დღეს, 29 მაისს, „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, აჭარის მასშტაბით 2 391 ოჯახს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა მოუხსნა.
„ჩვენ ეს მონაცემები გამოვითხოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტოდან. ბათუმში – 552 ოჯახს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება, ქობულეთში – 479-ს, ხელვაჩაურში – 279-ს, ქედაში – 277-ს, შუახევში – 284-ს, ხულოში კი – 520 ოჯახს.
ჩვენ ვითხოვთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, გაგვცეს პასუხი, რეალურად რა მოხდა ამ ოჯახების ცხოვრებაში და რატომ შეუწყდა მათ დახმარება,“- განაცხადა რეზო ხარაზმა.
მისი თქმით, ამ ფონზე აჭარის მთავრობას ხელფასის გარდა ოთხ თვეში აღებული აქვს 657 768 ლარის პრემია, 860297 ლარი კი -დანამატი“.
რეზო ხარაძის თქმით, აღნიშნული თანხები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად უნდა იყოს მიმართული.