2 დღეში „ოცნების“ მხარდასაჭერად 400 ყალბი ანგარიში შექმნეს – ISFED

„ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ [ISFED] წერს, რომ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, რომელიც სოციალურ მედიაში პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ხელოვნურად ხდის პოპულარულს. ორგანიზაციის განცხადებით, ქსელის ანგარიშები, მათ შორის InterPressNews-ის ფეისბუქგვერდზე, იწონებენ ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი კირცხალიას განცხადებებს.  „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, მოწონებული პოსტების დიდი ნაწილი ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეს, ევროკავშირთან …

„ქმნიან დაკვირვების ილუზიას“ – 4 ოქტომბრის არჩევნები სანდო დამკვირვებლის გარეშე

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში, ფაქტობრივად, გამოცდილი და დამოუკიდებელი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდება. ცესკოს მონაცემების მიხედვით, არჩევნებს საქართველოში რამდენიმე ორგანიზაცია დააკვირდება, თუმცა როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს „ბათუმელებთან“, ამ სქემას საერთაშორისო დონეზე კარგად იცნობენ, როგორც „ყალბ დაკვირვებას“. „ყველა არჩევნებზე ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ჯგუფებს, ორგანიზაციებს, რომლებიც რეგისტრირდებიან ხოლმე სადამკვირვებლო ორგანიზაციებად. ამ …

„ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას“ – ინტერვუ NGO-ების ხელმძღვანელების პატიმრობით მუქარაზე

„ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რაც არსებობს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაქსიმალურად გამოვიყენებთ. დანარჩენს შევხედავთ, პროცესი როგორ განვითარდება,“ – ამბობს ლევან ნატროშვილი. მან და კიდევ 5-მა სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საქართველოში რაჟდენ კუპრაშვილის უწყებიდან წერილი მიიღო. ლევან ნატროშვილი არ გამორიცხავს, რომ დიქტატურის დამყარების გზაზე ივანიშვილის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა სამოქალაქო ორგანიზაციების ლიდერების დაპატიმრება იყოს. რას აპირებენ სამოქალაქო ორგანიზაციები? …

„ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც კი იწვევენ არჩევნებში ეუთო/ოდირს“ – ინტერვიუ

„ცენტრალური აზიის ქვეყნები, სადაც, რა თქმა უნდა, პრობლემაა დემოკრატია, ისინიც კი იწვევენ ეუთო/ოდირის მისიას. ჩვენ დავემსგავსეთ რუსეთს – საერთოდ არ გვაინტერესებს ეუთო/ოდირის აზრი,“ – მიიჩნევს ლევან ნატროშვილი, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი. „ზოგადად, არ არის პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და „გადახვევად“ დაასახელა 2021 …

„სამართლიანი არჩევნები“ ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს

„სამართლიანი არჩევნები“ [ISFED] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს. ამის თაობაზე ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 28 თებერვალს გააკეთა. „სამართლიანი არჩევნები“ სასამართლოში რექტორობის კანდიდატის არჩილ გუჩმანიძის ინტერესებს დაიცავს. ბსუ-ს რექტორის ასარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი 21 თებერვალს წარადგინეს. ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 2025 წლის 21 იანვარს გაიმართა. არჩევნებში ორი კანდიდატი, …

რას შეცვლის არჩევნების ელექტრონულად ჩატარება – დისკუსია ბათუმში

„ელექტრონული არჩევნებით „ოცნებამ“ მიაღწია მთავარს, რომ აი, კონტროლდება ყველაფერი. დაზღვევის მექანიზმი რა გვაქვს, რომ არჩევნების მიმართ ნდობა აღდგა?“ – იკითხა დისკუსიის დროს გია აბულაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ენმ-დან. 19 მაისს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საარჩევნო გარემოზე შეხვედრა მოაწყო. სხვადასხვა პრობლემასთან ერთად გაჟღერდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარებაც. გია …

შუახევის მერიამ და ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა სასამართლო წააგეს ყოფილ თანამშრომლებთან

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრმა და შუახევის მერიამ წააგეს სასამართლო დავა გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ. დავა შუახევის მერიის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში ვახტანგ ბერიძის სასარგებლოდ დასრულდა, მის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრს კი, სასამართლო ბეგლარ ცინცაძემ მოუგო. ბეგლარ ცინცაძე 2021 წლის 18 თებერვლიდან მუშაობდა „ხელვაჩაურის კულტურის და ხელოვნების ცენტრში“ ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის პოზიციაზე, 2022 წლის 10 …

„დამსაჯეს ფეისბუქზე კრიტიკული პოსტების გამო“ – აჭარის განათლების სამინისტროს უჩივიან

„ბოლო ვიყავი დარჩენილი, თეატრები ოპოზიციური აზრის მქონე სამხატვრო ხელმძღვანელებისგან გაწმინდეს, ეს წულუკიანის დიდი პოლიტიკის ნაწილია, გადაიბარა მთლიანად თეატრი პარტიამ,“ – ამბობს რეჟისორი გიორგი ჩხაიძე, რომელიც ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია და ახლა აჭარის განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის. გიორგი ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მისი კრიტიკული ფეისბუქპოსტების გამო დასაჯეს …

„ხო იცი, ვის უნდა მისცე ხმა“ – ISFED ბათუმში არჩევნებს აფასებს

„სამართლიანი არჩევნები“  დღეს, 2 აპრილს, ბათუმში შუალედური არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების შესახებ შეფასებას აქვეყნებს. დღის განმავლობაში „სამართლიანმა არჩევნების“ დამკვირვებლებმა ბათუმის საუბნო საარჩევნო კომისიებში 6 საჩივარი დაწერეს, ხოლო ჩანაწერთა წიგნში ორგანიზაციამ დააფიქსირა 5 შენიშვნა. „განსაკუთრებით პრობლემური იყო ბათუმის #69, #77, #79, #89 და #100 საარჩევნო უბნების მიმდებარე პერიმეტრი, სადაც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სიტყვიერი დაპირისპირების, ამომრჩეველთა …

საარჩევნო უბნებთან ფიქსირდება საეჭვო შეკრებები – „სამართლიანი არჩევნები“

„სამართლიანი არჩევნები“, რომელიც დღეს, 2 აპრილს, ბათუმში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს აკვირდება, 13 საათისთვის არსებულ დარღვევებზე, მიგნებებსა და ძირითად ტენდენციებზე აქვეყნებს ინფორმაციას. ორგანიზაციის ცნობით, ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე ფართის სიმცირისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების სიმრავლის გამო, შეინიშნება ქაოსი, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ხმის მიცემის პროცესის შეფერხება, ძირითადად, ვერიფიკაციის აპარატების და რიგ შემთხვევებში, სკანერების გაუმართაობის გამო. …

„II ტური არის გაშვებული შესაძლებლობა დემოკრატიული განვითარების გზაზე“ – ISFED

„არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა“ – აცხადებს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ – ISFED, რომლის 1457 წარმომადგენელი აკვირდებოდა 30 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს. არჩევნების დღის შემაჯამებელი პრესრელიზი ორგანიზაციამ დღეს, 31 ოქტომბერს …

რა დარღვევებზე საუბრობს ბათუმში „სამართლიანი არჩევნები“

ავტორი: ანა შენგელია  დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს დარღვევების ჩამონათვალს, რომელიც ამ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა შენიშნეს საარჩევნო უბნებზე 11 საათამდე.  „სამართლიანი არჩევნები“ ბათუმში შემდეგ დარღვევებზე საუბრობს: მე-100 საარჩევნო უბანზე დაირღვა წილისყრის პროცედურა – კერძოდ, საკონტროლო ფურცელი შეივსო და ყუთში მოთავსდა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ.  #51 …

ბათუმში საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ფული გადასცეს – სამართლიანი არჩევნები

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე ავრცელებს ცნობას. ორგანიზაციის ცნობით, მათმა დამკვირვებლებმა 11 საათისთვის ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ორი შემთხვევა დააფიქსირეს ბათუმში. „#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში მყოფმა სავარაუდოდ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა უბნიდან გამოსულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული გადასცა“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ბათუმის #85 საარჩევნო უბანთან შედგა …

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასება საჯარო მოხელეების ხელფასის გაზრდაზე არჩევნების წინ

„ეს არის მიზანმიმართული გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საჯარო მოხელეების მოტივაცია გაზარდონ. შესაძლოა, მანამდე ყველა საჯარო მოხელეს არ ჰქონოდა კამპანიაში ჩართვის სურვილი, ეს კი მოტივაციას გაუჩენს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ მმართველი პოლიტიკური პარტიის კამპანიაში“ – ეს მოლოდინი გაუჩინა პრემიერი ღარიბაშვილის დაპირებამ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის კუთხით ნინო დოლიძეს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელ დირექტორს. …

ვის არ აწყობს არჩევნების გადადება და როგორ აიყოლეს მათ ექიმები პოლიტიკურ პროექტში

„არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის არ არსებობს,“ – განაცხადა 15 ოქტომბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ. იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსი ქვეყანაში ანტირეკორდებს ხსნის და 15 ოქტომბერს, მაგალითად, 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლება არჩევნების გადადებას არ განიხილავს. საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების გადადებას არც ოპოზიცია ითხოვს იმის მიუხედავად, რომ ეპიდემიის ამ მასშტაბით გავრცელების ფონზე, დღითიდღე …

