მთავარი,სიახლეები

„ნუ მესვრი“ – ბათუმში ჟურნალისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ

21.06.2019
„ნუ მესვრი“ – ბათუმში ჟურნალისტები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ

„ნუ მესვრი“ – ამ სლოგანით დღეს, 21 ივნისს, ჟურნალისტები ბათუმშიც შეიკრიბნენ. პარლამენტთან განვითარებული მოვლენების დროს ათზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. სხვადასხვა ქალაქში აქციაზე გამოსული ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას აპროტესტებენ.

ჟურნალისტების დაშავების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, სამართალდამცავებმა არ მიაყენონ სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანებები და მისცენ პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

„ქარტია ასევე მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე რათა არ მოხდეს საპროტესტო აქციაზე მყოფი ჟურნალისტებისა და მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დარღვევა,“ – აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, რეზინის ტყვიები მოხვედრილი აქვთ ჟურნალისტებს თვალის, ყელის არეში, თავსა და მკერდში. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათი მისამართით რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/373695/

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: