მთავარი,სიახლეები

კიმ ჩენ ინი 10 წლის შვილს მემკვიდრედ ამზადებს – სამხრეთ კორეის დაზვერვა

06.01.2024 • 1392
კიმ ჩენ ინი 10 წლის შვილს მემკვიდრედ ამზადებს – სამხრეთ კორეის დაზვერვა

სამხრეთ კორეის დაზვერვა მიიჩნევს, რომ  ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მემკვიდრედ ამზადებს თავის 10 წლის ქალიშვილს – წერს „ბიბისი“.

დაზვერვის ვარაუდი ეყრდნობა იმ გარემოებას, რომ ბოლო წლებია კიმ ჩენ ინს თან ახლავს მცირეწლოვანი ქალიშვილი, მათ შორის რაკეტების გამოცდაზე და სამხედრო აღლუმებზეც.

გოგონა პირველად გამოჩნდა მამასთან ერთად 2022 წლის ნოემბერში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე და მას შემდეგ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას ესწრება. სავარაუდოდ, ის დაახლოებით 10 წლისაა, თუმცა არც კიმის, არც მისი ცოლის და არც შვილების დაბადების ზუსტი თარიღები ოფიციალურად არ არის ცნობილი.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი მედია, რომელიც თავდაპირველად ოფიციალურად ჯუ ეს „კიმის საყვარელ ქალიშვილს“ უწოდებდა, ახლა მას პატივცემულს უწოდებს, რაც ყველაზე საპატიო მიმართვა.

„ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს დაბადებიდანვე უნერგავენ იდეას, რომ კიმების ძარღვებში თითქმის ღვთაებრივი სისხლი მიედინება“ – წერს „ბიბისი“. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: