„ქართველ ხალხს გენოციდისკენ მიაქანებს „ოცნების“ მთავრობა“ – ემიგრანტი საფრანგეთიდან

მარი კაიშაური რვა წელია საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი თქმით, თუ ქართველმა ხალხმა დაკარგა ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის უფლება, ის დაკარგავს ბევრ სიკეთეს, „პირველ რიგში კი, ჯანდაცვის უფლებას“. „ბათუმელები“ მარის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეებზე ესაუბრა. „ცივილურ სამყაროს მოვწყდებით სამუდამოდ. გარდა ამისა, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ ადამიანებს ჯანდაცვის სფეროში, რადგან ვიზალიბერალიზაციამ ასეულობით ქართველს მისცა შესაძლებლობა, ჩამოსულიყვნენ საფრანგეთში და …

„მასწავლებლის ხელფასი ესტონეთში 1900 ევროა“ – ემიგრანტი ქალი

თამარა სეხნიაშვილი-ლენგი 11 წელია ევროპაში, კერძოდ ესტონეთში ცხოვრობს. თავიდან ესტონეთში გაცვლითი პროგრამით ჩავიდა როგორც მასწავლებელი, ახლა კი სტარტაპერია და მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც დაეხმარება კომპანიებს, ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინონ, აქვთ თუ არა თანამშრომლებს სამსახურებრივი გადაწვა და დაეხმაროს მათ ამ პრობლემის დაძლევაში. თამარას „ბათუმელები“ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „ესტონეთში 2015 წელს ჩამოვედი და ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოს …

„ჩემი რამდენიმე მოსწავლე ამ ქვეყანამ გადაარჩინა ლეიკემიას, ახლაც აქ მკურნალობენ“ –  ემიგრანტი ავსტრიიდან

34 წლის სალომე სალაძე ავსტრიაში ცხოვრობს, ამჟამად ვენის უნივერსიტეტში მუშაობს. 9 წლის წინ აქ უკეთესი განათლების მისაღებად ჩამოვიდა. სალომე სალაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანაა, როცა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის დაკარგვას ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეს ძირითადად ტურისტულ მიმოსვლაში შეაფერხებს საქართველოს მოქალაქეებს. სალომე წლებია ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებში საქმიანობს და ავსტრიაში სხვადასხვა მიზეზით ჩასულ ქართველ ემიგრანტებთან ხშირი შეხება …

ბევრი დანაშაული დაუგროვდათ და უნდათ თავი შეაფარონ ავტორიტარიზმს – მასწავლებელი „ოცნებაზე“

„მასწავლებელი არ უნდა იყოს არც ნეიტრალური და არც კონფორმისტი, როცა საქმე თავისუფლებას და სამართლიანობას ეხება“ – ამბობს მაია ლაპიაშვილი, გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. „ბათუმელები“ პედაგოგს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხეზე ესაუბრა. „არ მაქვს იმის უფლება, რომ იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდება, ერთი ადამიანის პოზიციიდან ვიფიქრო, რადგანაც ვარ მასწავლებელი და ვალდებულიც ვარ, …

ახლა ყიდულობ ბილეთს და მიფრინავ ევროპაში. თუ უვიზოს დავკარგავთ, ასე აღარ იქნება – ემიგრანტი

დათო მახათაძე ორი წელია ოჯახთან ერთად ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ცხოვრობს. ემიგრაციაში სამუშაო ვიზით წავიდა, სადაზღვევო სფეროში მუშაობს. ამბობს, რომ სამსახურის გამო ევროპაში ადრეც უწევდა მცირე ვადებით წასვლა, მათ შორის იმ დროსაც, როცა საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ჯერ კიდევ არ ჰქონდა. „როგორ იყო ეს ყველაფერი მანამდე? – კარგად მახსოვს იმიტომ, რომ არაერთ საელჩოში მომიწია ყოფნა… მარტივად …

„ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე გერმანიაში აჩუქეს. უვიზო მიმოსვლის გარეშე ამას ვერ შევძლებდი“

ეკატერინე გოგისვანიძე სამი შვილის დედაა. იგი სამი წლის წინ, თავის უმცროს ვაჟთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა ემიგრაციაში და თავშესაფარი მოითხოვა. 4 წლის გაბრიელს საქართველოში ეპილეფსია დაუდგინეს, თუმცა მისთვის დანიშნული მედიკამენტი ეფექტს არ იძლეოდა. გერმანიაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გაბრიელს, ჯერ კიდევ ჩვილობაში თავის ტვინში ორი სისხლჩაქცევა ჰქონდა გადატანილი, რაც საქართველოში ექიმებს გამორჩათ, სწორედ ამის გამო დამძიმდა …

„რომ არა უვიზო მიმოსვლა, წარმოდგენაც არ მინდა როგორ იქნებოდა“ – დემეტრეს ამბავი ემიგრაციიდან

„ჩვენ აქ წამოვედით დემეტრეს გამო. ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს – უმართავი ეპილეფსია და ძლიერი დაჭიმულობა. სჭირდება ოპერაციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არ კეთდება“ – გვიყვება 35 წლის თეკლე მეტრეველი, რომელიც შვილის გადასარჩენად ოჯახთან ერთად გერმანიაში ლტოლვილად წავიდა. ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ, როგორც თეკლე ამბობს, სხვა გზა არ დარჩენიათ – საქართველოში მისმა შვილმა საჭირო მკურნალობა …

როგორ აისახა პოლონეთში დასაქმებაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე – ინტერვიუ ემიგრანტთან

ნანო მიქავა უკვე ოთხი წელია ვროცლავში ცხოვრობს. 2021 წელს პოლონეთში მოხალისეობრივი პროგრამით ჩავიდა, ახლა კი ამავე პროგრამის კოორდინატორია ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ამბობს, რომ ბოლო დროს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე გავრცელებულმა გაფრთხილებებმა დიასპორაში შიში და უიმედობა გაზარდა – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უშუალოდ პოლონეთში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეზღუდვაზე დაიწყეს საუბარი. ნინო ამბობს, რომ თუ ეს მოხდება, საქართველოს …

„ევროპაში ქართველობა არავისთვის წაურთმევიათ“ – ემიგრანტი პროპაგანდაზე

„იმ ხალხსაც, რომელიც დღეს საჯარო სამსახურებში მუშაობს და ხელს უწყობს ანტიდასავლურ პოლიტიკას, ჰყავთ ემიგრაციაში ოჯახის წევრები; იმ ხალხსაც – ხინკალზე რომ დადიან ევროპიდან გამოგზავნილი, სხვისი მძიმე შრომით ნაშოვნი ფულით და უნდა დაინახონ, სად არის სიმართლე. როცა ამბობ, რომ „ევროპა მტერია“, „ოსებს ბოდიში უნდა მოუხადო“, რომ „ომი ჩვენ დავიწყეთ“ თურმე, ეს არის სამშობლოს ღალატი“ – ამბობს …

უვიზოს გაუქმება მშობლებს შვილების ნახვას კიდევ უფრო გაურთულებს – ემიგრანტი პოლონეთიდან

ნინო გოჩოლეიშვილი საქართველოდან პოლონეთში წასული შრომითი მიგრანტია. ამჟამად ვროცლავის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს დასუფთავების მიმართულებით, ხოლო საღამოობით, როცა დრო აქვს, მუშაობს საკუთარი მანქანით – მიტანის სერვისზე. მისი ემიგრაციის ისტორია 2012 წელს იწყება – მაშინ, როცა საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ევროპაში წასვლა დიდ ბიუროკრატიულ და ფინანსურ ბარიერებთან იყო დაკავშირებული. ნინოსთვის ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ …

„უვიზო თუ გაუქმდება, ყველაფერს დაკარგავს საქართველო“ – ემიგრანტი პოლონეთიდან

„მე ვხედავ აქ ბევრ იმედგამქრალ ქართველს, რომლებიც სამუშაოდ არიან ჩამოსულები. მუშაობენ მშენებლობებზე, სხვადასხვა საწარმოში და მეუბნებიან, „საქართველო აღარ არის“, ხმას არ გვაღებინებენ და იქ მომავალი არ გვაქვსო. ბევრი ასეთი გულდასაწყვეტი წინადადება მოვისმინე მათგან. გუშინაც ველაპარაკე ერთ-ერთს, უნდა დავბრუნდეო საქართველოში, მაგრამ რა ვაკეთო იქ არ ვიცი, ამაზე ფიქრი მკლავს, იქ ყველაფერს მოკლებული ვართო. უვიზო თუ გაუქმდება, …

რუსმა გენერალმა ტოტლებენმა პირველივე ბრძოლაში უღალატა ერეკლეს – პედაგოგი

კატასტროფაა ის, რასაც ამ ქვეყანას უპირებენ, რომ შესაძლოა დავკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, გამოგვაძევონ ევროსაბჭოდან და დავკარგოთ წვდომა ევროპულ სასამართლოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა ერთ კაცს ემსახუროს“, – ამბობს ხათუნა ყოჩაშვილი, მასწავლებელი რუსთავიდან. „ბათუმელები“ პედაგოგს ქვეყანაში არსებულ კრიზისზე ესაუბრა. „გარდა იმისა, რომ პედაგოგი ვარ, ვარ მოქალაქე, ადამიანი, რომელიც ხედავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, არ შემიძლია ისე გავატარო, თითქოს …

„თუ ევროპულ გზას ჩამოვშორდებით… გამოდის, ცარიელი სადღეგრძელოები ვართ“ – ფოტოგრაფი

„აი, თუნდაც ჩვენი საგამოფენო სივრცე ავიღოთ გორში. ეს სივრცე სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით გავაკეთეთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. იმ ადგილზე 10-15 წელი სრული ანტისანიტარია იყო, ნაგავი ეყარა და საპირფარეშოდ იყო ქცეული. ევროკავშირის დახმარებით შენობა დავასუფთავეთ, მოვაწესრიგეთ და ახალგაზრდების განვითარების კერად ვაქციეთ. მაგრამ ინსტალაციის – „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“ გამოფენის შემდეგ, გორის მერიამ წერილი მოგვწერა და სამ …

„აქ ადამიანები შიშით იღვიძებენ, კალაძისნაირები კი უკვე ცხოვრობენ ევროპაში“ – მასწავლებელი

„ბებიაჩემმა ამ შეგნებით გამზარდა, რომ რუსეთი მტერია, რადგან ჩემი წინაპრები კომუნისტებმა დახვრიტეს, ჩემი ორი ბიძა აფხაზეთში მოკლეს, ჩემი თანამემამულეები კი გამოყარეს აფხაზეთიდან. შეუძლებელია იმის დავიწყება, რაც რუსებმა თუნდაც ამ 20 წლის განმავლობაში გაგვიკეთეს. ამიტომ, კალაძის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ვიზალიბერალიზაციას ევროპა შანტაჟისთვის იყენებს, მტერს კი გულშემატკივრობს. მე ვერ ვიცხოვრებდი იმ ტვირთით. …

ბებიამ საბერძნეთში ავტობუსის საბარგულით შეაღწია, არ მინდა იმ დროში დავბრუნდეთ – მასწავლებელი

„როცა ევროპაში თავისუფალ მიმოსვლაზე ვსაუბრობთ, სულ მახსენდება ბებია, რომელმაც ჯოჯოხეთური გზა გაიარა იქ მოსახვედრად. საბერძნეთის საზღვარი ჩუმად, ავტობუსის საბარგულში ჩამწყვდეულმა გადაკვეთა და ასე იარა რამდენიმე საათი. არ მინდა, რომ აქ დავბრუნდეთ“ – ამბობს შალვა მინდაძე, თბილისის 70-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელი. „ბათუმელები“ პედაგოგს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოსალოდნელ საფრთხეებზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ესაუბრა. „მე დღეს ჩამოვედი …

„ამდენ ყვარყვარეში და ამდენ ჯაყოში ბავშვებს გაუჭირდებათ სწორი მხარე იპოვონ“ – მასწავლებელი

საქართველოში მე-9 თვეა ხალხი აპროტესტებს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ პოლიტიკას, რასაც ძალიან მალე, შესაძლოა მოჰყვეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის. რას დაკარგავს ამით ქვეყანა და რას დაკარგავთ თუნდაც თქვენ, როგორც ერთი მოქალაქე და მასწავლებელი ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის შეჩერებით? – ვკითხეთ ნესტან კუბლაშვილს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2025 …

