სპორტი

კალათბურთის მწვრთნელი ბათუმის სპორტსკოლიდან

24.01.2015
კალათბურთის მწვრთნელი ბათუმის სპორტსკოლიდან

ვერონიკა, რამდენი ხანია რაც კალათბურთის მწვრთნელი ხართ?

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი ფიზიკურ აღზრდას. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შვიდი წელია უკვე ტრენერად ვმუშაობ. ბავშვობიდან ვიყავი კალათბურთით გატაცებული და 12 წლიდან ვთამაშობ. 17 წლის რომ ვიყავი, უმაღლეს ლიგაში მოვხვდი. ჩემს პერიოდში ნაკლებად აინტერესებდათ ქალთა კალათბურთი, ამიტომ იძულებული გავხდი 2005 წელში კალათბურთში კარიერა დამესრულებინა და გადავწყვიტე, მწვრთნელი გავმხდარიყავი.

რატომ აირჩიეთ კალათბურთი?

ბავშვობიდან მაღალი ვიყავი, ამანაც განაპირობა ჩემი არჩევანი, თან სპორტული აზარტი და სისწრაფეც მქონდა. მშობლებმა კალათბურთში მიმიყვანეს, მეც მომეწონა. ვფიქრობ, რომ ლამაზი სპორტია.

 

თქვენ ხართ ქალთა კალათბურთის ბათუმის ნაკრებთა გუნდის მწვრთნელი. ეს გუნდი ბათუმში ერთადერთია სპორტის ამ სახეობაში. თამაშებს თუ ატარებთ, სად მართავთ შეხვედრებს და ვისთან?

სენაკსა და ქუთაისში გვქონდა შეხვედრა. წავაგეთ, მაგრამ ჩვენთვის მაინც გასვლითი შეხვედრებია მთავარი, რომლის დროსაც გამოცდილებას ვიძენთ. მომდევნო შეხვედრებს თელავსა და რუსთავში გავმართავთ მაისის ბოლოს.

როგორც მწვრთნელი, რას ხედავთ  ქალთა კალათბურთში მთავარ პრობლემად?

ბათუმში ქალთა კალათბურთს საერთოდ არ ექცევა ყურადღება, არც ფინანსურად და არც მორალურად. გოგონებს არ აქვთ ფორმები, ცოტაა ბურთებიც. შეკრებებსა და შეჯიბრებებს მშობლების დახმარებით ვატარებთ. აჭარაში არ ტარდება ღია პირველობა, რაც აუცილებელია სპორტში წარმატების მიღწევისთვის. მწვრთნელობა ჩემი პროფესიაა, მცირე ხელფასი მაქვს, მაგრამ კალათბურთისადმი ჩემ სიყვარულს ვერ ცვლის. არ ვაპირებ კალათბურთისთვის თავის დანებებას, არ მინდა, ჩემი წასვლის შემდეგ უყურადღებოდ დარჩეს და ბათუმში კალათბურთელი გოგონების ერთი გუნდიც არ იყოს. კარგი იქნება, სხვა მწვრთნელიც თუ გამოჩნდება, ერთმანეთს გავუწევდით კონკურენციას და სპორტსმენების მომზადების დონეც ამაღლდებოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: