პროკურატურამ დაიწყო ჩვენი დამკვირვებლების დაბარება – „ნაციონალური მოძრაობა“

დღეს, 30 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროკურატურამ მათი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, დაკითხვაზე დაიბარა. მისი თქმით, პროკურატურაში დაბარებულ დამკვირვებლებს საჩივრები დაწერილი აქვთ მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებზე. „პროკურატურამ დაიწყო ჩვენი წარმომადგენლების დაბარება, რომლებიც საარჩევნო დარღვევებზე წერდნენ საჩივრებს და ცდილობდნენ არჩევნების გაყალბებისთვის ხელი შეეშალათ. პროკურატურა ცდილობს, აღნიშნული პირებისგან ამოიღოს …

ქობულეთში კაცმა მეზობელი წარსულში არსებული უთანხმოების გამო მოკლა – პროკურატურის ვერსია

პროკურატურამ ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა „დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, კიდევ ერთი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე“. პროკურატურა წერს, რომ შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ „8 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი ოჯახური კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, რის …

ცეკვის მასწავლებელს, რომელმაც ბავშვს სცემა, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – პროკურატურა

დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურა ეხმიანება ბათუმში ცეკვის მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტს, რომლის შესახებაც ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გუშინ, 8 ოქტომბერს გაავრცელა. პროკურატურის ცნობით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის …

მკვლელობის მცდელობა ბათუმში – ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 აგვისტოს, ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ასევე თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადად გაისროლა. სროლის შედეგად ერთ-ერთმა დაზარალებულმა და იქვე შემთხვევით მყოფმა საქართველოს სამმა მოქალაქემ სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ …

დააკავეს მამა, რომელიც 17 წლის შვილს გათხოვებას აიძულებდა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულების ფაქტზე დაზარალებულის მამას ბრალდება წარუდგინეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, 17 წლის შვილს აიძულებდა, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერვე შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო. დაზარალებული ქორწინებისგან თავის არიდების მიზნით ქვეყნის დატოვებას შეეცადა. მას ბრალდება …

„გაყიდულ ბინებს ხელახლა ჰყიდდნენ“ – სამშენებლო კომპანიის დირექტორსა და იურისტს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამშენებლო კომპანიის დირექტორს და იურისტს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „სამშენებლო კომპანია შპს „ლეველი +“-ის დირექტორი და ამავე კომპანიის იურისტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის უკვე გაყიდულ ბინებს სხვა პირებზე ხელახლა ყიდდნენ. ბრალდებულები დაზარალებულებს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებებს უფორმებდნენ და თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა …

განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა ლანჩხუთში – ბრალდებული დაკავებულია

პროკურატურამ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ვერსიით, 8 აგვისტოს, ქალაქ ლანჩხუთში ბრალდებულმა დაზარალებული გაკოჭა და სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 9 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც …

კაცის მანქანა საჯარიმოზე დგომით დაზიანდა, მან პროკურატურას უჩივლა და კომპენსაციას მიიღებს

კაცმა, რომელსაც პროკურატურა დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, პროკურატურას სასამართლო დავა იქეთ მოუგო. შემთხვევა ასეთია: მოქალაქე ი. გ. ავარიაში მოყვა, იგი „მერსედესით“ პირუტყვს დაეჯახა. გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ავარიაში მოყოლილი „მერსედესი“ კი, გამომძიებლებს ავტოსადგომზე გადაუყვანიათ. მაგრამ ი. გ. გამართლდა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა …

„ქურდული გარჩევა“ ბათუმში, დაკავებულია 2 პირი – პროკურატურა

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ვერსიით, 5 ივნისს ბათუმში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულმა პირმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო. „კერძოდ, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა ერთ-ერთი ონლაინ-კაზინოს მეშვეობით თითქოსდა 300 000 ლარი მოიგო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულს 5000 ლარის გადახდა დააკისრა. ასევე, …

ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრის საქმეზე სააპელაციომ გამამართლებელი განაჩენი შეცვალა

„ბათუმში ღამის კლუბში კაცის დაჭრის საქმეზე“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით შეცვალა. მსჯავრდებულ ლევან სირაბიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საუბარია ბათუმში, 2023 წლის 11 მარტს მომხდარ შემთხვევაზე: ერთ-ერთ ღამის კლუბში დანით ნიკა თუთაშვილი დაჭრეს. პროკურატურამ ამ საქმეზე განზრახ მკვლელობის მუხლით ლევან სირაბიძე დააკავა. წინასასამართლო სხდომამდე პროკურატურამ საქმე სსკ-ის 117-ე მუხლზე …

