როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა მაღალი ტემპერატურა არ იწევს – ექიმის რჩევები

ცხელება არის მდგომარეობა, როდესაც თქვენი სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მაღალია. ეს თქვენი სხეულის ნორმალური იმუნური რეაქციაა ინფექციასთან ან დაავადებასთან ბრძოლის პროცესში. ცხელება, როგორც წესი, სერიოზული შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს და ჩვეულებრივ ქრება, როდესაც ინფექცია გადის, თუმცა ხდება ისეც, რომ ზოგიერთ ვირუსული დაავადება ძალიან მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს და ორგანიზმი სიცხის დამწევზეც აგვიანებს რეაგირებას. სხეულის ნორმალურ ტემპერატურას ფართო …

ძვირი და შეუსაბამოდ დანიშნული წამლები – ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვა შეისწავლეს

ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა და 2022 წლის თებერვალში ჩაატარა კვლევა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აღწერს. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. კვლევის თანახმად, ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობას გამოხატავს ყველა მოქალაქე, ვინც კვლევისას გამოიკითხა. ჯანდაცვის სისტემის მიმართ სხვადასხვა სახის პრეტენზია აქვთ მოქალაქეებს ინდივიდუალური …

ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების უფასოდ გაცემა დაიწყო – ჩამონათვალი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო. სამინისტროს განცხადებით მედიკამენტები კომპანია ROCHE-სგან შეისყიდეს. ეს მედიკამენტებია: ალეცენზა ტეცენტრიკი ავასტინი ტარცევა გაზივა მაბტერა ჰერცეპტინი კადსილა ზელბორაფი ფესგო პოლივი პერჯეტა როზლიტრეკი „უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ“, – აცხადებენ სამინისტროში. — სამინისტროს ინფორმაციით, „გაფართოვდა ქრონიკული მედიკამენტების სია …

ფარმაცევტულმა კომპანიებმა ეპილეფსიის წამალზე ხელოვნური დეფიციტი შექმნეს – სააგენტო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა. კერძოდ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა. სააგენტოს ცნობით, საუბარია მედიკამენტ „დეპაკინი ხრონოზე“, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში გამოიყენება. რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად დაადგინა, რომ …

წამალი უფასოდ მეკუთვნის, მაგრამ აფთიაქიდან აფთიაქში დავდივარ და ვერ ვიღებ

ბათუმელ ირაკლი ცეცხლაძეს სპეციალური სამაჯური უკეთია წარწერით – „ეპილეფსია“. ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი საჭირო მედიკამენტს დროულად ვერ მიიღებს და ამის გამო შესაძლოა ქუჩაშიც დაეცეს, რადგან არის შემთხვევები, როცა სასწრაფო დახმარების დროს ექიმი ვერ ცნობს ეპილეფსიის ნიშნებს, ამიტომ ირაკლიმ თავად იპოვა ასეთი გამოსავალი, რადგან მას სისტემა ამ შემთხვევაში ვერ ეხმარება. ირაკლი ცეცხლაძე ეპილეფსიის მედიკამენტს ბავშვობიდან იღებს. …

შეიძლება წამალს დავაყოლოთ წვენი? გავხსნათ კაფსულა? – რა უნდა ვიცოდეთ წამლის მიღებაზე

მედიკამენტების არასწორად მიღება ან გარკვეული წამლების შერევა შეიძლება სახიფათოც კი იყოს ჯანმრთელობისთვის. ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის ექიმი-თერაპევტი დიანა გორგოშაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს უსაფრთხოების წესებზე, რომლებიც წამლების მოხმარებას უკავშირდება, მათ შორის: რა ზიანი შეიძლება მოიტანოს კაფსულის გახსნამ და ზოგიერთი ტაბლეტის გაყოფამ. ქალბატონო დიანა, რამდენად უსაფრთხოა წამლის კაფსულის გახსნა და შიგთავსის ისე მიღება? ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ მედიკამენტს იმიტომ აქვს …

მარეგულირებელმა სააგენტომ ბელგიური წარმოების საინექციო სუსპენზია დიპროსპანი გაყიდვიდან ამოიღო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ფარმაცევტული კომპანია Schering-Plough Labo N.V-ის მიერ წარმოებული პრეპარატი „დიპროსპანი“ (5მგ + 2მგ)/მლ 1 მლ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან გამოითხოვა. სააგენტოს ცნობით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილების გამო მიიღეს. მარეგულირებლის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პრობლემა ოთხ სერიაზე (W002247,W005812, W028823, W030207) დაფიქსირდა – კერძოდ, წარმოების პროცესში …

მთავრობა წამლის ფასის 40%-მდე გაიაფებას ელის – რა იცვლება მომავალი წლიდან

ფარმაცევტული პროდუქტის ფასი სახელმწიფოს მიერ დარეგულირდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 26 დეკემბერს მიიღო და ის ძალაში მომდევნო წლიდან შევა. დებულების თანახმად, 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი დაწესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაადგენს მაქსიმალურ ზღვარს, რა შეიძლება ღირდეს წამალი. დადგენილ ფასზე მაღალ ფასად მედიკამენტის რეალიზაციისათვის კი ჯარიმები დაწესდება. მთავრობა ვარაუდობს, რომ ცვლილების შედეგად მედიკამენტები დაახლოებით …

თურქეთში მედიკამენტებზე ფასი იზრდება

თურქეთმა ევრო-ლირის კონვერტაციის კურსი წამლის ფასებისთვის 36.77%-ით გაზარდა. პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილება ამის შესახებ 15 დეკემბერს გამოქვეყნდა. „გადაიდგა პირველი ნაბიჯი ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტის მოსაგვარებლად… ფასის განახლებამ, რომელიც თებერვალში უნდა მომხდარიყო, გადმოიწია“, – დაწერა თურქეთს ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ Twitter-ზე. მედიის ცნობით, თურქეთში წლის ბოლოს გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტი შეიქმნა, რაც ლირის კურსის დაცემას უკავშირდება. ქვეყანაში მედიკამენტების მწარმოებლებმა …

ალცჰაიმერის წამალი, რომელიც ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში მუშაობს

მეცნიერებმა რევოლუციური უწოდეს პირველ წამალს, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების დროს ტვინის განადგურებას ანელებს. ბრიტანული გამოცემა BBC-ი წერს, რომ კვლევის მიღწევამ დაასრულა ათწლეულების წარუმატებლობა ამ დარგში და აჩვენა, რომ ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ წამლების ახალი ერა უკვე რეალობაა. თუმცა ახალი წამალი სახელწოდებით „ლეკანემაბი“ მხოლოდ ნაწილობრივ იძლევა ეფექტს და მისი ეფექტურობაც ჯერ კიდევ განსჯის საგანია. საქმე ის არის, რომ …

ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება – რას ნიშნავს ეს

2023 წლიდან კონკრეტულ მედიკამენტებზე ფასის კონტროლის მიზნით, რეფერენტული ფასები დაწესდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო აწესებს მაქსიმალურ ზედა ზღვარს, თუ რა ფასად შეიძლება გაიყიდოს კონკრეტული მედიკამენტი ან მოხდეს იმპორტი. „რეფერენტული ფასის დადგენა ნიშნავს, რომ ქვეყანა განსაზღვრავს თავის რეფერენტ მეზობელ ქვეყანას, ან მსგავს ქვეყანას, იქ კვლევების საფუძველზე ადგენს გარკვეულ მედიკამენტებზე რა ფასებია და შემდეგ ადგენს, თუ რა …

კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტები პრეპარატებს უფასოდ მიიღებენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში სპინალურ – კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა პაციენტი ძვირადღირებულ პრეპარატს უფასოდ მიღებს. „ბენეფიციარების უმეტესობისთვის დაავადების მედიკამენტური მკურნალობა, მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო. სპინალურ – კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს. მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და …

საზიანოა თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირად გამოყენება – ექიმის რჩევები

ტკივილს და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტს ხშირად მკურნალობენ ურეცეპტოდ გაცემული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით. საზიანოა თუ არა ტკივილგამაყუჩებლების ხშირი გამოყენება? ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი რეგულარულად იყენებს თავის, მენსტრუალური ან სხვა, ქრონიკული ტკივილის დროს, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, იგივე ანალგეტიკებია. ამ ჯგუფში შედის, მაგალითად: პარაცეტამოლი, ასპირინი, იბუპროფენი, კეტონალი, ნიმესილი და სხვა. კლინიკა „მედცენტრის“ ექიმი, ნევროლოგი ნინო ფილია ამბობს, …

თურქული მედიკამენტების შემოტანამდე იგივე წამლები ქართულ აფთიაქებში 35 მილიონით მეტი დაჯდებოდა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები 100 000-ზე მეტმა ადამიანმა იყიდა, რაშიც 15 მილიონი ლარი გადაიხადეს. ძველი ფასებით კი, ამავე მედიკამენტებში 35 მილიონი ლარით მეტი – 50 მილიონი ლარის გადახდა უწევდათ. „მიმდინარე წლის მარტი-აპრილის თვეებს თუ შევაჯამებთ, ამ თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა უკვე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები …

თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტები 7 სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთიდან იმპორტირებული წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპოს“, „ავერსის“, „PSP“-ს, „იმპექსის“, „GPC”-ის, „ფარმსახლის“ და „დოიჩე აფთიაქის“ ქსელშია ხელმისაწვდომი. თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივ რეჟიმში ახლდება. ამ დროისთვის ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 213 პრეპარატი აქვს დარეგისტრირებული, რომელთა ქვეყანაში შემოტანა ფარმაცევტულ კომპანიებს გამარტივებული წესით შეუძლიათ. თურქული …

მეორე ჯგუფის რა მედიკამენტების შეძენაა შესაძლებელი ელექტრონული რეცეპტის გარეშე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, წნევის დამწევი, ანტიალერგიული, ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიდიაბეტური, ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე, ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებები, აუცილებლობის შემთხვევაში, ურეცეპტოდ გაიცემა. სამინისტროს ცნობით, გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას აფთიაქებიდან ურეცეპტოდ შესაძლებელი იქნება კაპტოპრილის, დექსამეტაზონის, ეპინეფრინის, ფუროსემიდის, გლუკოზას, ინსულინის, სალბუტამოლის, ნიფედიპინის, ამიოკორდინის, ატროპინის, დიფენჰიდრამინის, გლიბენქლამიდის, მეტფორმინის, მეტოპროლოლის, პრედნიზოლონის, ნიტროგლიცერინის, ნალოქსონის …

თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ჩამონათვალი 50-მდე გაიზარდა, მუშაობს ცხელი ხაზი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები ჩამონათვალი 50-მდე გაიზარდა. თუ მათი შეძენისას სააფთიაქო ქსელებში შეგექმნათ რაიმე ბარიერი ან ფარმაცევტული კომპანიისგან ვერ მიიღებთ ინფორმაციას მედიკამენტის სარეალიზაციო ადგილისა და ღირებულების შესახებ, უნდა დარეკოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 1505. დღეის მონაცემებით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, რომელთა შეძენაც 60-80%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი, ხელმისაწვდომია სამ სააფთაქო ქსელში. აქედან …

რა წამლები გაიაფდა? – თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების სია

მთავრობის განცხადებით, აპრილიდან ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა ამ მედიკამენტების სია დაზუსტებული ჯერაც არ არის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინიციატივის ფარგლებში, ამ ეტაპზე საქართველოში თურქეთიდან შემოტანილია 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელთა შეძენა „ფარმადეპოსა“ და „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში 60-80%-ით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. „ჩვენ საიდან ავიღეთ ეს 200 მედიკამენტი – გასული წლების …

აპრილიდან მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტებს გამოწერენ, ექიმი ვერ მიუთითებს ბრენდს – მინისტრი

აპრილიდან საქართველოში ექიმებს მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა შეეძლებათ. ეს ნიშნავს, რომ ექიმი წამლის გამოწერისას ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. აზარაშვილის განმარტებით, ამ რეგულაციის მიზანია არ მოხდეს ექიმების მხრიდან მედიკამენტების მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით გამოწერა. აზარაშვილის თქმით, ეს რეგულაცია ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის სამოქმედო გეგმის ნაწილია, გეგმა …

რუსეთში მოსახლეობა წამლებს იმარაგებს – მედია

რუსული მედია წერს, რომ რუსეთში, აფთიაქებში, წამლებზე „აჟიოტაჟური მოთხოვნაა“. მიუხედავად რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებისა, რომ უცხოური ფარმაცევტული კომპანიები აგრძელებენ რუსეთისთვის მედიკამენტების მიწოდებას, მოსახლეობა მედიკამენტებს იმარაგებს – „იღებენ პირდაპირ ხუთ-ათ შეფუთვას” – წერს სააგენტო „რია ნოვოსტი“. გამოცემის ცნობით, ევროპული წარმოების ინსულინი და ნაწლავის ანთებითი დაავადების სამკურნალო აბები ზოგიერთ ქალაქში აღარ არის ხელმისაწვდომი. „ფარმაცევტები ამბობენ, რომ საწყობებში …

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოში წამლები გაიაფდა

„უმეტეს შემთხვევაში, 60-დან 80 პროცენტამდე არის შემცირებული ფასები მედიკამენტებზე, როგორც მინიმუმ განახევრებულია ფასები“ – განაცხადა დღეს, 7 მარტს, მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ იყო მანამდე 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი,“ – აღნიშნა პრემიერმა. მას არ დაუსახელებია კონკრეტულად რომელ მედიკამენტს გულისხმობდა, …

მარტიდან II ჯგუფის მედიკამენტებს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გამოწერენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დადგენილებით, ქვეყნის მასშტაბით, 2022 წლის პირველი მარტიდან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა №3 რეცეპტის საშუალებით. ექიმი ასევე ვალდებულია, სტაციონარული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერისას, მისთვის მედიკამენტური დანიშნულების მიცემის შემთხვევაში, გამოწეროს ელექტრონული რეცეპტი. მოთხოვნა ვრცელდება სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც, დანიშნულების გაცემის შემთხვევაში. მეორე ჯგუფს …

სარფში 32 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული მედიკამენტი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული, აზერბაიჯანის მოქალაქის ჰ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე,  დეტალური დათვალიერების შედეგად, 11 სხვადასხვა დასახელების 32,7 კილოგრამი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 110 816 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ამავე თემაზე: რა …

საქართველოში იმპორტირებულ წამლებზე GMP-ის დანერგვა იგეგმება

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ 15 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, მთავრობამ პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით უკვე მიმართა. კანონპროექტი ითვალისწინებს ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას და იმპორტირებულ პროდუქციაზე კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) დანერგვას. „ჯანდაცვის სამინისტრომ იმპორტირებულ პროდუქტებზე კარგი საწარმოო პრაქტიკის მოთხოვნის აუცილებლობა უკვე განიხილა, რაც ხარისხიანი მედიკამენტების …

რეგულირების სააგენტომ სამი თურქული წარმოების სამკურნალო მალამოს გაყიდვა შეაჩერა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დროებით შეაჩერა ქვეყანაში თიოკოლხიკოზიდის შემცველი და მისი კომბინირებული ადგილობრივი გამოყენების ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაცია. საუბარია გარეგანი გამოყენების შემდეგ მალამოებზე – Tioflex-ზე, MUSCOMED CREAM-სა და Tiyokas Gel-ზე, რომელთა ძირითადი  დანიშნულებაც ფარმაკოლოგიურად კუნთოვანი რელაქსაციაა, ზომიერად ხსნის ან ამცირებს მტკივნეულ კუნთოვან სპაზმს, დაჭიმულობას. მედიკამენტების მწარმოებელი ქვეყანა თურქეთია, რომლის  მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტომ …

3 უფასო აპლიკაცია, რომელიც ჯანმრთელობის მონიტორინგში დაგეხმარებათ

Google-სა და Apple-ს აპლიკაციების ბაზებში დაახლოებით 100 000 სამედიცინო დანიშნულების აპლიკაციაა ხელმისაწვდომი და მათი რაოდენობა მზარდია. თუმცა, ყველა მათგანი ერთნაირად ეფექტური ნამდვილად არ არის. გთავაზობთ რამდენიმე მარტივი და ეფექტური აპლიკაციის მოკლე მიმოხილვას, რომლებიც ჯანმრთელობის უკეთ კონტროლში დაგეხმარებათ: • Migraine Buddy – შაკიკის ეპიზოდების მონიტორინგის აპლიკაცია, რომელიც გეხმარებათ შაკიკის სწრაფად დიაგნოსტირებაში და თქვენი დიაგნოზის უკეთ გაგებაში, …

რა გააიაფებს წამალს საქართველოში? – კონკურენციის სააგენტოს 13 რეკომენდაცია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, მედიკამენტების თვითღირებულება ლარში წინა წლებთან შედარებით გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში 7%-ით. სააგენტოს რეკომენდაციების მიხედვით, წამლებზე ფასის შემცირებას რამდენიმე ფაქტორი შეუწყობს ხელს – ეს არის გენერიკული რეცეპტების გამოწერა, ასევე ფარმაცევტს დაევალოს, შესთავაზოს მოხმარებელს სულ მცირე 3 ყველაზე დაბალი ფასის მქონე მედიკამენტი და ევროპის ქვეყნების ტიპის მსგავსი …

„ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – ღარიბაშვილი

„მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს“ – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა დღეს, 10 იანვარს. პრემიერის დღევანდელი განცხადებით, მთავრობა აპირებს გახსნას თურქეთის ბაზარი: „ჩვენ ასევე ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარი. თურქეთი შემოვიდეს მაღალი ხრისხის მედიკამენტებით, რაც ჩვენი პროგნოზით ძალიან გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე. გარდა ამისა ჩვენ ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, …

საქართველოში კოვიდის სამკურნალო მედიკამენტების ახალი მარაგი შემოიტანეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების ახალი მარაგი შემოიტანეს. ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც საქართველომ მიიღო, Hetero Biopharma Limited-ის წარმოებული 2000 დოზა „ტოცილიზუმაბი“ და Roche-ს მონოკლონური ანტისხეულებია – 500 დოზა რონაპრივი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი). „ტოცილიზუმაბი“ აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ. ბოლო მონაცემებით საქართველოს კლინიკების სტაციონარში 6 490 კოვიდინფიცირებულია მეთვალყურეობის ქვეშ, მათგან 1 630 …

ჯანმო: საჭიროა საქართველომ წამლის ფასები დაარეგულიროს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისი საქართველოში ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად, ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასები დაარეგულიროს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანალიზის თანახმად, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მაღალია გაღარიბების და ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების შემთხვევები. ანგარიშში აღნიშნულია, …

„სახელმწიფომ გაგვწირა?“ – რატომ ვერ იღებენ ეპილეფსიით დაავადებულები მედიკამენტებს

ეპილეფსიით დაავადებული ბავშვები და ზრდასრულები, მათი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს ვერ იღებენ. აფთიაქებში ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ სახელმწიფო პროგრამა შეჩერებულია. „გამოდის, რომ სახელმწიფომ გაგვწირა?“- გვეუბნებიან მომხმარებლები. ჯანდაცვის სამინისტრო კი დუმს. ბათუმელი ილონა ლიჩევსკაია ამბობს, რომ მის ოჯახში ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტს სამი ადამიანი იღებს – ორი ბავშვი და ერთი ზრდასრული. თუმცა ამჯერად მედიკამენტი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში …

თურქეთიდან დიდი ოდენობით მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად მის სარგებლობაში არსებული სატვირთო ავტომობილით შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თურქული წარმოების მედიკამენტები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თურქული …

„7 აფთიაქში ვიყავი და წამალი არ მომცეს“ – რატომ ვერ იღებენ პენსიონერები „უფასო წამლებს“

„7 აფთიაქში ვიყავი და წამალი არ მომცეს. ვიცი, რომ ეს მედიკამენტები უფასოდ უნდა მივიღო, მაგრამ მითხრეს, რომ თუ ფულს გადავიხდი, მაშინ მომცემენ, ისე ვერა,“ – ამბობს ნინო ხინთიბიძე. ის 72 წლის ასიე ჯინჭარაძის შვილია. დედა-შვილი მარტო ცხოვრობს. ისინი სოციალურად დაუცველები არიან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებს და სხვადასხვა ჯგუფს მედიკამენტებს უფასოდ აწვდის, …

„უნდა ვიშოვო, რომ ვისუნთქო“ – რატომ ვერ ყიდულობენ ადამიანები ასთმის წამალს

ნანული სურმანიძე სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედაა ქედის სოფელ აგარიდან. მას ბრონქული ასთმის დიაგნოზი აქვს. ნანული გვიყვება, რომ სუნთქვისთვის საჭირო მედიკამენტი, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სამი წელია, რაც ჯანდაცვის სამთავრობო პროგრამით ფინანსდება, მაგრამ აქედან ბოლო წელია მხოლოდ ერთხელ, დეკემბერში მოახერხა სამი თვის მარაგის აღება, რადგან თითქმის ერთი წელია აფთიაქებში ამ მედიკამენტის  დეფიციტია. „მე ამ მედიკამენტს 12 …

რატომ არ მისცეს აფთიაქში პენსიონერს მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში

რატომ ვერ ახერხებენ მოქალაქეები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების მიღებას? „ბათუმელებთან“ მოქალაქე ამბობს, რომ პროგრამის ფარგლებში ექიმის მიერ გამოწერილ მედიკამენტებს აფთიაქები არ გასცემენ, რის გამოც, იძულებულია მედიკამენტები საკუთარი ხარჯებით შეიძინოს. „დედაჩემი არის პენსიონერი და სარგებლობს მასწავლებლის სახელმწიფო დაზღვევით, ექიმმა გამოუწერა „ატორვასტატინი“ და „კარდიომაგნილი“. სამ აფთიაქში: „ავერსში“, „პსპ“-ში და „ფარმადეპოში“ მივედი და ყველგან, როცა დედაჩემის ბარათით მოვითხოვე …

სარფში მედიკამენტების უკანონოდ შემოტანისთვის უცხოელები 14 ათასი ლარით დააჯარიმეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ა.მ.-ს და ა.ი.-ს მართვის ქვეშ არსებული, სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი აღმოაჩინეს. მედიკამენტების საერთო წონამ 18 კილოგრამი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 14 620 ლარი …

Exit mobile version