მთავარი,სიახლეები

25 წლამდე კაზინოში ვერ ითამაშებთ – რა რეგულაციებს გეგმავს მთავრობა სათამაშო ბიზნესში

29.11.2021
25 წლამდე კაზინოში ვერ ითამაშებთ – რა რეგულაციებს გეგმავს მთავრობა სათამაშო ბიზნესში

საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც სათამაშო ბიზნესის მომხმარებლებისთვის ასაკობრივი ზღვარი წესდება.

ამის შესახებ დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.

„აღნიშნული რეგულაციები მოიცავს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებას, რომელიც არის 25 წელი, ეს გავრცელდება როგორც ონლაინსათამაშო ოპერატორებზე, ასევე ე.წ. ხმელეთის ოპერატორებზე.

ასაკობრივი ზღვარი არ განისაზღვრება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

განისაზღვრება პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება, ამის ადმინისტრირებას განახორციელებს შემოსავლების სამსახური.

კერძოდ, სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა შეზღუდული ექნებათ:

  • სოციალურად დაუცველ პირებს, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან
  • საჯარო მოხელეებს
  • პირებს, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმით
  • ასევე, გათვალისწინებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით ოჯახის წევრის მიმართვის შემთხვევაში აღნიშნულ სიაში მოხვდნენ დამატებით პირები

ჯამში 1 მილიონამდე სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდება სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა,“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ასევე იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა ძალაში რჩება სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: