უსკო მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვის საკითხს არ განიხილავს. საუბარია ბათუმში 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.  „უკრაინის მოქალაქემ, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაცია“ – ასე შეაფასა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ექსპრეზიდენტის ვიდეომიმართვა და ადმინისტრაციული წარმოების …

უმაღლესი საბჭო საარჩევნო კანონში ცვლილებებს განიხილავს

უმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავს. პირველი უსკოს თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორები ფრაქცია „თავისუფლალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე არიან. მეორე ცვლილება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარის არჩევის წესის შეცვლას გულისხმობს და მისი ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მერაბ აბაშიძეა. …

ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით

„ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით“ – ამ სათაურით კვლევას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება პარტიებისა და პარტიასთან ასოცირებული პირების ფინანსური გამჭვირვალობისა და ხარჯების კანონიერების მონიტორინგის საკითხი. აღნიშნულის რეგულირება უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თანასწორი საარჩევნო გარემო, კონკურენცია და სტაბილური პოლიტიკური სისტემის არსებობა სახელმწიფოში. „საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში გამოიკვეთა ახალი პოლიტიკური მოთამაშე …

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება უსკოს თავმჯდომარის არჩევაზე

ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მიიჩნევს, რომ უსკოს თავმჯდომარის არჩევა კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით მიმდინარეობს. ამის შესახებ ორგანიზაციამ 26 თებერვალს საგანგებო განცხადება გაავრცელა: „2015 წლის 30 დეკემბერს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ა/რ კანონის თანახმად, აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოცხადდა. საკონკურსო კომისიამ აჭარის …

Exit mobile version