1 ლარად გასხვისებული იახტკლუბის მოწყობა ისევ გადაიდო – რა თანხას კარგავს ბიუჯეტი

ბათუმის იახტკლუბის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, აჭარის მთავრობამ 2026 წლის ივლისამდე გადადო. კომპანია „რივიერა“ [შემდგომში „ბათუმი რივიერა“], რომელსაც აქ მინიმუმ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, იახტკლუბს და მიმდებარე ტერიტორიას მეხუთე წელია სარგებლობს. სარგებლობაში კი, 2017 წელს, არც მეტი არც ნაკლები, 1 ლარი აქვს გადახდილი. „რივიერა“ 1 ლარად იჯარით აღებულ …

საია: ეკონომიკის სამინისტრო „რივიერას“ საქმეზე გადაწყვეტილებას აჭიანურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შპს „ბათუმი რივიერას“ – პროექტზე ნებართვის გაცემის კანონიერებასთან დაკავშირებული საჩივრით ნებართვის გამცემი ორგანოს ზედამხედველ სტრუქტურას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის სექტემბერში მიმართა. მიმართვიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა საიას სამინისტროს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ ჩაჰბარდა. შპს „ბათუმი რივირას“ პროექტზე ნებართვა სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა. საიას იურისტის, გიორგი ანთაძის ინფორმაციით, …

კმდს-ს საბჭომ „რივიერა ბათუმის“ ახალი იახტკლუბის პროექტი განიხილა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბათუმში, გოგებაშვილის #1-ში, სანაპირო კლუბისა და იახტკლუბის სამშენებლო პროექტი განიხილა. დაგეგმილ პროექტთან ახლოს [სამშენებლო ტერიტორია] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – შუქურა მდებარეობს. შესაბამისად, კომპანიამ პროექტის შეთანხმებაზე სააგენტოს ზონალურ საბჭოსაც მიმართა. პროექტი პლაჟთან ახლოს ორსართულიანი შენობისა და საცურაო აუზის მოწყობას ითვალისწინებს. საბჭოსთვის წარდგენილი ინფორმაციით, მშენებლობის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი 0.5, შენობის კონსტრუქციული სიმაღლე …

ბათუმის რივიერას საკითხზე შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას მიმართეს

საზოგადოება „ბათომმა“, მოძრაობამ – „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივამ“ შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიის ხელმძღვანელს, პროფესორ დოქტორ მეჰმეტ ემინ ბირპინარს მიმართეს წერილით. ბრიფინგი ამ თემაზე დღეს, 25 სექტემბერს, გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრებმა ოფიციალური წერილი გაასაჯაროვეს. წერილში აღნიშნულია იმ ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ, რაც, ორგანიზაციების განცხადებით, შავი ზღვის სანაპიროს პროექტ „რივიერა ბათუმის” განხორციელების შემთხვევაში ემუქრება. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა …

“საკმარისია კედელი, რაც ქალაქსა და ზღვას შორის აღმართეთ” – დღეს ბათუმში აქცია გაიმართება

დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში, საზოგადოება „ბათომი“ რივიერას ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს. აქცია – „არა ბათუმის ჩაბეტონებას!“ –  მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან, „ვარდების სკვერში“, 17:00 საათზე დაიწყება. აქტივისტები ითხოვენ შეჩერდეს პროექტი, რომელიც ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. აქტივისტები ხელისუფლებას ასევე მოუწოდებენ, კარგად შეაფასონ ის ეკოლოგიური საფრთხეები, რომლებიც ბათუმს ემუქრება ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში. …

„ისინი არ იმსახურებენ საკრებულოში ყოფნას“ – საიას თავმჯდომარე რივიერას გეგმის დამტკიცებაზე 

ბათუმის საკრებულოს სხდომის შემდეგ, სადაც შპს „რივიერა ბათუმის“ განაშენიანების გეგმა დაამტკიცეს, პროტესტი ხმამაღლა გამოხატეს მათაც, ვინც აქამდე პროექტის საწინააღმდეგო აქციებში არ მონაწილეობდნენ. სოციალურ ქსელშიც ბევრმა უწოდა ამ გადაწყვეტილებას „დანაშაული“ და „სამარცხვინო“. თავიანთ პოზიციას იცავენ მომხრეებიც, თუმცა ამ დღის შემდეგ გამოჩნდა, რომ 5 თაუერის მშენებლობას ბათუმის კონცხზე  გაცილებით მეტი ადამიანი ეწინააღმდეგება, ვიდრე ეს ამ დრომდე ჩანდა. …

ბატონო პრემიერო, ეს არის ჩვენი ბოლო მომართვა – აქტივისტები რივიერას დასაცავად

საზოგადოება „ბათომი“, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს, ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: მოგმართავთ ისევ „რივიერა ბათუმის“ პროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს დასაბუთებული არგუმენტები პროექტის მიზანშეწონილობას და რისკებთან დაკავშირებით და, …

საკრებულო რივიერას განაშენიანების გეგმის დამტკიცების საკითხს განიხილავს

ბათუმის საკრებულო, 22 მარტს, „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხს განიხილავს. საკითხზე მომხსენებელი ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველია. საკრებულომ „რივიერას“ გრგ-ს დამტკიცებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი 16 ივლისს დაუჭირა. გრგ-ს დამტკიცების შემდეგ კომპანია „ბათუმი რივიერას“ რჩება მშენებლობის ნებართვის მიღება, რათა თავისი პროექტი განახორციელოს. „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერას“ წინადადება მოიცავს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას …

იძლევით გარანტიას, რომ იქ არ ჩაიძირება ყველაფერი? – ცხარე დებატები რივიერას დირექტორთან 

გაიზრდება თუ არა საფრთხეები ბათუმის კონცხისთვის მას შემდეგ, რაც მის მიმდებარედ დაგეგმილ მრავალსართულიან 5 კოშკს ააშენებენ – ეს იყო საკითხი, რომელმაც დღეს გამართულ შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გამოიწვია. დღეს, 15 აგვისტოს, ბათუმის მერიაში შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ წარდგენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. საჯარო განხილვა მერიამ დაგეგმა. საკითხი ეხება ბათუმის კონცხთან არსებული 6 ჰექტარის განაშენიანების გეგმას. ეს …

15 აგვისტოს მერიაში რივიერას პროექტის საჯარო განხილვა მოეწყობა

ხვალ, 15 აგვისტოს, დილის ათ საათზე, ბათუმის მერია რივიერას პროექტის საჯარო განხილვას იწყებს. ბათუმის საკრებულომ 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც  ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. ეს პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს. “საჯარო განხილვის მიზანია დაინტერესებული პირების მხრიდან საკუთარი მოსაზრებების წარდგენა განაშენიანების …

716 მოქალაქის მიმართვა ბათუმის მერიას 5 კოშკის მშენებლობის საკითხზე

დაიცავი ძველი ბათუმის წევრებმა დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმის მერიასთან საგანგებო ბრიფინგი გამართეს. დაიცავი ძველი ბათუმის წევრები მერიას მოუწოდებენ არ მიიღოს „ბათუმი რივიერას“ პროექტის სასარგებლო გადაწყვეტილება, რადგან პროექტის დაგეგმარება ეწინააღმდეგება ქალაქის ისტორიულ განაშენიანებას, მის ძირითად მახასიათებლებს და საფრთხის წინაშე აყენებს ბათუმის ეკოლოგიურ მდგომარეობას. დაიცავი ძველი ბათუმის წევრები პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. ამ დროისთვის 716 ხელმოწერა შეგროვდა. …

რატომ არ მივიდნენ „რივიერას“ პროექტის განხილვაზე „ბათომის“ წევრები

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტ „რივიერა ბათუმის“ განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები. შეხვედრაზე არ მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან და ამ საკითხზე კითხვები სხდომათა დარბაზშიც დასვეს. „ბათომის“ ერთ-ერთი წევრის შოთა გუჯაბიძის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ საკრებულოში …

„რივიერას“ საკითხზე პოზიციის დასაფიქსირებლად 3 წუთი გექნებათ – გრგ-ს საჯარო განხილვა

2019 წლის პირველ აგვისტოს, დღის 11 საათზე, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ („რივიერას“) პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. „ფორმატით გათვალისწინებულია: კომპანია შპს „ბათუმი-რივიერას“ წარმომადგენლის მიერ პროექტის პრეზენტაცია [20 წუთი]; საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოსაზრების წარდგენა [10 წუთი]. საზოგადოებრივი …

რივიერაზე მშენებლობა საშიშია – პრემიერს და გარემოს მინისტრს გზშ-ს მოთხოვნით მიმართეს

ბათუმი რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ. განცხადების ავტორები მოითხოვენ, კონცხზე დაგეგმილი მშენებლობიდან გამომდინარე სავარაუდო რისკებისა და კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რის მომზადებაც  მშენებელი კომპანიისთვის სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუვალებია. განცხადების შინაარს …

ვაპროტესტებთ ბეტონის ბატონობას ქალაქზე [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 29 ივლისს, საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა, ასევე „ძველი ბათუმის დამცველმა“, სამოქალაქო აქტივისტებმა, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „რივიერას“ პროექტი, რომელიც ჭაჭის კოშკის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ პროექტით ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის შედეგად ქალაქი დაიჩრდილება და შესაძლოა გამოიწვიოს ეკოლოგიური საფრთხეები. ქალაქის მცხოვრებთა ნაწილი, ვინც რივიერაზე მშენებლობას ეწინააღმდეგება, ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელებით ხელისუფლება მოქალაქეთა ინტერესებს …

