გამოვლინდა „სააფთიაქო ნარკომანიის“ 19 ფაქტი – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოვლენილია 19 აფთიაქი, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. „გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ქალაქ თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტებით ვაჭრობის ნებართვის არმქონე 19 აფთიაქი, საიდანაც სისტემატურად, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული …

სარფის გავლით მედიკამენტების უკანონოდ შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე ამხილეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ამხილეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საბაჟო წესის დარღვევით შემოტანილი 1768 შეკვრა სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი და მცირე …

როგორ მკურნალობენ COVID-19-ს საქართველოში – მთავრობამ პროტოკოლი დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა 37-გვერდიანი პროტოკოლი ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვის შესახებ. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება პროტოკოლის დამტკიცებასთან დაკავშირებით 24 მარტს შევიდა ძალაში. პროტოკოლი ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, ევროპის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის, ჩინეთის ნაციონალური ჯანმრთელობის კომისიის და ტრადიციული ჩინური მედიცინის სახელმწიფო ადმინისტრაციის, იტალიის ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა …

პენსიონერები და შშმ პირები მედიკამენტებს 50 პროცენტიანი ფასდაკლებით მიიღებენ

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. „პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის მნიშვნელოვნად შემცირდება. აღნიშნულ ჯგუფებს, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე საბაზრო ღირებულების 50 პროცენტით და მეტი ოდენობის ფასდაკლება შეეხებათ“. ფასდაკლება ვრცელდება შემდეგი დაავადებების სამკურნალო საშუალებებზე: ►გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები; ►დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული); ►ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები; …

მწარმოებელი ითხოვს, აფთიაქებმა მედიკამენტები – „კეტოტიფენი“ და „მედაზეპამი“  ქსელიდან ამოიღონ

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო აფთიაქებს პოლონური წარმოების ორი მედიკამენტის – „კეტოტიფენისა“ და „მედაზეპამის“ ამოღების მოთხოვნით მიმართავს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წამლები აფთიაქებში აღარ უნდა გაიყიდოს, სააგენტოში ერთი თვის წინ, მარტის დასაწყისში შევიდა. თუმცა ამ დრომდე ის ყველა აფთიაქიდან ამოღებული არ არის. „სააგენტოში შემოსულია კომპანია სს „ვარშავის ფარმაცევტული ქარხანა პოლფა“-ს და “Tarchomin Pharmaceutical Works “Polfa” Join …

რა უნდა ვიცოდეთ გენერიკულ წამლებზე

რით განსხვავდება გენერიკული პრეპარატები ორიგინალებისგან, რა განაპირობებს მათ დაბალ ფასს და რამდენად ეფექტურია მისი გამოყენება? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტს, თბილისის სახელმწიფო სამედიციინო უნივერსიტეტის პროფესორს, ალიოშა ბაკურიძეს ესაუბრა. ბატონო ალიოშა, რა არის გენერიკული მედიკამენტები და რით განსხვავდება გენერიკები ორიგინალი მედიკამენტებისგან? გენერიკული პრეპარატები ფაქტობრივად არის ასლი ორიგინალური პრეპარატებისა, რომლებსაც არა აქვთ საპატენტო დაცვა …

Exit mobile version