ამას ვაფასებ, როგორც გეოპოლიტიკურ კატასტროფას საქართველოსთვის – თინა ბოკუჩავა

„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაც ყველაზე თვალსაჩინო დასტურია იმის, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა, კეთილდღეობა, სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა, სამუშაო ადგილები, ინვესტიცია, მხოლოდ და მხოლოდ ამერიკას, დასავლეთს შეუძლია, რომელსაც ებრძვის ივანიშვილი“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინათინ ბოკუჩავა. როგორ მუშაობს ოპოზიცია ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე და რას გეგმავს ამ საფრთხის დასაძლევად. „ბათუმელებმა“ თინა ბოკუჩავასთან ინტერვიუ ჩაწერა. ქალბატონო თინათინ, როგორც ვიცით, …

„რატომ დადიან ევროპაში და არა ჩელიაბინსკში? გააზრების კი არა, პროპაგანდის პრობლემაა“ – ინტერვიუ

„თუ ჩვენ რეჟიმს შევეგუებით, თავისუფლებას არავინ გვაჩუქებს. დავკარგავთ ვიზალიბერალიზაციასაც. ამიტომ ეს არის ჩვენი ამოცანა, ვანახოთ ევროპას, რომ ვიბრძვით“-ამბობს პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ბათუმელებთან“. მას იმ საფრთხეებზე ვესაუბრეთ, რასაც უქმნის „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკა ვიზალიბერალიზაციას და ამავე დროს, რა ნაბიჯებს დგამს ოპოზიცია ამ პროცესის შესაჩერებლად. ქალბატონო ელენე, როგორც ვიცით, საქართველოს აგვისტოს ბოლომდე აქვს პირობები შესასრულებელი, …

„ძალიან ბევრ ქართველ ბავშვს აჩუქა ავსტრიამ სიცოცხლე“ – ემიგრანტი

„ჩამოსვლას ვაპირებდი მოგვიანებით, მაგრამ, როცა გავიგე მზია ამაღლობელის სასამართლოს დასკვნითი სხდომა იყო ჩანიშნული, სწრაფად დავასრულე ყველა საქმე, რომ აქ ვყოფილიყავი. ჩემი ვალია, რომ ამ დღეს აქ ვიდგე და დემოკრატიის დანგრევას ავსტრიიდან არ ვუყურო, იმიტომ, რომ დემოკრატიის დანგრევა ნიშნავს ყველანაირი უფლების წართმევას.“ – გვითხრა მაკა ხომერიკმა. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შევხდით. ემიგრაციიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქალი „ბათუმელებისა“ …

უვიზოს გარეშე რა ეშველება ქართველ პაციენტებს? – რას ჰყვება ექიმი საფრანგეთიდან

„ყველაფერს შეიძლება ეშველოს, მათ შორის ევროპასთან დაზიანებულ ურთიერთობებსაც, მაგრამ არაფერი ეშველება იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს სჭირდება გადარჩენა და სიცოცხლე და ხვალ მათთვის გვიანი იქნება. მათ დღეს სტკივათ, დღეს იტანჯებიან, დღეს სჭირდებათ შვილის, ოჯახის წევრის გადარჩენა. მათთვის ყველა წუთი და წამი გადამწყვეტია. ყოველ დღე მიკავშირდებიან ასეთი ადამიანები საქართველოდან. თვე არ გავა, 5-6 ონკოპაციენტი არ დამიკავშირდეს. ბოლო …

თუ უვიზო აღარ იქნება, Wizz Air-ი ქუთაისიდან ალბათ გადავა სომხეთში, თუ ის მიიღებს უვიზოს – გიდი

რა ელოდება ტურისტულ ბიზნესს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ერთ-ერთი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს, ლაშა ბერეკაშვილს ესაუბრა. ლაშა ბერეკაშვილის თქმით, თუ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას გაუუქმებენ, ტურისტული ბიზნესი მყისიერად ჩავარდება, ფუნქციას დაკარგავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც. „პრობლემა გაჩნდება ბევრი მიმართულებით, რა თქმა უნდა. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ქუთაისის აეროპორტის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს, როცა ვიზალიბერალიზაცია არ …

