მთავარი,სიახლეები

“გადადგეს მოღალატე კობახიძე”- აქცია ბათუმის ევროპის მოედანზე

20.06.2019
“გადადგეს მოღალატე კობახიძე”- აქცია ბათუმის ევროპის მოედანზე

“გადადგეს მოღალატე კობახიძე”, “#არაივანიშვილს”, “გადადგეს რეზიდენტი გახარია”, – ამ და სხვა ტრანსფარანტებით ბათუმში, ევროპის მოედანზე საქართელოს პარლამენტში დღეს მომხდარ შემთხვევას აპროტესტებენ. საპროტესტო აქციის ორგანიზატორი “ნაციონალური მოძრაობაა” .

დღეს, 20 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართლმადიდებლური ასამბლეის მსვლელობის დროს, თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა. ასაბლეა პარლამენტში პროტესტის შემდეგ შეწყდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც დღეს აქციაზე მოვიდნენ, ხელისუფლება კოლაბორაციონიზმში დაადანაშაულეს. მათი შეფასებით დღევანდელი ფაქტით “ხელისუფლების რეალური სახე გამოჩნდა”.

“ჩვენ უნდა დავივიწყოთ წყენები… გთხოვთ, გამოდით ყველა და დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია. ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ მოღალატეობრივ ქმედებაზე,” – მიმართა შეკრებილებს ბათუმის საკრებულოს წევრმა, მირდატ ქამადაძემ.

“ჩვენ აქ დავრჩებით, ვიდრე არ მივიღებთ ხელისუფლებისგან ღირსეულ პასუხს,” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რეზო ხარაზი.

აქციის წევრები ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე აპირებს მსვლელობის მოწყობას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: