ნეტგაზეთი • RU

ბათუმელ მოკრივეს ტრავმა აწუხებს

 

 

24 წლის ბათუმელი მოკრივე გელა აბაშიძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად თბილისში, გლდანში მდებარე ოლიმპიური მზადების ცენტრში საწვრთნელ შეკრებას გადის. ეროვნულ ნაკრებს დავით წიკლაური ამზადებს. გელა აბაშიძემ გასული წლის ზაფხულში A კლასის საერთაშორისო ტურნირში სპორტის ოსტატის წოდება მოიპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენი 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ის თბილისში საწვრთნელ შეკრებებზე მაისამდე დარჩება

 

გელა აბაშიძე

 

 

 

ამდენი ხნით რატომ გიწევთ თბილისში დარჩენა?

– ახლა ორკვირიან შეკრებას გავდივართ და რომ დავასრულებთ, სამი-ოთხი დღის მერე ისევ იწყება ახალი შეკრება.

 

ეს ვარჯიშები მხოლოდ A კლასის ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპია, თუ სხვა გეგმებიც გაქვთ?

– აგვისტოში ევროპის ჩემპიონატია. ჩემ წონაში სამი კონკურენტი სპორტსმენი ვართ. ჩვენ ცალ-ცალკე გამოვალთ შვეიცარიაში, პოლონეთსა და ბელორუსიაში. მე ბელორუსიაში ვიასპარეზებ. ვინც უკეთეს შედეგს მოიპოვებს, ის გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდება.

 

ზაფხულში ერთერთი ტურნირის დროს მარცხენა მკლავი დაიზიანეთ, თუ გაწუხებთ ეს ტრავმა?

– ვარჯიშის დროს ცოტა მაწუხებს, მაგრამ გვყავს ექიმები და მასაჟებს ვიკეთებ. ჯერ კიდევ ვმკურნალობ. ამოგდებული მქონდა. შეჯიბრის მერე რთულად არის ხოლმე საქმე, მაგრამ იმედია, ეს ხელს არ შემიშლის.

 

რამდენად მზად ხართ ასპარეზობისთვის?

– მზად ვარ. მწვრთნელებიც და ჩვენც ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.