„მერსედესმა“ შესაძლოა სამხედრო ტექნიკის წარმოება დაიწყოს

ცნობილმა  გერმანულმა ავტოკონცერნმა, „მერსედესმა“, შესაძლოა, სამხედრო ტექნიკის წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ Mercedes-Benz Group-ის გენერალურმა დირექტორმა, ოლა კალენიუსმა ისაუბრა ამერიკულ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში. „მსოფლიო სულ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა და, ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა. თუ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესში პოზიტიური როლის შესრულებას, მზად ვიქნებით ეს გავაკეთოთ“ – თქვა მან და …

ვინ არის პეტერ მადიარი, რომელმაც უნგრეთში ორბანის დამარცხება შეძლო

2026 წლის 12 აპრილს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედი  პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია დამარცხდა. ოპოზიციურმა პარტია „ტისამ“, რომელსაც პეტერ მადიარი ხელმძღვანელობს, დამაჯერებელი გამარჯვება და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. ორბანმა, რომელიც 16 წლის განმავლობაში იყო უნგრეთის სათავეში, ოპოზიციას გამარჯვება იმავე დღეს, არჩევნების შედეგების გასაჯაროების პარალელურად მიულოცა. უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ბოლო მონაცემებით, მანდატები ასე გადანაწილდა: Tisza – მადიარის პარტია: …

„ევროპამ დაასრულა ხანგძლივი შვებულება მსოფლიო ისტორიიდან“ – გერმანიის კანცლერი

„ევროპამ დაასრულა ხანგრძლივი შვებულება მსოფლიო ისტორიიდან“ – განაცხადა დღეს, 13 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. „დოიჩე ველეს“ ცნობით, მერცმა გამოიყენა გერმანელი ფილოსოფოსის, პეტერ სლოტერდაიკის ციტატა. გერმანიის კაცლერმა განაცხადა, რომ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი წარსულს ჩაბარდა და დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ მსოფლიოში თავისუფლება საფრთხის ქვეშაა. მან ამის მაგალითად რუსეთის უკრაინის …

თურქეთში კაცმა მაღაზია გაქურდა და ვირით გაიქცა

თურქეთში, ქალაქ კაისერში, დააკავეს 26 წლის კაცი, რომელიც საიუველირო მაღაზიაში შეიჭრა, სავარაუდოდ, 150 გრამი ოქრო მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან ვირით გაიქცა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. თურქული მედია წერს, რომ ამ საიუველირო მაღაზიის გაქურდვა ისტორიაში შევიდა. ცნობილია, რომ კაცმა მაღაზიის დარაბა ამწე კრანით გატეხა და ისე შევიდა შენობაში, სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ კი ადგილი ვირით დატოვა. …

ოქროს ფასი კვლავ გაიზარდა

ოქროს ფასი კვლავ იზრდება გლობალურ ბაზარზე – „ბიბისი“ წერს, რომ ოქროს ფასმა პირველად გადააჭარბა 5 000 დოლარს ერთ უნციაზე, რითაც გაგრძელდა ოქროს ფასის ისტორიული ზრდა, რის შედეგადაც ძვირფასი ლითონის ფასები 2025 წელს 60%-ზე მეტით გაიზარდა. ფასის ზრდა მოხდა აშშ-სა და ნატოს შორის გრენლანდიის გამო დაძაბულობის ზრდის ფონზე, რაც ფინანსური და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის შესახებ მზარდ შეშფოთებას …

აფეთქებები კარაკასში – ვენესუელა აცხადებს, რომ ესაა აშშ-ის სამხედრო აგრესია

ვენესუელის დედაქალაქში, კარაკასში აფეთქებები მოხდა – მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სამიზნეებზე, მათ შორის სამხედრო ობიექტებზე, დარტყმების ბრძანება გასცა. ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, ვენესუელაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ვენესუელამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა და აშშ-ს პასუხისმგებლობის აღება მოითხოვა და აშშ-ის ქმედებას „სერიოზული სამხედრო აგრესია“ უწოდა. „ბიბისი“ აშშ-ის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით წერს, …

„თქვენი ხელები სისხლიანია“ „კორუფცია კლავს“ – რა ხდება სერბეთში

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მიმდინარეობს. პროტესტი მოჰყვა ტრაგედიას ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, სადაც რკინიგზის სადგურში ბეტონის ჭერის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა პირველ ნოემბერს. ბელგრადში, სლავიის მოედანზე, სტუდენტებმა და ფერმერებმა ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი ორგანიზებული აქცია გამართეს და 15-წუთიანი დუმილის შემდეგ სასტვენებით გაბმული სტვენა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ სერბეთის …

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლისაა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი მარია ბრანიას მორერაა, აშშ-ში მცხოვრები, წარმოშობით ესპანელი ქალი, რომელიც 117 წლისაა. მისი ასაკი დადასტურებულია გერონტოლოგიური კვლევის ჯგუფისა და გინესის რეკორდების წიგნის მიერ. მარია ბრანიას მორერა 1907 წლის 4 მარტს არის დაბადებული. ბავშვობაში დაეცა და ერთ ყურში სმენა დაკარგა. 1930-იან წლებში, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს მედდად მუშაობდა. ჰყავდა სამი შვილი, თერთმეტი შვილიშვილი …

8 აპრილს მზის სრული დაბნელება მოხდება – სად დაინახავენ ამ მოვლენას

ორშაბათს, 8 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკაში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდება. ამ ბუნებრივი მოვლენის დაკვირვება შესაძლებელი იქნება მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში. მზის სრული დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც მთვარე გადის მზესა და დედამიწას შორის და მთლიანად ფარავს მზეს. ამ დროს ცა ისე ბნელდება, როგორც გამთენიისას ან შებინდების დროს ხდება. 8 აპრილს მზის დაბნელება წყნარ ოკეანეში დაიწყება, მას პირველად …

გადაარჩინეს ათობით ლტოლვილი, რომლებიც ამოტრიალებულ გემზე იმყოფებოდნენ

ინდონეზიელმა მაშველებმა ათობით როჰინჯა მუსლიმი ლტოლვილი გადაარჩინეს, რომლებიც ამოტრიალებული ხის პატარა გემის კორპუსზე ცდილობდნენ გადარჩენას. „ასოშიეითედ პრესის“ ცნობით, ამოტრიალებულ გემზე მყოფი კაცები, ქალები და ბავშვები ტიროდნენ, როდესაც სამაშველო ოპერაცია დაიწყო და მაშველებმა მათი რეზინის ნავზე გადასმა დაიწყეს. უცნობია, რამდენი ლტოლვილი იმყოფებოდა პატარა გემზე, რომელიც გუშინ 20 მარტს ამოტრიალდა ინდონეზიის ჩრდილოეთ სანაპიროზე. სამაშველო ოპერაციების შემდეგ, დაახლოებით …

რომელი ქვეყანაა ყველაზე ბედნიერი? – საქართველო 91-ე ადგილზეა

დღეს, 20 მარტს, ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ბედნიერი ქვეყნების 2024 წლის ანგარიშის თანახმად, წელს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. საქართველო ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 91-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველო ამავე რეიტინგში 90-ე ადგილზე იყო. რეიტინგში 105-ე ადგილზეა უკრაინა. ყველაზე ბედნიერი ქვეყნების პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: ფინეთი დანია ისლანდია შვედეთი ისრაელი ნიდერლანდები ნორვეგია ლუქსემბურგი შვეიცარია ავსტრალია …

10 მილიარდერი ქალი „ფორბსის“ სიიდან

ცნობილი გამოცემა „ფორბსის“ თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 400-ზე მეტი მილიარდერი ქალია. არც ერთი მათგანი არ შედის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების პირველ ათეულში, თუმცა პირველ ოცეულში 3 მილიარდერი ქალია. „ფორბსის“ მილიარდერი ქალების 2023 წლის პირველი ათეული ასე გამოიყურება: ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი და მისი ოჯახი – საფრანგეთის მოქალაქე, პირველი ქალი მსოფლიოში, რომლის ქონება 100 მილიარდ დოლარს აღწევს, ცნობილი …

ჩინეთში მეწყრის შედეგად ნანგრევებში 47 ადამიანი მოყვა

ჩინეთში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანში, მასიური მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 47 ადამიანი ნანგრევებში მოყვა. ჩინური მედიის ცნობით, სტიქიის ადგილას ორასზე მეტი მაშველი მუშაობს დაკარგულების მოსაძებნად. სოფლიდან, სადაც მეწყერი განვითარდა, 200-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მეწყერი 22 იანვარს განვითარდა.

ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალი, რომლის ქონება 100 მლრდ დოლარს აჭარბებს

საფრანგეთის მოქალაქე ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომლის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. სააგენტო „ბლუმბერგის“ 2023 წლის ბოლოს გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად,  ფრანსუაზა ბეტანკურ-მეიერსი მილიარდერთა სიაში მე-13 ადგილზეა. ის 70 წლისაა. ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი ცნობილი პარფიუმერული კომპანიის, L’Oreal-ის დამფუძნებლის, ევგენი შულერის შვილიშვილია. ფრანსუაზას დედას, ლილიან ბეტანკურს 2017 წლამდე, გარდაცვალებამდე, მსოფლიოს უმდიდრესი ქალის პოზიცია ეკავა. მან ეს …

კიმ ჩენ ინი 10 წლის შვილს მემკვიდრედ ამზადებს – სამხრეთ კორეის დაზვერვა

სამხრეთ კორეის დაზვერვა მიიჩნევს, რომ  ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მემკვიდრედ ამზადებს თავის 10 წლის ქალიშვილს – წერს „ბიბისი“. დაზვერვის ვარაუდი ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ ბოლო წლებია კიმ ჩენ ინს თან ახლავს მცირეწლოვანი ქალიშვილი, მათ შორის რაკეტების გამოცდაზე და სამხედრო აღლუმებზეც. გოგონა პირველად გამოჩნდა მამასთან ერთად 2022 წლის ნოემბერში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე და …

-53 გრადუსი – ჩინეთის ქალაქ მოხეში ტემპერატურა რეკორდულად დაეცა

ჩინეთის ქალაქი მოხე ისტორიულად ძლიერი ყინვის მოწმეა. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურის ინფორმაციით, ჩინეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, რუსეთის საზღვართან მდებარე ქალაქ მოხეში, 22 იანვარს, დილის 7 საათზე, ჰაერის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა, -53 გრადუსი დაფიქსირდა. ჩინური მედიის ცნობით, „ჩინეთის ჩრდილოეთ პოლუსად“ წოდებულ ქალაქში ჰაერის ტემპერატურა წლის ამ დროს, ჩვეულებრივ, დაახლოებით -15 გრადუსია. წელს დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელი კი რამდენიმე მეათედი …

გასულ წელს 66 ჟურნალისტი მოკლეს – საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის (IPI) მონაცემებით, 2022 წელს მსოფლიოში მედიის 66 წარმომადგენელი დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. 2022 წელს ყველაზე მეტი, 14 ჟურნალისტი დაიღუპა მექსიკაში, 8 ჟურნალისტი – რუსეთ-უკრაინის ომის გაშუქებისას, 8 კი ჰაიტიზე. 66 დაღუპულს შორის რვა ქალია. IPI-მ ყველაზე შოკისმომგვრელი უწოდა „ალ-ჯაზირას“ პალესტინელი ჟურნალისტის, 51 წლის შირინ აბუ აკილას მკვლელობას – ჟურნალისტს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში …

უკრაინა, სირია, მექსიკა, იემენი – მიგრანტები და დევნილები | ფოტოამბავი

2022 წელს მილიონობით ადამიანი იქცა დევნილად, მიგრანტად ან იძულებით გადაადგილებულ პირად. ევროპის პრესფოტო სააგენტოს ეს ფოტორეპორტაჟი ასახავს ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

უკრაინა, პუტინი და ჯონი დეპი – რას გუგლავდნენ ყველაზე ხშირად 2022 წელს

კომპანია Google-მა ყოველწლიური სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებს რას ეძებდნენ Google-ის საშუალებით ყველაზე ხშირად 2022 წელს. სტატისტიკამ აჩვენა, რომ მომხმარებლები ყველაზე ხშირად ონლაინთამაშ Wordle-ს ეძებდნენ. თამაში Wordle-ი, რასაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ 2022 წელს, პროგრამისტმა ჯოშ უორდლმა შექმნა 2021 წელს და მერე გაზეთ New York Times-ს მიჰყიდა. Google-ის ძებნის წლიურ სტატისტიკაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა რუსეთ-უკრაინის ომმაც. უკრაინის …

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული კუ 190 წლისაა – მას დაბადების დღე გადაუხადეს

წელს, დეკემბრის პირველ შაბათ-კვირას, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კუს დაბადების დღე აღნიშნეს წმინდა ელენეს კუნძულზე. სეიშელის გიგანტურ კუს ჯონათანი ჰქვია და მეცნიერების ვარაუდით, იგი 1832 წელსაა დაბადებული. შესაბამისად, ჯონათანი ახლა დაახლოებით 190 წლისაა. მის სიცოცხლეში მოხდა 2 მსოფლიო ომი, ელექტროფიკაცია, გამოიგონეს თვითმფრინავი, ინტერნეტი, ადამიანი გაფრინდა კოსმოსში და ა.შ.   გიგანტური კუ დაახლოებით 50 წლის იყო, როცა …

ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია – სად არის საქართველო ბედნიერი ქვეყნების სიაში

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია, მეორე ადგილზე დანიაა, ხოლო მესამეზე – ისლანდია – ასეთია ბედნიერი ქვეყნების პირველი სამეული უახლესი კვლევის თანახმად. მსოფლიოს ბედნიერების ანგარიში იყენებს გლობალური გამოკითხვის მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველო ბედნიერი ქვეყნების სიაში 105 ადგილზეა 4.973 მაჩვენებლით. დაახლოებით ასეთივე მაჩვენებლები აქვს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა …

კომენდანტის საათი, აკრძალული საახალწლო ღონისძიებები – მსოფლიოში ზომები მკაცრდება

კოვიდით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებისა და ვირუსის ახალი ვარიანტის, „ომიკრონის” გავრცელების გამო, მსოფლიოში საპრევენციო ზომები მკაცრდება. „გარდიანი“ წერს, რომ ესპანეთში, კატალონიის რეგიონმა მოიპოვა სასამართლოს თანხმობა, ღამის პერიოდში კომენდანტის საათის ამოქმედებაზე. კატალონია, რომელიც გარს აკრავს ქალაქ ბარსელონას, დღეიდან უკრძალავს მოსახლეობას სახლების დატოვებას ღამის 1 საათიდან დილის 6 საათამდე. ესპანეთის სხვა რეგიონებმა ნაკლებად მკაცრი მიდგომა გამოიყენეს. მაგალითად, …

“ომიკრონის” შტამი 27 ქვეყანაში დაფიქსირდა

2 დეკემბრის მდგომარეობით „ომიკრონის“ დადასტურებული შემთხვევები 27 ქვეყანაშია აღრიცხული, მათ შორის: გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში (აღირიცხა პირველი შიდა გადაცემა), ავსტრიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ისრაელში, კანადაში, ჰონგ კონგში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში (კალიფორნია), საუდის არაბეთში, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) …

საბერძნეთში აუცრელ ხანდაზმულს 100 ევროთი დააჯარიმებენ – რეგულაციები მკაცრდება

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის გავრცელებასთან ერთად მკაცრდება რეგულაციები და უსაფრთხოების ნორმები. Guardian-ის ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთში ასაკოვანი მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. „60 წელზე უფროსი ასაკის ბერძნებმა, რომლებსაც არ გაუკეთებიათ ვაქცინაცია, 16 იანვრამდე უნდა დაჯავშნონ შეხვედრა პირველი დოზის მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ყოველთვიურად 100 ევროს სახით ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრებათ,” – …

მსოფლიო პრესის სატირული ნახატების კონკურსის გამარჯვებულები

მსოფლიო პრესის სატირულ-იუმორისტული ნახატების ყოველწლიური, რიგით მე-15 კონკურსი World Press Cartoon 2020 წელს პორტუგალიის ქალაქ კალდაშ-და-რაინიაში ჩატარდა. ფესტივალის ძირითადი გზავნილი პრესისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაა. გერმანელი ილუსტრატორი,  ფრანკ ჰოფმანი, რომლის კარიკატურამაც ბორის ჯონსონზე გრანპრი დაიმსახურა, მიიჩნევს, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება მსოფლიოში ამჯერად შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. „თუ დააკვირდებით, გაზეთები სულ უფრო იშვიათად …

40 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში – Covid19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ დღეს, 19 ოქტომბერს, 40 118 314 შეადგინა. ყველაზე მეტი შემთხვევა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკური მონაცემებით აშშ-ში (8 156 970) ფიქსირდება, შემდეგ მოდის ინდოეთი (7 550 273) ბრაზილია (5 235 344), რუსეთი (1 406 504) და არგენტინა (989 680).  მინესოტას უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევისა და პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, მაიკლ ოსტერჰოლმი …

COVID-19: დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3 მილიონზე მეტია

COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 3 მილიონზე მეტია – ბოლო მონაცემებით 3 017 766 შეადგენს. ვირუსით დაიღუპა 207 000 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 894 464. „ევრონიუსი“ წერს, რომ შემთხვევების გლობალური რიცხვი ორ კვირაზე ნაკლებ დროში ერთი მილიონით გაიზარდა. 27 აპრილის მონაცემებით, რუსეთში ახალი შემთხვევების რაოდენობამ 6 198 შეადგინა და ჯამში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 87 147 დადასტრუებული …

COVID-19: ინფიცირების შემთხვევები 1 400 000 – ს გასცდა

მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 1 434 426-ია. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი მილიონს ექვსი დღის წინ მიუახლოვდა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აშშ-ში, სადაც გუშინ ვირუსით გარდაცვალების 1858 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 800-ზე მეტი – ნიუ იორკში. ბოლო მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსის 399 929 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელდა 22 539, გარდაიცვალა – 12 911. ესპანეთში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა …

მსოფლიოში COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევები მილიონს უახლოვდება

მას შემდეგ, რაც ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო გასულ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, Covid-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში მილიონს უახლოვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა, გუშინ საღამოს გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე თქვა: „ჩვენ შევედით COVID-19 პანდემიის დაწყებიდან მეოთხე თვეში და მე ძალიან შეშფოთებული ვარ ინფექციის ასეთი სწრაფი ესკალაციით და გლობალური გავრცელებით. ბოლო 5 კვირის განმავლობაში ჩვენ …

კორონავირუსით ინფიცირებულია 732 000-ზე მეტი ადამიანი – რა ხდება მსოფლიოში

30 მარტის მონაცემებით [14:00 საათი], მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 732 100 -ს გასცდა. ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ვირუსით გარდაიცვალა 34 000 ადამიანი. აშშ- ში ინფიცირებულთა რაოდენობამ ჩინეთისა და იტალიის მონაცემებს გადააჭარბა. აშშ-ში დღეის მონაცემებით ახალი კორონავირუსი ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება – 143 055 ინფიცირება, 2400 – გარდაცვლილი. ახალი კორონავირუსის …

პრეზიდენტ ტრამპის 6 საბედისწერო იურიდიული პრობლემა

ტრამპის იურიდიულ პრობლემებზე ბევრი იწერება. ბიბისის ჟურნალისტმა, ენტონი ზურკერმა ამერიკის პრეზიდენტის ის ექვსი ძირითადი იურიდიული პრობლემა გამოყო, რომლებმაც მეორე ვადით კენჭისყრის სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა მას დიდი წინაღობა შეუქმნას. პრეზიდენტის ინაუგურაციის ხარჯები გასულ კვირას, გაზეთ Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, ფედერალურმა გამოძიებამ დაიწყო მოკვლევა იმ კომიტეტის საქმიანობის, რომლის ორგანიზებითაც 2017 წელს ტრამპის ინაუგურაცია მოეწყო. …

Exit mobile version