13 წლის არასრულწლოვანის გაუპატიურებისთვის კაცს 15 წელი მიუსაჯეს

არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლო განიხილავდა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვანის …

მკვლელობა გურიაში – რატომ დააკავა პროკურატურამ მთავარი მოწმე

„პროკურორმა თადარიგი დაიჭირა, რომ სხვა მოწმეებსაც იგივე არ ექნათ. ეს არის მანიპულაცია, რადგან კანონი შეიცავს დიდ ხარვეზს ამ კუთხით. თუ პრაქტიკა აქეთ წავა, მაშინ მოსამართლის და ნაფიცი მსაჯულების როლი აღარ იარსებებს საერთოდ,“ – მიიჩნევს სისხლის სამართლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. ადვოკატს ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული კაცი სრულად გაამართლეს, ამ საქმის „ოქროს …

13 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც ბათუმსა და ქობულეთში ცდილობდა ნარკოტიკის გასაღებას – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების და ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტებზე ერთი პირს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს 1,4889 გრ. „ალფა-პვპ-ს“ და 0,087 გრ. „მეთადონს“. ნარკოტიკული საშუალების ნაწილი მან ქუთაისში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაასაღა, ხოლო ნაწილის გასაღებას ბათუმში …

18 წელი მიუსაჯეს კაცს, რომელმაც შშმ ცოლი მოკლა ურეკში – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 17 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლე მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ …

დაიწყოს გამოძიება მუქარის ფაქტებზე – აჭარაში მოქმედი არასამთავრობოები პროკურატურას მიმართავენ

აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ პროკურატურას დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც ბათუმში ანტირუსულ აქციებში ჩართულ მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს ემუქრებიან. „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბათუმში, 2024 წლის 31 მაისიდან რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართულ პირებს, უფლებადამცველების და მათი ოჯახის წევრებს ყოველდღიურად ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას …

მობილურზე გინების სერია განახლდა – პროკურატურას მუქარის ზარებზე არავინ დაუსჯია

ვიდრე პროკურატურა „მუქარების ზარების საქმეზე“ არავის სჯის, საპროტესტო აქციების „არა რუსულ კანონს“ მონაწილეებს ისევ ურეკავენ და ემუქრებიან. ერთ-ერთი, ვისაც ბათუმში წუხელ დაურეკეს, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი მათე ცენტერაძეა: „დამირეკეს გინებით, ასეთი ჩმორები როგორ ხართ, ახალგაზრდებს როგორ ემუქრებით, სახლიდან თავს არ გამოგაყოფინებთო. ჩვენ არ უნდა გამოვყოთ თავი და თქვენ გაქვთ გამოსაყოფი? ვის ეშინია? მცემთ? მომკლავთ? რას მიზამთ …

როინ შავაძის საქმეზე ორ პირს 12 წელი მიუსაჯეს – ნაფიც მსაჯულების გადაწყვეტილება

დღეს, 13 მარტს, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ მიიჩნიეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი – ალეკო ბალაძე და მამუკა ბერიძე. სასამართლომ მათ სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. „როინ შავაძის საქმეზე“ …

ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ძმის სანადირო თოფით მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საუბარია 2023 წლის 2 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე. გამოძიების ვერსიით, ხელვაჩაურში, სოფელ კიბეში ძმამ სანადირო თოფით ძმა მოკლა. სასამართლო პროცესებზე მოწმეებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ბრალდებული მკვლელობის მოტივად მშობლების შეურაცხყოფას ასახელებდა და არასასურველ სასიყვარულო ურთიერთობას. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი …

ნახევარი მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აფხაზეთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 533 576 ლარი. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა 2015-2023 წლებში თითქოსდა სამივლინებო, სამეურნეო, ასევე თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის დანიშნულებით, როგორც საკუთარ, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ზედმეტად ჩარიცხეს …

„მოტყუებით დაეუფლნენ 19 ადამიანის ქონებას“ – პროკურატურამ 9 პირს წარუდგინა ბრალდება

საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით უძრავი ქონების მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 9 პირს წარუდგინა ბრალდება. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საჯარო რეესტრში წარადგინეს ყალბი მინდობილობები, რომლებიც ბრალდებულებს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეების წარმომადგენლებს, ანიჭებდა უფლებას ნებისმიერი სახით განეკარგათ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი, თბილისსა და ბათუმში მდებარე უძრავი ქონებები. პროკურატურის ცნობით, …

„მიწა გადავუფორმე და $150 000-ს არ მიხდიან“ – რა კავშირი აქვს თაღლითობის საქმესთან მერიის მოხელეს

„ომის დაწყების შემდეგ კიევში ბინა გავყიდეთ და საცხოვრებლად ბათუმში წამოვედით. ბათუმში თაღლითობის მსხვერპლი გავხდით,“ – გვიყვებიან ჰანნა და ირაკლი ბერიძეები. ჰანნა უკრაინელია, თუმცა ჰანას და ბათუმელ ირაკლის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ: უკრაინის და საქართველოს. წყვილი თაღლითობის იმ საქმეზე გვესაუბრება, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პროკურატურის პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ამ საქმეზე უკვე გამოკითხულია ბესიკ ცეცხლაძე …

9 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც ხალხს ბათუმში ბინებს ჰპირდებოდა იაფად – თაღლითობა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი დაზარალებულებს ეცნობოდა სხვადასხვა პირის სახელით, აწვდიდა ყალბ ინფორმაციას თავისი ოჯახის წევრების მიერ თითქოსდა წარმოებული სამშენებლო საქმიანობის შესახებ და ჰპირდებოდა თბილისსა და ბათუმში მშენებარე საცხოვრებელი ბინებისა და კომერციული …

მამა არასრულწლოვან შვილს სისტემატურად აუპატიურებდა – მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებების, გაუპატიურების, არასრულწლოვანის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და მოწმეზე ზემოქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებებს ახორციელებდა და სისტემატურად აუპატიურებდა მას. ასევე, ბრალდებული …

განრიდებული 585 მოზარდიდან ყოველი მეხუთეს მშობელი ემიგრანტია – პროკურატურის კვლევა

განრიდებული 585 მოზარდიდან ყოველი მეხუთეს მშობელი ემიგრანტია, ეს იმ კვლევაში ჩანს, რომელიც პროკურატურამ 2023 წელს გამოაქვეყნა და სადაც 2022 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგებია გაანალიზებული. პროკურატურის კვლევის მიხედვით 585 არასრულწლოვნიდან 124-ის [ანუ 21%-ის] ორივე, ან ერთ-ერთი მშობელი ემიგრაციაშია. პროკურატურის მონაცემებით, მოზარდები კანონთან კონფლიქტში ყველაზე ხშირად ისევ ქურდობის გამო შედიან. 2022 წელს 14-დან 18 წლამდე ასაკის განრიდებული …

464 000 ლარი ავეჯისთვის ხალხს წინასწარ გამოართვა – პროკურატურის ბრალდება თაღლითობაზე

პროკურატურის ცნობით, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს “დემეს” წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანია „დემეს“ წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა. ბრალდებულმა 2021-2022 წლებში, ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები სოცქსელებში რეკლამებით მიიზიდა და ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხვინა. „ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, …

„28 მოქალაქეს ტურების ორგანიზებას დაჰპირდა და 61 ათასი ლარი მიითვისა“ – პროკურატურა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული 28 მოქალაქეს სხვადასხვა ტურის ორგანიზებას დაჰპირდა და 61 200 ლარს მოტყუებით დაეუფლა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. შსს განაგრძობს გამოძიებას „სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით, რის შემდგომაც შესაძლოა დაზარალებულთა წრე გაიზარდოს,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ …

კომპანიის დირექტორმა სკოლების რემონტიდან 2.2 მილიონი მიითვისა – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე კომპანია „ალიანსის“ დირექტორი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებულ …

მაჩალიკაშვილის სარჩელი საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა – პროკურორს შეგიძლიათ უჩივლოთ

პროკურორს შეიძლება უჩივლოთ სასამართლოში, თუ ის დაზარალებული პირის სტატუსს არ მოგანიჭებთ, ან დროულად არ გაგაცნობთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ერთ-ერთი მოსარჩელე მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამაა – თემირლანი 2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან დაკავების მიზნით განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა. მაშინ გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც სამსახურებრივ …

ქედის ავტოტრანსპორტის ყოფილ დირექტორს 7 წელი მიუსაჯეს – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ „ქედის ავტოსატრანსპორტის საწარმოს“ ყოფილი დირექტორი და ამავე უწყების ყოფილი ბუღალტერი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ყოფილმა დირექტორმა და ამავე საწარმოს ბუღალტერმა სხვადასხვა დროს ქედის მუნიციპალიტეტის მიერ ამბულატორიული მომსახურების პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხები სარგებელის მიღების მიზნით უკანონოდ გადარიცხეს თავიანთ საბანკო ანგარიშებზე, რის შედეგადაც საწარმოს ყოფილმა დირექტორმა – 97 933 ლარი, ხოლო ყოფილმა ბუღალტერმა …

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 94 ბავშვი გახდა – 6 თვის მონაცემები

იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 94 მოზარდი გახდა. სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებს“ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოაწოდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 6 თვეში პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია 14 მოზარდი გაუპატიურების მუხლით დაწყებულ საქმეებზე. დაზარალებულად ცნობილ მოზარდებს შორის 3 ბიჭია. 14 მოზარდია დაზარალებულად ცნობილი სსკ-ის 138-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, ეს მუხლი გულისხმობს „სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“. 3 არასრულწლოვანი …

„გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა სქემა“ – საქმე, რომელზეც ბათუმელი 2 ადვოკატიც დააკავეს

„გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა“, – განაცხადეს დღეს, 20 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ბრიფინგი მოაწყვეს. 19 ივლისს ბათუმში ამ საქმეზე ორი ადვოკატი დააკავეს. „გაშიფრულია ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც  ორგანიზებული ჯგუფის წევრები ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პრაქტიკულად ყველა სახეობის ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ,,ლოკაციებზე“ განთავსების გზით რეალიზაციას ახორციელებდნენ. ასევე, …

2 ექიმი პაციენტის გაუფრთხილებლობით დაღუპვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ცნობით, პაციენტის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს თბილისში, დედათა დახმარების სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება „ნინოს“ მორიგე ბრიგადის ხელმძღვანელმა, მიუხედავად იმისა, იცოდა, რომ ერთ-ერთ ექიმს  შეჩერებული ჰქონდა „მეანობა-გინეკოლოგიაში“ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, პაციენტი სამშობიაროდ და შემდგომი მეთვალყურეობისთვის მას გადააბარა, თავად კი …

სქესობრივი კავშირი 16 წლამდე მოზარდთან – წელს 31 ბავშვია დაზარალებულად ცნობილი

პროკურატურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში 31 მოზარდია ცნობილი დაზარალებულად სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის საფუძველზე. ეს მუხლი გულისხმობს „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“. 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელი 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა, მეორე ნაწილის შემთხვევაში კი, რაც ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას ჯგუფის მიერ, ან მის …

ბათუმში მოზარდზე სექსუალური ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 1 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და  თვითმკვლელობამდე მიყვანის  ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მიუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე, სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა …

„პროკურატურაში ცალ-ცალკე გვიბარებენ“ – რა ხდება გომის მთის მიწებზე

„ან პირობითი, ან ჯარიმა 5 ათასი ლარიო,“ – რამდენიმე ადამიანი, რომლებიც აქამდე კურორტ გომისმთაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები იყვნენ და სახლებიც აუშენებიათ, ერთნაირად აღწერს, რა უთხრეს პროკურატურაში. მესაკუთრეების დაბარება პროკურატურაში გრძელდება. ათეულობით ადამიანს პროკურატურა კურორტ გომისმთაზე თაღლითობის ჩადენას ედავება – ბოლო მონაცემებით, 19 ოჯახს ედავება პროკურატურა კურორტ გომისმთაზე 2021 წელს მიწების თაღლითური გზით გაფორმებას: პროკურატურის ვერსიით, …

ქრთამის მიცემისა და ყალბი დოკუმენტების გამო 4 პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე 4 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. „მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების კომისიის იმჟამინდელ თავმჯდომარეს ქრთამი გადასცეს, რის სანაცვლოდაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში მდებარე 23,4 ჰექტარი ორი მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიისაკუთრეს“ – იუწყება პროკურატურა. ოთხივე პირს …

Exit mobile version