სიახლეები

ჩინეთში მეწყრის შედეგად ნანგრევებში 47 ადამიანი მოყვა

22.01.2024 •
ჩინეთში მეწყრის შედეგად ნანგრევებში 47 ადამიანი მოყვა

ჩინეთში, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანში, მასიური მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც 47 ადამიანი ნანგრევებში მოყვა.

ჩინური მედიის ცნობით, სტიქიის ადგილას ორასზე მეტი მაშველი მუშაობს დაკარგულების მოსაძებნად.

სოფლიდან, სადაც მეწყერი განვითარდა, 200-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მეწყერი 22 იანვარს განვითარდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: