სიახლეები

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლისაა

06.04.2024
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლისაა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი მარია ბრანიას მორერაა, აშშ-ში მცხოვრები, წარმოშობით ესპანელი ქალი, რომელიც 117 წლისაა.

მისი ასაკი დადასტურებულია გერონტოლოგიური კვლევის ჯგუფისა და გინესის რეკორდების წიგნის მიერ.

მარია ბრანიას მორერა 1907 წლის 4 მარტს არის დაბადებული. ბავშვობაში დაეცა და ერთ ყურში სმენა დაკარგა. 1930-იან წლებში, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს მედდად მუშაობდა. ჰყავდა სამი შვილი, თერთმეტი შვილიშვილი და 13 შვილთაშვილი.

2000 წლიდან მარია მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. 2020 წელს მან კორონავირუსი გადაიტანა, მხოლოდ მსუბუქი სიმპტომებით.

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კაცი, ჯონ ტინისვუდი კი ინგლისში ცხოვრობს. იგი 1912 წელსაა დაბადებული.

აღრიცხული და დოკუმენტურად დადასტურებული ცნობების თანახმად, ამ დრომდე ყველაზე დიდხანს ჟანა ლუის კალმენტმა იცხოვრა, ფრანგმა ქალმა, რომელიც 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: