას ნასროლი რეზინის ტყვიებით ათეულობით ადამიანი დაშავდა. „ღამის განმავლობაში 24 პატიენტია შემოსული, აქედან 4-ს ჩაუტარდა ოპერაცია, 2-ს აღენიშნება თვალის მძიმე დაზიანება, რომელიც დამთავრდა მისი ენუკლიაციით [თვალის ამოღება], დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს კვლევები“, – აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრის დროს ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი, გიორგი კორძახია. აქციის მონაწილეების გარდა დარბევისას დაშავდა, სულ მცირე, 12 ჟურნალისტი, …

ჯანდაცვის სამინისტროში ამ დრომდე არ იციან ზუსტად რამდენი პირი დაშავდა წუხელ აქციაზე 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ამ დრომდე [11:30] არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია გუშინ საღამოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის დროს დაშავებული პირების შესახებ. აქციის დაშლის მიზნით, პოლიციამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოქალაქეებს რეზინის ტყვიები დაუშინა, ასევე გაუშვა ცრემლსადენი გაზი. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, კლინიკაში შევიდა 24 პაციენტი, აქედან ექვს პაციენტს დასჭირდა ქირურგიული ოპერაცია, ორი ოპერაცია დასრულდა თვალის ამოღებით, დანარჩენზე მიმდინარეობს კვლევები, …

ქართველ მუსლიმთა კავშირი: ხელისუფლება ვალდებულია გაითავისოს საკითხის სიმძიმე

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. კავშირის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს. „საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ოკუპანტი რუსეთის სათათბიროს წევრის განთავსება ვფიქრობთ არ განსხვავდება იმ სამხედრო ინტერვეციის და ოკუპაციისგან, რასაც რამდენიმე წელია ახორციელებს რუსეთი საქართველოს მიმართ. რათქმა უნდა, ამ ყველაფერმა საზოგადოებაში სამართლიანი პროტესტი გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლების ამ …

რუსეთის საგარეო გავრილოვის გაძევებაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის შენობიდან გაძევებას ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს უწყება თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ “საქართველოს პარლამენტის შენობა რუსმა პარლამენტარებმა რადიკალების მიერ შენობის დაკავების გამო დატოვეს“ და რომ გავრილოვმა „დაცვის თანხლებით დატოვა პარლამენტის შენობა”. რუსეთის საგარეო უწყების ამ პოსტის ქვეშ არის ასობით კომენტარი. ერთ-ერთი ქართველი კომენტატორი კი წერს, რომ …

“გადადგეს მოღალატე კობახიძე”- აქცია ბათუმის ევროპის მოედანზე

“გადადგეს მოღალატე კობახიძე”, “#არაივანიშვილს”, “გადადგეს რეზიდენტი გახარია”, – ამ და სხვა ტრანსფარანტებით ბათუმში, ევროპის მოედანზე საქართელოს პარლამენტში დღეს მომხდარ შემთხვევას აპროტესტებენ. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობაა” . დღეს, 20 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლური ასამბლეის მსვლელობის დროს, თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა. ასაბლეა პარლამენტში პროტესტის შემდეგ შეწყდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც დღეს …

საგარეო უარყოფს, რომ პოლონეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლონეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა. “გარკვეულ წყაროებში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს საზღვარგარეთ საქართველოს ერთ-ერთმა ელჩმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს დეზინფორმაციას,” – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მისივე თქმით, საგარეო უწყება, რომელიც მუდმივად აყენებს რუსეთის …

Exit mobile version