„არა ჩაბეტონებას“ – აქტივისტები დღეს ბათუმში კიდევ ერთ აქციას გამართავენ

საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ძველი ბათუმი“ დღეს, 29 ივლისს, ბათუმში, „რივიერა-ბათუმის“ ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დააანონსა. აქცია საღამოს, 19:00 საათზე, მემედ აბაშიძის #1-ში, იუნკერების სკვერთან გაიმართება. „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები „რივიერა-ბათუმის“ ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, კომპანია „რივიერა ბათუმი“ კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. თავდაპირველად ამ …

17 ხმა ბათუმის რივიერას გაცათამბჯენიანების სასარგებლოდ 

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულოში ბათუმის სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხის განხილვას საკრებულოს წევრებმა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად ხმა მაინც მისცეს. საკრებულომ და მერმაც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ „რივიერა“ ქალაქს სჭირდება“. „რივიერა“ არის პროექტი, რომლის მიხედვით, ბათუმში იახტკლუბისა და ჭაჭა თაუერის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ტერიტორია კერძო კომპანიას ეკუთვნის. პროექტის გაჟღერებიდან დღემდე, საზოგადოება „ბათომი“ და …

5 კოშკი 6-ის ნაცვლად – რა უნდა აშენდეს ბათუმში „რივიერაზე“

ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ კომპანია „რივიერა ბათუმი“ გეგმავს კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმებოდა. ბათუმის საკრებულომ დღეს, 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო …

ლაშა კომახიძე რივიერაზე დაგეგმილი მშენებლობების შესახებ: ქალაქს ეს სჭირდება

„ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ქალაქს არ უნდა. ქალაქს ეს სჭირდება,“ – მიმართა დღეს, 16 ივლისს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილ ადამიანებს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ. ბათუმის საკრებულო „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხს განიხილავს. ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, ამ პროექტის განხორციელებით რეკრეაციული ზონა არ შემცირდება. მან ასევე თქვა, რომ ჰქონდა შეხვედრები კომპანიასთან და მიაღწია იმას, რომ ექვსი …

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ბათუმის პორტის შესაძლო გამოსყიდვაზე

„სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებას და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობას ეწინააღმდეგება. ის მიიჩნევს, რომ ბათუმის პორტს სამრეწველო დანიშნულება არ უნდა ჰქონდეს და სამგზავრო პორტად უნდა იქცეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ …

„ბათომმა“ საკრებულოს „რივიერასთან“ დაკავშირებული პროცედურის შეჩერება სთხოვა

დღეს, 19 ოქტომბერს, საკრებულოს ღია კარის სხდომაზე  საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარემ, ნინო ინაიშვილმა საკრებულოს ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ დაგეგმილ სამშენებლო პროექტ „რივიერასთან“ დაკავშირებული პროცედურების შეჩერება სთხოვა. საპროექტო ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის მოსამზადებლად გეგმარებითი დავალების გასაცემად ბათუმის მერიაში ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული. ნინო ინაიშვილი მიიჩნევს, რომ წარმოება უნდა შეჩერდეს: „… საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და …

„ბათუმი-რივიერას“ გენგეგმაში ჭაჭის კოშკი არ არის – იახტკლუბთან 6 შენობის აშენება იგეგმება

ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიას „სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ დააგეგმარებს, ლანდშაფტური დიზაინის პროექტში კი ჭაჭის კოშკი გათვალისწინებული არ არის. გენერალური გეგმის მიხედვით, იახტკლუბთან, ხელოვნური ტბისა და ექვსი შენობის – საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების აშენებაა დაგეგმილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმა წარდგენილია ბათუმის მერიაშიც, რომელმაც პროექტის – „ბათუმი რივიერა“ საბოლოო ვარიანტი უნდა …

რივიერა, იახტკლუბი და ჭაჭის კოშკი – ტრამპ თაუერის ნაცვლად სილქ თაუერი (გენგეგმის პრეზენტაცია)

„ბათუმი რივიერას“, იახტკლუბისა და „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე ტერიტორიებს „სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით საერთაშორისო კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ ერთიანობაში დააგეგმარებს; „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე სკვერი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და გაკეთდება ხელოვნური ყურე [ლაგუნა], მოეწყობა კაზინო თუ სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები – ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს, ბათუმში, „ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმის …

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი – პროექტი

კომპანია „ბათუმი რივიერამ“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბათუმის იახტკლუბის განვითარების პროექტი წარადგინა. პროექტის მიხედვით იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიის შემოღობვა და ბათუმის ნავსადგურის მხრიდან ოთხსართულიანი, დაახლოებით 18,5 მეტრი სიმაღლის შენობის აშენება, რომელშიც რესტორანი, საცურაო აუზი და სხვადასხვა დანიშნულების ოთახი განთავსდება. იგეგმება იახტებისთვის სპეციალური ბენზინგასამართი სადგურის მოწყობა. კომპანიაში და სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის პირველადი კონცეფცია, სამუშაო …

Exit mobile version