ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით მერიამ, 3 თვეში, 15 მილიონ 342 000 ლარი ამოიღო. მათ შორის: სათამაშო აპარატებიდან – 7 მილიონ 735 4 ათასი ლარი. წამახალისებელი გათამაშებიდან – 179 900 ლარი. სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით კი, კლუბის და სამორინეს მაგიდიდან ბიუჯეტში 7 მილიონ 426 700 ლარი …
Tag Archives: კაზინო
სათამაშო ბიზნესიდან 79,8 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს
ბათუმის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქალაქის ბიუჯეტში ამ წელს სათამაშო ბიზნესიდან 73 მილიონ 934 ათას 100 ლარი შევიდა. ეს 5,9 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე მერიას ჰქონდა დაგეგმილი [გეგმა 68 მილიონი ლარი იყო]. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელში შედის მოსაკრებელი როგორც სამორინეებიდან, ასევე წამახალისებელი გათამაშებიდან და სათამაშო აპარატებიდან. შესაბამისად, 2025 წელს ბათუმის ბიუჯეტში ჯამში, სათამაშო აპარატებიდან …
Continue reading “სათამაშო ბიზნესიდან 79,8 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს”
კაზინოებიდან 8,5 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში – I კვარტალი
ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში პირველ კვარტალში სათამაშო ბიზნესიდან 16,6 მილიონი ლარი შევიდა. აქედან 8,5 მილიონი ლარი უშუალოდ კლუბისა და კაზინოს [სამორინეს] მაგიდიდან. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ბათუმში [2024 წლის 24 ივნისის მდგომარეობით] 15 კაზინო მუშაობს. აქედან 2 კაზინოზე ნებართვა 2024 წლის აპრილშია გაცემული, ერთზე კი – ამავე წლის თებერვალში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის …
Continue reading “კაზინოებიდან 8,5 მილიონი ლარი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში – I კვარტალი”
„ამას ვებრძვით მთელი ცხოვრება“ – რა დახმარება არსებობს დამოკიდებული ადამიანებისთვის
ზური 33 წლისაა, ამბობს, რომ 16 წლიდან „თამაშობს“. ის თავისი ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს აფასებს, როგორც „დაცემას“. „რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ფსკერზე აღმოვჩნდი. განსაკუთრებულად დიდი ვალი არ მქონია… მთავარი პრობლემა იყო საკუთარ თავთან დამოკიდებულება, მაგალითად, უკვე გადავედი ისეთ მოქმედებებზე, როგორიცაა ფულის სესხება და არ დაბრუნება, ავანტიურაზე წასვლა, ურთიერთობების აგება ფინანსური ინტერესით… რა თქმა უნდა, გარკვეული ვალებიც …
აჭარასა და სამეგრელოში სათამაშო ბიზნესის უკანონო ობიექტები გამოავლინეს – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის და სამეგრელოს რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს …
ონლაინ კაზინოს მოწყობა 5 მილიონი ეღირება – ახალი კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესული ახალი ცვლილებით ონლაინ თამაშობების მოწყობა ფასიანი იქნება. კერძოდ: სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზებისთვის ბიუჯეტში გადასახადი წელიწადში 5 მილიონი ლარი იქნება; სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისთვის – წელიწადში 1 მილიონი ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისთვის კი – წელიწადში 100 ათასი ლარი. ახალი ცვლილება უშვებს გამონაკლისსაც: სისტემურ-ელექტრონული ფორმით …
Continue reading “ონლაინ კაზინოს მოწყობა 5 მილიონი ეღირება – ახალი კანონი”
კაზინოებიდან ქვეყნის ბიუჯეტში 627 მილიონი შევიდა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან შემოსავალმა ქვეყნის ბიუჯეტში 627 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. კაზინოში თამაში ამ დროისთვის 313 323 საჯარო მოხელეს აქვს აკრძალული. აკრძალულთა სიაშია 1 151 178 სოციალურად დაუცველი პირიც. 2022 წელს სათამაშო ბიზნესის სფეროში სახელმწიფომ გარკვეული ცვილებები შეიტანა – აკრძალულ და დამოკიდებულ პირთა სიების შედგენა, უცხოურ კომპანიებზე თანხების გადარიცხვის აკრძალვა და სხვა. …
Continue reading “კაზინოებიდან ქვეყნის ბიუჯეტში 627 მილიონი შევიდა”
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა და აკრძალულთა სიაში 1,4 მილიონი პირია – შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 3 719 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 28 პირი, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე 3 691 განაცხადი დარეგისტრირდა. „ამასთან, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში 1 457 526 პირის შესახებ არის ინფორმაცია …
ბათუმში უკანონო ინტერნეტკაზინო აღმოაჩინეს – ზარალი 350 ათასი ლარია
„არალეგალურად მიმდინარეობდა სამაგიდო აზარტული თამაშები, ხოლო მეორე შემთხვევაში ინტერნეტის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს, პირველ დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით …
Continue reading “ბათუმში უკანონო ინტერნეტკაზინო აღმოაჩინეს – ზარალი 350 ათასი ლარია”
27 მილიონი კაზინოებიდან ბათუმის ბიუჯეტს – 9 თვის მონაცემები
ბათუმის ბიუჯეტის ცხრა თვის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ბიუჯეტში „სხვა შემოსავლების“ სახით 46 მილიონი ლარი შევიდა, აქედან 27 მილიონი ლარი, ნახევარზე მეტი, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელია. მათ შორის: სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 12 მილიონ 822 800 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან – 130 100 ლარი. სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით კი, ბიუჯეტში 14 მილიონ 052 100 ლარი …
Continue reading “27 მილიონი კაზინოებიდან ბათუმის ბიუჯეტს – 9 თვის მონაცემები”
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 1 930 პირია – შემოსავლების სამსახური
2022 წლის პირველი მარტიდან 18 აგვისტომდე პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 23, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 1 907. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია …
Continue reading “აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 1 930 პირია – შემოსავლების სამსახური”
სათამაშო ბიზნესიდან 23 მილიონი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს
სათამაშო ბიზნესიდან 2021 წელს ბათუმის ბიუჯეტში 23 მილიონ 440 ათას 800 ლარი შევიდა. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბიუჯეტშის ანგარიშში ასახულია „სხვა შემოსვლების“ ნაწლში, რამაც გასულ წელს ჯამში 43 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ „სხვა შემოსვლების “ ნახევარზე მეტი. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შენატანი ბიუჯეტში ასე გადანაწილდა: სათამაშო აპარატებიდან – 12 მილიონ 487 ათას 500 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან – …
Continue reading “სათამაშო ბიზნესიდან 23 მილიონი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს”
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში – 1200, აკრძალულთა სიაში კი – 1,4 მილიონი პირია
2022 წლის პირველი მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 200 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 14 პირი, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე – 1 105. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 …
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრში უკვე 434 პირია – შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, უკვე შექმნილია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრი. პირველი მარტიდან დღემდე კი, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 434 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 8 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 426. საქართველოში 2022 წლის პირველი მარტიდან დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ. „დამოკიდებულ პირთა სიის …
Continue reading “აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრში უკვე 434 პირია – შემოსავლების სამსახური”
საქართველოს მოქალაქე უცხოურ კაზინოში ფულს ვეღარ გადარიცხავს – ახალი წესი
საქართველოში ბანკებსა და შესაბამის საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს ეკრძალებათ საქართველოს მოქალაქის მიერ თანხის გადარიცხვა იმ უცხოური კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც სათამაშო ბიზნესს ეწევა. საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტ კომპანიებს აზარტული თამაშების უცხოურ საიტებზე თანხის გადარიცხვა კანონით 2022 წლის პირველი მარტიდან აეკრძალათ. თუმცა კანონში იყო მუხლი, რომელიც განმარტავდა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს აკრძალვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის …
Continue reading “საქართველოს მოქალაქე უცხოურ კაზინოში ფულს ვეღარ გადარიცხავს – ახალი წესი”
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიას პირველი მარტიდან შეადგენენ – ახალი წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანება 2022 წლის პირველი მარტიდან შევა ძალაში. დამოკიდებულ პირთა სიაში პირველი მარტიდან შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის …
Continue reading “აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიას პირველი მარტიდან შეადგენენ – ახალი წესი”
ღარიბები და საჯარო მოხელეები კაზინოში ვერ ითამაშებენ – კიდევ ვის ეკრძალება აზარტული თამაში
2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ. თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს. შესაბამისი კანონი საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და ის 2022 წლის პირველი მარტიდან სრულად ამოქმედდება. ამავე კანონით, „იმ პირის სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხები, რომელსაც …
ღარიბაშვილი გონიოში კაზინოების მოწყობას აანონსებს
გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნასა და იქ კაზინოების განთავსებაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას მთავრობა 2022 წლიდან გეგმავს. „ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება“, – აღნიშნა …
Continue reading “ღარიბაშვილი გონიოში კაზინოების მოწყობას აანონსებს”
25 წლამდე კაზინოში ვერ ითამაშებთ – რა რეგულაციებს გეგმავს მთავრობა სათამაშო ბიზნესში
საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც სათამაშო ბიზნესის მომხმარებლებისთვის ასაკობრივი ზღვარი წესდება. ამის შესახებ დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. „აღნიშნული რეგულაციები მოიცავს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას, რომელიც არის 25 წელი, ეს გავრცელდება როგორც ონლაინსათამაშო ოპერატორებზე, ასევე ე.წ. ხმელეთის ოპერატორებზე. ასაკობრივი ზღვარი არ განისაზღვრება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. განისაზღვრება პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული …
კაზინოების რეკლამა საბავშვო ფილმებში – რატომ არ იღებს პარლამენტი შესაბამის კანონს
„უი, მე კაზინოში თამაში მინდოდა“, – ეს 9 წლის გოგომ უთხრა დედას, როცა ერთ დღესაც კაზინოზე უარყოფითი ინფორმაცია მოისმინა. თუ რატომ – ბავშვმა თქვა, რომ როცა ანიმაციურ ფილმებს უყურებს, ხშირად კაზინოების შესახებ ლამაზ-ლამაზ ვიდეოებს იქვე უჩვენებენ, ამიტომაც მასაც უნდა კაზინოში თამაში. კაზინოს და აზარტული თამაშების რეკლამა ინტერნეტსივრცეში რომ ბავშვებზეცაა გათვლილი, ეს ნებისმიერი ანიმაციური ფილმის ჩართვისას …
Continue reading “კაზინოების რეკლამა საბავშვო ფილმებში – რატომ არ იღებს პარლამენტი შესაბამის კანონს”
ბათუმის მერიამ კაზინოებიდან შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა
ბათუმის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებში ცვლილებები ასახა. ცვლილების მიხედვით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 5 მილიონ 410 000 ლარით გაიზარდა. მერის განმარტებით, ცვლილება საანგარიშო პერიოდში შესრულების მაჩვენებლებმა განაპირობა. „პანდემიის პირობების გათვალისწინებით იყო დაგეგმილი ბიუჯეტი, თუმცა შემოსულობების მიხედვით პროგნოზი გავზარდეთ“, – განმარტა არჩილ ჩიქოვანმა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის, ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, შემოსულობები სათამაშო ბიზნესიდან …
Continue reading “ბათუმის მერიამ კაზინოებიდან შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა”
კაზინომ „ჩაიც“ უნდა დათვალოს და აღრიცხოს – მინისტრის ბრძანება
სამორინესა და აზარტული კლუბის მფლობელები 2021 წლის პირველი მარტიდან ვალდებულები არიან სულ მცირე 36 საათში ერთხელ დათვალონ სალარო, შეავსონ სააღრიცხვო ფორმა და ის შევსებიდან 24 საათში ელექტრონულად წარუდგინონ შემოსავლების სამსახურს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26 თებერვლის შესაბამისი ბრძანება პირველი მარტიდან შევიდა ძალაში. ბრძანების მიხედვით, კაზინოსა თუ აზარტული კლუბის მფლობელმა ყოველდღიურად „ჩაის აღრიცხვის ფორმაც“ უნდა შეავსოს. ჩაი …
Continue reading “კაზინომ „ჩაიც“ უნდა დათვალოს და აღრიცხოს – მინისტრის ბრძანება”
კაზინოებმა ყველა ვიზიტორი უნდა აღრიცხონ – რეკომენდაციები სათამაშო ბიზნესს
აჭარაში პირველი მარტიდან, ხოლო სხვა რეგიონებში პირველი აპრილიდან სათამაშო ბიზნესს შეუძლია მუშაობა განაახლოს. თუმცა, იფორმირებული ადამიანების თქმით, ბათუმში კაზინოები, დიდი ალბათობით, მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, ვიდრე თურქეთთან სახმელეთო საზღვარი [სარფი] არ გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტრომ კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები 27 თებერვალს გამოაქვეყნა. კაზინოს მფლობელები ხელისუფლებასთან შეხვედრებს საგადასახადო და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც განაგრძობენ, იმ პირობების დასაზუსტებლად, …
Continue reading “კაზინოებმა ყველა ვიზიტორი უნდა აღრიცხონ – რეკომენდაციები სათამაშო ბიზნესს”
რა შემთხვევაში განაახლებს მუშაობას კაზინოები ბათუმში
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით აჭარაში კაზინოების მუშაობა პირველი მარტიდან ნებადართულია, ბათუმში არცერთი კაზინო არ გაიხსნება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელისუფლება და სათამაშო ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ იმ პირობებზე, რომლითაც უნდა განაახლონ მუშაობა კაზინოებმა. ბათუმის კაზინოებისთვის მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ სარფი [სახმელეთო საზღვარი] ჩაკეტილია, ამასთან, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი [საღამოს 9 საათიდან დილის …
Continue reading “რა შემთხვევაში განაახლებს მუშაობას კაზინოები ბათუმში”
კაზინოები აჭარაში პირველი მარტიდან გაიხსნება – მთავრობა
ბათუმში [აჭარაში] კაზინოები 2021 წლის 1-ლი მარტიდან გაიხსნება, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ადგილებში – პირველი აპრილიდან. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 24 თებერვალს მიიღო. გასული წლიდან საქართველოში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებას. მთავრობის ახალი დადგენილებით, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდება, „დასაშვებია აჭარის რეგიონში 2021 წლის 1-ლი მარტიდან, ხოლო …
Continue reading “კაზინოები აჭარაში პირველი მარტიდან გაიხსნება – მთავრობა”
25 წლამდე პირებს შესაძლოა სათამაშო ბიზნესში ჩართვა აეკრძალოთ
საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც 25 წლამდე ასაკის პირების სათამაშო ბიზნესში ჩართვას აკრძალავს. ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის. შესაბამისი კანონპროექტით პარლამენტს 10-მა დეპუტატმა მიმართა. კანონპროექტის ავტორი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის მიხედვით, 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს და 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირს არ ექნება უფლება სათამაშო ბიზნესში …
Continue reading “25 წლამდე პირებს შესაძლოა სათამაშო ბიზნესში ჩართვა აეკრძალოთ”
ვაკანსიები კაზინოში “მონტე კარლო”
წარმოგიდგენთ „მონტე კარლოში“ მიმდინარე ვაკანტურ პოზიციებს გოგოებისთვის, რომლებზეც შეგიძლიათ დასაქმდეთ: მიმტანი: მოთხოვნები: თურქული ენის ცოდნა ( დამატებით სასურველია ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა) სლოტ კლუბში/კაზინოში მუშაობის გამოცდილება სამუშაო განაკვეთი: 2 დღე დღის საათებში მუშაობა, 2 დღე ღამის, მომდევნო 2 დღე დასვენება. სამუშაო დღე 12 საათი. ხელფასი: 550 ლარი. +ბონუსი, ჩაი, კვება კომპანიის, ანაზღაურებადი …
ბათუმის კაზინოებს 2018 წელს 1,1 მილიონი კლიენტი ჰყავდა – 81% უცხოელი იყო
2018 წელს ბათუმში მოქმედ 10 სამორინეში ვიზიტორთა რაოდენობამ 1,1 მილიონი ფიზიკური პირი შეადგინა, რომელთა 81 პროცენტი უცხოელი იყო. საქართველოს მთავრობის ანგარიშის მიხედვით, კაზინოების კლიენტების უმეტესობა მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან, თუმცა კაზინოების ნაწილი ასევე აწყობს სპეციალურ „სათამაშო ტურებს“ და სხვადასხვა ქვეყნიდან [მაგალითად, ისრაელი, ჩინეთი, ინდოეთი] შეძლებულ მოთამაშეებს მასპინძლობს. საქართველოში მოქმედი 20 კაზინოდან ნახევარი სწორედ ბათუმშია განლაგებული. …
Continue reading “ბათუმის კაზინოებს 2018 წელს 1,1 მილიონი კლიენტი ჰყავდა – 81% უცხოელი იყო”
ცოლ-ქმარმა ამერიკიდან ბათუმში კაზინოს უჩივლა: ძაღლებივით გამოგვყარეს
„ძალით გამოგვიყვანეს კაზინოდან, გამოგვყარეს… ვერ გავიგეთ, რატომ მოგვექცნენ ასე. მაისის შემდეგ ბათუმში ვართ და ხშირად დავდიოდით ამ კაზინოში, ჩვენ გვინდა, პოლიციამ რეაგირება მოახდინოს,“ – ამას ცოლ-ქმარი გვიყვება – ოლეგ კრუპნიკი და ზიფა ხუსიაინოვა. ოლეგი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, ზიფა – რუსეთის. ისინი ამერიკიდან ბათუმში მაისში ჩამოვიდნენ. ოლეგი 2 წლის ყოფილა, როცა ბათუმი დაუტოვებია. „მამაჩემი ქართველი …
Continue reading “ცოლ-ქმარმა ამერიკიდან ბათუმში კაზინოს უჩივლა: ძაღლებივით გამოგვყარეს”
მომდევნო ორ წელში აჭარაში კიდევ 7 კაზინო გაიხსნება – შემოსავლები სათამაშო ბიზნესიდან
2019 წელს ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 24,3 მილიონი ლარი შევიდა [სამი კვარტალის გეგმის თითქმის 100 პროცენტი]. აქედან, უშუალოდ კაზინოს მაგიდებიდან მიღებული შემოსავალი, 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, 9,2 მილიონი ლარია. სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის მერია წელს, ჯამში, 32 100 000 ლარს ელოდება, თითქმის 4 მილიონი ლარით ნაკლებს, ვიდრე 2018 წელს. გასულ წელს ამ ბიზნესიდან ქალაქის …
ახალი ტრენდი ონლაინკაზინოებში
ონლაინკაზინოს ინდუსტრია ბოლო თვეების განმავლობაში ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის ბაზრის კონკურენტუნარიანობის სამმართველომ რიგი გაფრთხილებები გამოაცხადა და კვლევა დაიწყო სათამაშო ინდუსტრიაში მომხმარებლისადმი უსამართლო დამოკიდებულების შესახებ. კვლევა დაეყრდნო იმ საფრთხეს, რომ ონლაინკაზინოები ხშირად არ აცნობენ აქციების დეტალების შესახებ, რის შედეგადაც მომხმარებლებს ებლოკებათ ანგარიშები და არ შეუძლიათ თანხის განაღდება. ლიცენზიაში არის დებულება, სადაც აღნიშნულია, …
კაზინოში ქალის მოკვლისთვის კაცს 17 წელი მიუსაჯეს
მკვლელობაში ბრალდებულ ლევენთ ულუთურქს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო. საუბარია 2018 წლის 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სამორინეში ერთი ქალი დანით მოკლეს, მეორე – დაჭრეს. პროკურატურის მტკიცებით, ლევენთმა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, ბათუმში უზბეკი ქალი გასული წლის დეკემბერში გაიცნო. ლევენთი თამბაქოს ბიზნესში ყოფილა ჩართული, უზბეკი ქალი – სექსინდუსტრიაში. მათ ბინა იქირავეს და …
Continue reading “კაზინოში ქალის მოკვლისთვის კაცს 17 წელი მიუსაჯეს”
გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონი ლარი შევიდა
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტში ერთ-ერთი მზარდი, სოლიდური შემოსავლის წყაროა. 2018 წლის ბათუმის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ამ თანხამ ბათუმის ბიუჯეტში 36 მილიონ 174 500 ლარი შეადგინა. ანგარიში მერიამ საკრებულოს 25 აპრილს წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში ასახული თანხიდან ყველაზე მეტი 20 მილიონ 082 600 ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის, სამორინეს მაგიდებიდან კი ბიუჯეტში 13 …
Continue reading “გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონი ლარი შევიდა”
ახალი შეღავათები საქართველოში კაზინოს მოწყობისთვის
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2019 წლის 11 აპრილიდან სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან 10 წლით გათავისუფლდება სამორინეს მოწყობა გრიგოლეთსა და ფოთში ახლად აშენებული არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე. 2019 წლის 4 აპრილიდან კი, მთავრობის დადგენილებით, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან საერთოდ გათავისუფლებულია სამორინეს მოწყობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში. საქართველოს მთავრობამ ზოგიერთი მუნიციპალიტეტისთვის სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებიც განსაზღვრა. …
Continue reading “ახალი შეღავათები საქართველოში კაზინოს მოწყობისთვის”
“კარგ გზაზე მოსიარულე გოგო არ იყო” – ბრალდებული მოკლული ქალის საქმეზე
“ოქტომბერი იყო, როცა ის ბათუმში გავიცანი. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით…”- ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენების მიცემა ლევენთ უ.მ. მას კაზინოში ქალის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. ის მოსამართლეს დეტალურად მოუყვა მკვლელობის ამბავს. საუბარია 2018 წლის 24 ნოემბერს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე – სამორინეში ერთი ქალი დანით მოკლეს, მეორე – დაჭრეს. დაჭრილი ქალი ჰოლიდა ბრალდებულის სექსუალური პარტნიორი იყო, მოკლული ქალი …
Continue reading ““კარგ გზაზე მოსიარულე გოგო არ იყო” – ბრალდებული მოკლული ქალის საქმეზე”
რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს
ბათუმში 2019 წელს ორი კაზინო – „ინტურისტი“ და „აჭარაბეთი“ დაიხურა. კაზინოების დახურვით 400-მდე ადამიანი დარჩა უმუშევარი. „ინტურისტის“ შემთხვევაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კაზინოს მოწყობის ლიცენზიას ვადა გაუვიდა, „აჭარაბეთის“ შემთხვევაში კი – კაზინოს დახურვის კონკრეტული მიზეზი უცნობია, ამ კაზინოს ლიცენზიას ჯერ ვადა აქვს. რატომ დაიხურა ბათუმში კაზინო „აჭარაბეთი“ ბათუმში კაზინო „აჭარაბეთის“ მოწყობის ლიცენზიის მფლობელი კომპანია „ს გემბლინგ ჰოლია“. ლიცენზიას …