უვიზო მიმოსვლა რომ არ ყოფილიყო, ჩემი შვილი დაიღუპებოდა. მეშინია ამის – ემიგრანტი ქალი

„რომ არა უვიზო მიმოსვლა და საფრანგეთი, ჩემი შვილი ვერ გადარჩებოდა. საფრანგეთმა ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე აჩუქა. მრცხვენია, როცა ევროპაზე ცუდს ლაპარაკობენ და ძალიან მეშინია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, რადგან ამით ქართველი ხალხი ძალიან ბევრს დაკარგავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მაია ფუტკარაძე, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად საფრანგეთშია და ამბობს, რომ ეშინია სამშობლოში დაბრუნების. მაია გვიყვება მისი შვილის მძიმე ისტორიას …

როგორ იყენებს „ოცნება“ „კაცების გათხოვების“ თემას ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ – ინტერვიუ

„ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ კამპანია მოძველებული მესიჯბოქსით განაახლა – ისევ დაატრიალეს ე.წ. ომის და „კაცების გათხოვების“ თემა. რატომ ცდილობს „ოცნება“ დაუკარგოს საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის უფლება და თავად რატომ მიჰყავთ საკუთარი ოჯახის წევრები ევროპაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა. ქალბატონო თამთა, რას ფიქრობთ „ოცნების“ პროპაგანდაზე, …

რას კარგავს საქართველო უვიზო მიმოსვლის შეჩერებით? – „აღმოვჩნდებით ბევრად მძიმე ეკონომიკურ გასაჭირში“

ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფრთხე რეალური გახდა „ქართული ოცნების“ ანტიევროპული პოლიტიკის გამო. რა ელოდება საქართველოს ევროპისგან დაშორებით და რას კარგავს ქართველი ხალხი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ გიორგი ბადრიძეს ესაუბრა. ბატონო გიორგი, დღეს უკვე დაიწყო მორიგი პროპაგანდა ირაკლი კობახიძემ ვიზალიბერალიზაციაზე და განაცხადა, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის საპირწონედ ითხოვს სუვერენიტეტის დათმობას და „ქართული ოცნება“ აირჩევს სტაბილურობასო. …

რეჟიმის მიზანია ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიზანია, საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 23 აპრილს, ბრიფინგზე განაცხადა. „ვიზალიბერალიზაციის თემა ორმხრივად არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი – ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, არაფერი აღარ დაგრჩებათ და ამით მორალური წნეხი არის საზოგადოებაზე გამოყენებული. მაგრამ მთავარი რაც არის – ეს …

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ წასვლა

საქართველოს მოქალაქეს ზოგიერთ ქვეყანაში გასამგზავრებლად ესაჭიროება ვიზის მიღება, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში შეუძლია გამარტივებული წესით ან უვიზოდ მგზავრობა. ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ [2017 წლის 28 მარტიდან]. ევროკავშირის / შენგენის სივრცეში ცალკეული ქვეყნის შემთხვევაში საჭირო თანხის დღიური ოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ვებგვერდზე: გთავაზობთ იმ ქვეყნების …

რამდენი ადამიანი დაადეპორტეს ევროპიდან ვიზალიბერალიზაციის შემდეგ

რამდენი ადამიანის დეპორტაცია მოხდა ევროკავშირის ქვეყნებიდან 2017 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო? – „ბათუმელებმა“ ეს კონკრეტული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამში 3151 ადამიანი დაადეპორტეს. 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან 1445 საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, მათ შორის, ყველაზე მეტი გერმანიიდან -458, საფრანგეთიდან – 167, შვედეთი …

რა ელით ქართველ არალეგალ მიგრანტებს ევროპაში – შს სამინისტროს პოზიცია

ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა ან ხელის შეწყობა დასჯადი გახდება, თუკი პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ კანონპროექტს მიიღებს. შსს-ს კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი ჯერ არ შეუმუშავებია. პირველადი პროექტის მიხედვით, პასუხისგებაში მიეცემიან ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც არა მხოლოდ გადაკვეთენ, არამედ ხელს შეუწყობენ საქართველოს მოქალაქეებს, უკანონოდ გადაკვეთონ საქართველოს საზღვარი. ეს ერთ-ერთი …

ვინ მიიღებს თავშესაფარს ევროპაში

ათასობით ადამიანი საქართველოდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის სტატუსის მიღებას ცდილობს. სტატისტიკის მიხედვით, ძალიან მცირეა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებენ თავშესაფარს. ევროპაში თავშესაფრის მიღება რომ რთულია, კარგად იციან ქართველებმა, რომლებიც ახლა ევროპაში თავშესაფრის მიმღებთა რიგში დგანან. თითოეულ მათგანს სჯერა, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში დარჩენას მაინც შეძლებს. თავშესაფრის მაძიებელთა სიმრავლემ ევროპის ქვეყნებში კრიმინალის მაჩვენებელიც გაზარდა. ქართველი მიგრანტების …

რომელი პასპორტით შეგვიძლია წავიდეთ ევროპაში?

ვიზალიბერალიზაციის პირობებით სარგებლობა ბიომეტრული პასპორტებითაა შესაძლებელი. ამ პასპორტის აღების საფასური 104 ლარია. ბიომეტრულ პასპორტებს იუსტიციის სახლები 2011 წლიდან გასცემენ. „ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა ამ დროიდან გაცემული ნებისმიერი პასპორტი ბიომეტრული, „იუსტიციის სახლის“ ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ყველა პასპორტი არ არის ბიომეტრიული: „ზოგჯერ, როცა მოქალაქე ვერ ახერხებს იუსტიციის სახლში მისვლას და შეუძლებელია მისი თითის ანაბეჭდის აღება, …

ვიზალიბერალიზაციაზე ვიდეორგოლში მთავრობა 130 ათას ლარს გადაიხდის

საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ  ვიდეორგოლში ბიუჯეტიდან 130 ათას 95 ლარს გადაიხდის. მთავრობა ვიდეორგოლს გამარტივებული წესით შეისყიდის, რაზეც თანხმობა შესყიდვების სააგენტომ 30 მარტამდე უნდა მისცეს. მთავრობის განცხადებით, ვიდეორგოლის მომზადების მიზანია ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობისათვის მიღწეული შედეგების გაცნობა და აღნიშნულის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატეტების შესახებ „ვიზალიბერალიზაციის …

ვიქტორ დოლიძე უვიზო მიმოსვლის დეტალებზე სტუდენტებს ესაუბრა

დღეს 16 მარტს, ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, სტუდენტებს შეხვდა. საუბარი შეეხო ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით  სტუდენტების ინფორმირებას. შეხვედრა იმ კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას შესაძლებლობებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას. შეხვედრის დროს, სტუდენტების მხრიდან კითხვები დაისვა შეჩერების …

„ეს არა მარტო ამ წლის, მომავალი წლის მარცხიც შეიძლება აღმოჩნდეს“

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება ან მარცხი ქვეყნის ცხოვრებაში 2016 წელს? რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, რომელიც მომავალშიც შეიძლება გაგრძელდეს; რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა? წლის მოვლენები  „ბათუმელებთან“  „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა, პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ შეაფასა. თქვენი, როგორც პოლიტოლოგის შეფასებით, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2016 წელს საქართველოში …

რა შემთხვევაში აუქმებს ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის პირობას

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ამჯერად ე.წ. „სწრაფი შეჩერების მექანიზმზეა“ დამოკიდებული _ ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს უვიზო მიმოსვლის უფლება, თუკი საქართველო ორმხრივი შეთანხმების წესებს დაარღვევს. რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს, რომელთა დიდი ნაწილი ვიზალიბერალიზაციისგან ევროპაში დასაქმებას ელის? – „ბათუმელები“ ვანო ჩხიკვაძეს ესაუბრა, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელს, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს აკვირდება. …

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა

„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ინფორმაციით, 2016 წლის 3 აგვისტოს, ბელგიამ  უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც მოხვდა.  საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ქვეყნების სიაშია ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, მაკედონია, კოსოვო, მონტენეგრო, სერბეთი და ინდოეთი.  ბელგიის გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჰყავთ შეყვანილი საფრთანგეთს, ბულგარეთსა და ავსტრიას. რას იმას ნიშნავს, რომ  საქართველოს მოქალაქეებს თითქმის აღარ რჩებათ შესაძლებლობა …

Exit mobile version