სპორტი

საქართველოს ჩემპიონატი კრივში გადაიდო

23.01.2015
საქართველოს ჩემპიონატი კრივში გადაიდო

 

აჭარის კრივის ახალგაზრდული ნაკრების წევრები მწრთნელთან ერთად ბაკურიანში

 

 

ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად აჭარის კრივის ახალგაზრდული ნაკრები ბაკურიანში 10 დღიან შეკრებაზე იმყოფება.

 

როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი გოჩა აბაშიძე ამბობს, საქართველოს ჩემპიონატი 26 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ჩემპიონატში მონაწილე რეგიონებმა, უარი თქვეს მონაწილეობაზე, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობები, საიდანაც ფედერაციები ფინანსდება ჩემპიონატში მონაწილებისთვის თანხებს ტურნირის ჩატარების შემდეგ გადასცემდა.

 

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დავით კვაჭაძის ინფორმაციით, ჩემპიონატი თებერვლის ბოლოს ახალციხეში ჩატარდება.

საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ჩამოყალიბდება კრივის ახალგაზრდული ეროვნული ნაკრები, რომელიც 2015 წლის შემოდგომაზე ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე იასპარეზებს.

 

რაც შეეხება აჭარის ახალგაზრდულ ნაკრებს, ის ბათუმში ორშაბათს დაბრუნდება და საქართველოს ჩემპიონატისთვის მზადებას ერთ დღიანი შესვენების შემდეგ, ბათუმის სასპორტო სკოლაში კვლავ გააგრძელებს.

„ჩვენ კარგ კონდიციებში ვართ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ჩემპიონატზე ხუთ მედალს მაინც მოვიპოვებთ“ – აცხადებს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გოჩა აბაშიძე.

 

აჭარის კრივის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში არიან:

  1. ლაშა ნარაკიძე – გუნდის კაპიტანი
  2. ბექა ბოლქვაძე
  3. თომა მამულაძე
  4. გოჩა დემურაძე
  5. გიორგი ხაჩიძე
  6. დავით შილპაქსიანი
  7. მირზა მიქელაძე
  8. ჯაბა ხალვაში
  9. გიორგი შუშაძე
  10. გრიგოლ უსნიანი

 

აჭარის კრივის ახალგაზრდული ნაკრები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: