სიახლეები

8 აპრილს მზის სრული დაბნელება მოხდება – სად დაინახავენ ამ მოვლენას

06.04.2024 • 35204
8 აპრილს მზის სრული დაბნელება მოხდება – სად დაინახავენ ამ მოვლენას

ორშაბათს, 8 აპრილს, ჩრდილოეთ ამერიკაში მზის სრული დაბნელება დაფიქსირდება. ამ ბუნებრივი მოვლენის დაკვირვება შესაძლებელი იქნება მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში.

მზის სრული დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც მთვარე გადის მზესა და დედამიწას შორის და მთლიანად ფარავს მზეს. ამ დროს ცა ისე ბნელდება, როგორც გამთენიისას ან შებინდების დროს ხდება.

8 აპრილს მზის დაბნელება წყნარ ოკეანეში დაიწყება, მას პირველად კუკის კუნძულების მაცხოვრებლები დაინახავენ.

მზის სრული დაბნელება არც ისე ხშირი მოვლენაა, შემდეგი დაბნელება იქნება 2026 წელს და ის ძირითადად ატლანტის ოკეანეში იქნება ხილული.

______________

ფოტოზე: მზის დაბნელება 2020 წელს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/Sebastiao Moreira

გადაბეჭდვის წესი


ასევე: