4 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც წვევამდელებს ჯარისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა – პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ წვევამდელების მიერ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში, დოკუმენტების გაყალბების და გამოყენებაში დახმარების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 – 2026 წლებში, ბრალდებული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, წვევამდელებს და მათი ოჯახის …

ბათუმში 18 და 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს უცხოეთის ორ მოქალაქეს – ნარკოტიკების საქმე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მათ 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3748.803 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და შექმნეს პირობები მისი უკანონო …

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პირს ბრალდება წარუდგინეს

თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს სოციალური ქსელის – „TikTok“-ის ყალბი ანგარიშების და „whatsapp”-ის აპლიკაციით, 8 და 11 წლის მოზარდებთან, ნდობის მოპოვების შემდეგ, სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა. „დაზარალებულების …

პროკურატურა: მოქალაქეებს მისაღებ ფასად სახლების აშენებას დაჰპირდნენ და 365 ათასი ლარი თაღლითურად მიითვისეს

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთან ერთად, მოქალაქეებს თითქოსდა მისაღებ ფასად საცხოვრებელი სახლების და კოტეჯების აშენებას და საჭირო ნებართვების და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას დაჰპირდა და დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებითი გარიგებები გააფორმა. „აღნიშნული მოტივით ბრალდებული სხვა პირთან …

მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 60 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ვერსიით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული ბრალდებული არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა დაზარალებული. „სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დააკავეს“ – წერს პროკურატურა. დაკავებულს ბრალდება …

ახლობლების სახელით ბანკიდან სესხები აიღო და თანხა მიითვისა – პროკურატურა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა შემდეგი: რუსთავში ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ახლობლების პირადი მონაცემების გამოყენებით, მათ სახელზე ერთ-ერთ ბანკში დისტანციურად გახსნა საბანკო ანგარიში და აღნიშნული პირების სახელზე ონლაინსესხის დამტკიცება მოითხოვა. „ბრალდებულმა არასწორი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, საბანკო ორგანიზაცია მოატყუა და 4 სხვადასხვა პირის სახელზე დამტკიცებულ სესხს …

„სთხოვდა შიშველი სხეულის ჩვენებას“ – პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლის გავრცელების მუქარით, ვიდეოზარით საუბრისას, დაზარალებულს სთხოვდა შიშველი სხეულის ჩვენებას. პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, …

დაპირისპირება „კანონიერ ქურდებს“ შორის და საქმის გარჩევა თურქეთში – რა გადაწყვიტა სასამართლომ

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  „კანონიერი ქურდების საქმე“ განიხილა და  ცხრა პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურა წერს, რომ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრთან, რის გამოც ამ უკანასკნელმა პირადი მოტივით სცემა მას. საბოლოოდ დაპირისპირებულმა მხარეებმა ,,კანონიერ ქურდს“ მიმართეს, ვისი ჩართულობითაც „ქურდული სამყაროს“ წევრების შეკრება მოეწყო და „ქურდული გარჩევა“ განხორციელდა. …

ბათუმში ყინულის სასახლის თანამშრომლის სახლს ჩხრეკენ – რას ამბობს პროკურატურა

ბათუმში „ყინულის სასახლის“ ერთ-ერთი თანამშრომლის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული პირი სამედიცინო დახმარების ექთანია. „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. პროკურატურაში არ აზუსტებენ, რას უკავშირდება საგამოძიებო მოქმედება. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ყინულის სასახლის ადმინისტრაციასაც. მათი ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები „არ უკავშირდება სპორტული ცენტრის, როგორც ორგანიზაციის ოფიციალურ საქმიანობას“-მოგვწერეს …

ორ პირს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს – მუხრანში მკვლელობის საქმე

პროკურატურის ცნობით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 24 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, ორი პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა …

სხვისი ინტიმური ფოტოების უკანონოდ გავრცელებისთვის პირს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები, რაც შემდგომ სოციალური ქსელით უკანონოდ გაავრცელა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – წერს უწყება.

ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს – მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტებზე. საუბარია თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც უკვე არიან დაკავებულები ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა მაღალჩინოსნები. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებასთან ითანამშრომლა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, …

„მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა“ – ბრალდებულს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი კადრების გავრცელების მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა, ხოლო უარის მიღების შემდეგ სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები გაავრცელა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით …

„ჩემს 59 წლის ცოლს ბათუმში დაეჯახა მანქანა, პოლიციელის სიძე. 1 წელი გადის, არავინ დასაჯეს“ – მოქალაქე

ფოტოგრაფი სეირან ბაროიანი თითქმის ერთი წლის წინ – 2025 წლის 26 სექტემბერს მომხდარი იმ ავარიის გამოძიებას ითხოვს, რომელსაც თავისი ცოლი ემსხვერპლა – 59 წლის ისკუი [ირინა] ბაროიანი ქვეითად მოძრაობდა და შარტავას ქუჩაზე ავტომანქანების სავალ ნაწილს კვეთდა, შვილთან რომ ასულიყო სტუმრად. გამყოფ ზოლზე თითქმის გადასული იყო ქალი, როცა მას, სავარაუდოდ, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ქალი …

ცეკვის მასწავლებელს არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 11 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ სცნო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კერძო საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა, 17 მარტს, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი მოსწავლის მიმართ, ნდობისა …

კობა ფარტენაძეზე თავდამსხმელებს გირაო შეუფარდეს

დღეს, 12 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა „კობა ფარტენაძეზე დისკრიმინაციული ნიშნით ძალადობის და მუქარის საქმეზე“ ბრალდებული ორივე პირს გირაო შეუფარდა და არ დააპატიმრა. გირაოს გადახდის შემთხვევაში ისინი დღესვე გათავისუფლდებიან. კობა ფარტენაძე მეტეოროლოგი და ტელეწამყვანია. 2026 წლის 10 აგვისტოს მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას ქუჩაში კაცი დაჭრით ემუქრება. იგივე პირი ახსენებს კობა …

2 მძღოლს ბრალი წარუდგინეს ყვარელში ავარიის ფაქტზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაიღუპა

ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოავარიის ფაქტზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაიღუპა, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 30 აპრილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს გზაზე თვითნებურად მოწყობილი იქნა ავტორბოლა, რა დროსაც რბოლის მონაწილე ავტომობილის და რბოლის საყურებლად მისული მეორე ავტომანქანის მძღოლებმა ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო მართვა და ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მეორე ავტომობილის მგზავრებმა მიიღეს …

პროკურატურის ცნობით, დააკავეს მძღოლობის კანდიდატი, რომელმაც ქრთამი შესთავაზა გამომცდელს

პროკურატურის ცნობით, აჭარაში საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობის დროს, მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც მძიმე შეცდომა დაუშვა და ჩაჭრას ექვემდებარებოდა, ფულადი თანხა შესთავაზა გამომცდელს და სთხოვა, გაეგრძელებინა გამოცდა. გამომცდელმა უარი განაცხადა თანხის აღებაზე, ელექტრონულ ბაზაში …

პირადი ცხოვრების ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო „მესენჯერის“ საშუალებით გადაუგზავნა სხვა პირს. „ასევე, ბრალდებული, სისტემატურად უკანონოდ უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და …

11-11 წელი მიუსაჯეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ბრალდებულებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ორ პირი დამნაშავედ ცნო. საუბარია ბათუმში, 2026 წლის მარტში დაკავებულ პირებზე, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი – უცხო ქვეყნის. სპეცოპერაცია ბათუმში სუს-მა ჩაატარა. „მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაერთიანდნენ, მისი ლიდერის …

ცოლის მკვლელობის მცდელობის და დედაზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პროკურატურამ მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, დედის ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შემთხვევა 22 ივლისს მოხდა მარნეულში. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მეუღლეს დანით დაზიანებები მიაყენა, ასევე არასრულწლოვანის თანდასწრებით იძალადა საკუთარი დედის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე …

14 წლამდე მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის კაცს 10 წელი მიუსაჯეს

14 წელს მიუღწეველი მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაში და ადევნებაში ბრალდებულს 10 წელი მიუსაჯეს. პროკურატურის ცნობით, გადაწყვეტილება გორის სასამართლომ მიიღო. „დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და ცდილობდა მასთან ნდობაში შესვლას. ასევე, მის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა“ – წერს პროკურატურა. ბრალდებულს ბრალდება ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით …

6 წელი მიუსაჯეს პირს, რომელიც დაზარალებულებს სახლების აშენებას დაჰპირდა და თანხა მიითვისა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საქმე მშენებლობას შეეხება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დაზარალებულებს შეუთანხმდა, რომ მათ მიწის ნაკვეთებზე საცხოვრებელ სახლებს ააშენებდა. „ბრალდებულმა თითქოსდა სამშენებლო მასალის შესაძენად და მშენებლობის დასაწყებად, დაზარალებულებს ჯამში 75 000 ლარი ჩაარიცხინა. მიუხედავად შეთანხმებისა, ბრალდებულმა არ დაიწყო მშენებლობა და მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ …

მკვლელობა საძოვრებზე დავის გამო – სააპელაციომ ბრალდებულს 17 წელი მიუსაჯა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო. საქმე ეხება 2025 წლის 19 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობას. პროკურატურის ვერსიით, საზაფხულო საძოვრების ტერიტორიაზე, ბრალდებულმა საძოვრებთან დაკავშირებული დავის გამო, ძმებს, მათივე ოჯახის წევრების თანდასწრებით, მოკვლის განზრახვით არაერთხელ ესროლა მამის კუთვნილი …

7 წლამდე პატიმრობა ემუქრება კაცს, რომელიც პირადი ცხოვრების ხელყოფის ბრალდებით დააკავეს

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი, რასაც თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა და დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 16 ივლისს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის …

„კიბიდან გადმოაგდო, გვამი კი ეზოში დამარხა“ – მკვლელობის საქმეზე პირს 14 წელი მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დმანისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გამოძიების ვერსიით, 2025 წლის 22 ოქტომბერს დმანისში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, „განზრახ მოკვლის მიზნით, ხელის დარტყმით კიბიდან გადმოაგდო დაზარალებული, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულმა გვამი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა, ხოლო მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს ფარულად დაეუფლა“ – ერს …

8 წელი მიუსაჯეს ორ პირს, რომელთაც მიწის ნაკვეთი თაღლითურად მიითვისეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაზარალებული კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ყალბი მინდობილობა დაამზადეს, რომლითაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა სანოტარო ბიუროში ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა და საკუთრებაში დაირეგისტრირა დაზარალებულის კუთვნილი, 11 204 424 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის შემდეგ, ჯგუფის წევრებმა …

ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 2025 წლის 6 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით …

3 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ბათუმში ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა. შსს-ს გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა არასრულწლოვანი შვილები სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირეს და 2025 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. კერძოდ, შსს-ს ვერსიით, ბრალდებულები ბათუმში არასრულწლოვან შვილებს, ქუჩაში და კაფე-რესტორნებში მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას ავალებდნენ, ბავშვების მიერ შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან …

ტურისტული კომპანიის დირექტორს 8 წელი მიუსაჯეს 1 მლნ ლარის თაღლითურად მითვისებისთვის

ტურისტული კომპანიის დირექტორი და კომპანიის თანამშრომელი თაღლითობის მუხლით გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ტურისტული კომპანია „სმაილ თრეველ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ამავე კომპანიის თანამშრომელთან ერთად განიზრახა მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლება. კომპანიამ სოციალურ ქსელში უცხო ქვეყნებში სამოგზაურო ტურების რეკლამები განათავსა. შესაბამისად, დაინტერესებულმა მოქალაქეებმა, …

1 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარაში პროკურატურის ოფისისა და აპარტამენტების რემონტისთვის

აჭარისა და ბათუმის პროკურატურის „ადმინისტრაციული შენობის“, ასევე აჭარის პროკურატურის „ბალანსზე რიცხული ფართობების“ [ბინების/აპარტამენტების] სარემონტო სამუშაოებისთვის ჯამში 1 მილიონ 169 ათასი ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხით სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს პროკურატურას ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. აჭარის და ბათუმის პროკურატურის „ადმინისტრაციული შენობის“ რემონტისთვის ტენდერი 926 ათასი ლარითაა გამოცხადებული. ეს უწყებები ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის N7-ში მდებარე იუსტიციის სახლშია განთავსებული …

“13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი” – გენპროკურორის ანგარიში

„82 ბრალდებული კორუფციული დანაშაულის ჩადენისას დასაქმებული იყო საჯარო სამსახურში. მათ შორის, 13 ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო მაღალი თანამდებობის პირი“, – თქვა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტში გამოსვლისას და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის სტატისტიკაზე ისაუბრა. დღეს, 23 ივნისს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარადგინა. გიორგი გვარაკიძის თქმით, 2025 …

ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო

პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო ხელვაჩაურში 7 მაისს მომხდარ ინციდენტზე – ჟურნალისტზე სავარაუდო მუქარისა და ძალადობის შემთხვევაზე, რომელშიც საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ. ჟურნალისტი, გამოცემა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი სულხან მესხიძე ამბობს, რომ გამომძიებლისგან წერილი მიიღო: „გარემოებების შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა,“ – წერს გამომძიებელი რევაზ ირემაძე …

გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ უჩივის – პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიება დაიწყო

პროკურატურის ინფორმაციით, გუშინ, 16 ივნისს, გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო  ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და …

2 პირი დააკავეს ტრანსნაციონალურ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით

საქართველოს პროკურატურამ აშშ-ს საიდუმლო სამსახურთან და პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალურ ბიუროსთან ერთად ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. „ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, 10 ივნისს, აჭარის ტერიტორიაზე დავაკავეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი – ფსევდონიმით „AudiA6“, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი …

14 წლამდე ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის – facebook-ის ყალბი ანგარიშების მეშვეობით, არასრულწლოვანების, მათ შორის 14 წელს მიუღწეველი ბავშვების ნდობის მოპოვების შემდეგ, მათთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაციას აგრძელებდა და შესაბამის ვიდეოებს უგზავნიდა. აგრეთვე, …

Exit mobile version