ევროკავშირის და საელჩოების გამოხმაურება მზია ამაღლობელის პატიმრობაზე

დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური მისიები საქართველოში ეხმიანებიან მზია ამაღლობელის ერთწლიან პატიმრობას. „დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა. 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ,“ – დაწერა ფეისბუქზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ. 2025 წლის 6 აგვისტოს განცხადება გავრცელდა ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, …

„მზიას თავისუფლებისთვის“ – 12 იანვარს თბილისში მარში გაიმართება

12 იანვარს, თბილისში გაიმართება მარში „მზიას თავისუფლებისთვის“. მარში 20 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტისკენ გაემართება. 12 იანვარს, გამთენიისას, ზუსტად ერთი წელი ხდება, რაც მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. 2025 წლის 11-12 იანვარს ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. პირველად ის ბათუმში, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, საშვთა ბიუროს …

ქალი პოლიტიკოსების აქცია რუსთავის ციხესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად

11 იანვარს, რუსთავის ქალთა კოლონიასთან, პოლიტიკოსებმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, შეკრება სიმბოლურია, რადგან სწორედ ხვალ, 12 იანვარს სრულდება ერთი წელი ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან. „აქ იმიტომ ვართ, რომ ყველაზე ახლოს ვიყოთ მზიასთან და სხვა პატიმრებთან. ვითხოვთ როგორც მის, ისე ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლებას,“ — განაცხადა თეონა ჭალიძემ ჟურნალისტებთან. …

სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ საპატრიარქომ სამჯერ დააყენა [პოლიტიკური] პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან, თუმცა „ამ საკითხს მსვლელობა არ მიეცა“. „პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს საკითხი დაყენებული, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ორჯერ მე თავად მქონდა ამის შესახებ საუბარი ხელისუფლებასთან. ერთხელ …

მზია ამაღლობელი უზენაესში ასაჩივრებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართეს. ადვოკატები ასაჩივრებენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისათვის გამოტანილი 2-წლიანი სასჯელი ძალაში დატოვეს. მზია ამაღლობელი აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და გათავისუფლებაც უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ არ აპირებს რაიმე ფორმის, მათ შორის შეწყალების, თხოვნით მიმართოს სადავო ხელისუფების რომელიმე …

მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა

დღეს, 16 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. სახაროვის პრემია 2025 წელს პატიმრობაში მყოფ ორ ჟურნალისტს, ქართველ მზია ამაღლობელსა და ბელარუს ანდჟეი პოჩობუტს გადაეცა. მზია ამაღლობელის სახელით პრემია „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ირმა დიმიტრაძემ მიიღო, ანდჟეი პოჩობუტისაც სახელით კი – მისმა შვილმა. სახაროვის პრემია აზრის …

მზია ამაღლობელის სიტყვა ევროპარლამენტში – „გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის“

დღეს, 16 დეკემბერს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს სტრასბურგში ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. სახაროვის პრემია 2025 წელს პატიმრობაში მყოფ ორ ჟურნალისტს, ქართველ მზია ამაღლობელსა და ბელარუს ანდჟეი პოჩობუტს გადაეცა.  „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ირმა დიმიტრაძემ ევროპარლამენტში წაიკითხა მზია ამაღლობელის სიტყვა, რომელიც მან რუსთავის ქალთა ციხიდან გააგზავნა ევროპარლამენტში. გთავაზობთ სიტყვას სრულად: ძვირფასო …

“მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის” – ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები ,,ბათუმელები”/,,ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ. მიმართვის ტექსტი 13 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე გასაჯაროვდა. გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს: “ჩვენ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა ყოველწლიური საერთო კრების მონაწილეები, ჩვენი პროფესიული გაერთიანების სახელით მივმართავთ ქვეყანაში მოქმედ შესაბამის ინსტიტუციებს ჩვენი კოლეგის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის, გათავისუფლების …

ნიკოლოზ მარგველაშვილი და სხვა 11 მოსამართლე, რომლებმაც მზია ამაღლობელი უკანონოდ გამოკეტეს ციხეში

უკვე 11-ზე მეტი თვე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში რჩება. სილის გაწვნის გამო მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2025 წლის 16 დეკემბერს მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებების უმაღლესი ჯილდოს – სახაროვის პრემიას გადასცემენ. ამ პრემიის მიღება აჩვენებს, როგორ ყალიბდება ავტორიტარული სისტემა საქართველოში მოსამართლეების ხელშეწყობით. იმ კონკრეტულ 12 მოსამართლეზე გიყვებით, რომლებმაც ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ციხეში …

ჯილდო მზია ამაღლობელს ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

დღეს, 13 დეკემბერს, მზია ამაღლობელს გადასცეს ჯილდო ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ეს ჯილდო „მედია ადვოკატირების კოალიციამ“ გადასცა მზია ამაღლობელს „ქარტიის პრიზი 2025“-ის გამარჯვებულების ღონისძიებაზე. „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის 11 თვეა უკანონო პატიმრობაშია. 2025 წლის …

„ქარველი მეგობრები თავიდან გვასწავლით, როგორ ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის“ – EU-ს დეპუტატი

„ჩართული ვიყავი, უმრავლესობა რომ დაგვერწმუნებინა პრემია მზიასთვის [მზია ამაღლობელი] მიგვეცა. ეს არის ჯილდო მისი პირადი სიმამაცისთვის, ასევე პრემია ქართველი ხალხისთვის, მათთვის, ვისაც სჯერა ევროპული მომავლის. მიუხედავად რეპრესიებისა, საფრთხეებისა, ამ დრომდე ქართველების 80 %-ს სჯერა, ისევ სურს, იყოს ევროპული პროექტის ნაწილი. ეს არის ნიშანი, სიმბოლო ბევრი მამაცი ადამიანის,“ – განაცხადა „ევროსკოპის“ ეთერში ევროპარლამენტის წევრმა, სერგეი ლაგოდისნკიმ. …

საია: ციხის ადმინისტრაცია გეგმავს მზია ამაღლობელისათვის თვალზე კვლევების ჩატარებას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში მზია ამაღლობელს თვალზე კვლევები მის მიერ შერჩეულ კლინიკაში ჩაუტარდება. „საიასთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირაში ციხის ადმინისტრაცია გეგმავს მზია ამაღლობელისათვის თვალზე კვლევების ჩატარებას იმ კლინიკაში, რომელიც მზიამ შეარჩია“ – წერს საია. ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს – სახაროვის პრემიის მფლობელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11 …

მზია ამაღლობელის მხედველობა საგანგაშო ნიშნულზეა – ომბუდსმენმა საქმისწარმოება დაიწყო

მზია ამაღლობელის ადვოკატების მიმართვის შემდეგ სახალხო დამცველმა საქმისწარმოება უკვე დაიწყო. საქმე მზია ამაღლობელის მიმართ სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფას ეხება. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის უკანონო პატიმრობაშია თითქმის 11 თვე. საიამ 2025 წლის 24 ნოემბერს მიმართა შესაბამისი კვლევების და მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრს და სახალხო დამცველს. მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების …

ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ – სასამართლომ საქმის განხილვა შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძემ შეწყვიტა საქმის წარმოება, რომლის ფარგლებშიც მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან მის მიმართ გამოთქმული ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა. მოსამართლის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, იყო “პოლიტიკური დებატის ფარგლებში” გაკეთებული განცხადება და ამისთვის არ შეიძლება მას პასუხისმგებლობა დაეკისროს. სხდომას მზია ამაღლობელი არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურიდიული კომპანია BLB-ის ადვოკატი …

„დაიგეგმოს მზია ამაღლობელის მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად” – საია

„მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა. არაერთი მიმართვის მიუხედავად, მას არ უტარდება მკურნალობის დასაგეგმად საჭირო გამოკვლევები. ამ დრომდე ვერ იღებს ექიმის სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად მკურნალობის დასაგეგმად ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად არის აუცილებელი,“ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის მინისტრს მიმართავს, სასწრაფოდ ჩაუტარდეს მზია ამაღლობელს აუცილებელი კვლევები და დაენიშნოს …

„მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე“ – კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის სააპელაციო განაჩენზე

უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება. „გუშინდელი გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამამტყუნებელი განაჩენის და 2-წლიანი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ, მორიგი დარტყმაა მედიის თავისუფლებაზე და შემაშფოთებელი ნიშანია. სანამ მისი საქმე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს, #TrialWatch უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებს ანგარიშს (Fairness …

ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ მზია ამაღლობელის სააპელაციო განაჩენს

მზია ამაღლობელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს მისი ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 18 ნოემბერს ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მზია ამაღლობელის ადვოკატებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი 2 კვირის ვადაში ჩაბარდებათ. ამის შემდეგ მათ კიდევ 2 კვირა აქვთ იმისათვის, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება უზენაესში …

„ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის“ – მაია მწარიაშვილი

„მეც, მზიაც და სხვა არაერთი უკანონოდ მსჯავრდებულიც, მართლმსაჯულებას ვეძებთ იქ, სადაც არ არის. ამ შენობაში მართლმსაჯულება არ არის“- განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ. დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მზია ამაღლობელი ორწლიან პატიმრობაში დატოვა. „ამ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებდით …

სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი მზია ამაღლობელის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელს 2 წლით შეეფარდა პატიმრობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავდნენ: ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ მზია ამაღლობელის უდანაშაულოდ ცნობას და მის გათავისუფლებას, პროკურატურა კი – ბათუმის …

„მე პატიმრობა კი არ მაშინებს, მაშინებს ის, პატიმრობის შემდეგ რა დამხვდება გარეთ“ – მზია ამაღლობელი

დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. ადვოკატების შემდეგ სასამართლოს მზია ამაღლობელმა მიმართა: „სათქმელი არაფერი არ არის, რეალურად, გარდა იმისა, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ამ ღირსებული დაცვისთვის. დაცვის სიტყვა, რომელიც დღეს ამ ისტორიულ შენობაში მოვისმინეთ, რომელსაც სასამართლო ჰქვია, არის სიმართლის ხმა, ხმა, რომელიც ძალიან მაძლიერებს მე და ვფიქრობ, ჩემ გარდა ძალიან …

„მოვითხოვთ გამართლებას და არა შეწყალებას“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი

დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადვოკატმა თავისი დასკვნითი სიტყვა დაასრულა. 5 საათიანი სიტყვის დასასრულს, მან მოსამართლეებს – ნიკოლოზ მარგველაშვილს, ნანა ჯოხაძეს და მარინა სირაძეს მიმართა. „ბატონო მოსამართლეებო! პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველაფერი ნახა, მოისმინა, არ შეიძლება იმაზე ცხადად ჩვენება, ვიდრე ეს ჩვენ ვაჩვენთ სასამართლოს, მაგრამ მაინც დააკანონა უსამართლობა, მაინც მწვანე შუქი აუნთო სისტემის …

„მზია ამაღლობელს არ უსარგებლია სამართლიანი სასამართლოს უფლებით“ – მაია მწარიაშვილი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე თითქმის 4 საათია, რაც მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი დასკვნით სიტყვას ამბობს. ადვოკატმა დეტალურად განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცრუ მოწმე პოლიციელების მიერ მიცემული ცრუ ჩვენებები და ყველა ის გარემოება, რომლებიც დამალა პირველი ინსტანციის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ და არ ასახა განაჩენში. „სააპელაციო სასამართლო ვერ გაექცევა მსჯელობას ჩვენ მიერ …

„მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“ – საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი [IPI ] დღეს, 18 ნოემბერს, ეხმიანება მზია ამაღლობელის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე საქმეს. „IPI ყურადღებით ადევნებს თვალყურს IPI-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირისა და 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის დღევანდელ მოსმენას სააპელაციო სასამართლოში, სადაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოადგენს და მოსამართლეთა კოლეგია განაჩენს გამოსცემს. ჩვენი პოზიცია ურყევი რჩება: მზიას წინააღმდეგ ბრალდებები გადაჭარბებული …

მზია ამაღლობელის საქმე – განახლებადი ინფორმაცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან

დღეს, 18 ნოემბერს, მზია ამაღლობელის საქმეზე, სავარაუდოდ, განაჩენი გამოცხადდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. „ბათუმელები“ გთავაზობთ პირდაპირ, განახლებად რეპორტაჟს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან.  საქმეს განიხილავენ ნიკოლოზ მარგველაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე), მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. პროკურორები – თორნიკე გოგეშვილი და შოთა ჩხაიძე ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოტანილი განაჩენის გამკაცრებას და მზია ამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას არა 2 წლით, არამედ …

„სისტემამ მზია ამაღლობელი დანიშნა დამნაშავედ“ – მაია მწარიაშვილი

„ესაა სისტემური უკანონობის, სისტემური ძალადობის საქმე. ესაა საპოლიციო ანგარიშსწორების საქმე, სისტემის უკანონობების გათეთრების საქმე. ამავდროულად, ესაა საპოლიციო ანგარიშსწორების საქმე,“ – თქვა მაია მწარიაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე მზია ამაღლობელის პროცესზე. ამ წუთებში ადვოკატი სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. „მზია ამაღლობელის საქმეზე დაკითხულმა ყველა მოწმე/პოლიციელმა განაცხადა, რომ დგებუაძისათვის გაწნული სილა იყო მათთვის გაწნული სილა …

„მზიას საქმე ცივილიზებული სამყაროს დღის წესრიგის ნაწილია“ – მაია მწარიაშვილის მიმართვა სასამართლოს

დღეს, 18 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მზია ამაღლობელის ადვოკატები მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ, ხოლო პროკურატურა ბრალისა და სასჯელის დამძიმებას. სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. მოსამართლეების წინაშე ამ წუთებში დასკვნითი სიტყვა თქვა …

დღეს სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება

დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება. მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო საჩივრით მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და მის გათავისუფლებას ითხოვენ. სააპელაციო საჩივარი აქვს შეტანილი პროკურატურასაც და მზია ამაღლობელსათვის ბრალისა და სასჯელის დამძიმებას ითხოვს. სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს. მომხსენებელი მოსამართლეა ნიკოლოზ მარგველაშვილი. კოლეგიაში შედიან მოსამართლეები, მარინა …

მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საიამ კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

დღეს, 17 ნოემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა. საქმე ეხება 2025 წლის 11 იანვრის გვიან საღამოს მზია ამაღლობელის პირველ, ადმინისტრაციულ დაკავებას აქციაზე სტიკერის გაკვრის გამო. „საქმე შეეხება ადმინისტრაციულ პროცედურებს, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ იყო გამოყენებული სრულიად უსამართლოდ. სანამ …

მზია ამაღლობელს მოსამართლემ შუშით გამოყოფილი ადგილიდან გამოსვლის საშუალება აღარ მისცა

დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა, რომელმაც წინა სხდომაზე მზია ამაღლობელს შემინული სივრციდან გამოსვლის და ადვოკატების გვერდით დაჯდომის უფლება მისცა, დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელს სპეციალური, შუშით შემოსაზღვრული ადგილიდან გასვლის საშუალება აღარ მისცა. 11 ნოემბერს, 10-თვიანი პატიმრობის განმავლობაში, მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა პირველად მისცა მზია ამაღლობელს სხდომაზე ადვოკატების გვერდით დაჯდომის საშუალება. ყველა სხვა პროცესზე …

„ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმ დარღვევებიდან, რაც მზია ამაღლობელის საქმეშია“ – ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონის 10-თვიანი ექსპერტიზის საკითხი მხოლოდ ერთი მაგალითია იმ დარღვევებიდან, რომელიც მის საქმეშია. ნონა ქურდოვანიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს სტრასბურგის სასამართლოში, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე. „10 თვის წინ მზია ამაღლობელის საქმეში გამოძიებამ ჩადო დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას შემდეგი შინაარსის პატაკი – …

პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს

პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს. „ვფიქრობ, უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი“ – თქვა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის წარდგენისას. დღევანდელ პროცესზე პროკურორები საბოლოო სიტყვას ამბობენ. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს ითხოვს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების …

ადვოკატები მზია ამაღლობელისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ – პროცესი სააპელაციოში

ადვოკატები მზია ამაღლობელისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ და ამ მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებას მიმართავენ. ამის შესახებ დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომისას გახდა ცნობილი. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დააყენა შუამდგომლობა საქმისთვის დაერთოთ წერილები, რომლებითაც ადვოკატი მზია ამაღლობელისათვის შშმ პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. „მისი თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ეკუთვნის შშმ პირის სტატუსი, რომლის …

პროკურატურამ მზია ამაღლობელის ტელეფონში “დიფ სთეითი” ვერ იპოვა – ექსპერტიზის დასკვნა

დღეს, 14 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდა მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილი აქვს როგორც პროკურატურას, რომელიც მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, ისე მზია ამაღლობელის ადვოკატებს, რომლებიც მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გათავისუფლებას ითხოვენ. სასამართლო  პროცესზე პროკურორმა დააყენა შუამდგომლობა, საქმეს დაერთოს მზია ამაღლობელის პირადი ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნა. „მზია ამაღლობელის ტელეფონზე …

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა განახლდება

14 ნოემბერს, დღის 14:00 საათზე,  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განახლდება მზია ამაღლობელის საქმის განხილვა. მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მზია ამაღლობელს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ისინი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოითხოვენ. თავის მხრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და მოითხოვს, მზია ამაღლობელს ბრალი და სასჯელი დაუმძიმდეს. პროკურატურა მზია …

რეპრესიების ასეთი კამპანია საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არ ყოფილა – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ეხმაურება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის დაჯილდოებას თავისუფალი მედიის ჯილდოთი  და აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საქმე არის სიმბოლო დამოუკიდებელი, კრიტიკული ხმების წინააღმდეგ მიმართული შევიწროების, დაშინებისა და რეპრესიების ფართო კამპანიის, როგორიც საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ არ ყოფილა. „1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყანაში პირველად იზრდება პოლიტპატიმრების რიცხვი. სტუდენტები, ჟურნალისტები, ექიმები, ხელოვანები და პოლიტიკოსები – ყველა, ვინც …

რატომ ანიჭებენ მზია ამაღლობელს ამდენ ჯილდოს? – პასუხი კითხვებზე

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია საუბრობს მზია ამაღლობელის დამსახურებასა და როლზე, როგორც მოქალაქეზე და როგორც ჟურნალისტზე. „ბათუმელები“ ვახო სანაიას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ: „ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში ბოლომდე მაინც არ არის გააზრებული მზია ამაღლობელის მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში არის ხალხი, ვისაც არ ესმის, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. რეჟიმის პრიმიტიული გზავნილია – პოლიციელს (არ დაგვავიწყდეს – სინამდვილეში …

Exit mobile version