მოსყიდვა, გათავისუფლება და სხვა დარღვევები აჭარაში არჩევნების წინ – კვლევა

დღეს, 8 სექტემბერს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში  განხილულია 2020 წლის 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 4 აგვისტომდე დაიწყო. ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 17 ფაქტი; წინასაარჩევნოდ, ამომრჩევლის ფართო მასების გულის მოსაგებად ხელისუფლების …

ფეისბუქმა „სპუტნიკის“ ქსელიც გააუქმა საქართველოში

ფეისბუქმა საინფორმაციო პორტალი „სპუტნიკის“ ქსელიც გააუქმა საქართველოში. საუბარია რამდენიმე ფეისბუქგვერდზე, სადაც „სპუტნიკის“ ახალი ამბები ვრცელდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ბენიძე ავრცელებს, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი. „დაგვიდასტურეს, რომ “ნიუს-ფრონტის” ქართულ ანგარიშებთან ერთად “ფეისბუქმა” ასევე გააუქმა “სპუტნიკის” ქსელი საქართველოში, რომელზეც 1 თვის წინ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ეს ქსელი უკავშირდებოდა მათ მიერ ადრე აღმოჩენილ “სპუტნიკის” მსგავს ქსელებს სხვა …

უნდა შეიზღუდოს Facebook აგიტაცია წინასაარჩევნოდ? – დისკუსია ბათუმში

საარჩევნო ბარიერი და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა – საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ამ საკითხებზე განსხვავებული ხედვა აქვს “სამართლიან არჩევნებს”. ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში არჩევნებს აკვირდება, მიიჩნევს, რომ ე.წ. “ბუნებრივი ბარიერი” მიუღებელია და, ასევე, კოალიციების აკრძალვა დააზარალებს პოლიტიკურ პროცესს. ამ თემაზე დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია გაიმართა. „ბუნებრივი ბარიერი შექმნის პოლიტიკური სტაბილურობის პრობლემას. შესაძლებელია, პარლამენტში მოხვდნენ …

ოლადაურში ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი ღუმელში შეაგდო

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოლადაურის #18 საარჩევნო უბანიდან გასული გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი ღუმელში შეაგდო. „როგორც ჩვენ გვითხრეს, ამომრჩეველს გაუფუჭდა ბიულეტენი და ამის გამო შეაგდო ღუმელში, რის გამოც შეიქმნა დაძაბულობა“ – გვითხრა „სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალურმა კოორდინატორმა, მადონა ბერიძემ. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში საარჩევნო პროცედურის თანახმად, გაფუჭებულ ბიულეტენს კუთხე უნდა ჩამოეჭრას და …

საჩივრები გურიაში: „დამკვირვებლები ერთ ადგილას დაჯექით და ისე დაგვაკვირდითო“

ხმების დათვლის დაწყებამდე ოზურგეთში სულ სამი საჩივარი დაიწერა. სამივეს ავტორი „სამართლიანი არჩევნებია“ და აქედან ორი საჩივარი ოზურგეთის #6 უბანზე მოდის. #6 უბანში დაწერილი ერთ-ერთი საჩივარი დამკვირვებლებისთვის კონკრეტული ადგილის დაკავების იძულებას შეეხება. საჩივარში „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა მიუთითა, რომ კომისიის მდივანმა დამკვირვებლებს სკამზე დაჯდომა და პროცესზე დაკვირვება ერთი კონკრეტული ადგილიდან მოსთხოვა. კანონის მიხედვით, დამკვირვებელს ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია …

საარჩევნო კომისიებში „ოცნებას“ 3 წევრი ეყოლება – „მმართველ ძალას ზეგავლენის მეტი ბერკეტი ექნება“

საარჩევნო კომისიებში ერთის ნაცვლად სამი წარმომადგენელი ეყოლება მმართველ პოლიტიკურ ძალას. „ამ მოცემულობაში მმართველ პოლიტიკურ ძალას მეტი ბერკეტი ექნება, ზეგავლენა მოახდინოს კომისიებზე და უფრო პოლიტიზებული გახდება საარჩევნო ადმინისტრაცია,“ – მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი, მადონა ბერიძე. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად თითოეულ საარჩევნო კომისიაში „ქართულ ოცნებას“ სამი წევრი ეყოლება, თითო-თითო წევრი ეყოლებათ: „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ …

ოლქს დარღვევების განხილვა მოუწევს – ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმეს

ბათუმის საარჩევნო ოლქს საარჩევნო დარღვევების განხილვა მაინც მოუწევს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების: ჯუმბერ ბეჟანიძის და ლაშა თავართქილაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ქუთაისის სააპელაციომ სასამართლომ დღეს, 28 ოქტომბერს გააუქმა. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნების“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ არჩევნების დღეს დაწერილ საჩივრებზე, რომლის განხილვაზეც ბათუმის ოლქმა უარი თქვა. ოლქი საარჩევნო კოდექსის იმ ჩანაწერს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც …

საია ბათუმის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის საშიში ტენდენცია

„უსაფუძვლოა“, „არაა საკმარისი მტკიცებულებები“ – ეს ფრაზები ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ დღევანდელ სხდომაზე რამდენჯერმე თქვა. საოლქო კომისიამ დღეს, 23 ოქტომბერს, საარჩევნო დარღვევებზე სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ დაწერილი საჩივრები განიხილა. ოლქს არ მოუწვევია რომელიმე საუბნო კომისიის თავმჯდომარე, ან წევრი, რომ დადგენილიყო, რამდენად შეესაბამებოდა რეალობას საჩივარში აღწერილი დარღვევა. კომისიას კითხვები არავისთვის დაუსვამს. უსაფუძვლობის მოტივით საოლქო კომისიამ, …

აჭარის ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი შესაძლოა დააჯარიმონ – არჩევნები 2017

პოლიტიკურ აგიტაციად შეფასდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის სპეციალისტის, თამარ დიასამიძის მიერ სამინისტროს ფეისბუქგვერდზე „ქართული ოცნების“ მერების კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის ატვირთვა, სადაც ჩანდა პარტიული ლოგო, დროშა და სხვა სიმბოლიკა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თამარ დიასამიძე შესაძლოა 2000 ლარით დაჯარიმდეს, რადგან ბათუმის №79  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის …

ISFED: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წინასაარჩევნო აგიტაციის წესი დაარღვია

სამართლიანმა არჩევნებმა ბათუმსა და ყვარელში წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე ცესკოს მიმართა. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც ოფიციალური ფეისბუქგვერდი წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენა. „კერძოდ, სამინისტრომ 12 სექტემბერს გამოაქვეყნა პარტია „ქართული ოცნების“  მერობის კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტოები. ფოტოებში გამოყენებულია პარტიის დროშა და ლოგო.  გარდა ამისა, სამინისტროს გვერდმა …

„სამართლიანი არჩევნები“: პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების და „ქართული ოცნების“ პოზიციები ერთმანეთს დაემთხვა

საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრების შერჩევის პროცესი დღეს, 5 სექტემბერს დაასრულა. საუბარია 13-წევრიან კომისიაში 6 წევრის არჩევაზე, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული ნიშნით უნდა აირჩიონ. ისევე, როგორც საუბნო კომისიებში, ასევე ოლქებსა და ცესკო-ში პროფესიული ნიშნით წევრების არჩევამ საარჩევნო ადმინისტრაციის აპოლიტიკურობა და კვალიფიციურობა უნდა უზრუნველყოს [ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში 13-წევრიან კომისიაში 7 წევრს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტია …

პრობლემები, რომლებიც 2017 წლის არჩევნებზე გველის

გამოწვევები, რომლებიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გველოდება – არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას რისკის ქვეშ ისევ აყენებს. შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა, სადაც დღეს, 11 ივლისს თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედიაცენტრი გაიხსნა. „მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი. ისევ არ არსებობს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ოლქები უბნის კომისიის წევრებად …

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მესამე სექტორის რეკომენდაციები

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. გარდა ამისა, ამომრჩეველი პირადაპირი წესით ვეღარ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. პროექტზე შეფასებები გამოაქვეყნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „სამართლიანი არჩევნები“, „ საია“ და „გამჭვირვალობა საქართველო“ . ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მიესალმებიან, თუმცა არ მოსწონთ ის, რომ პროპორციულობა პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მის მიერ …

როგორ დასრულდა სარჩელების განხილვა ბათუმის საოლქო კომისიაში

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი ის საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომლითაც უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. ხმების ხელახლა გადათვლას “სამართლიანი არჩევნები” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 70-ე მაჟორიტარული ოლქის 86-ე უბანზე მოითხოვდა, სადაც ამომრჩევლის ხელმოწერაზე მეტი რაოდენობის ბიულეტენი დაფიქსირდა. “სამართლიანი არჩევნები” ხმების ხელახლა გადათვლას მოითხოვდა 68-ე ოლქის 98-ე უბანზეც, სადაც შემაჯამებელ ოქმში გადასწორებული იყო მიღებული …

“სამართლიანმა არჩევნებმა” ბათუმში ოთხი დარღვევა დააფიქსირა

ამ დროისთვის ბათუმში ოთხი პროცედურული დარღვევა დააფიქსირა  “სამართლიანმა არჩევნებმა”. ორგანიზაციამ საუბნო საარჩევნო კომისიების გახსნისა და მოწყობის პროცესის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა: ბათუმის 70-ე ოლქის 58-ე უბანში დაირღვა წილისყრის ჩატარების წესი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორის ფუნქცია წილისყრის გარეშე მიანიჭა კომისიის ერთ-ერთ წევრს; ბათუმის 70-ე ოლქის 58-ე უბანში საკონსტროლო ფურცელს აკლია პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა; ბათუმის 69-ე ოლქის …

მადონა ბერიძე: სასურველი იქნებოდა, საოლქო კომისია დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას

საოლქო კომისიების მიერ შემაჯამებელი ოქმების გამოცემას სასამართლო განხილვების დასრულებამდე “სამართლიან არჩევნებში” საკანონმდებლო ხარვეზად აფასებენ. “ჩვენი შეფასებით, სასურველი იქნებოდა საოლქო კომისია დალოდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას,” – უთხრა “ბათუმელებს” მადონა ბერიძემ, “სამართლიანი არჩევნების” აჭარა-გურიის კოორდინატორმა: “საარჩევნო კოდექსში არის რამდენიმე მუხლი, რომელიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ერთი მუხლის მიხედვით, საოლქო კომისია ვალდებულია დაელოდოს სასამართლოში საჩივრების განხილვის დასრულებას, მეორე მუხლის მიხედვით კი, …

„სამართლიანი არჩევნები“ დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს

„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმის #79-ე ოლქის #1; #31 და #54 საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას და ხელახალ გადათვლას ითხოვდა. ბათუმის #79 საოლქო კომისიამ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ სასამართლოს მიმართა. „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორის მადონა ბერიძის განმარტებით #1 უბანზე, გარდა ოქმში დაფიქსირებული დისბალანსისა, იყო პროცედურული დარღვევები წილისყრასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა, ასევე ხმის …

„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმში რვა უბნის ოქმის ბათილობას და საარჩევნო მოხელეების დასჯას ითხოვს

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება“ ბათუმში # 79 ოლქში რვა საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და იმ საარჩევნო მოხელეების დასჯას ითხოვს, რომლებმაც ხმები საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით დათვალეს. „ დარღვევები მნიშვნელოვანია და ძირითადად დაკავშირებულია უბნის შედეგების ბალანსთან. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, ოქმებს ასევე აკლია აუცილებელი …

სპორტსმენები და პარტიებთან ასოცირებული დამკვირვებლები არჩევნებზე

სპორტსმენები, მათ შორის კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებად დასახელებულები, პარტიებთან ასოცირებული პირები და მათი ორგანიზაციები 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად დარეგისტრირდნენ. „სპორტისა და სამხედრო ვეტერანთა ასოციაცია“ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამკვირვებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ნებისმიერ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით ერთი სპორტსმენი მაინც შევიდეს. ასოციაციის ხელმძღვანელი მძლეოსანი ილია მარტყოფლიშვილია. ის …

SMS-ები ბათუმის მუნიციპალიტეტისგან წინასაარჩევნოდ

ბოლო რამდენიმე დღეა  ბათუმში მოქალაქეები Batumi info-სგან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იღებენ. შეტყობინებები ძირითადად ინფორმაციული ხასიათისაა და ბათუმის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებს ეხება. აგზავნიან თუ არა შეტყობინებებს მერიიდან? – ამ კითხვაზე ჯერჯერობით ბათუმის მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ – „ვარკვევთ და გიპასუხებთ“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე ამტკიცებს, რომ შეტყობინებები მერიას ეკუთვნის და ის წინასაარჩევნო აგიტაციაა: …

„ბეშუმობის ინციდენტზე“ ენმ უწყებათშორის კომისიას მიმართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უწყებათშორის კომისიას და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართავს და ბეშუმის ინცინდენტის შესწავლას მოითხოვს. პარტიის განცხადებით, საუბარია 6 აგვისტოს, ბეშუმში გამართულ სახალხო დღესასწაულზე, სადაც ტრიბუნაზე გამოსვლის შესაძლებლობა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს არ მისცეს. „მოვისმინეთ, რომ იქ გაჟღერდა პოლიტიკური შინაარსის დაპირებები „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. წინასაარჩევნო პერიოდში თანაბრად უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პარტიას …

Exit mobile version