დაპატიმრების დროს დაკარგული მხედველობა და ზრუნვა უსინათლო ადამიანების პრობლემებზე

42 წლის ალექს წეველიძე  ციხეში გატარებული თითქმის ორი წლის შედეგად უსინათლო გახდა. ყვება, რომ 2006 წელს ეკონომიკური დანაშაულის გამო გაასამართლეს, დაკავების პროცესში საფინანსო პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა იარაღის ლულა თვალში ჩაარტყა, გუგა დაუზიანდა და მხედველობა მაშინვე დაკარგა. „24 საათის განმავლობაში ციხეში 25-ჯერ გვცემდნენ. დაზიანებული თვალიდან პრობლემა მეორე თვალზეც გადავიდა და ახლა მხოლოდ შუქს ვხედავ,“ – ამბობს …

„ხშირად ხდება, როცა ნასამართლობის გამო შენზე მიუთითებენ“

„ცუდი ბიჭია ეგ, ციხეში იჯდა“ – „უძინართა მზეში“ ამბობს ამას მოხუცი, გახსოვთ? ხშირად ხდება ხოლმე ასე ცხოვრებაშიც, ნასამართლობის გამო შენზე როცა მიუთითებენ“, – გვეუბნება ყოფილი პატიმარი, გ. მ. საპატიმროში ერთი წელი გაატარა წვრილმანი ხულიგნობისა და ქუჩაში ჩხუბის გამო. სტიგმა, რაც საზოგადოებაში ყოფილ პატიმრებზე არსებობს, გ. მ. – საც არაერთხელ შეხებია: გ.მ.: „მეგობრის ქორწილში გავიცანი ერთხელ …

ცხოვრებაში პირველად თოჯინების თეატრში

„არ მაქვს საშუალება ბავშვები თეატრში ვატარო. მე რა, დიდი ვარ და ჩემთვის რას ნიშნავს თოჯინების თეატრი, მაგრამ რითაც ჩემი შვილები ხარობენ, მეც ის მახარებს,” – გვეუბნება ნინო (სახელი შეცვლილია), სამი შვილის დედა. ნინოს მეუღლე პატიმარია. ბავშვებს მარტო ზრდის და შაბათს, 15 სექტემბერს, სამივე ცხოვრებაში პირველად წაიყვანა თოჯინების თეატრში. ერთი მეხუთე კლასშია, ერთიც – მესამეში, სულ …

ახალი ცხოვრება და პროფესია 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ

იშვიათად თუ შეხვდებით ყოფილ პატიმარს, ვინც ცხოვრების ნახევარზე მეტი საპატიმროში გაატარა და მოახერხა ეს მისთვის დაღად არ ქცეულიყო. ასეთი იშვიათი რესპონდენტია ბორის მაისურაძე. 17 წლის იყო, როცა ციხეში მოხვდა, ახლა 37 წლისაა – 15 წელი გაატარა საპატიმროში. ამბობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ციხის გარემო საკუთარი განვითარებისთვის გამოიყენა: „კარგია, როცა ცხოვრება დალაგებულად მიდის და ბავშვი …

„ექსკურსიაზე სკოლის მერე პირველად ვარ” – ყოფილი პატიმრების ერთობლივი ლაშქრობა იმერეთში 

იაკობ გრიგორიევი ერთადერთი არ არის, ვინც გვითხრა, რომ სკოლის მერე პირველად იყო ექსკურსიაზე, ამასვე ამბობს ნუგზარ ჩიბაძეც. ორივე „ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტშია ჩართული. 6 სექტემბერს მათთან ერთად კიდევ 51-მა ყოფილმა პატიმარმა, პრობაციონერმა და მათმა ოჯახის წევრებმა დალაშქრეს პრომეთეს მღვიმე, მოწამეთა და ოკაცეს კანიონი. იმერეთში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები ყოფილი პატიმრები ექსკურსიაზე ჯგუფურად წავიდნენ.  ოკაცეს კანიონზე მთებში გამოკიდებული …

კვირაში ერთი გაყინული ქათამი, ლიტრი რძე და ვაშლი – ვითარება ციხის დედათა და შვილთა დაწესებულებაში

როცა ჩვილბავშვიანი ქალი ჩადის დანაშაულს, თუ ბავშვი სამ წლამდე ასაკისაა, მას დედასთან ერთად ათავსებენ საპატიმროში. ამისთვის დედათა და ბავშვთა დაწესებულება ცალკეა გამოყოფილი. სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობას ასახავს საქართველოში, დედათა და შვილთა დაწესებულების აღწერას ცალკე თავი ეთმობა. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ დედებსა და 3 წლამდე …

არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ზოგადი განათლების პროცესი ხარვეზებით 

საქართველოში არასრულწლოვნები თბილისის N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო სრულფასოვნად არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების ზოგად განათლებას? N11 სარეაბილიტაციო დაწესებულების სკოლა თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლასაა მიერთებული. სკოლა ამზადებს არასრულწლოვნებს ექსტერნის პროგრამის დასაძლევად, ასევე საატესტატო გამოცდების ჩასაბარებლად. ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის მზადებისას  N11 დაწესებულების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვან …

ხის ხელნაკეთი ნივთებით დაწყებული საქმე

კობა ფიფია წალენჯიხის სოფელ ჩქვალერში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ბაბუმ ხეზე მუშაობა ბავშვობაში ასწავლა. ელექტროხელსაწყოებს არ იყენებს, მხოლოდ დანით თლის ხისგან საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სუვენირებს. სახლში სახელოსნოც აქვს მოწყობილი და თითქმის მთელ დღეს აქ ატარებს. 42 წლის პრობაციონერი ამჟამად უმუშევარია. ძირითადად ხის ნივთების რეალიზებითაა დაკავებული. 3000 ლარი ჯარიმა და ერთწლიანი პირობითი მსჯავრი მისი ოჯახისთვის სირთულედ იქცა, …

სახელმწიფო სერვისები ყოფილი პატიმრებისთვის

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე წელიწადზე მეტია ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ უზრუნველყოფს ზემოჩამოთვლილ რეგიონებში მცხოვრები ამ ჯგუფებისთვის სამედიცინო მხარდაჭერას, დასაქმების ხელშეწყობასა და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამები ინტენსიურია, თუმცა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში მოქმედებს, მანამ, სანამ …

უცხოელი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში

სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“, უცხოენოვანი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მდგომარეობას საპატიმროებში ცალკე თავი ეთმობა. ანგარიშის მიხედვით საქართველოში უცხოელი პატიმრების პრობლემები მრავალმხრივია:    სატელეფონი და წერილობითი კავშირის არარსებობა ისინი მათთვის გასაგებ ენაზე სათანადოდ ინფორმირებულები საკუთარი უფლებების შესახებაც კი არ არიან. ახლობლებისგან სიშორის გამო უცხოელი პატიმრები ვერ სარგებლობენ პაემნების უფლებით, საერთაშორისო …

როგორ იქცნენ ყოფილი პატიმრები მეწარმეებად

ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ გარდა დასაქმების, სამედიცინო და სხვა სახის მხარდაჭერისა, მცირე ბიზნესის განვითარებაშიც ეხმარება. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი 2017 წლის თებერვლიდან ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ოთხ რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და გურიაში. პროექტის წელიწადზე მეტხნიანი მოქმედების პერიოდში რამდენიმე ათეული ბიზნეს იდეა დაფინანსდა. მცირე ტიპის საცხობები, სუვენირებისა …

„ერთად შეგვიძლია ვუთხრათ სახელმწიფოს – „შენ მე მაყენებდი მორალურ ზიანს“

ნანა ფარჩუკაშვილი ყოფილი პატიმარია, რომლის სარჩელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის #200 ბრძანება არაკონსტიტუციურად სცნო. ამ ბრძანების მიხედვით, ციხის ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა პატიმრისთვის, შემოწმების მიზნით გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება იმდენჯერ მოეთხოვა, რამდენჯერაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ. ნანა ფარჩუკაშვილი გაშიშვლების მეთოდის საერთოდ გაუქმებას და სკანერით ჩანაცვლებას მოითხოვდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. …

ექვსი წელი ავტოავარიისთვის და პატიმრის ხუთსულიანი ოჯახის ცხოვრება

თუ სახლს ერთგან კარგად დაალაგებს, რეკომენდაციით მერე სხვაგანაც დაუძახებენ, რომ იქაც დაალაგოს. მცირე თანხას უხდიან, მაგრამ მაინც. როცა შინ ბრუნდება საკერავ მანქანას მიუჯდება და შეკვეთილ სამოსს კერავს ან გადააკეთებს ხოლმე. ყველაფერი უნდა აკეთოს რაც შეუძლია, სხვა გამოსავალი არ აქვს: შინ ხუთნი არიან და ერთიც პატიმარი, რომელსაც უნდა ეპატრონოს, სანამ ციხეშია. ასეთია პატიმრის ახალგაზრდა მეუღლის ცხოვრება. …

რა ხდება ქალთა საპატიმროებში – გაშიშვლება, ბუქნები, 10-20%-ით ძვირი მაღაზიები

ქალთა N5 სპეციალურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ამ დაწესებულების პატიმარი ქალების მდგომარეობა შეფასდა და გამოიკვეთა ხარვეზები, რომლის აღმოსაფხვრელადაც ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციებს სთავაზობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს. მონიტორინგის ანგარიში ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. ქვემოთ მოცემული ანგარიშის მიმოხილვა ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას შეეხება, ამ და სხვა დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე კი დემოკრატიის …

გაშიშვლება, „ბუქნები” და კამერები საპირფარეშოში – რა ხდება საპატიმროებში?

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ დაასრულა მონიტორინგი პენიტენციურ სისტემაში და სპეციალური ანგარიშიც წარმოადგინა – „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“. მონიტორინგის ჯგუფი 119 პატიმარს გაესაუბრა, პატიმრებს საშუალება ჰქონდათ სპეციალურად შედგენილი კითხვარის მეშვეობით მიეღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში. „ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში“ ნათქვამია, რომ N8 და N11 დაწესებულებაში არ არის სკანირების აპარატები. შესაბამისად, არასრულწლოვნების პირადი, სრული დათვალიერებისას მათ აშიშვლებენ. გარდა …

„ჩემი ბედნიერება ბავშვების ჟრიამულია” – სკოლის ბუფეტის 70 წლის მცხობელი

„ჩემი ბედნიერება ბავშვების ჟრიამულია. რომ შემოგრიალდებიან ბუფეტში და სიხალისე შემოაქვთ ყველაფერი მავიწყდება“, – ამბობს 70 წლის ლარისა თორია, რომელიც უკვე 44 წელია სამეგრელოს ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის ბუფეტში მუშაობს მცხობელად. „ყველაფერში“ შვილის რამდენიმეწლიან პატიმრობას გულისხმობს, როცა ოჯახის შემოსავალი მხოლოდ მისი პენსია და ცხობით გამომუშავებული ხელფასი იყო. ამბობს, რომ ბავშვების დაპურება მისთვის სიამოვნებაა და არამხოლოდ ყოველდღიური …

„ნეტა, სოციალურად დაუცველის სტატუსი მომანიჭონ!” – მხედველობადაკარგული კაცი შინ მარტო

მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაეცვალა, მისი ერთადერთი შვილი კი საპატიმროში უკვე მეორედ აღმოჩნდა, ასე დარჩა 82 წლის მოხუცი, მხედველობადაკარგული კაცი შინ მარტო. გლაუკომა და კატარაქტა ერთდროულად დაემართა, დაავადებები ოპერაციებს არ ექვემდებარება. პირველი ჯგუფის ინვალიდია, პენსიას აგროვებს და შვილს საპატიმროში უგზავნის. ამბობს, რომ ციხემდე ვერ მიდის მის მოსანახულებლად და მშობლის მოვალეობას ასე იხდის. „ტელეფონზე საუბრისას ვგრძნობ, …

რა ღირს პატიმრებისთვის წერილობითი კავშირი გარესამყაროსთან?

„ბათუმელების“ მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მედიაში პატიმრების გამოგზავნილი წერილების რაოდენობა 2017 წლის მეორე ნახევრიდან საგრძნობლად შემცირდა, 2018 წლიდან კი რედაქციაში არცერთი ასეთი წერილი აღარ მოსულა. 2016-17 წლებში საპატიმროდან რედაქციის მისამართზე ყოველკვირეულად დაახლოებით 4-5 კორესპონდენცია იგზავნებოდა. ახლა პატიმრებს აჭარის არ უმაღლეს საბჭოში, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში ოფიციალური კორესპონდენციის გაგზავნისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ. „დემოკრატიის ინსტიტუტში” რომელიც ყოფილი …

7-წლიანი სასჯელი 4 ლარის გამოძალვისთვის

30 წლის გიგი ნოზაძე ( სახელი და გვარი შეცვლილია) ყოფილი პატიმარი და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის დახმარებით ბევრს ეცადნენ გიგის რეაბილიტაციისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ახლა ევროპის ერთ-ერთ საავადმყოფოშია და ოპერაციის დანიშვნის დღეს ელოდება. ყველაფერი კი ციხიდან დაიწყო, სადაც გიგიმ ხუთწელიწად-ნახევარი გაატარა. „მთვრალი არ წაიყვანა ტაქსისტმა …

როგორ იყიდება გისოსებს მიღმა დაბადებული იდეები

ხელსაქმე და საიუველირო საქმიანობა ყოფილი პატიმრებისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ფარგლებში ეხმარება. ქვილინგი – ქაღალდებით დეკორატიული ნივთების დამზადების ხელოვნება, ხეზე კვეთა, საიუველირო საქმე – ასე დამზადებული ნივთები ხშირად ყოფილი პატიმრებისთვის შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. პროექტი ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს ასეთ შემთხვევებში სახელოსნოსთვის აუცილებელი საჭირო ხელსაწყოებით, საქმიანობისთვის …

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სტუდენტი იტალიაში სასწავლებლად მიიწვიეს

ის 21 წლისაა. პირველად მიეცა საშუალება, ექვსთვიანი სასწავლო პროგრამით წასულიყო იტალიურ უნივერსიტეტში. ეს მის ცხოვრებაში პროფესიული ზრდისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. სამშენებლო მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს. იტალიურ სასწავლო პროგრამაში წარმატებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ამ სიაში გიორგი ფაღავაც [სახელი შეცვლილია] მოხვდა, თუმცა, როცა ლექტორებმა მას ამ პროგრამის შესახებ აცნობეს, გიორგიმ წინასწარვე …

სასჯელი გოგოს მოტაცების გამო – 21 წლის პრობაციონერის ისტორია

18 წლისამ გოგოს მოტაცება სცადა და პირობითი სასჯელი დაეკისრა. ახლა 21 წლისაა. წარსულზე ეღიმება და ამბობს, რომ მაშინ ვერ გაიაზრა რას აკეთებდა. გოგო, რომელსაც იტაცებდა, მაშინ 17 წლის იყო, ბიჭს მასთან კავშირი აღარ აქვს. ამბობს, რომ ოჯახის ასე შექმნაზე აღარასდროს იფიქრებს, თუმცა გვეუბნება, რომ ნაადრევ ქორწინებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს. ჯაბა მანიაზე გიამბობთ (სახელი შეცვლილია) ბიჭზე, …

დაკარგული წლებისთვის ბრძოლა: პირუტყვს მოვაშენებ, რძეს, ხორცსა და ყველს გავყიდი 

39 წლის არჩილ ქაქუთიამ 6 რთული წელი გაატარა საპატიმროში. როგორც ამბობს, ზუგდიდის ციხეში არაერთგზის ცემის შედეგად ცალი თირკმელი დაკარგა და სამუდამოდ შშმ პირად იქცა. საპატიმროშივე დაინფიცირდა C ჰეპატიტით. გათავისუფლების მერე დროულად ჩაერთო სახელმწიფო პროგრამაში და ამ ვირუსისგან განიკურნა. ციხის თანამშრომელი, რომელიც მას და ბევრ სხვა პატიმარს სისტემურად სცემდა წლების განმავლობაში, ზუგდიდის ციხეში, ახლა თავადაა პატიმარი. …

ევროპული მიდგომები საპატიმრო სისტემაში – რა არის გარდამავალი მენეჯმენტის პროგრამა?

არასამთავრობო ორგანიზაციების როლი პენიტენციური სისტემის განვითარების საქმეში საქართველოში მსჯავრდებულთა მომსახურებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს, გათავისუფლების შემდეგ კი მათ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაში დანაშაულების პრევენციის ცენტრი ერთვება. პენიტენციური სისტემის განვითარებაში დიდია არასამთავრობო სექტორის როლი, რომლებიც სთავაზობენ ყოფილ პატიმრებს სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამას, ატარებენ კვლევებს, რეკომენდაციებს სთავაზობენ სახელმწიფოს და ეხმარებიან სისტემის ხარვეზების გამოვლენაში. სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორს შორის ურთიერთობა …

როცა ორი წლის შვილი და მოხუცი ბებია გყავს, მაგრამ სამუშაოს ვერ პოულობ

მარიამ კ. (სახელი შეცვლილია) 34 წლის მარტოხელა დედაა და ორი წლის პატარას მარტო ზრდის. მის მეუღლეს 3 წელი აქვს მისჯილი და მარიამს ყველაფერთან მარტო უწევს გამკლავება. უვლის ქმრის ასაკოვან ბებიას და ბავშვს. მუშაობას ვერსად იწყებს, რადგან ბავშვი ბაღში დაჰყავს, სადაც მას დილის ცხრიდან საღამოს ხუთ საათამდე იტოვებენ. დედაც ამ გრაფიკზეა დამოკიდებული და ბევრი მცდელობის მიუხედავად …

„არანაირი გეგმა არ მაქვს, სასაფლაო მაქვს სამაგიეროდ” – ყოფილი პატიმარი

ყოფილ პატიმარს, 61 წლის ამირან იობიძეს, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ვულკანიზაცია აქვს გახსნილი და დაზიანებულ ავტომანქანებს აკეთებს. საქმე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გაიჩინა. საპატიმროში სულ 7 თვე დაჰყო: წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ შეიწყალეს. მანამდე იყო მძიმე გამოცდილებით სავსე წლები: 90-იან წლებში ქვეყანაში არეულობის გამო რუსეთში გადახვეწა, მუშაობა და ოჯახის რჩენა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, სოციალური პრობლემების …

ყოფილი პატიმარი – ახალბედა მეფუტკრე

ბეჟან თოდუა ახალბედა მეფუტკრეა. დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი“ მცირე საოჯახო მეურნეობის გაფართოებაში დაეხმარა, გაიარა ბიზნესის მართვის ტრენინგი, გაეცნო სიახლეებს მეფუტკრეობაში და შეუდგა საქმიანობას, რომელიც ახლა უყვარს კიდეც. მისი ყოველი დილა ფუტკრებთან ურთიერთობით იწყება. ამ სასარგებლო მწერს ხშირი ყურადღება და მუდმივი კონტროლი სჭირდება. თუმცა ბეჟან თოდუასთვის მეფუტკრეობა დამღლელი საქმე არ არის, პირიქით, ფუტკრებს ოჯახის …

რამდენი პატიმარია საქართველოში [კვლევა]

2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 718 200 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 9 407 ბრალდებული და მსჯავრდებულია, აქედან 9 135 მამაკაცი, 272 კი ქალი. პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული პირების რაოდენობა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 0, 25%-ს შეადგენს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში 32 არასრულწლოვანი ბრალდებული და მსჯავრდებულია განთავსებული. პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრილ პირთა უმეტესობა …

ყოფილი პატიმრების სამედიცინო დახმარების პროგრამა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის სტატისტიკის 2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, პენიტენციურ სისტემაში მყოფ მსჯავრდებულებს შორის გამოვლენილ დაავადებათა საერთო რაოდენობა 9 842-ს გაუტოლდა. სასჯელაღსრულების სისტემაში გავრცელებულ დაავადებებს შორის, 2018 წლის იანვრის მონაცემებით, ყველაზე ხშირად ფსიქიკურ და ქცევით აშლილობას ვხვდებით. კვლევაში წარმოდგენილ დიაგრამაზე  ნაჩვენებია პენიტენციურ სისტემაში გავრცელებულ დაავადებათა ხვედრითი წილი: ამავე ანგარიშში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, გაუარესებული …

შეწყალება, ვადამდელი გათავისუფლება და პირობითი მსჯავრი – რეკომენდაციები

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

უფასო იურიდიული დახმარება ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის

  მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.  

მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მარტო დარჩენილი პატიმრის მეუღლე

170-ლარიანი სოციალური დახმარებით ცოტა შეშა იყიდა, თავად დაჩეხა. როცა სითბო შემოაკლდათ, თხილი გასხლა და წვრილი ტოტებით ათბობდა ღუმელს მთელი ზამთარი. ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მეორე სართულზე წვიმასა და თოვლში დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდის. ნესტიან პირველ სართულზე ცხოვრებისგან ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ, პატარებმა ანთება დაძლიეს, მაგრამ დედას ნესტისგან მუდმივად სტკივა ფეხები. ასე …

მანქანების სახელოსნო – ყოფილი პატიმრის ძირითად საქმედ ქცეული გატაცება

გოგი გელაძე (სახელი და გვარი შეცვლილია) საპატიმროდან 2015 წელს გაათავისუფლეს, თუმცა პირობით სასჯელს დღემდე იხდის და კვირაში ერთხელ ვალდებულია ოფიციალურად დაადასტუროს, რომ ფიქსირებული ტერიტორია არ დაუტოვებია. საპატიმროში მოხვედრამდე ყველაფერი სხვაგვარად იყო: ხულოს მუნიციპალიტეტიდან, სხვა ახალგაზრდების მსგავსად, გოგიც თურქეთში დადიოდა ზაფხულობით თხილისა და ჩაის საკრეფად. შრომა ადვილი არ იყო, თუმცა გამომუშავებული თანხა ხუთსულიან ოჯახს მთელი წლის …

1 ფსიქიატრი 2000 პატიმარს: ნარკოდამოკიდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამა ციხეებში 

პენიტენციურ სისტემაში სოცმუშაკებსა და ფსიქიატრებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, თუმცა ყოფილი პატიმრების უმრავლესობა კადრების სიმცირესა და სერვისების არახელმისაწვდომობაზე საუბრობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით, თბილისის #2 პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული იყო მხოლოდ 1 ფსიქიატრი, რომელიც თვეში 300 პაციენტს უწევდა კონსულტაციას, #8 დაწესებულების ერთი ფსიქიატრი კი 2000 პატიმარს ემსახურებოდა. რიგ შემთხვევებში, დამატებით მოწვეული ფსიქიატრები დღეში …

ერთი ოჯახის სამი პატიმარი – ცხოვრება თავისუფლების შემდეგ

ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში 700-მდე კომლი ცხოვრობს. ამავე სოფელში ჯიქიების ოჯახს (გვარი შეცვლილია) რკინის საამქრო აქვს, სადაც ოჯახიდან სამი მამაკაცი – მამა და ორი შვილი მუშაობს. „რკინაზე მუშაობა რთულია, მძიმე მასალაა და დასამუშავებლადაც არ არის მარტივი, მამაჩემი დიდი ხანია ამ საქმეს აკეთებს: თითქმის მთელი სოფლის ღობეები, ღუმელები და წყლის ავზები მისი გაკეთებულია. ხელობა ჩვენც გვასწავლა …

ყოფილი პატიმარი: რომანს ვწერ ციხის წლებზე

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

Exit mobile version