სპორტი

ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსში სასტუმრო ნომრები მოეწყობა

17.02.2015
ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსში სასტუმრო ნომრები მოეწყობა

ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსი / ბათუმი, ტბეთის ქუჩა #31

ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილმა კომპანიამ სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობს შპს „როდა“, შპს „ვიგორა“ და შპს “დიმაქსი”. ამჟამად შერჩევა-შეფასების ეტაპი მიმდინარეობს.

„ბათუმი საჩოგბურთო კომპლექსის“ დირექტორის ზურაბ უკლებას თქმით, სასტუმროს მშენებლობა გათვალისწინებულია სპორტსმენებზე, რომლებიც შეკრებებს „ბათუმის საჩობურთო კომპლექსში“ გადიან.

„კეთილმოეწყობა 24 ადამიანზე გათვალისწინებული 8 ნომერი. საჩობურთო კომპლექსი ორი წელია ფუნქციონირებს. მშენებლობა თავიდანვე იყო დაგეგმილი, უბრალოდ, ეს თანხა თავის დროზე სახურავის გადახურვასა და დარბაზის კითილმოწყობას მოვახმარეთ“ – ამბობს ზურაბ უკლება.

როგორც ზურაბ უკლება გვეუბნება საჩოგბურთო კომპლექსის ბიუჯეტი 2015 წელს 247 000 ლარია, აქედან, პრემიების გათვალისწინებით 166 000 ლარი ხელფასებზეა გამოყოფილი.

ა(ა)იპ „ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსი“ ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია. საჩოგბურთო  კომპლექსი ატარებს შიდა სასკოლო ღონისძიებებს და 10 და 12 წლიან ბავშვებს შორის აჭარის ჩემპიონატს ჩოგბურთში. 2015 წელს დაგეგმილია რამდენიმე გასვლით ტურნირი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: