სუსის ამჟამინდელმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში ყოფნისას, „გამჭვირვალობის“ მოტივით, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ წაშალეს იმ წლების ქონებრივი დეკლარაციებიც კი, რომლებიც მას პარლამენტის წევრობის დროს ჰქონდა შევსებული. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი სუსის უფროსსა და მის მოადგილეებს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს. თუმცა არც მამუკა მდინარაძის და არც მისი მოადგილეების …
Tag Archives: ქონებრივი დეკლარაცია
10 ბინა, 8 მანქანა, 650 ათასი ქეში და დაგირავებული ბიზნესები ქართუში – რა ქონებას ფლობს დეპუტატი ჭყონია
10 ბინა და 7 სარდაფი ბათუმში, 1 სახლი კურორტ ბეშუმში, მიწის ნაკვეთები ქობულეთში და ნახევარი მილიონი ლარი ქეში – ეს პარლამენტარ გიორგი ჭყონიას ქონების არასრული ჩამონათვალია. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია 31 იანვარს შეავსო, საჯარო კი პირველ აპრილს გახდა. დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ჭყონია ასევე ფლობს 8 ავტომობილს, რომელთა ჯამური ღირებულება 385 ათასი დოლარია. ყველაზე ძვირადღირებული, …
სად ცხოვრობს და რა ქონებას ფლობს ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე
გიორგი ცინცაძე ბათუმის მერი 2025 წელს გახდა, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ბათუმის მერის ხელფასი 2026 წლის იანვრიდან, 9 600 ლარია. 2022 წლამდე ბათუმის მერი პოლიციაში მუშაობდა. 2022 წლიდან მას ავსტრიაში საქართველოს საელჩოში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩევლის პოზიცია ეკავა, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროში – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და …
Continue reading “სად ცხოვრობს და რა ქონებას ფლობს ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე”
მდიდრული სახლები, რომლებშიც მინისტრები და დეპუტატები ცხოვრობენ
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ბევრი მაღალჩინოსანი დაწინაურების პარალელურად გამდიდრდა. მაღალჩინოსნებმა შეიძინეს უძრავი ქონება, ძვირადღირებული ავტომანქანები, ძვირფასი ნივთები, მოგზაურობენ უცხოეთში და შვილებს ძვირადღირებულ სკოლებში ასწავლიან. მათ შორის ბევრი მაღალჩინოსანი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად ბევრად მეტს ხარჯავს, ვიდრე ერთი პენსიონერის მთელი წლის პენსიაა. ძვირადღირებული ქონების შეძენასთან ერთად, „ოცნების“ დეპუტატები და მაღალჩინოსნები საკუთარი საცხოვრებელი სახლებისთვის ადგილს ირჩევენ მშენებლობებითა და საცობებით …
Continue reading “მდიდრული სახლები, რომლებშიც მინისტრები და დეპუტატები ცხოვრობენ”
რას ჩუქნიან „ოცნების“ მაღალჩინოსნებს მშობლები – ნახევარი მლნ ლარი, ბინა, აგარაკი და სხვა
შემოსავალ-გასავლის საჩუქრებით დაბალანსების ხერხს საქართველოს საჯარო უწყებებში დასაქმებულებმა და პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ბოლო წლებში აქტიურად მიმართეს, თუმცა როგორც ყოფილი საჯარო მოხელეების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების მასალებით ირკვევა, საჩუქრად მიღებული ფულით შემოსავალზე მეტი დანახარჯის გამართლება არ აღმოჩნდა მთლად საიმედო გამოსავალი. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას – ფულის გათეთრებას ედავებიან. …
ვის შეეხება ქონების გადასახადი და რატომ? – „შეიძლება ითქვას, მთელი ქვეყანა ბომბზე ზის“
ამ დღეებში თითქმის ყველა მოქალაქემ მიიღო სმს-ს შეტყობინება, რომ იწურება ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვადები და მოქალაქეებმა დროულად უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, თუ არ უნდათ, რომ დაჯარიმდნენ ქონებრივი დეკლარაციების შეუვსებლობის გამო. რატომ გახდა ეს საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალური და რამ გააჩინა კითხვა – მეკუთვნის თუ არა მე ქონების გადასახადი? ან რატომ მეკუთვნის? რა შემთხვევაში იხდის ფიზიკური …
203%-ით გაიზარდა რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი ბოლო სამ წელში
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გასულ, 2024 წელს, ხელფასის სახით 96 238 ლარი მიიღო. ანუ თვეში – 8019 ლარი. შესაბამისად, კუპრაშვილის დარიცხული ხელფასი გასულ წელს იყო თვეში 10 434 ლარი. რამდენია წელს რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი? – ეს ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის: ანტიკორუფციულ ბიუროს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ბიუროს ბიუჯეტი ატვირთული არ აქვს. „ბათუმელებმა“ ვერც ბიუროს …
Continue reading “203%-ით გაიზარდა რაჟდენ კუპრაშვილის ხელფასი ბოლო სამ წელში”
ანწუხელიძის ქუჩის ნაცვლად მოსკოვის ქუჩა – კიდევ რას ვიგებთ დავით რაზმაძის დეკლარაციიდან
2025 წლის აგვისტოში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ „რუს მშვიდობისმყოფელებზე“ ნათქვამი მალევე უარყო. ცილი დამწამეს, არ მითქვამსო – განაცხადა, თუმცა მისი ოჯახის წევრების „რუსულ კავშირებს“ და ამ კავშირებით „დიდი ფულის კეთების“ შესაძლებლობას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ უფრო გასაგები გახდება, რატომ „წამოსცდა“ ომგამოვლილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ოკუპანტი ქვეყნის ჯარის მიმართ საკუთარი განწყობის შესახებ. დავით რაზმაძე ცოტა ხნის …
3 სახლი, 6 ბინა, 6 მანქანა, 2,2 მილიონი ბანკში – ვეტერანების სამსახურის უფროსის მოადგილის ქონება
19 მიწის ნაკვეთი, სამი სახლი, ექვსი ბინა, სამი ავტოფარეხი, 6 ავტომანქანა, 2 მილიონი ლარი ანაბარზე – ეს ვეტერანთა სამახურის უფროსის მოადგილის, ნიკოლოზ კვეზერელის და მისი ოჯახის ქონების არასრული ჩამონათვალია. ნიკოლოზ კვეზერელი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილეა 2016 წლიდან დღემდე. მან ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის ივნისში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ქონების ნაწილი, კერძოდ …
მერის მოვალეობის შემსრულებელს ბათუმში ბინა არ აქვს – ვინ არის გიორგი მურვანიძე
46 წლის გიორგი მურვანიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის 14 მაისს წარადგინეს. აქამდე მისი საქმიანობა არ უკავშირდებოდა თვითმმართველობას. გიორგი მურვანიძე პროფესიით იურისტია, სადოქტორო ხარისხი კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს დაცული. ღია წყაროების თანახმად, მისი სამუშაო გამოცდილება ათვლას იწყებს 2004 წლიდან, როცა ის საქართველოს პროკურატურაში უფროს გამომძიებლად დასაქმდა და იმუშავა 2006 წლამდე. …
Continue reading “მერის მოვალეობის შემსრულებელს ბათუმში ბინა არ აქვს – ვინ არის გიორგი მურვანიძე”
2024 წელს ნინო წილოსანმა ნახევარმილიონამდე ლარი შვილებსა და მშობლებს აჩუქა – დეკლარაცია
2024 წელს პარლამენტარმა ნინო წილოსანმა შვილები სოლიდური თანხებით დაასაჩუქრა. როგორც ქონებრივ დეკლარაციაში თავად ჩაწერა, უფროსი შვილისთვის 15 820 [GBP] – გირვანქა-სტერლინგი, უმცროსი ვაჟისთვის კი 46 850 USD – დოლარი უჩუქებია, მესამე შვილს კი, რომელიც მასთან ცხოვრობს, სწავლის გადასახადი – 15 646 ლარი გადაუხდა. სოლიდური საჩუქრის გარეშე არც მშობლები დატოვა – როგორც თავად მიუთითა დეკლარაციაში, 2024 …
როგორ გამდიდრდა ახალი შს მინისტრი – სახლები, აგარაკები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალდანიშნული უფროსის მოადგილე გელა გელაძე ორ თვეში სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. 2025 წლის 28 მაისს ის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს. მანამდე ეს თანამდებობა ვახტანგ გომელაურმა დატოვა. 43 წლის გელა გელაძე მხოლოდ 2 წლის განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში – 2008-2010 წლებში. სხვა შემთხვევაში ის მუდმივად საჯარო მოხელე იყო, მაღალ თანამდებობაზე კი პირველად 2010 წელს …
Continue reading “როგორ გამდიდრდა ახალი შს მინისტრი – სახლები, აგარაკები”
თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა – IDFI
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] ცნობით, საზოგადოებას შეეზღუდა თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა. ბოლო ორი კვირაა „ბათუმელები“ ვერ ახერხებს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმებას ვებგვერდზე. მსგავსი შეზღუდვის პირობებში მედია ვერ შეძლებს გაავრცელოს ინფორმაცია თანამდებობის პირების ოფიციალური, დეკლარირებული ქონებისა და შემოსავლების შესახებ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აცხადებს, რომ 2010 წლის შემდგომ პირველად, საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი …
Continue reading “თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა – IDFI”
110 000 დოლარი მაჯის საათში – „ოცნების“ დეპუტატის საათების კოლექცია
დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილს 8 ცალ საათში ზუსტად 439 400 დოლარი აქვს გადახდილი. ამის შესახებ დეპუტატს თავის ქონებრივ დეკლარაციაში უწერია. „ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის ეს პირველი ქონებრივი დეკლარაციაა, გიორგი ბარვენაშვილმა პარლამენტში ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა. დროის მაჩვენებელ ნივთში ყველაზე ძვირი ფასი დეპუტატ ბარვენაშვილის 2022 წელს გადაუხდია – დეკლარაციაში წერს, რომ Audemars Piguet-ის საათი 110 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა. …
Continue reading “110 000 დოლარი მაჯის საათში – „ოცნების“ დეპუტატის საათების კოლექცია”
თანამდებობის პირი, რომელსაც არც ხელფასი აქვს, არც ქონება და არაფერი გააჩნია – შუკაკიძის დეკლარაცია
უკვე მესამე წელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია სრულიად ცარიელია. შუკაკიძის ქონებრივ დეკლარაციაში არც სამუშაო ადგილია დაფიქსირებული, არც ხელფასი და არც სხვა უძრავ-მოძრავი ქონება. „ბათუმელები“ შეეცადა ბერიკა შუკაკიძესთან დაკავშირებას, რომ მისგან მოესმინა კითხვებზე პასუხები, თუ რატომ არ შეაქვს ქონებრივ დეკლარაციაში ინფორმაცია თუნდაც ხელფასის შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ ქონებრივ …
განათლების მინისტრი ფეშენებელურ სახლს იშენებს
განათლების მინისტრის შვილები სავარაუდოდ კვლავ კერძო სკოლაში სწავლობენ, რადგან მინისტრის 2024 წლის და წინა დეკლარაციებში, შვილების სწავლის საფასურია მითითებული. დეკლარაციის თანახმად, გიორგი ამილახვრის შვილები სასკოლო ასაკის არიან. მინისტრ ამილახვრის ერთი შვილის სწავლის საფასური 25 000 ლარია, მეორე შვილის კი 5 900 დოლარი. ბოლო დეკლარაციებში არ იცვლება განათლების მინისტრისა და მისი მეუღლის მოგზაურობის და ტანსაცმლის შეძენაზე …
Continue reading “განათლების მინისტრი ფეშენებელურ სახლს იშენებს”
„ოცნების“ დეპუტატი დეკლარაციაში ქონების ნაწილს მალავს – „გამჭვირვალობა“
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი 2023 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ხელფასისა და მეუღლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მალავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა დეკლარაციაში არ ასახა მის საკუთრებაში არსებული 36.5 კვ.მ. სასტუმროს ნომერი დაბა ბაკურიანში, ასევე, მეუღლის, არჩილ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მცხეთაში 135.40 კვ.მ ფართის შენობა ნაგებობით და თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე …
Continue reading “„ოცნების“ დეპუტატი დეკლარაციაში ქონების ნაწილს მალავს – „გამჭვირვალობა“”
ვინ აჩუქა საკონსტიტუციოს მოსამართლე ევა გოცირიძეს 19 600 ევრო
ევა გოცირიძე ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, ვინც გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – მან, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, 16 ოქტომბერს მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის ინიციატივას საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე. ევა გოცირიძე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2017 წლის პირველ დეკემბერს აირჩია პარლამენტმა – 90 ხმით. მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, 2015 წლის 25 დეკემბერს მხარი დაუჭირა …
Continue reading “ვინ აჩუქა საკონსტიტუციოს მოსამართლე ევა გოცირიძეს 19 600 ევრო”
აჭარაში მუნიციპალური ორგანიზაციების უფროსების დამალული ქონება – TI კვლევა
აჭარის მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ქონებრივი დეკლარაციები არასრულად შეავსეს. არიან ისეთებიც, რომლებმაც ეს ვალდებულება საერთოდ დაივიწყეს. რეგიონში მოქმედი 75 მუნიციპალური ორგანიზაციიდან 35 ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ვალდებული, შეევსო დეკლარაცია, თუმცა მხოლოდ 27-მა შეავსო. მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების დეკლარაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ შეისწავლა. ორგანიზაციის განმარტებით, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. ორგანიზაციამ …
Continue reading “აჭარაში მუნიციპალური ორგანიზაციების უფროსების დამალული ქონება – TI კვლევა”
პოლიციიდან განათლებაში – მინისტრის მოადგილის ქონება და შვილები კერძო სკოლაში
განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, თავის პირველ მოადგილედ დანიშნა. გელა გელაძე განათლების სისტემაში 2018 წელს მივიდა, მანამდე ის ძალოვან უწყებებში მუშაობდა, 2016-2018 წლებში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 2012-2016 წლებში კი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში უფროსის მოადგილედ. წინა წლებშიც გელა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. განათლების სამინისტროში გელაძის საკურატორო …
Continue reading “პოლიციიდან განათლებაში – მინისტრის მოადგილის ქონება და შვილები კერძო სკოლაში”
დეპუტატმა ჯაფარიძემ თვითნებურად დაკავებული 1343 კვ.მეტრი მიწა დაირეგისტრირა თბილისთან
2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის თებერვლის ბოლომდე ვიქტორ ჯაფარიძის და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გრძელ ჩამონათვალს კიდევ რამდენიმე დაემატა. ვიქტორ ჯაფარიძე პარლამენტის უმრავლესობის წევრია და „ხალხის ძალას“ წარმოადგენს. ის „უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსული კანონის ერთ-ერთი ავტორია. ვიქტორ ჯაფარიძე მათ შორის არის, ვინც საქართველოს პარლამენტში კოლეგა დეპუტატებთან საქმეებს არჩევს და ამისთვის ხშირად თავის კოლეგებთან …
მინისტრი, რომელსაც დეკლარაციაში უწერია, რომ არავითარი ქონება არ აქვს
2022 შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, არც საცხოვრებელი ბინა აქვს, არც აგარაკი, არც მიწის ნაკვეთი და არც ავტომანქანა. მის დეკლარაციაში არაფერი წერია საცხოვრებლის დაქირავების შესახებ, ასეთ შემთხვევაში ჯაბა ფუტკარაძე ვალდებული იყო ქონებრივ დეკლარაციაში აესახა წლის განმავლობაში ქირის სახით გადახდილი თანხის ოდენობა. მინისტრი ასევე ვალდებული იყო ქონებრივ დეკლარაციაში აესახა ინფორმაცია იმის შესახებ, …
Continue reading “მინისტრი, რომელსაც დეკლარაციაში უწერია, რომ არავითარი ქონება არ აქვს”
არც სახლი, არც მანქანა, მხოლოდ ავტოფარეხი – ყაველაშვილის „გამჭვირვალე“ ქონება
საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს და ამავე დროს „ხალხის ძალის“ წევრია, რუსული კანონპროექტის მიღების აუცილებლობას გამჭვირვალობის არგუმენტით ხსნის. თუმცა, გამჭვირვალობას მოწყურებული დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია, რომლის ყოველწლიურად შევსებასაც მას კანონი ავალდებულებს, არც ისე გამჭვირვალეა. თუ პარლამენტარი ყაველაშვილი დეკლარაციას კეთილსინდისიერად ავსებს, გამოდის, რომ მას არ აქვს სახლი, არ აქვს მანქანა და მთელი მისი …
Continue reading “არც სახლი, არც მანქანა, მხოლოდ ავტოფარეხი – ყაველაშვილის „გამჭვირვალე“ ქონება”
თანამდებობის პირები აჭარაში, რომლებმაც ქონება ან ფინანსები დამალეს – გამჭვირვალობის კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარის 6 მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირების მიერ 2021-2022 წლებში შევსებული ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. ორგანიზაციამ გამოავლინა შემთხვევები, როცა კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა ქონება დამალეს, ან შემოსავლები სრულად არ ასახეს. კვლევის მიხედვით 178 მოქმედი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით 36-მა შეავსო. მათგან 22-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში არ მიუთითა მისი ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი …
100 ათასი ტანსაცმელსა და საათებში, 798 ათასი ლარი მიწის ნაკვეთში – დეპუტატის 1 წლის ხარჯები
2022 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვრის და მისი მეუღლის წლიურმა ხარჯებმა მილიონამდე ლარი შეადგინა. დეპუტატის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გასულ წელს მიწის ნაკვეთია თბილისში, სოფელ შინდისში. ამ ქონებაში პარლამენტარს 798 000 ლარი გადაუხდია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი 2314 კვ. მეტრია. გიორგი ამილახვრის ნაკვეთს ერთ მხარეს ორი ფეშენებული სახლი, …
ცესკოს მდივნის ცოლს, თამარ კაპანაძეს მამამთილმა 140 000 დოლარი აჩუქა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] მდივნის, გიორგი ჯავახიშვილის მეუღლეს, მამამთილმა გასულ წელს 140 000 აშშ დოლარი აჩუქა. ამ სოლიდური საჩუქრის შესახებ გიორგი ჯავახიშვილმა 2021 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა. ცესკოს მდივნის მეუღლე, თამარ კაპანაძე, თავადაც ცესკოს თანამშრომელია, ის საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილებას ხელმძღვანელობს და მისი შემოსავალი 2020 წელს 45 431 ლარი იყო. კერძო კომპანიებიდან, რომელთა …
Continue reading “ცესკოს მდივნის ცოლს, თამარ კაპანაძეს მამამთილმა 140 000 დოლარი აჩუქა”
ცესკოს მდივანმა და „ოცნების“ წარმომადგენელმა 17 ჰექტარი მიწა ერთად იყიდეს
ბოლო სამი დღეა საქართველოში აქტიურად მსჯელობენ სწორად დათვალა თუ არა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და ხომ არ არის კომისია „ოცნების“ სასარგებლოდ მიკერძოებული. ვიდრე ამომრჩეველი და არჩევნებში მონაწილე ამ კითხვაზე პასუხს და ოქმებში ბალანსს იპოვიან, „ბათუმელები“ კომისიის წევრების კავშირებით დაინტერესდა. როგორც ქონებრივი დეკლარაციებით ირკვევა, ცესკოს ნეიტრალური წევრი და „ქართული ოცნების“ წარდგენილი წევრები მეგობრები …
Continue reading “ცესკოს მდივანმა და „ოცნების“ წარმომადგენელმა 17 ჰექტარი მიწა ერთად იყიდეს “
ხელვაჩაურის მერი კომერციული ფართობის გაქირავებით მიღებულ 54 000 ლარს მალავს
ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს ბოლო ქონებრივ დეკლარაციაშიც მითითებული აქვს, რომ ის კომერციული ფართობის მესაკუთრეა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. ჯუმბერ ვარდმანიძეს თავის დეკლარაციაში არსად აქვს ნახსენები ამ კომერციული ფართობიდან მიღებული შემოსავლის შესახებ, რაც კანონდარღვევაა. კომერციული ფართობი, რომლის მესაკუთრეც ჯუმბერ ვარდმანიძეა, ჭავჭავაძის #6-ში მდებარეობს და 103,57 კვადრატული მეტრია. აქ „ბათუმელებს“ საკონდიტრო მაღაზია დახვდა. მაღაზიაში გვითხრეს, რომ ყოველთვიურად ქონების …
Continue reading “ხელვაჩაურის მერი კომერციული ფართობის გაქირავებით მიღებულ 54 000 ლარს მალავს”
34 კომპანიით პარლამენტში – დეპუტატ ივლიანე წულაიას ბიზნესი
ბიზნესმენი ივლიანე წულაია ბოლო მოწვევის პარლამენტში „ოცნების“ კვოტით მაჟორიტარ წევრად შევიდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მას განსაკუთრებული აქტიურობა არ გამოუჩენია, არც პოლიტიკური განცხადებები გაუკეთებია და ძირითადად „ოცნების“ ინიცირებულ პროექტებს ეთანხმებოდა. სამაგიეროდ, მთელი ამ წლების განმავლობაში უფრო გააქტიურდნენ და მშენებლობების მასშტაბები გაზარდეს დეპუტატის კომპანიებმა. ივლიანე წულაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 34 კომპანიას ფლობს ან თანამესაკუთრეა. ბევრ …
Continue reading “34 კომპანიით პარლამენტში – დეპუტატ ივლიანე წულაიას ბიზნესი”
„არ ვპასუხობთ პოლიტიკური ტიპის თავდასხმას“ – „გამჭვირვალობა“ რიჟვაძის განცხადებაზე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმარა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას ქონებრივ დეკლარაციებთან დაკავშირებით და ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულად მოიხსენია. „არც საკუთარ თავს და არც ხალხს არ ვაკადრებ იმას, რომ კანონდამრღვევი ვიყო. რაც შეეხება კონკრეტული ორგანიზაციის კვლევას და მათ შორის, ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებულ ორგანიზაციას და მათ სატელიტ მედიასაშუალებებს, რომლებმაც თითქოს რაღაც სკანდალი გამოაცხვეს, ბრალდება წამიყენეს, …
რიჟვაძისა და დეპუტატების მიერ შეცდომით შევსებული ქონებრივი დეკლარაციები – TI
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ შეფასებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ქონებრივი დეკლარაციები არასრულად და შეცდომით აქვთ შევსებული. საუბარია თანამდებობის 6 პირზე. „2019-2020 წლებში წარდგენილ ქონებრივი დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევებიდან 4 შემთხვევა ეხება თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების (უძრავი ქონება, წილები საწარმოებში) არასრულ დეკლარირებას. ამასთან, 2 შემთხვევაში სხვადასხვა საწარმოში წილების მფლობელ თანამდებობის პირებს წილები სხვა …
Continue reading “რიჟვაძისა და დეპუტატების მიერ შეცდომით შევსებული ქონებრივი დეკლარაციები – TI”
„ტყვიას ნუ მესვრიან ახლა და დამსაჯონ“ – ანზორ ბოლქვაძე დეკლარაციაში ქონების დამალვაზე
„გამომრჩა, ალბათ, დეკლარაციის შევსების დროს…“ – ასე ხსნის პარლამენტის წევრი, ანზორ ბოლქვაძე, თავის ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილ დარღვევებს, რაზეც დღეს, 2 მარტს, კვლევის შედეგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელა. დეკლარაციაში ქონებისა და სამეწარმეო საქმიანობის არასრულად მითითება კანონდარღვევაა. ანზორ ბოლქვაძე განმარტავს, რომ ბინები ახალშეძენილი არ არის და დეკლარაციის შევსების დროს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება ამიტომ გამორჩა. ოთხი საცხოვრებელი …
პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძისა და მისი ოჯახის არადეკლარირებული ქონება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის დეკლარაცია, მისი ოჯახის წევრების ქონება და სამეწარმეო საქმიანობა გამოიკვლია. ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობიდან” გახდა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, ყოფილი მმართველი პარტიის რიგები დატოვა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისევ მაჟორიტარად …
Continue reading “პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძისა და მისი ოჯახის არადეკლარირებული ქონება”
როცა ბათუმის ვიცე-მერიც სამშენებლო კომპანიის თანამესაკუთრეა
მას შემდეგ, რაც ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობა ჯაბა ტუღუშმა დაიკავა, მისი ჩაწერა კონკრეტულ საკითხზე ბევრჯერ ვცადეთ, გვაინტერესებდა ვიცე-მერის ხედვა ბათუმში სამშენებლო რეგულაციების, უკანონო მშენებლობების, მიშენება-დაშენებებისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების თაობაზე. ამ საკითხზე ინტერვიუს ის არ დაგვთანხმდა – შემოგვითვალა, რომ მშენებლობა მისი საკურატორო სფერო არასდროს ყოფილა, კომპეტენტური არ არის და ამ თემაზე საუბარი ამიტომაც არ სურს. თუმცა …
Continue reading “როცა ბათუმის ვიცე-მერიც სამშენებლო კომპანიის თანამესაკუთრეა”
რა ანაზღაურება აქვს ელექტროსისტემის ახალ უფროსს? – წინა დირექტორი თვეში 28 475 ლარს იღებდა
თითქმის ნახევარი წელია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს უჩა უჩანეიშვილი ხელმძღვანელობს. ივლისში თანამდებობის ამ პირმა კანონით განსაზღვრული ქონებრივი დეკლარაციაც შეავსო, თუმცა ამ დეკლარაციით ვერ გაიგებთ, სად მუშაობდა აქამდე უჩა უჩანეიშვილი, ფლობდა თუ არა ბიზნესს ან საიდან რა შემოსავლები ჰქონდა. ამ უწყების წინა ხელმძღვანელის – სულხან ზუმბერიძის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ „ბათუმელები“ გასულ წელს წერდა. მისი ქონებრივი …
რა უჯდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლაში სწავლა
მთავრობის მაღალჩინოსნების ქონებრივ დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, შეიძლება დაზუსტებით ვთქვათ, რომ ისინი საკუთარი შვილებისთვის საჯარო სკოლას იშვიათად ირჩევენ და ძირითადად კერძო სკოლებს მიმართავენ. ეს მომსახურება მათ საკმაოდ ძვირი უჯდებათ, გადასახადი კი ასევე ხშირად არა ეროვნულ ვალუტაში, არამედ აშშ დოლარში ან ევროშია გამოხატული. საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ბოლოს დეკლარაცია 2019 წლის 30 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში …
Continue reading “რა უჯდებათ მინისტრებსა და მათ მოადგილეებს შვილების კერძო სკოლაში სწავლა”